Podcasts

2743534799_e1c988d6be_bრატომ უნდა მოვაცდინოთ ყურები და გონება, როცა ვმგზავრობთ, ოთახში ვფუსფუსებთ, ან ტვინი სხვა მნიშვნელოვანი რამით არ გვაქვს დაკავებული?

ძალიან ბევრი რამის სწავლა პოდკასტებითაა შესაძლებელი. ესაა შემეცნებითი აუდიოფაილები.

ჰოდა, ჯერ არს ჩემთვის ცნობილი პოდკასტები გაგიზიაროთ 🙂

წყარო უნდა აღინიშნოს. ამათგან უმეტესობა მე ჩემს საყვარელ Entrepreneur Magazine ის სტატიებიდან აღმოვაჩინე. აქ და აქ

  1. ეს სტარტაფებზეა
  2. როგორ ვიშოვოთ ფული “პასიურად”
  3. ეს იმ წიგნის ავტორის პოდკასტია, “4 საათიანი სამუშაო კვირა”. წიგნს აქ ნახავთ, პოდკასტს კი, აქ.
  4. სტარტაფები, თავისთავად 🙂
  5. ეს ჩემი საყვარელი ბლოგია! Entrepreneur on fire!
  6. ინტერნეტ ბიზნესი
  7. ეს ერთ-ერთი პროფესიონალი კაცის, ქრის დაქერის პოდკასტია.
  8. ეს კი მისი კოლეგა ქალის 🙂 მშვენიერი რამეა და დიდი მასალაც დევს.
  9. Fizzle ძალიან ცნობილი საიტია. შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და მრავალ რჩევა-დარიგებასაც მიიღებთ. აი, პოდკასტი
  10. “A series about what happens when someone who knows nothing about business starts one”. ჩვენზეა 🙂
  11. Accidental Creative
  12. თვითონ Entrepreneur Magazine სთან არსებული პოდკასტები იხილეთ აქ

ძალიან კარგ რამეებს გადააწყდებით ამ ლინკებზე:

http://www.startalkradio.net/

http://99percentinvisible.org/

Ted Radio Hour

The Gist

და ეს მუსიკალური გადაცემებიც ძალიან მიყვარს

აბა, გამოიყენეთ და ისიამოვნეთ! 🙂

სახელმწიფოები და მათი მოქალაქე მილიარდელები

The World's Billionaires List - Forbes

გაფრთხილება – ეს გაბრაზებული პოსტია.

თუ შეხვალთ ფორბსის ოფიციალურ გვერდზე და მერე ამ გვერდს ეწვევით, მილიარდელების სიას ნახავთ, რეალური დროით. ზემოთ მითითებულ დიდ თანხასაც მოკრავთ თვალს.

ეს მთლიანი სარგებელია ბოლო მონაცემებით.

დღეს სულ 1546 მილიარდელი ფიქსირდება.

პირველ ადგილზე ბილ გეიტსი როა, ცხადია. დღეს 900’000 ით მოასწრო გამდიდრება.

მეორე ადგილზე ტელეკომის დამაარსებელია, კარლოს სლიმ ჰელუ ოჯახითურთ, რომელმაც 133,6 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

ამ პოსტში მთელი სიის ჩამოთვლას არ ვაპირებ.

მოკლედ, ეს სია მოიცავს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, რუსეთის, ინდოეთის, გერმანიის, შვეიცარიის, ბელგიის, ნიდერლანდების, შვედეთის, თურქეთის, ნორვეგიის, ჩინეთის და უამრავი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვეულებრივ მოქალაქეებს.

ოდესმე გიფიქრიათ, რომ მარკ ცუკებერგი (მე-15 ადგილის მფლობელი) აშშ კანონებზე მაღლა დგას? ან ლ’ორეალის დედას Liliane Bettencourtს  რამე ხელი აქვს საფრანგეთის მთავრობასთან…. (მე-12 ადგილი)… Continue reading “სახელმწიფოები და მათი მოქალაქე მილიარდელები”

სად არის ბედნიერება?

დღეს ძალიან საინტერესო ლექციას გადავაწყდი – ალექსანდრე ჯეჯელავა – სად არის ბედნიერება?

ოპტიმალური მოდელი

  • არ მივცეთ ჩვენს თავს მოწყენის და აპათიაში ჩავარდნის საშუალება;
  • ახალ საქმეს რომ წამოიწყებ, მოხვდები ღელვაში. მერე მოდის განვითარების სტადია, თუ არ განვითარდები, ვერ მოხვდები “მუღამში”. ეს არის ბედნიერება;
  • ჩვენ გვჭირდება მეტი ადამიანი “მუღამში”;
  • ჩვენ უნდა გამოვთხაროთ ბედნიერება;
  • რეცეპტი – გაეხვიე პროფესიულ “შარში”, აიღე ძალიან რთული ამოცანები, მერე ისწავლე, ისწავლე, ისწავლე, განვითარდი, სანამ არ მიაღწევ “მუღამს”.

დასკვნები:

  • აპათიამ* და მოწყენილობამ**იცის შეჩვევა! (კომფორტის ზონა, ჭაობი, რომელიც ეწინააღმდეგება ბედნიერებას! მდგომარეობა “კარგად ვარ, კმაყოფილი ვარ”)
  • კმაყოფილება ბედნიერება არ არის!
  • თუ ახალ-ახალ, მზარდ სირთულეებს ვერ გაიჩენთ, დაიხოცებით მოწყენილობით;
  • კომფორტის ზონა არის “ქვედა სართული”;
  • ფული: სწორია – “მიაღწია და ბედნიერია და ფულიც იშოვა”, არასწორია – “ფული იშოვა და ბედნიერია”
  • ცხოვრების აწყობა შეუძლებელია. როგორც კი აიწყობ ცხოვრებას, მოდის მოწყენილობა.

*აპათია – ხარ ნაკლებად კვალიფიციური, ასრულებ მარტივ დავალებებს;

**მოწყენილობა – ხარ მაღალკვალიფიციური, ასრულებ მარტივ დავალებებს

უნდა განვითარდე, რომ იყო ბედნიერი – კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში.

30$ დღეში – დღე, რომელიც ღირს

არაერთი პოსტი დამიწერია იმაზე, თუ როგორ ვცდილობ ყოველ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო, როგორ მივაღწიო ჩემს მიზნებს, რა ბედნიერი ვიქნები, როცა დილით გავიღვიძებ და ბედნიერება ამავსებს, თვითკმაყოფილების გრძნობა სასიამოვნიდ შემიღიტინებს და მადლობას გადავუხდი საკუთარ თავს, რომ ვარსებობ. ყველა ამ დღეს ველოდებით!

image

არასოდეს დამიწერია რეცეპტი, თუ როგორ უნდა გადაგვექცია ჩვენი დღეები ისეთებად, რომლებშიც თავებს ზედმეტად არ ვიგრძნობდით. ერთი მარტივი მიზეზის გამო, ასეთი რეცეპტი არ არსებობდა. ის მხოლოდ ორიოდე კვირის წინ გამოვიგონე და ახლა გაგიზიარებთ.

ცხადია, რომ მდიდარი ქვეყნები იმიტომ არიან მდიდრები, რომ ყოველდღიურად სარგებელს ქმნიან. პროდუქტიულები არიან. სწორედ ეს პარალელი გვჭირდება. იმისათვის, რომ ვიყოთ უკეთესები, ჩვენც უნდა გავზარდით ჩვენი დღის პროდუქტიულობა და სავსე ცხოვრებით ვიცხოვროთ. სათქმელად ადვილია – აბა მიდი და აიძულე თავი ყოველ დღე ნეტარებით და მწველი სურვილით აღივსოს – ჰქონდეს განუმეორებელი დღე. პირადად მე გაღვიძებიდან ერთი საათის განმავლობაში ლაპარაკიც არ მახსოვს ხოლმე.

image

არ აქვს მნიშვნელობა გართობა გინდათ თუ მუშაობა, სამუშაო დღეა თუ უიქენდი, რა პროფესია გაქვთ და რა პრიორიტეტები. უბრალოდ, ერთი საყვარელი თამაში წამოიწყეთ საკუთარ, ასევე უსაყვარლეს თავთან.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ, დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ვირტუალური ფული უნდა გამოიმუშაოთ, ყველაზე მცირე, 30 დოლარი

.

აი, იდეის ავტორის პერსონალური თამაში:

ყველაზე მნიშვნელოვანი და მომგებიანი უნიკალურობა, შემოქმედება და განათლებაა.

5 $ ით, ან, როგორც გენებოთ, 5 ვარსკვლავით, ვაფასებ
Continue reading “30$ დღეში – დღე, რომელიც ღირს”

ფულის შოვნის გზები და კიდევ ერთხელ ამ ოხერი გენდერის შესახებ

Image

ქართველი ბიჭი/კაცი (ტიპური ქართველი) რაღაც ფენომენია, რომელიც, ერთი შეხედვითა და მოსმენით “არაა ცუდი ბიჭი”, შეიძლება ძალიან საინტერესო ამბები მოყვეს, მაგრამ, ამავდროულად, თავს გადახდენია ყველაზე ტუტუცური თავგადასავლები, იგინება,  (ძირითადად, თვითგინების მიმდევარია), დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავსა და კაიბიჭობაზე და  რაღაც “უცნაური” დამოკიდებულება აქვს იმ საკითხების მიმართ, მე რომ მაინტერესებს.

ცოტა ხნის წინ შევხვდი ასეთ ქართველ კაცს, ოღონდ ჩემგან განსხვავებული პლანეტიდან. მანაც, შემომაფრქვია თავისი თავგადასავლების ნაწილი, რომლებიც, სულ მცირე, “არაა ცუდი ბიჭის” შთაბეჭდილებას ქმნის. მერე კი გადავიდა ყველაზე საინტერესო ნაწილზე…  ამ პოსტში ერთ საკითხზე ვისაუბრებ. (მეორე პოსტის მიძღვნას არც ვაპირებ)

მგონი, არსებობს ფულის შოვნის (ქართულად, მაყუთის მოხევის) 2 ხერხი. ერთს, პირობითად, ვუწოდოთ, ხერხი, რომელსაც გამოიყენებდა ნორვეგიელი, მეორეს კი, ვთქვათ, რომელიმე აზიური ერის შვილი, მაგალითად, არაბი… მოკლედ, პატიოსანი და არაპატიოსანი გზები.

პირველი მოიცავს ცივილიზებულ და ძალიან სუფთა ხერხებს, მუშაობას, გუნდურობას და ბიბლიასავით სუფთა ანგარიშებს; ასეთი ტიპის ადამიანისთვის მართლა გაუგებარია მეორე ხერხი, მაგრამ, იმას არ ნიშნავს, რომ დებილია და ყველაფერს ხელს მოაწერს. მგონი, ამ კატეგორიაში ვზივარ მე, ან, იმედი მაქვს, რომ ვიჯდები;  Continue reading “ფულის შოვნის გზები და კიდევ ერთხელ ამ ოხერი გენდერის შესახებ”

სიმდიდრე და ბიზნესი

Image

მარკ ტვენს აქვს იდეალური სიტყვები: “ყველაფერი საინტერესოა სანამ მოვალეობად იქცევაო” (დაახლოებით ასე თქვა.იხ. ტომ სოიერის თავგადასავალი 🙂 )

რომ ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობებზე, მეგონა ყველაზე საინტერესო პროფესია მეპყრა ხელთ და ყველაზე მაგარი ტიპი ვიყავი. სულო ცოდვილო, ახლა ყველაფერი პოლიტიკაზე გაცილებით საინტერესოდ მეჩვენება. ასეცაა ალბათ 🙂

ჩემი სერიოზული გატაცებების სიას კი “შორეული” ფინანსები და ბიზნესი შეემატა.

ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ყველა საგანი ორ დიდ და ურთიერთგამომრიცხავ დარგად იყოფა: ან “ჰუმანიტარი” ხარ, ან “ტექნიკური”. ამ ორი აბსურდული და ფესვგადგმული სიტყვის მნიშვნელობა დღემდე არ მესმის. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა ყოველთვის მშვენივრად მესმოდა, მაინც ყოველთვის სჯა-ბაასი და ქართული ლიტერატურა მერჩია, ამიტომ “ჰუმანიტართა” რაზმში ჩავეწერე და თავი სოც. პოლ. ფაკულტეტზე ვდურთე და არა ბიზნეს-ფინანსებზე 🙂

ახლა ვაცნობიერებ, რომ ეკონომიკა ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი სფეროა და თუ გინდა იცხოვრო, არც მეტი, არც ნაკლები, შენი ბიზნეს-უნარები უნდა განავითარო. სულაც ინგლისურის მასწავლებელი ან ექთანი იყო.

ამ ბოლო დროს რაღაც დოზით ბიზნეს ლიტერატურას გავეცანი, მილიონ რამეზე დავფიქრდი და მინდა რაღაცეები თქვენც შემოგაფრქვიოთ. Continue reading “სიმდიდრე და ბიზნესი”

სამსახური… სამსახური… სამსახური… ააჰ, ადგომის დროა უკვე?

Workopolis_Student_Keystone_FNLსტუდენტების უმუშევრობის უზარმაზარ პრობლემას, თავადაც მოგეხსენებათ, საკუთარ ტყავზე ვიწვნი. ჩემი გონება მუშაობის (მწველი) სურვილითაა დაკავებული… უბრალოდ, ძალიან მინდა მუშაობა! და სანამ ისევ არ მექნება საკუთარი შემოსავალი, სხვაზე ვერაფერზე ვიფიქრებ.

საკუთარი ფული – ეს ნიშნავს თავისუფლებას, სიამოვნებას, წიგნის ფესტივალზე ბევრი წიგნის შეძენას, იმის საშუალებას, თანხა საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრებისთვის გადადო, დაიფინანსო საკუთარი გზის ფული თუ, მაგალითად, საზაფხულო სკოლიდან მიიღე მოწვევა, შეიძინო ლეპტოპი და საჭირო მოწყობილობები შენი ცხოვრების ჰობისთვის – (ჩემს შემთხვევაში, მუსიკის პროდიუსირებისთვის…) გაახარო მეგობრები, არ იყო დედის კისერზე, რადგან ამას საერთოდ ყველაფერი ჯობია, და თუ ცალკე ვერ გადადიხარ, შენი წვლილი შეიტანო ოჯახის ბიუჯეტში. თუ თქვენ მუშაობთ – ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ! StudentJobs

გადავხედოთ არსებულ ვაკანსიებს… Daily List of Vacancies 21 05 2013

Daily List of Vacancies 21 05 2013

ეს სურათები ბოლო იმეილიდანაა, რომელიც hr.ge მ გამომიგზავნა. რა თქმა უნდა, სხვა საიტებსაც რეგულარულად ვამოწმებ, მაგრამ ზოგადი სურათის წარმოსადგენად იდეალურია. საქართველოში გამყიდველის პოზიცია ლიდერობს, სხვადასხვა სიტყვით გამოთქმული. ალბათ საქართველო ბორჯომთან ერთად გამყიდველების ექსპლუატაციითაცაა განთქმული. სამუშაო გრაფიკი ძირითადად 12 საათიანია (სურსათის მაღაზიებში მაინც, მგონი ასეთი მაღაზიების რაოდენობითაც ვლიდერობთ), ხელფასი კი 200 ლარს არ სცდება. ბუნებრივია, ასეთ ადგილას დარეკვა არ ღირს.

აღსანიშნავია რამდენიმე  ვაკანსია, რომელთა სახელიც არაფერს გვეუბნება პოზიციაზე. იხ. ჩემი ჩასწორებები.

რა თქმა უნდა, დიპლომი ყველგან ფასობს, ამიტომ გორის იუსტიციის სახლშიც ვერ დასაქმდები “სივრცის კონსულტანტად” (ეს ის ხალხია მიმართულებას რომ გაძლევს საით უნდა წახვიდე) თუ დიპლომი არ გაქვს ან მეოთხე კურსზე მაინც არ ხარ. მე, მესამეკურსელი, ძალიან პატარა ვარ იმისთვის, რომ მიმართულება გაჩვენოთ, ეს ხომ ცხოვრების სამსახურია! (წყარო – http://jobs.ge/58123/)

თიბისი ბანკის VIP კლიენტებთან მომსახურებისთვის კი მინიმუმ 3წლიანი გამოცდილებაა საჭირო, არადა მოვალეობებში საბაზისო მომსახურება შედის – პრეზენტაცია, შეხვედრის დაგეგმვა, შეთავაზებების მომზადება, გაყიდვა… (წყარო http://www.jobs.ge/eng/58118/)

აი, ჩემი მონაცემები: ასაკი 21 წლის, აქტიური, დიდად შრომისმოყვარე და ა.შ;

ენები: ქართული – მშობლიური,

ინგლისური და რუსული – კარგად;

გერმანული – საშუალო დონეზე (ბ1-ბ2)

ნორვეგიული და ფრანგული – დაწყებითი;

ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე; განსაკუთრებით მაინტერესებს კონფლიქტები, peace studies;

მაქვს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, გამივლია ბევრი ტრენინგი და ა.შ.

ვერკვევი ეკონომიკურ საკითხებშიც და ძალიან კარგად გამომდის “გაყიდვა”.

შემიძლია ვიმუშაო საღამოს საათებში, 6 დან +უსასრულობამდე, დღისითაც შემიძლია, სულ ცოტა ანგარიშს თუ გამიწევენ, იმ შემთხვევაში.

შემიძლია ვიმუშავო – ნებისმიერ ორგანიზაციაში, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში რამდენიმე საგნის მასწავლებლად, შემიძლია ვიყო მენეჯერი, კონსულტანტი, ნებისმიერი თანამდებობის პირის თანაშემწე და მარჯვენა ხელი 🙂 შემიძლია ვიმუშავო გამომცემლობაში, ვწერო სტატიები, კრიტიკა და ყველაფერი… შემიძლია პიარზეც ვიმუშაო, მიმტანობაც კი შემიძლია!

9122365_553450411360818_394015118_n

ჩემზე მეტს არაფერს დავწერ. არ მაქვს პრეტენზია, რომ პირველივე (სრულფასოვანი) სამსახური დეპუტატის სკამით იწყებოდეს. უბრალოდ, ხომ შეიძლება ჩვენც გვქონდეს ადამიანური სამსახურები სტუდენტებისთვის. თუ ჩემი გერმანელი მეგობარი მიმტანის პოზიციაზე საათში 10 ევროს იღებს, ხომ შეიძლება ჩვენ საათში 5 ლარი მაინც ავიღოთ!

რა მარტივად და ა დ ა მ ი ა ნ უ რ ა დ იქნებოდა ყველაფერი სამსახურები რომ გვქონდეს… ვიქნებოდით დამოუკიდებლები, ბედნიერები, დავგეგმავდით ჩვენს მომავალს და შეგვეძლებოდა ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების მართვა. ჩვენი ცხოვრება ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს…ახლა  ვართ ინერტულები, დაბნეულები, არ ვიცით რა მოხდება, რა შეიცვლება, დავთანხმდეთ თუ არა მოწვევას უცხოური უნივერსიტეტიდან, რადგან იმაშიც კი ვერ “ვერევით”, რომ ფული ვიშოვოთ. ეს დიდი უფსკრულია! ჩვენი ცხოვრება “ჩვენ არ გვეყუდვნის”. ეს სიმართლეა და საშინელებაა!!!student-job-search-04

P.S. აი, ახლაც… ახლოვდება წიგნს ფესტივალი და იარები მეხსნება.. ფული მინდა!

wignis festivali palitra (11)82f608ab63bb