მურაკამი, ინერცია და ნებისყოფა

This slideshow requires JavaScript.

იცით, რომ ჰარუკი მურაკამი ყოველ დღე დარბის?

Without a solid base of physical strength, you can’t accomplish anything very intricate or demanding. That’s my belief. If I did not keep running, I think my writing would be very different from what it is now

წყარო

Some day, if I have a gravestone and I’m able to pick out what is carved on it, I’d like it to say this:

Haruki Murakami
1949-20**
Writer (and Runner)
At Least He Never Walked

წყარო 2

ჰარუკი-სან დილით 5 საათზე დგება, უჯდება საწერ მაგიდას და რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ სამუშაოზეა კონცენტრირებული. ნიჭი, კონცენტრირების უნარი და ამტანობა – კარგი მწერლის უდავო თვისებებია. (იხილეთ ჩემი საყვარელი ინტერვიუ)

შემდეგ ვარჯიშობს, მერე კი სახლიდან გადის და დარბის. არაერთ კილომეტრს. წლების განმავლობაში. “ჩაუგდებლად”

ყოველ დღე სულაც არ ეხალისება, მაგრამ ახტება “მაგ” რაღაცას და დარბის. ეს ეხმარება ყოველდღე იცხოვროს. ამას ნებისყოფა ეწოდება.Times_Murakami

ჩემთვის კი სირბილს სხვა ფიზიკური თუ გონებრივი აქტივობები ანაცვლებს. ესაა ვარჯიში, მუსიკა… და სავალდებულო საქმეები, რომლებსაც მაშინვე მოვისვრი, როცა აღარ დამჭირდება. და ყოველ დღე მეც ძალიან მიჭირს. ვერ ვარ მთლად მურაკამი-სანის ნებისყოფის პატრონი. (თუმცა, ამ “დილით” უკვე დავწერე, რომ მინდა საკუთარი ნებისყოფა გავიუმჯობესო.)

ჰოდა, მანამდე კიდევ ერთი პოსტით ადრე დავწერე, რომ არ უნდა მივაქციოთ წარსულს ყურადღება, თუ ის ბორკილებს გვადებს. ასე, რომ ეს პოსტი უფრო მეტად საკუთარ თავს მივუძღვენი. აი, რატომ:

თუ მე გუშინ რომელმე (ან არცერთი) ჩემი აქტივობა არ “განვახორციელე” (სტილისტურიშეცდომა.ცომ), არ ნიშნავს, რომ ეს უფლებას მაძლევს დღესაც გავაცდინო. საერთოდ, დაუწერელი “კანონი” არსებობს, რომ თუ ერთხელ “ფეხი აგიცდა”, ასეც გაგრძელდება. ეს ეხება ყველაფერს – თუ ერთხელ გააცდინე სამსახური, მეორედაც გააცდენ (რა მოვხიე), თუ ერთხელ შესცოდე რამე, მეორედაც შესცოდავ :)), თუ მოწიე კიდევ მოწევ… თუ ნარკოტიკს გაეკარე, იგივე, თუ ერთხელ უღალატე ვინმეს მეორედაც იზამ და ა.შ…….

იმის თქმა მინდა, რომ ასე არაა.

ვითომ გუშინდელი დღე არც ყოფილა. ის მხოლოდ კალენდარულ ისტორიას შემორჩა. რეალურად არ ყოფილა.

ყოველი დღე ახალი ეპოქაა, ახალი დასაწყისი და ბატონი ჰარუკი იმიტომ არ დარბის რომ გუშინაც ირბინა, არამედ იმიტომ, რომ დღეს თუ არ ირბენს თავს ხელში ვერ აიყვანს, ვეღარ იქნება ის, ვინც უნდა რომ იყოს და ვერ ემონება იმ ცხვარს, გონებაში რომ უზის.

ამის თქმა მინდოდა. დღეს ახალი დღეა, რომელშიც ინერციის ხათრით არაფერი უნდა გავაკეთოთ. სულ არაფერი.

რა მნიშვნელობა აქვს რა ვქენი მე გუშინ? იმის წინ, იმის წინ…

დღეს ახალი შანსი მაქვს.

 

Advertisements

მზიანი დღე და ინტერნეტი

დღეს 20 აპრილია. გაზაფხულის ერთი მშვენიერი დღე.

იოსებიძის ქუჩას ხოტბას არ შევასხამ და ჩიტების ჟღურტულის აღწერას არ დავიწყებ. ხომ მიცნობთ…

ალბათ, გახსოვთ რამდენი პოსტი დამიწერია სოციალურ ქსელებზე. კაი, რამოდენიმე. 2. აი, ეს, და ეს… სხვაგან გაკვრით მიწერია.

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ დღეს აღდგომაა, მე თავისუფალი დრო მაქვს (არც ისე…), სტუმრად არ წავსულვარ და სახლში დავრჩი სამუშაოდ.

დაახლოებით 6 საათის წინ გავიღვიძე, ჩემთვის უჩვეულოდ ადრე, 11 საათზე. რაში გაინტერესებთ. დღის გეგმა დაახლოებით ასე გამოიყურებოდა – გერმანული, ვარჯიში, საბაკალავროზე მუშაობა და კიდევ რაც მინდა, სულო და გულო, საქმე არასდროს გამომელევა.

ჰოდა, ჩავრთე კომპიუტერი. გარეთ ცხოვრება ჩქეფს, მე კი შენელებული კადრივით ვზივარ.

აი, რატომ:

სოციალური ქსელები დროის მოსპობის ერთადერთი პრობლემა არაა. პრობლემა მთლიანი ინტერნეტია.

1. კომპიუტერი ღლის თვალებს, და არამარტო თვალებს… უკვე 3 ჭიქა ყავა დავლიე. (არც ძილი მაკლია, არც არაფერი…)

tatt

2. გვაკარგვინებს დროის შეგრძნებას. ამას რაღა მტკიცება უნდა.

3. ინტერნეტი გვთავაზობს ერთმანეთისგან ისეთ განსხვავებულ სერვისებს, როგორიცაა ონლაინ კურსები (აქვე გაეცანით კურსერას, აივერსითის, უდემისმითს და Khan-ს), თუ გასართობი გვერდები. ეს ინსტიქტია! რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით “ჩამოსქროლავ” გვერდებს, სავარჯიშოების წერას ნამდვილად ჯობს. (იმ წუთას მაინც). ხოდა თავს ძალა მაქსიმალურად უნდა დაატანო რომ ყურადღება მოიკრიბო. რა რთულია!

4. ისეთი მოდუნებული ხარ, რომ შენელებული კადრივით იქცევი. არადა კომპიუტერი რომ გამორთო, უცებ მოხვალ აზრზზე.

5. ყოველთვის “აპრავებ” კომპიუტერის ჩათულ მდგომარეობას. “აქ ლექსიკონია და მჭირდება”, “ეს წიგნი უნდა ვიშოვო”. რაღაც მანკიერი წრეა, რომელსაც თავს ვერ აღწევ. თეორიულად კი შეიძლება ოფისის ქირაობაც არ დაგჭირდეს, რადგან არსებობს დახურული ჯგუფები, არაა საჭირო პირადად შეხვდე ადამიანს, რადგან არსებობს სკაიპი, ა.შ.  მაგრამ იმას რა ვუყოთ, ინტერნეტს “აზრზზე მოდი ბიჭოს” და “საქმეს მიხედე. ახლავე!” ფუნქცია რომ არ აქვს!

6. კინოები, მუსიკა, ჩვენი საყვარელი სელებრითები და ბიზნესმენები (მე ასეთებიც მყავს 🙂 ), ყველანი ინტენეტში არიან. (ვის რა ეცვა წითელ ხალიჩაზე, სად დაისვენა ნიკოლ შერზინგერმა, რაო იმან რა დადო…) არადა თვითონ არ სხედან და დადებილებულ მდგომარეობაში სხვების ქორწილის სურათებს არ ათვალიერებენ.

ერთ დღესაც უნდა დავიდეს ჩვენამდე, რომ ასეთი დღის რეჟიმით შანსი არ გვაქვს რამეს მივაღწიოთ. იმიტომ, რომ ჩვენი გონება პასიურ განზომილებაში  ძევს!

7. ვინც ამბობთ, რომ თქვენ არ გაწუხებთ იგივე პრობლემა, მატყუარები ხართ! ინტერნეტზე დამოკიდებულება ყველა იმ ადამიანის პრობლემაა, ვისაც დიდხანს უწევს ჯდომა, სწავლობს ან “საოფისე” საქმეები აქვს.

8. იმას რა დავა უნდა, რომ მაგნიტივით გიზიდავს, სულ ფიქრობ ” ახლა ამას გავაკეთებ და გამოვრთავ”.. ან რამე მაგდაგვარი.

ხოდა, ვაღიარებ, რომ ინტერნეტზე ვარ დამოკიდებული. და ამ დამოკიდებულებას ისევე უნდა ვებრძოლო, როგორც მწეველები – ნიკოტინის სურვილს.

წინასწარ მოვიფიქრებ რატომ ვრთავ კომპიუტერს, რა საქმე მაქვს კონკრეტულ გვერდზე და რამდენი ხანი დამჭირდება.

უკვე 5 საათი გახდა და მალე შებინდდება.

ერთი შეხედვით, მზიანი და იდეალური დღე, რომელშიც ყველაფრის მოსწრება და დიდი სიამოვნების მიღება შეიძლებოდა, სხვა 1000 ბით დღეს დაემსგავსება (თუკი, ამდენი დრო საერთოდ გვაქვს).

მეც მინდა კარიბის ზღვაზე დასვენება და ისეთ სახლებში ცხოვრება, არქიტექტურულ ბლოგებზე რომ დებენ ხოლმე.

ახლა კი მხოლოდ თვალები მეხუჭება.

გავალ, ფეხით გავივლი.

30$ დღეში – დღე, რომელიც ღირს

არაერთი პოსტი დამიწერია იმაზე, თუ როგორ ვცდილობ ყოველ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო, როგორ მივაღწიო ჩემს მიზნებს, რა ბედნიერი ვიქნები, როცა დილით გავიღვიძებ და ბედნიერება ამავსებს, თვითკმაყოფილების გრძნობა სასიამოვნიდ შემიღიტინებს და მადლობას გადავუხდი საკუთარ თავს, რომ ვარსებობ. ყველა ამ დღეს ველოდებით!

image

არასოდეს დამიწერია რეცეპტი, თუ როგორ უნდა გადაგვექცია ჩვენი დღეები ისეთებად, რომლებშიც თავებს ზედმეტად არ ვიგრძნობდით. ერთი მარტივი მიზეზის გამო, ასეთი რეცეპტი არ არსებობდა. ის მხოლოდ ორიოდე კვირის წინ გამოვიგონე და ახლა გაგიზიარებთ.

ცხადია, რომ მდიდარი ქვეყნები იმიტომ არიან მდიდრები, რომ ყოველდღიურად სარგებელს ქმნიან. პროდუქტიულები არიან. სწორედ ეს პარალელი გვჭირდება. იმისათვის, რომ ვიყოთ უკეთესები, ჩვენც უნდა გავზარდით ჩვენი დღის პროდუქტიულობა და სავსე ცხოვრებით ვიცხოვროთ. სათქმელად ადვილია – აბა მიდი და აიძულე თავი ყოველ დღე ნეტარებით და მწველი სურვილით აღივსოს – ჰქონდეს განუმეორებელი დღე. პირადად მე გაღვიძებიდან ერთი საათის განმავლობაში ლაპარაკიც არ მახსოვს ხოლმე.

image

არ აქვს მნიშვნელობა გართობა გინდათ თუ მუშაობა, სამუშაო დღეა თუ უიქენდი, რა პროფესია გაქვთ და რა პრიორიტეტები. უბრალოდ, ერთი საყვარელი თამაში წამოიწყეთ საკუთარ, ასევე უსაყვარლეს თავთან.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ, დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ვირტუალური ფული უნდა გამოიმუშაოთ, ყველაზე მცირე, 30 დოლარი

.

აი, იდეის ავტორის პერსონალური თამაში:

ყველაზე მნიშვნელოვანი და მომგებიანი უნიკალურობა, შემოქმედება და განათლებაა.

5 $ ით, ან, როგორც გენებოთ, 5 ვარსკვლავით, ვაფასებ
Continue reading “30$ დღეში – დღე, რომელიც ღირს”