Tinder და ქართველი ბიჭები

ერთ მოწყენილ საღამოს (გუშინწინ) დავსერჩე დეითინგ აპლიკაცია (ნუნუ ნათაძის ბლოგი გახდა ინსპირაცია))) და თინდერიც დავაინსტალირე.

tin

მომეწონა, რომ დიდი ფილოსოფიის გარეშე, სურათებს “სვაიპავ”, ადვილია და შეგიძლია ბევრი ახალი ადამიანი გაიცნო. მოკლედ, დეითინგ აპპ, როგორც ასეთი. სულ არ გამხსენებია რამდენი ოდნოკლასინიკის მომხმარებელი მომწერდა და ისიც ვერ ვიაზრე, რომ თინდერს პორნო სოციალურ ქსელად აღიქვამდნენ ჩვენი ვაშკაცები 🙂

ასე ერთად, ერთ კონტექსტში და ერთ “დათაბეისში” არ მქონია შესაძლებლობა ქართველი ბიჭების დათვალიერება-შეფასება-დიაგნოსტირებისა და ბევრი დასკვნაც გავაკეთე 🙂

აი, ინებეთ ანალიზი:

 1.წვერის გარეშე რაა მამული.

აქამდე არ დამიფიქსირებია რამდენი ბიჭი ატარებს წვერს. ეს უმუშევრობის და უქნარობის თუ არა (ლეიზი დეიზ რომ აქვთ), მოუვლელობის ასოციაციას ნამდვილად მიჩენს. მოკლედ, სახიფათოდ დიდია მოშვებული “კაი” ტიპების რაოდენობა. აი, რომ შეხედავ და რომ იცი, რომ “ჩემი კაი”ს ამბობენ, გადაღუნულები დგანან, მშობლებთან (და ალბათ მათ კისერზე)ცხოვრობენ, აჭარაბეთში თამაშობენ და იფურთხებიან. და თავი მაინც შარმიანები გონიათ, უკიდურესად მამაკაცურები 🙂

2. მობილური, სიგარეტი, მანქანა.

Continue reading “Tinder და ქართველი ბიჭები”

კაცის ტვინი

*ეს ბლოგპოსტი არ იქნება სექსისტური, მაგრამ, იმ განსხვავებებს კი ნამდვილად შეეხება, რომლებიც, ამ 2 სქესს შორის არსებობს (და არ უნდა არსებობდეს.)*.

გარშემო გაცილებით მეტ ბედნიერ კაცს ვხედავ, ვიდრე ქალს. მეც მინდა ისეთი ბედნიერი ვიყო, როგორც კაცების უმრავლესობაა. ჰოდა, მეც ავდგები და ისე მოვიქცევი, როგორც კაცები იქცევიან (ამის დედა ვატირე :)))

არც წვერს მოვუშვებ და არც მკერდს ავიკრავ, ნოუ ვორიზ. უბრალოდ, ვიაზროვნებ კაცურად.

(აქ ეხლა ის უნდა დავწერო, სულ ვიცოდი რომ ვაფრენდი, მამასაც უნდოდა ბიჭი ვყოფილიყავი, ყველა გაფუჭებულ ნივთს სახლში რომ მე ვაკეთებ, ცოტა ხე ბიჭებს ვაფრთხობ და ტექნოლოგიაშიც ვერკვევი.. მაგრამ, ამას გადავახტები).

აი, ამ სურათმა შთამაგონა. 

დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ ქალები ჩახლართულად აზროვნებენ, თავში დიდი აურზაური აქვთ, ყველაფერი ახსოვთ, ყველაფერზე ფიქრობენ და ნერვიულობენ.

კაცების თავში კი ყველაფერი სორტირებულია, ყველაფერი თემატურად თავის ყუთშია მოთავსებული. კაცებს ცარიელი ყუთიც გააჩნიათ და ეს ბედნიერება საშუალებას აძლევთ, უბრალოდ, დაისვენონ, არც არაფერზე იფიქრონ და არც არაფერი აკეთონ.

ჰოდა, Challenge Accepted.

Continue reading “კაცის ტვინი”

პათეტიკა, დრამატიზმი, სიღრმეები და სხვა სისულელეები

sofiko(*ეს პოსტი იმ იშვიათ პოსტებს მიეკუთვნება, რაღაც უცნაურად რომ ვწერ ხოლმე, საკუთარ თავზე და ცოტა გაუგებრად…)

ეხლა თუ არ დავწერე, ამისთვის სხვა დროს ვერ გამოვნახავ. ეხლა, როცა შთაბეჭდილებების ქვეშ ვიმყოფები, როცა საკუთარ თავში დიდი ნაკლი აღმოვაჩინე და გამოსწორება გადავწყვიტე. ჰოდა, როდის ერთხელ იყო რამეს გიმალავდით. ბევრს რომ არ მივედ-მოვედო, საქმე რაშია…

იმაში, რომ მე და, ალბათ ძალიან ბევრ თქვენგანს, მოვლენების მსუბუქად აღქმის კულტურა არ გვაქვს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირად ურთიერთობებს ვგულისხმობ, მაგრამ, დიდი ალბათობით, სიმსუბუქისა და ბედნიერების პირდაპირპროპორციულობა ყველაფერზე ვრცელდება.

ეს მენტალიტეტური პათეტიკა და დრამატიზმი ჩვენი თავების და ერის მტერია. უკვე არა ერთხელ, ორჯერ და სამჯერ დამიწერია (გაბრაზებული) პოსტები, რამდენს ვფილოსოფოსობთ, რამდენს მივედ-მოვედებით და როგორ ვინგრევით. Continue reading “პათეტიკა, დრამატიზმი, სიღრმეები და სხვა სისულელეები”

სახელმწიფოები და მათი მოქალაქე მილიარდელები

The World's Billionaires List - Forbes

გაფრთხილება – ეს გაბრაზებული პოსტია.

თუ შეხვალთ ფორბსის ოფიციალურ გვერდზე და მერე ამ გვერდს ეწვევით, მილიარდელების სიას ნახავთ, რეალური დროით. ზემოთ მითითებულ დიდ თანხასაც მოკრავთ თვალს.

ეს მთლიანი სარგებელია ბოლო მონაცემებით.

დღეს სულ 1546 მილიარდელი ფიქსირდება.

პირველ ადგილზე ბილ გეიტსი როა, ცხადია. დღეს 900’000 ით მოასწრო გამდიდრება.

მეორე ადგილზე ტელეკომის დამაარსებელია, კარლოს სლიმ ჰელუ ოჯახითურთ, რომელმაც 133,6 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

ამ პოსტში მთელი სიის ჩამოთვლას არ ვაპირებ.

მოკლედ, ეს სია მოიცავს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, რუსეთის, ინდოეთის, გერმანიის, შვეიცარიის, ბელგიის, ნიდერლანდების, შვედეთის, თურქეთის, ნორვეგიის, ჩინეთის და უამრავი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვეულებრივ მოქალაქეებს.

ოდესმე გიფიქრიათ, რომ მარკ ცუკებერგი (მე-15 ადგილის მფლობელი) აშშ კანონებზე მაღლა დგას? ან ლ’ორეალის დედას Liliane Bettencourtს  რამე ხელი აქვს საფრანგეთის მთავრობასთან…. (მე-12 ადგილი)… Continue reading “სახელმწიფოები და მათი მოქალაქე მილიარდელები”

თბილისი, იდიოტები და მე აგორაფობიის ზღვარზე

638d4967b3f4ხალხი მომენატრა! გარეთ არ გავსულვარ რამდენიმე დღეა.

ძალიან ცუდია. ხანდახან ისე ვეთიშები ხოლმე გარე სამყაროს, რომ მერე მგონია – ან მეძინა, ან, დრო გაფრინდა.

მერე გადავავლე გონების თვალი ჩემს აქტიურობის სტატისტიკას და ერთ დასკვნამდე მივედი

ამ ქალაქში გარეთ გასვლა არ მსიამოვნებს. მორალი – მე და თბილისი შეუთავსებელი ერთეულები ვართ.

მაპატიე ჩემო თბილის-ქალაქო, მაგრამ რას იზამ, ცხოველებით ხარ სავსე (ნამდვილმა ცხოველებმა მაპატიონ). ზოოპარკად იქეცი. აი, ზუსტად ისეთ ზოოპარკად, როგორიც გვაქვს. (გმირთა მოედნის ტერიტორიას ვგულისხმობ) –  ხეების გარეშე, ჭუჭყიანი, ქვიშიანი, სუნიანი, ბედკრული და სასტიკი. (იცოდით გალიაში ცოცხალ კურდღლებს რომ უყრიან მტაცებელ ცხოველებს?!)

ჰოდა, ესაა ადგილი, სადაც სიცოცხლის ხალისს, ჩემს საკუთარ თავს და ხასიათს ხელოვნური სუნთქვით ვინარჩუნებ. Continue reading “თბილისი, იდიოტები და მე აგორაფობიის ზღვარზე”

ვინ არის ქართველი ჰარი პოტერი?

ჰარი პოტერი! წიგნი, რომელსაც მეასედ წავიკითხავ ამ არდადეგებზე!!! ყველაზე ადვილი, ადამიანური, ჯადოსნური და …

christmas-great-hall-harry-potter-hogwarts-magic-snow-Favim.com-89316

აღმოვაჩინე, რომ მასში განვითარებული მოვლენები საოცრად ემთხვევა საქართველოს :))

ალბათ ეს პოსტი ადრე უნდა დამეწერა, ამ აზრის მოსვლისთანავე, მაშინ უფრო დროული იქნებოდა.

მაინც შემოგთავაზებთ.

მოკლედ, ჰოგვორტსი არის პარლამენტი;

მიუხედავად იმისა, რომ პირადად კეთილ მხარეს სამოქალაქო საზოგადოებას მივაკუთვნებ, და ბოროტებს “იმ” პარტიებს, ამ იდეის თავში მოსვლისას

ვოლდემორი და სიკვდილის მხვრელი იყვნენ ყოფილი პრეზიდენტი და ბაჩო ახალაია. რომელი რომელია თავად განსაჯეთ…. სიკვდილის მხვრელების რაოდენობა მინიმუმ 30 მდე რომ შეიძლება ავიყვანოთ, ცხადია.144D70C8-56AC-466A-B85B-E33D265FC857_w640_s

ბელატრისა – ჩიორა თაქთაქიშვილი;

სნეიპი ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომელიც თავის დროზე “ნაცი” გვეგონა და ბოლოს “ქოცი” ყოფილა;
Continue reading “ვინ არის ქართველი ჰარი პოტერი?”

ჩემი სუბიექტური აზრები საქართველოზე

მე ვარ გაორებული და “არაკომპეტენტური”.

მე საქართველო მტკივა.

ყველა სიკეთესთან ერთად უმადურიც ვარ. ვერ ვგრძნობ იმ სასიკეთო ცვლილებებს, რომლებიც (მგონი) ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. საერთოდ, ჩემს გარშემო ყველა ასეთია და ერთად ვცხოვრობთ ამდენი “უმადური”. დაღონებულები.

მაგრამ მე ის გოგო არ ვარ დაღონებული რომ იჯდება, ფეხებს საწოლზე აკეცავს და სხვა “დაღონებულ” გოგო-ბიჭებს თავის აზრებს გაუზრიარებს ფეისბუქზე… ფეხსაცმელების შესახებ. მე საქართველო მტკივა და ამ ტკივილთან გასამკლავებლად რაღაც ვნებიანი უნდა გავაკეთო, უნდა ვიბრძოლო და გავაკრიტიკო, მერე თავაუღებლად უნდა ვიმუშავო. თქვენგანაც ამავეს მოვითხოვ!

ხალხო!!!

მ ს ო ფ ლ ი ო შეიცვალა,  არა, იცვლება!!! ყველაფერი თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება… ყველგან… გარდა ჩვენებური გოროზი მთებისა. მმართველობა ეკონომიკაა, მსოფლიოს ათიათასობით კომპანია (სანამ) დროა თავისი ადგილის პოვნას ცდილობს, მმართველობა მათემატიკური ციფრების ხელშია და ეს… კარგია. დრო მიდის, დრო მიდის… წარმოიდგინეთ აი, ამ წამს, სანამ ამას კითხულობთ რამდენი ადამიანი დადის დედამიწაზე, რამდენი ს ა რ გ ე ბ ე ლ ი იქმნება განვითარებულ სამყაროში (და, შესაბამისად, თითოეულ წამს რამდენად იზრდება სხვაობა ჩვენსა და ნორმალურ ქვეყნებს შორის). აი, ამ წამს, რა ხდება საქართველოში? ადამიანებო, ყური დაუგდეთ. აი, ერთ წამს გააჩერეთ დრო (1 წამით შეიძლება), ჩაისუნთქეთ და ყური მიუგდეთ… რა ხდება ამ წამს საქართველოში?

არაფერი, ყველა ქარხანა დაკეტილია, (კვირაა), ხვალაც 10 ქარხანა აგრუხუნდება და 1-2 კათხა ლუდს და კანფეტებს აწარმოებს. საფონდო ბირჟა არც გვაქვს, არც არაფერი იწარმოება… მხოლოდ, ხმა მესმის… კი, კი მესმის! ეს თოქ შოუების ხმაა. ჩვენს ქვეყანაში არაფერი არ ხდება, გარდა მსჯელობისა!!! აი ერის უბედუება!!!

ჩვენ ბევრს ვფილოსოფოსობთ, და არაფერს ვაკეთებთ.

არჩევნების შემდეგ სრული შეგრძნება მაქვს, რომ პოლიტიკური აპარატი გაყინულია. მხოლოდ მესმის, რომ მართლმსაჯულება “ღდგება”. სამართალი აუცილებელია, 2 აზრი არ არსებობს, მაგრამ, ამასობაში ვინმემ საქმესაც მიხედეთ!!! “ახალი ცოცხი კარგად გვის”, მე კი საერთოდ არ დამინახავს ახალი ცოცხი. მხოლოდ 1 რამეს ვხედავ  – შემიძლია მხოლოდ პირადი ნაცნობებიდან 10 ოჯახი ჩამოვთვალო, რომლებმაც 1-2-3…. ნაბიჯით უკან დაიხიეს.

ჩვენ არ გვყავს ადამიანი, რომელიც ჩუმად იჯდება და საქმეს მიხედავს. ყველგან ასე ხდება – ასე 10 საქმეში ჩახედულ სახეს “მიუგდებენ” მედიას, და თვითონ მუშაობენ. ჩვენთან ყველა ტელევარსკვლავია. მოკეტეთ!!! აღარ მინდა მსჯელობის, დებატების და სიტყვებით თამაშის ყურება. გამოირთეთ და საქმეს მიხედეთ! სწრაფად მიხედეთ საქმეს! 2იოდე დღის წინ წავიკითხე, რომ სოფლის მეურნეობა ყოფილი სსრკ ქვეყნებიდან მხოლოდ ჩვენთან ვერ მიუახლოვდა 1992 (!) წლის მონაცემებს (შედარებისთვის, სომხეთს 200% ით გაუუმჯობესებია) სულ რომ არაფერი, მიწა მაინც გვაქვს (ბებია რომ ვიყო კარგ რამეს გეტყოდით) და იმავე იარაღებს ვუბაკუნებთ ზედ, შუა პალეოლითში რომ გამოიგონეს.

მიდით, იმსჯელეთ!

როგორ უნდა გვეზიზღებოდეს ქვეყანა, რომ ამ დღეში ჩავაგდოთ. ეს ყველას ბრალია! თითოეული ჩვენგანის!! საერთოდ – არავიზე კარგები არ ვართ, განუვითარებელი და სულელი ხალხი ვართ, რომელიც საკუთარ ქვეყანას ღუპავს. დროის ყადრი არ ვიცით, ჩვენთან 40 წუთი დაგვიანებაც კი “არაფერია”, როცა მსოფლიში 1 წუთი მილიონ/არდები ღირს. ამ წუთებში გამომუშავებელი სარგებელი.  ზომბები ხართ ყველანი!!! რეაქციები გვაქვს შენელებული. იცით დინოზავრები რატომ გადაშენდნენ?!!!

მითხარით 1 სასარგებლო საქმე, რომელიც დღეს რომელიმე პოლიტიკოსმა გააკეთა, 1 ლარი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა, 1 სასარგებლო გადაწყვეტილება, რომელიც პირადად მიიღეთ, რამე გააკეთეთ პროდუქტიული? მესმის, რომ დაიჭირეთ 2 დამნაშავე, მაგრამ… ჩვენ გვშია!!!! ჩვენ პურის ფულიც არ გვაქვს!

ჩვენ გვეზიზღება ჩვენი ქვეყანა. იმის მაგივრად, ყველამ თავი გავიგიჟოთ, დავიწყოთ მცირე და საშუალო საწარმოების გახსნა, განათლების გაღრმავება, გავაპროტესტოთ, და მოვიქცეთ ისე, როგორც ყველა ნორმალური იქცევა… ყველა ნორმალურ ქვეყანაში

გაჩერდი, გადართე, აქუბარდიას გადაცემა გადის.

უფსკრულის პირას ვართ. ადამიანური რესურსიც კი არ გვყავს, რომ ლათური ამერიკის მსგავსად ღარიბები ვიყოთ, მაგრამ ბევრნი, პოტენციურები და ჯანსაღები. (კარგად დაასხედით)

ქართველები ვართ და ჩვენივე იდიოტობით იმდენი მოვახერხეთ, რომ მთელ ერს, საქართველოს წყალში ვაგდებთ. ამიტომ არ გვაქვს უფლება დრო ასე აღვიქვათ: 2შაბათი…… სამშაბათი…….. 4შაბათი…… 5შაბათი……. პარასკევიშაბათიკვირა.

ჩვენ არ გვაქვს დასვენების, მოდუნების, თაღლითობის და მსგავსი არაფრის უფლება. ჩვენ ბევრი სარგებელი გვაქვს შესაქმნელი, ყველაფერი ასაშენებელი გვაქვს. ბევრი შრომა, ბევრი საათი და ბევრი უძილო ღამეა საჭირო. თითოეული მოქალაქის თავგანწირული შრომა ეკონომიკის, საზოგადოების ფეხზე დასაყენებლად. მაგრამ ჩვენ უმალ ომში გავიქცევით და თავებს დავიხოცავთ ვიდრე თითს გავანძრევთ. მანამდე კი ბევრს ვიმსჯელებთ, ძალიან, ძალიან ბევრს და დიდხანს. მერეც, 3 წელი სადარდებელი აღარ გვექნება – ამ ომის შესახებ იმდენი კომისიის იმდენი დასკვნა გვექნება წასაკითხი… და ბიჭები მიწაში იწვებიან, ზარმაცი ქართველი ბიჭები.

ისე ვტკბებით ფილოსოფოსობით, როგორც ძველი ფილოსოფოსები – ჭეშმარიტების ძიებით.

ილიას სიტყვები მახსენდება. მეშინია, არა, ვიცი, რომ სწორედ ის ერი ვართ, ხმლის ქნევის დროის დასრულების შემდეგ რომ უნდა გადაშენდეს. მტკივა, საქართველო მტკივა.

თქვენ წაკითხავთ ამ პოსტს, და… საქმეებს ხვალისთვის გადადებთ.

როგორ გვძულს საკუთარი ქვეყანა! ვაი ჩვენს პატრონს!