Multitaskerებმა რა ვქნათ

თქვენც თუ ჩემსავით კითხულობთ ხოლმე დებილურ სტატიებს თვითმენეჯმენტზე მიხვდებოდით, რომ რვაფეხებს არ გვწყალობენ. აქაოდა მიხედეთ და ერთ რამეს მიაწექით, ფოკუსირდით, გაუმჯობესდით და მეტს მიაღწიეთო.

არადა, ვარსებობთ ადამიანები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე რამეს და ზოგადად მსოფლიოში ყველაფერს ვაკეთებთ, რომლებსაც გვწყინდება ერთი და იმავე აქტივობით დაკავება, ვერ ვახდენთ კონცენტრირებას და ერთ საქმეზე მუშაობისას სხვა საქმეზე გვეფიქრება, რადგან კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და ძალიან მაგარი რამე არსებობს და თან სავალდებულო საქმეები მომენტალურად კარგავენ “მუღამს”.

თავს დავდებ ყველას გამოგიცდიათ – ერთი დიდი საქმე რომ გაბარიათ, გამოცდა იქნება, რამე ფეიფერის დაწერა, სამსახურის ინტერვიუ, შეხვედრა თუ რამე მსგავსი, და თან მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დრო გაქვთ. თან ეს რაღაც ერთი დიდი საქმე იმდენად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, რომ ვერც გარეთ გადიხართ და არც ცხოვრებისეული სიამენი გერგებათ, გონება იმ რაღაცას უტრიალებს და საბრალოდ ოხრავთ და წუწუნებთ. როგორც წესი სცენარი ასეთია ხოლმე: მაინც ბოლო წუთამდე სისულელეებით ვავსებთ დროს და ბოლო რამდენიმე დღესა და ღამეს ვასწორებთ. შედეგი საშუალოა, დრო – გაფლანგული და უსაშველოდ გაწელილი.

ან, სცენარი N 2. სამსახური გაქვთ, ან რაღაც 1 ხდება მთელი დღის განმავლობაში, ისეთი, საშუალო დონის. მთელი დღე ისე ივსება ამ მოვლენით, რომ სხვას ვეღარაფერს ახერხებთ. არადა რომ ფიქრობთ არც თუ ისეთი დაკავებულ-დაღლილები უნდა იყოთ. მაგრამ დრო რაღაცნაირად გადის.

მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, საქმე რაშია:

რაც უფრო მეტ რამეს აკეთებთ, დროის აღქმაც იცვლება, დღე ხანგრძლივდება და ყველაფრისთვის გყოფნით 🙂

ან სხვანაირად, რამდენიმე საქმეს თუ არ აკეთებთ, ვერც ერთზე ვერ მუშაობთ ხარისხიანად.

warning: პრიორიტეტების დალაგებაში არ აგერიოთ, ასე თუ ისე მაინც უნდა იცოდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის დღის განმავლობაში, რომ ენერგია რაღაც შტერობებზე არ დაგეხარჯოთ.

უბრალოდ იმ ერთ პრიორიტეტულ რამეს სხვა საქმეები მიუმატეთ. იმ ერთსაც უკეთესად გაართმევთ თავს, სხვა საქმეებსაც და ბოლოს კმაყოფილებს და ბედნიერებს დაგეძინებათ.

ჰო, ვიცი, ცუდია ერთი მიზანი და ერთი მიმართულება რომ არ მაქვს, მაგრამ დიდი ხნის წინ გადავწყვიტე თავთან ბრძოლის მაგივრად მაქსიმალურად კომფორტულად მოვერგო საკუთარ თავს.

ჩემი აქტივობების წრე ასე გამოიყურება:

საქმეები: სწავლა – სტარტაფი – ონლაინ ბიზნესი – სამსახური.

დროის ფაქტორი:

უნივერსიტეტი – კვირაში 15 საათი; (ამჟამად 40+, ფეიფერებს ვწერ, თან რამდენიმეს ერთად რომ არ მომწყინდეს)

ონლაინ ფრილანსერობისთვის / ბიზნესის აწყობისთვის – კვირაში 15 საათი;

სტარტაფისთვის ცოტა ნაკლები, ზემოთხსენებული მიზეზების და საქმეების გამო – 10 საათი;

ახლა ახალ სამსახურს ვეძებ, დღეში 1-2 საათით (მერე კვირაში 20 საათს ვიმუშავებ).

დასვენება/კეთილდღეობა: მუსიკა-ვარჯიში-გარეთ გასვლა-სოციალიზაცია – ფილმები და ეშმაკის მანქანები

მუსიკა-ხელოვნებისთვის კვირა დღე არსებობს;

ვარჯიში, ფიტნესი, იოგა, სირბილი –  ყოველ დღე, გონებას წმენდს და ფიზიკურად გვაკაჟებს;

გარეთ გასვლაში რას გულისხმობო იკითხავთ. იმას, რომ სახლში და ხალათში გატარებული დღეები მეზიზღება. გარეთ გასვლა სულაც რამდენიმე წუთით ყველაფერს ცვლის, სხვა ენერგიით და აზრებით გვავსებს. დაკვირვებიხართ რა მაგარი იდეები მოგდით მეტროში ან მოგზაურობისას? ან ერთი სული არ გაქვთ ხოლმე სახლში როდის მიხვალთ რომ “აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ?”.

ჰოდა, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ბლოგპოსტებს ჩემთვის ვწერ.

მე მჭირდებოდა ახლა თავისთვის შეხსენება, რომ არაუშავრს თუ 20 წუთში მწყინდება. არაუშავრს, თუ ხალხს ვერ ვუხსნი რატომ მაინტერესებს ა და ჭ, რომ ერთი რამის კეთებისას ასი იდეა მომდის და მერე იმ ას რამეზე ვეძებ ინფორმაციას და ასივეს ვიწყებ. თუ სიტყვა “კომპლექსური” შეიძლება ადამიანს აღწერდეს, მაშინ მე ვარ კომპლექსური. კომპლექსური რვაფეხა.

მერე რა, we are awesome 🙂

მთავარია ძალა მოვიკრიბოთ, საკუთარ თავებს მოვუსმინოთ, სისტემა შევიმუშავოთ და მივყვეთ.

Advertisements

Podcasts

2743534799_e1c988d6be_bრატომ უნდა მოვაცდინოთ ყურები და გონება, როცა ვმგზავრობთ, ოთახში ვფუსფუსებთ, ან ტვინი სხვა მნიშვნელოვანი რამით არ გვაქვს დაკავებული?

ძალიან ბევრი რამის სწავლა პოდკასტებითაა შესაძლებელი. ესაა შემეცნებითი აუდიოფაილები.

ჰოდა, ჯერ არს ჩემთვის ცნობილი პოდკასტები გაგიზიაროთ 🙂

წყარო უნდა აღინიშნოს. ამათგან უმეტესობა მე ჩემს საყვარელ Entrepreneur Magazine ის სტატიებიდან აღმოვაჩინე. აქ და აქ

  1. ეს სტარტაფებზეა
  2. როგორ ვიშოვოთ ფული “პასიურად”
  3. ეს იმ წიგნის ავტორის პოდკასტია, “4 საათიანი სამუშაო კვირა”. წიგნს აქ ნახავთ, პოდკასტს კი, აქ.
  4. სტარტაფები, თავისთავად 🙂
  5. ეს ჩემი საყვარელი ბლოგია! Entrepreneur on fire!
  6. ინტერნეტ ბიზნესი
  7. ეს ერთ-ერთი პროფესიონალი კაცის, ქრის დაქერის პოდკასტია.
  8. ეს კი მისი კოლეგა ქალის 🙂 მშვენიერი რამეა და დიდი მასალაც დევს.
  9. Fizzle ძალიან ცნობილი საიტია. შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და მრავალ რჩევა-დარიგებასაც მიიღებთ. აი, პოდკასტი
  10. “A series about what happens when someone who knows nothing about business starts one”. ჩვენზეა 🙂
  11. Accidental Creative
  12. თვითონ Entrepreneur Magazine სთან არსებული პოდკასტები იხილეთ აქ

ძალიან კარგ რამეებს გადააწყდებით ამ ლინკებზე:

http://www.startalkradio.net/

http://99percentinvisible.org/

Ted Radio Hour

The Gist

და ეს მუსიკალური გადაცემებიც ძალიან მიყვარს

აბა, გამოიყენეთ და ისიამოვნეთ! 🙂