მზიანი დღე და ინტერნეტი

დღეს 20 აპრილია. გაზაფხულის ერთი მშვენიერი დღე.

იოსებიძის ქუჩას ხოტბას არ შევასხამ და ჩიტების ჟღურტულის აღწერას არ დავიწყებ. ხომ მიცნობთ…

ალბათ, გახსოვთ რამდენი პოსტი დამიწერია სოციალურ ქსელებზე. კაი, რამოდენიმე. 2. აი, ეს, და ეს… სხვაგან გაკვრით მიწერია.

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ დღეს აღდგომაა, მე თავისუფალი დრო მაქვს (არც ისე…), სტუმრად არ წავსულვარ და სახლში დავრჩი სამუშაოდ.

დაახლოებით 6 საათის წინ გავიღვიძე, ჩემთვის უჩვეულოდ ადრე, 11 საათზე. რაში გაინტერესებთ. დღის გეგმა დაახლოებით ასე გამოიყურებოდა – გერმანული, ვარჯიში, საბაკალავროზე მუშაობა და კიდევ რაც მინდა, სულო და გულო, საქმე არასდროს გამომელევა.

ჰოდა, ჩავრთე კომპიუტერი. გარეთ ცხოვრება ჩქეფს, მე კი შენელებული კადრივით ვზივარ.

აი, რატომ:

სოციალური ქსელები დროის მოსპობის ერთადერთი პრობლემა არაა. პრობლემა მთლიანი ინტერნეტია.

1. კომპიუტერი ღლის თვალებს, და არამარტო თვალებს… უკვე 3 ჭიქა ყავა დავლიე. (არც ძილი მაკლია, არც არაფერი…)

tatt

2. გვაკარგვინებს დროის შეგრძნებას. ამას რაღა მტკიცება უნდა.

3. ინტერნეტი გვთავაზობს ერთმანეთისგან ისეთ განსხვავებულ სერვისებს, როგორიცაა ონლაინ კურსები (აქვე გაეცანით კურსერას, აივერსითის, უდემისმითს და Khan-ს), თუ გასართობი გვერდები. ეს ინსტიქტია! რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით “ჩამოსქროლავ” გვერდებს, სავარჯიშოების წერას ნამდვილად ჯობს. (იმ წუთას მაინც). ხოდა თავს ძალა მაქსიმალურად უნდა დაატანო რომ ყურადღება მოიკრიბო. რა რთულია!

4. ისეთი მოდუნებული ხარ, რომ შენელებული კადრივით იქცევი. არადა კომპიუტერი რომ გამორთო, უცებ მოხვალ აზრზზე.

5. ყოველთვის “აპრავებ” კომპიუტერის ჩათულ მდგომარეობას. “აქ ლექსიკონია და მჭირდება”, “ეს წიგნი უნდა ვიშოვო”. რაღაც მანკიერი წრეა, რომელსაც თავს ვერ აღწევ. თეორიულად კი შეიძლება ოფისის ქირაობაც არ დაგჭირდეს, რადგან არსებობს დახურული ჯგუფები, არაა საჭირო პირადად შეხვდე ადამიანს, რადგან არსებობს სკაიპი, ა.შ.  მაგრამ იმას რა ვუყოთ, ინტერნეტს “აზრზზე მოდი ბიჭოს” და “საქმეს მიხედე. ახლავე!” ფუნქცია რომ არ აქვს!

6. კინოები, მუსიკა, ჩვენი საყვარელი სელებრითები და ბიზნესმენები (მე ასეთებიც მყავს 🙂 ), ყველანი ინტენეტში არიან. (ვის რა ეცვა წითელ ხალიჩაზე, სად დაისვენა ნიკოლ შერზინგერმა, რაო იმან რა დადო…) არადა თვითონ არ სხედან და დადებილებულ მდგომარეობაში სხვების ქორწილის სურათებს არ ათვალიერებენ.

ერთ დღესაც უნდა დავიდეს ჩვენამდე, რომ ასეთი დღის რეჟიმით შანსი არ გვაქვს რამეს მივაღწიოთ. იმიტომ, რომ ჩვენი გონება პასიურ განზომილებაში  ძევს!

7. ვინც ამბობთ, რომ თქვენ არ გაწუხებთ იგივე პრობლემა, მატყუარები ხართ! ინტერნეტზე დამოკიდებულება ყველა იმ ადამიანის პრობლემაა, ვისაც დიდხანს უწევს ჯდომა, სწავლობს ან “საოფისე” საქმეები აქვს.

8. იმას რა დავა უნდა, რომ მაგნიტივით გიზიდავს, სულ ფიქრობ ” ახლა ამას გავაკეთებ და გამოვრთავ”.. ან რამე მაგდაგვარი.

ხოდა, ვაღიარებ, რომ ინტერნეტზე ვარ დამოკიდებული. და ამ დამოკიდებულებას ისევე უნდა ვებრძოლო, როგორც მწეველები – ნიკოტინის სურვილს.

წინასწარ მოვიფიქრებ რატომ ვრთავ კომპიუტერს, რა საქმე მაქვს კონკრეტულ გვერდზე და რამდენი ხანი დამჭირდება.

უკვე 5 საათი გახდა და მალე შებინდდება.

ერთი შეხედვით, მზიანი და იდეალური დღე, რომელშიც ყველაფრის მოსწრება და დიდი სიამოვნების მიღება შეიძლებოდა, სხვა 1000 ბით დღეს დაემსგავსება (თუკი, ამდენი დრო საერთოდ გვაქვს).

მეც მინდა კარიბის ზღვაზე დასვენება და ისეთ სახლებში ცხოვრება, არქიტექტურულ ბლოგებზე რომ დებენ ხოლმე.

ახლა კი მხოლოდ თვალები მეხუჭება.

გავალ, ფეხით გავივლი.

ახალი და ძველი წელი

Pictures-Of-New-Year-10დაიწყო ახალი წელი, რომელსაც მთელი სულითა და გულით გილოცავთ!

რაღაცის დაწერა მომინდა (ბევრი გადაუდებელი საქმე რომ მაქვს ხოლმე ხომ მაგ დროს უნდა გამახსენდეს ბლოგი) და, რადგან ახალი წლის პირველი პოსტია, ჯერ გასული წლის მოლოდინებს გადავხედე.

ოო, კიდევ ერთი უკან მოტოვებული წელი, თავისი გიჟობებით და თავგადასავლებით.

სანამ ახალი წლის ამბებზე შევუდგებოდე პოსტვას, ჯერ შარშანდელ მოლოდინებს გადავხედავ.

სია მარტვია:

  • კარგად უნდა გავერთო. მუშაობა და გართობა და არა მუშაობა-დაძინება-მუშაობა. დროის საინტერესოდ გატარება უკეთესი განტვირთვაა ვიდრე – ძილი. კარიერის შენების ამ ეტაპიდან რაღაც საინტერესო ხომ უნდა დამრჩეს! 20 წლის ვარ სხვათა შორის!

  • შეჯამება: დიდად სამწუხაროდ, თავდაუზოგავად არ მომილხენია. ვეცდები წელს ავინაზღაურო ეს დანაკლისი!
  • მუშაობა უნდა დავიწყო. ფული მჭირდება და 1 სამსახური მესროლეთ ვინმემ!

  • მუშაობა დავიწყე, დავამთავრე, დავიწყე-დავამთავრე, დავიწყე-დავამთავრე და კიდევ რამდენჯერმე. ეს გეგმა ისეთი თავბრუდამხვევი გადაჭარბებით შევასრულე, რომ როცა ხალხი ჩემს ასაკში, ანუ მეოთხე კურსზე იწყებს თითის განძრევას ნანატრი სამნიშნა თანხის მისაღებად, მე უკვე ყელში მაქვს ეს პროცესი ამოსული, და თუ კარგად გახსოვთ, რამდენიმე ნაშრომით მოხიბლული, აღარც კი ვეძებ სამსახურს 🙂  Continue reading “ახალი და ძველი წელი”

ამბავი ამისა კომპიუტერისა და კიდევ ბევრისა რამისა

LearSiegler_ADM3A_System_12 კვირის წინ კომპიუტერი გამიფუჭდა. არა, ამას გაფუჭება არ ქვია, 8 წლიანი ღმუილის შემდეგ უბრალოდ აღარ ჩაირთო. რადგან ჩემი “სამერჯობის” ფულის ნახევარი მაგის 6 თვიან წამებაში დავხარჯე, გადავწყვიტე თავი დამეზღვია და ახალი კომპიუტერი მეყიდა. სანამ თანხას მოვიძიებდი და პროცესორს შევარჩევდი 2იოდე კვირა გავიდა. ამ დღეებმა ღრმა დეპრესიაში ჩამაგდო, მომავლის იმედი”დამიხურა” და მიმახვედრა რა სულელურად ვარ მიჯაჭვული კომპიუტერზე.

ახლა ჩემი ახალი კომპიუტერი ნაზად არხევს ქულერს და არც ნერვებს მიშლის, მაგრამ წინა კვირა მოცემულზე გაცილებით უკეთესი იყო.

იხილეთ ჩემი ფიქრები როცა კომპიუტერი არ მქონდა:

  1. კოლოქვიუმები მიახლოვდება და საიდან ვიმეცადინო! საათობით სხვასთან ვერ ვიჯდები! და ა.შ.!
  2. რა ეშველება ჩემს ონლაინ კურსებს, სერთიფიკატს ვერ ავიღებ!
  3. ინფორმაციის მოძიებას ვერ ვახერხებ, სამსახური როგორ ვიშოვო ან საერთოდ ჩემი ბიზნეს იდეების შესახებ საიდან მოვთხარო ინფორმაცია!
  4. მოწყვეტილი ვარ…
  5. ვერაფერს ვაკეთებ, იმიტომ, რომ წიგნიდან მეცადინეობასაც კი რაღაც ძალით კომპიუტერი ჭირდება.
  6. ყველაზე უარესი – ჩემი ფლეიერი სად დავტენო!

დადგა ჟამი იგი ახალი კომპიუტერისა.

  • ღამე პირველი – იმის მაგივრად მეორე დღის გამოცდისთვის მემეცადინა, სასწრაფოდ ძველი ინფორმაცია გადმოვწერე, ვინდოუს 7ით დავტკბი (წინა ვერ ქაჩავდა), ფონი შევცვალე და პროგრამები დავაინსტალირე;
  • დღე მეორე – გამოცდის შემდეგ მოვვარდი სახლში, (მრცხვენია ამ პოსტის შემდეგ) მაგრამ ფეისბუქზე შევქანდი და მთელი დღე ინტერიერის დიზაინის სურათებს ვათვალიერებდი. აი ჩემი სისუსტე! მერე თავი ამტკივდა, დავიძინე და ლექციაც გავაცდინე; რომ გავიღვიძე გამარჯვებული სახით დავჯექი კომპიუტერთან – სამეცადინოდ, მაგრამ 10 წუთში >>>

man-sitting-at-a-computer

  • მესამე დღე -კომპიუტერი, გარეთ განიავება 2 საათით, მერე ისევ სახლი – კომპიუტერი -კომპიუტერი, (ოღონდ არა იმ მიზნებისთვის ზემოთ რომ ვნერვიულობდი) – ძილი. გვიან უძლიერესმა სინდისის ქენჯნამ შემაწუხა.
  • დღე მეოთხე (დღეს) – კომპიუტერი – სიმღერა – განიავება 3 საათით – კომპიუტერი. მერე სამწუხარო ამბავი გავიგე – ერთ-ერთ გაცვლით პროგრამაში ვერ გავედი. გერმანიაში! როგორ შეიძლება გერმანიაში წასვლაზე ვინმემ უარი მითხრას თუ გული და ტვინი აქვს! ამიტომ მეზიზღება როცა ჩემი ბედი სხვის ხელშია. რატომ უნდა გადაეწყვიტა ვინმეს 5 წუთიანი საუბრის შემდეგ რომ ჩემი გერმანიაში წასვლა არ ღირს – ლაპარაკით დავიღალე, ინგლისურს მართლა კარგად ვფლობ, მოტივაცია ჩამოვუყალიბე და საერთოდ ყველაფერი ვქენი. ერთი ის იყო, “თავბრუს დახვევის” ხასიათზე არ ვიყავი საათნახევარი ლოდინის (ფეხზე ლოდინის)შემდეგ. ყველგან ერთი იდიოტური მიდგომა აქვთ – სწრაფია = კარგია. რას ლაპარაკობ არ უსმენენ. ამ შემთხვევაშიც, ვატყობ, ჩემმა დამაჯერებელმა მოტივაციამ კი არა, მცირე მოდუნებამ და სქესმა იმოქმედა. კომპიუტერთან რა შუაშია, მაგრამ შუაშია. გეტყვით რატომ. ამ შემთხვევაში ჩემი ბედი სხვის ხელში იყო (რასაც ვერ ვიტან, მაგრამ ეს გარდაუვალია ხოლმე). ჩემთვის რომ მოესმინათ, გერმანიაში ვიქნებოდი, იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოტივაცია მქონდა. კაი, ეს სხვის ხელში იყო, მაგრამ აბა რაა ჩემს ხელში? (ხანდახან მეშინია ჩემი ბლოგი 4მოტივი.ცომ ს არ დაემსგავსოს, მაგრამ რადგან არავის ვხვდები და არც საჭორაო ამბები მაინტერესებს, და იმდენი კარგი უკონკურენტო ლიტერატურული ბლოგი არსებობს, რომ მე ასე გამომდის) კი, ჩემს ხელში ჩემი დრო და ჩემი გონებაა. ვიცი, რომ ყველა ორგანო ჩემი ტვინის ფუნქციონირებას ემსახურება.

ჩემი დრო და ჩემი დრო! რაც არ უნდა გადამიწყვიტონ, მაინც ასეთი სახლი მექნება: 560152_613566645325646_1267426956_n

კიდევ 3 ძაღლი მეყოლება,

აი ასეთი ვიქნებიAngela_Merkel_(2008)

კიდევ აი ასეთი ლაივები უნდა მქონდეს47045_09_122_344lo

კიდევ ბევრი ენა უნდა ვიცოდე და ისეთი მაგარი ტიპი უნდა ვიყო მე რომ მინდა.

ეს ხომ ჩემს ხელშია.

ფეისბუქზე დიდხანს ვათვალიერე სურათები არქტიტექტურაზე, მხატვრობაზე, ქანდაკებაზე, მოგზაურობაზე და ყველაფერზე. კიდევ უფრო მეტი სტატუსი წავიკითხე, რომელიც ან ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ამბებს გამოხატავს, ან პატარა გამონათქვამებს, რომლებიდანაც მე ყვირილი მესმის – დამწყვდეული ადამიანების ყვირილი, რაღაც უწყინარ სტატუსად გამოხატული. დიდხანს თუ დავრჩები იქ არც ასეთი ^^ სახლი მეღირსება და ვერც ვერსად გავეტევი.

ისევ გადმოვწერე ვებ ბლოკერი, რომელსაც ჩემი ახალი ანტივირუსი გამწარებული ეჩხუბება და კიდევ გამახსენდა რამდენი საქმე მაქვს. მაგალითად: (იხილეთ google tasks – პირველი გვერდის ნაწილი) Capture1

ერთი უცნაური პოსტი გამომივიდა.

ვის არ დაგიწერიათ :)))

ცვლილებების დრო

2013-sparklers_2438009b

ძალიან საინტერესო ცხოვრებას ვეწევი.

წელიწადი 3 ნაწილად მაქვს დაყოფილი, საიდანაც პირველი მოიცავს დროს 2 აპრილიდან (ჩემი დაბადების დღიდან) 1-ლ სექტემბრამდე, მეორე ნაწილი 1 სექტემბერს იწყება და 31 დეკემბერს მთავრდება, მესამე კი იანვრიდან იწყება და 1ლ აპრილს მოიცავს.

მაქვს 4 გეგმა: 1. ჩემს დეპრესიულ დაბადების დღეს დაწერილი, მეორეს ახალ წელს, უკეთეს ხასიათზე მყოფი ვადგენ (და მოიცავს დაბ. დღის გეგმას და კიდევ იმას რაც თავში მომივა), კვირის გეგმები და ყოველ დღეს შედგენილი ე.წ. “თუ დუ ლისტი.”

ბევრი ბიუროკრატია მე იმაზე მეტად მღლის, ვიდრე თქვენ ამის წაკითხვა, მაგრამ ჩემი ცხოვრების მიზნების ჩამონათვალი რომ ნახოთ, მაშინ ნამდვილად  მიხვდებით, რომ დაგეგმვა და ბევრი შრომა აუცილებელია. მაგრამ მე არ ვარ “იმნაირი” მოსაწყენი 🙂

ყოველ ახალ წელს მგონია, რაღაცეები უნდა შევცვალო, რაც დამეხმარება… ვიყო… ვიყო… არა, დავისვენო და ერთხელ ვთქვა – რა კარგია, ახლა შემიძლია ცოტა ხნით მოვეშვა…

ხოდა ახალ წელზე კარგი დრო არ არსებობს ცვლილებებისთვის. ადრეც დამიწერია, რომ მძუუუულს თვითგამორკვევაზე დაწერილი პოსტები/სტატიები/წიგნები. არც ბევრი ლაპარაკი მინდა, პირიქით, რაც შეიძლება უნდა გადავახალისო ჩემი დღის/წლისთავის და 40ის გეგმები 🙂

ჩემი ცვლილებები კი შემდეგია:

1. კარგად უნდა გავერთო. მუშაობა და გართობა და არა მუშაობა-დაძინება-მუშაობა. დროის საინტერესოდ გატარება უკეთესი განტვირთვაა ვიდრე – ძილი. კარიერის შენების ამ ეტაპიდან რაღაც საინტერესო ხომ უნდა დამრჩეს! 20 წლის ვარ სხვათა შორის!

2. მუშაობა უნდა დავიწყო. ფული მჭირდება და 1 სამსახური მესროლეთ ვინმემ!

3. სოციალური ქსელები უკვე ბოლომდე უნდა ამოვძირკვო ცხოვრებიდან. (იხილეთ ლინკი)

4. რაც შეიძლება მალე უკეთესი გარემო უნდა შევქვმნა მუშაობისთვის. ისეთი ადგილი მჭირდება, სადაც ყოველ წუთს არ შემაწუხებენ და თან ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტი იქნება… მოკლედ, მარტო უნდა გადავიდე საცხოვრებლად… და სტუდია მინდა….

5. ყველანაირდ ვეცადო თავიდან ავირიდო სასიყვარულო ურთიერთობი და ყველაფერი მაგდაგვარი!

6.  დავწერო ბევრი პოსტი იმაზე, რისი დაწერაც მეზარება ხოლმე და მერე აქტუალურობას კარგავს…

7. ვემზადები რადიკალური ცვლილებებისთვის. ახალი ქვეყანა, ახალი საქმე… მოკლედ, წინასწარ ყვეანაირად უნდა მოვემზადო!

8. მინდა იცი როგორი ვიყო? სულ არაფერი რომ არ ეზარებათ ხოლმე.  ამ შემთხვევაში თავის გატანის მეტი შანსი მექნებოდა.

9. ცოტა მივუახლოვდე მოკვდავების ცხოვრების რეჟიმს.

10. ვეგეტარიანელი ვარ და საშინლად მეზარება საჩემო საჭმელების მომზადების სწავლა. უნდა გავერკვიო კულინარიაში, რომ ფორთოხლის დაჭრა მაინც შევძლო სისხლისღვრის გარეშე. ეს კულინარიას არ ეხება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია;

11. ვიყო უფრო მობილიზებული. საგრძნობლად უნდაშევამცირო თავს გადამხდარი კურიოზების რაოდენობა.. თუ არა? კაი, იყოს, ვერთობი 🙂

12. თმა წითლად უნდა შევიღებო. ქერა მომწყინდა უკვე;

13. საბოლოოდ უნდა დავძლიო ღელვა სცენაზე დგომისას;

14.  მომავლ ახალ წელს კარგად უნდა გავერთო! დაე ეს იყოს ჩემი ბოლო წყნარი ახალი წელი…

სხვა ცვლილება არ მახსენდება…

თქვენ როგორ გაქვთ საქმე? 🙂307222_473590836031389_1151173011_n

რატომ დავბლოკე Facebook

1. უნდა აღვნიშნო, რომ დავბლოკე. არ გამიუქმებია. რომ გავაუქმო ვეღარ გავიგებ ჩემს ბედკრულ უნივერიტეტში ლექცია რომ ცდება (1 საათით ადრე!) ან აუდიტორია შეიცვალა. მაგრამ 10 წუთზე დიდხანს აღარ ვრჩები.

მივხვდი, რომ დამოკიდებული გავხდი სოციალურ ქსელზე. ლურჯი ფერების დანახვისთანავე შესვლა და “შემოწმება” მინდებოდა. შესვლისას 5-6 სიახლე მხვდებოდა, ისიც უმნიშვნელო. მერე ამოხტებოდნენ ერთმანეთის გამომრიცხავი გვერდები, მაგალითად,”ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი” და  “დაუნ ვი დიქტეიტე”. შესაბამისად, ერთდროულად მინდებოდა ახალ პროექტში მონაწილეობა და სასაცილო ძაღლების სურათების ნახვა, ან, ვნახავდი ისრაელი-პალესტინას კონფლიქტში დაღუპული ბავშვი სურათს და გვერით ვიღაც “ფრენდი” მანიკურის სურათებს აშეარებდა. გამოდებილების პირველი საშუალება!!

მინდოდა მემეცადინა, დამესვენა, შემევსო აპლიკაციები, მომესმინა მუსიკისთვის, გავსულიყავი გარეთ, თუნდაც შამპუნის საყილად! ძალიან მალე გარეთ გავიხედავდი და უკვე ბნელოდა. სიცოცხლე მინდოდა მოკლედ, მთელი თავისი სიცხოველით, რომელშიც შედის ისეთი რამეები, როგორიცაა:

დილით ადრე ან გვიან ადგომა, ნებისმიერ შემთხვევაში;

ცხელი ყავის მირთმევა;

იმეილის შემოწმება დილაობით და ინფორმაციის გაცნობა;

მერე უნივერსიტეტი;

მერე ძალიან სრაფ ტემპი მოსაწყენი საგნების მომზადება, თან ისე, რომ გამოცდის წინა ღამეს ყველასგან განსხვავებით უდრტვინველად დამეძინა;

მერე ფეხით გავლა, მეგობრების ნახვა;

გიტარაზე დაკვრის სწავლა;

შოპენის ეტიუდების გარჩევა და დახვეწა;

წერა და ბეეევრი მხატვრული ლიტერატურის კითხვა;

კონცერტებზე და თეატრებში სიარული; იაპონურის სწავლა; სიმღერების წერა!

რამე კარგი პროექტის ორგანიზება;

ცეკვის სწავლა;

კიდევ მილიარდი რაღაც, მილიონჯერ უკეთესი რამეების ჩათვლით! მაგალითად, ხნიერი ბაბუას ვარჯიში და მეტი გასართობი ღონისძიებები.

ჩემი ძვირფასი დრო უმნიშვნელო რამეებში მეხარჯებოდა, ყველაზე მეტად კი ის არ მინდა ერთხელაც აღმომეჩინა, რომ ბევრი დრო გასულა და წლის 365 ღიდან  80 ონლაინი გამეტარებინა.

კაცია და გემოვნება, მირჩევნია ჩემი სურათები “ალაიქონ” და “დააშეარონ’, ვიდრე მე გავაკეთო იგივე. მე მეტი მინდა ცხოვრებაში. ძალიან პათეტიკურია, მაგრამ ძალიან მინდა რეალურ სამყაროში ცხოვრება, კიდევ უფრო პათეტიკური და ბუნებრივია, რომ ყველა ოცნების ახენა მინდა.

Facebook ილუზიაა, რომ იქ სოციალური ცხორება მიჩქეფს, სანამ შენ მარტო ზიხარ და რაღაც მოსაწყენს აკეთებ.

გამოსავალი საიტზე შესვლა კი არა, აქვე საინტერესო რამის კეთებაა.

მე არ მინდა გონება მეფანტებოდეს. მინდა ვიყო ჩემი იდეალი და არა აჩრდილი.

ამიტომ:

1. მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება;

2. გადმოვწერე პროგრამა (უფასო და მშვენიერი) The Web Blocker

3. ისეთი პაროლი დავადე, რასაც საკუთარი ხელით არ ავკრეფ!

4. ასევე შევცვალე Facebook ის პაროლი და ისეთი ჯოჯოხეთურია, რომ ესაღწევად რამდენჯერმე უნდა ავკრიფო. შესვლის მოტივაცია “0” თან ძალიან ახლოსაა.

აქამდე 2ჯერგავაუქმე და აღვადგინე ანგარიში, მაგრამ დღეში დაახლოებით 2 საათს ამ საიტზე ვატარებდი. თანაც, მინიმუმ 2 საათს.  თვეში 56 საათი… წელიწადში 560 საათს… 23 სრული დღე-ღამე…

კარგად მოვიქეცი და ვხვდები რამდენი დრო და რამდენი საქმე მქონია…