Multitaskerებმა რა ვქნათ

თქვენც თუ ჩემსავით კითხულობთ ხოლმე დებილურ სტატიებს თვითმენეჯმენტზე მიხვდებოდით, რომ რვაფეხებს არ გვწყალობენ. აქაოდა მიხედეთ და ერთ რამეს მიაწექით, ფოკუსირდით, გაუმჯობესდით და მეტს მიაღწიეთო.

არადა, ვარსებობთ ადამიანები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე რამეს და ზოგადად მსოფლიოში ყველაფერს ვაკეთებთ, რომლებსაც გვწყინდება ერთი და იმავე აქტივობით დაკავება, ვერ ვახდენთ კონცენტრირებას და ერთ საქმეზე მუშაობისას სხვა საქმეზე გვეფიქრება, რადგან კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და ძალიან მაგარი რამე არსებობს და თან სავალდებულო საქმეები მომენტალურად კარგავენ “მუღამს”.

თავს დავდებ ყველას გამოგიცდიათ – ერთი დიდი საქმე რომ გაბარიათ, გამოცდა იქნება, რამე ფეიფერის დაწერა, სამსახურის ინტერვიუ, შეხვედრა თუ რამე მსგავსი, და თან მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დრო გაქვთ. თან ეს რაღაც ერთი დიდი საქმე იმდენად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, რომ ვერც გარეთ გადიხართ და არც ცხოვრებისეული სიამენი გერგებათ, გონება იმ რაღაცას უტრიალებს და საბრალოდ ოხრავთ და წუწუნებთ. როგორც წესი სცენარი ასეთია ხოლმე: მაინც ბოლო წუთამდე სისულელეებით ვავსებთ დროს და ბოლო რამდენიმე დღესა და ღამეს ვასწორებთ. შედეგი საშუალოა, დრო – გაფლანგული და უსაშველოდ გაწელილი.

ან, სცენარი N 2. სამსახური გაქვთ, ან რაღაც 1 ხდება მთელი დღის განმავლობაში, ისეთი, საშუალო დონის. მთელი დღე ისე ივსება ამ მოვლენით, რომ სხვას ვეღარაფერს ახერხებთ. არადა რომ ფიქრობთ არც თუ ისეთი დაკავებულ-დაღლილები უნდა იყოთ. მაგრამ დრო რაღაცნაირად გადის.

მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, საქმე რაშია:

რაც უფრო მეტ რამეს აკეთებთ, დროის აღქმაც იცვლება, დღე ხანგრძლივდება და ყველაფრისთვის გყოფნით 🙂

ან სხვანაირად, რამდენიმე საქმეს თუ არ აკეთებთ, ვერც ერთზე ვერ მუშაობთ ხარისხიანად.

warning: პრიორიტეტების დალაგებაში არ აგერიოთ, ასე თუ ისე მაინც უნდა იცოდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის დღის განმავლობაში, რომ ენერგია რაღაც შტერობებზე არ დაგეხარჯოთ.

უბრალოდ იმ ერთ პრიორიტეტულ რამეს სხვა საქმეები მიუმატეთ. იმ ერთსაც უკეთესად გაართმევთ თავს, სხვა საქმეებსაც და ბოლოს კმაყოფილებს და ბედნიერებს დაგეძინებათ.

ჰო, ვიცი, ცუდია ერთი მიზანი და ერთი მიმართულება რომ არ მაქვს, მაგრამ დიდი ხნის წინ გადავწყვიტე თავთან ბრძოლის მაგივრად მაქსიმალურად კომფორტულად მოვერგო საკუთარ თავს.

ჩემი აქტივობების წრე ასე გამოიყურება:

საქმეები: სწავლა – სტარტაფი – ონლაინ ბიზნესი – სამსახური.

დროის ფაქტორი:

უნივერსიტეტი – კვირაში 15 საათი; (ამჟამად 40+, ფეიფერებს ვწერ, თან რამდენიმეს ერთად რომ არ მომწყინდეს)

ონლაინ ფრილანსერობისთვის / ბიზნესის აწყობისთვის – კვირაში 15 საათი;

სტარტაფისთვის ცოტა ნაკლები, ზემოთხსენებული მიზეზების და საქმეების გამო – 10 საათი;

ახლა ახალ სამსახურს ვეძებ, დღეში 1-2 საათით (მერე კვირაში 20 საათს ვიმუშავებ).

დასვენება/კეთილდღეობა: მუსიკა-ვარჯიში-გარეთ გასვლა-სოციალიზაცია – ფილმები და ეშმაკის მანქანები

მუსიკა-ხელოვნებისთვის კვირა დღე არსებობს;

ვარჯიში, ფიტნესი, იოგა, სირბილი –  ყოველ დღე, გონებას წმენდს და ფიზიკურად გვაკაჟებს;

გარეთ გასვლაში რას გულისხმობო იკითხავთ. იმას, რომ სახლში და ხალათში გატარებული დღეები მეზიზღება. გარეთ გასვლა სულაც რამდენიმე წუთით ყველაფერს ცვლის, სხვა ენერგიით და აზრებით გვავსებს. დაკვირვებიხართ რა მაგარი იდეები მოგდით მეტროში ან მოგზაურობისას? ან ერთი სული არ გაქვთ ხოლმე სახლში როდის მიხვალთ რომ “აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ?”.

ჰოდა, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ბლოგპოსტებს ჩემთვის ვწერ.

მე მჭირდებოდა ახლა თავისთვის შეხსენება, რომ არაუშავრს თუ 20 წუთში მწყინდება. არაუშავრს, თუ ხალხს ვერ ვუხსნი რატომ მაინტერესებს ა და ჭ, რომ ერთი რამის კეთებისას ასი იდეა მომდის და მერე იმ ას რამეზე ვეძებ ინფორმაციას და ასივეს ვიწყებ. თუ სიტყვა “კომპლექსური” შეიძლება ადამიანს აღწერდეს, მაშინ მე ვარ კომპლექსური. კომპლექსური რვაფეხა.

მერე რა, we are awesome 🙂

მთავარია ძალა მოვიკრიბოთ, საკუთარ თავებს მოვუსმინოთ, სისტემა შევიმუშავოთ და მივყვეთ.

Simplify, Minimize, Eliminate

ეს პოსტი იმაზე იქნება, როგორ ვცდილობ ჩემი ტვინიდან “catch” ები წავშალო, უფრო მარტივი გავხადო ყველაფერი და გაცილებით ეფექტიანი გავხდე.

ჩემს ერთ-ერთ საყვარელ აპლიკაციას გადავხედე და ასობით შენახული სტატია წავშალე. უმეტესობა პროდუქტიულობის თემაზე იყო. აი, რას გეტყვით:

დაივიწყეთ ყველაფერი, რაც წაგიკითხავთ ამ თემაზე. ზედმეტი ნაგვით ტვინი არ დაიტვირთოთ.

საბაზისო პაკეტში შედის:

  1. ყველანაირი გეგმა გაამარტივე, საერთოდ, ყველაფერი გაამარტივე ან წაშალე. როცა ძალიან ბევრს ფიქრობ, უბრალოდ, გაჩერდი. მორჩი ბევრ ფიქრს. ადექი და რამე გააკეთე მაგის სანაცვლოდ. ან, უბრალოდ, ცარიელი ყუთი წარმოიდგინე. გახსოვს yin & yang ზე რომ ვილაპარაკეთ? დაისვენე.
  2. თქვი “არა”. ძალიან ხშირად. საკუთარ თავს უთხარი “არა”. ფეისბუქზე უნდა შეხვიდე? -არა! ახლა ჯერ ამას წავიკითხავ/ვუყურებ/ვიზამ და მერე მივხედავ “იმას”? – არა! ავუკრძალოთ საკუთარ თავებს რაღაცეები. სისულეელეები. ასეთი სისულელეების კეთებას მიაქვს ჩვენი დროის 90%, მერე ვამბობთ, რომ დაკავებულები ვიყავით. ერთია საქმიანი სახით ჯდომა/სიარული და მეორეა პროდუქტიულობა. უბრალოდ, სულაც ნუ გააკეთებ რაღაც იდიოტობებს.
  3. დღე წინასწარ დაგეგმე და სულ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საქმე მოინიშნე. დანარჩენი ყველაფერი ზედმეტია. ის საქმეებიც ეცადე დილითვე მოიშორო. დაჯექი და მოიშორე. თანაც, სულ პირველად ყველაზე “რთული” საქმე გააკეთეთ. მერე ნახე რა ბედნიერება მოაქვს კონტროლს.
  4. დანარჩენი დრო არაფრის კეთებას კი არა, სასიამოვნო საქმეების კეთებას დაუთმე. ცხოვრებით ისიამოვნე. იმოგზაურე ან გარეთ გადი, მეგობრებს შეხვდი, მუსიკაზე იარე, ცეკვა ისწავლე ან ბუნებაში გაისეირნე. გართობა დროის კარგვა კი არა, ჩვეულებრივი საქმეა. ის საქმე, რისთვისაც ვცხოვრობთ. ოჯახის, მეგობრების და ზოგადად, სიამოვნების გამო.

არც ეს პოსტი იყო დიდი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უსარგებლო წინადადება წავშალე.

დროებით!

პ.ს. წაიკითხეთ: Tim Ferriss “4 hour work week”

15 სისულელე, რომელიც ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს.

ახლა, როცა სერიოზული ცვლილებებისთვის ვემზადები, გადავწყვიტე თვალი გადამევლო გასული წლისთვის და არამარტო, გამეანალიზებინა ჩემი თუ თქვენი შეცდომები, რომ მათი დაშვების ყველა მიზეზი საფუძვლიანად შემესწავლა.

ასე მივედი იმ ყოვლად უსარგებლო mindset ების სიამდე, რომლებსაც გაგიზიარებთ.

მოკლედ ვიტყვი, რომ რთული წელი მქონდა, რომელმაც ძალიან ბევრი რამე მასწავლა. არასდროს ვისურვებდი მსგავსი პერიოდის განმეორებას კიდევ ერთხელ, ამიტომ, ქვემოთ ჩამოთვლილი აზრები, პირადად მე აღარ მომცემს საშუალებას მსგავს მდგომარეობას დავუბრუნდე.

სისულელე N1. არ არის აუცილებელი ყოველ დღე ბედნიერი და მხიარული იყო. სავსებით ჩვეულებრივი და ბუნებრივი ამბავია მოწყენა, სევდა და მსუბუქი დეპრესიაც კი.

მართლა, ისე ხდება, რომ ჩვენს სოციუმში სევდა-დარდი-ჭმუნვა-ჭმუხვნა-დრამატიზმი-უბედურება ნორმადაა ქცეული. ჯანდაბას ეს Mindset ები! (და ნამდვილად გვეყო რაც აქამდე დარდები და უბედურებები გვინახავს). თითოეული დღე თუ რამე სასიამოვნოს კეთებას არ მივუძღვენით, თუ კარგად არ ვიცინეთ, გავერთეთ, ის საქმე არ გავაკეთეთ, რომელიც გვაინტერესებს და გვიყვარს, აბა რა ჯანდაბას ვაკეთებთ მაშინ! Continue reading “15 სისულელე, რომელიც ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს.”

9 ჩვევა 2015 წლისთვის

ახალი წლის შემდეგ სიცოცხლე გაცილებით საყვარელი ხდება ხოლმე ხალხისთვის. ბუნებრივიცაა.. ახალ წელს სიახლის განცდა მოაქვს. დეკემბრის დადგომის წუთიდან ყველას ერთი სული აქვს როდის მოვა ახალი წელი, რომ თავს ძველი ცოდვები მიუტევოს, დროზე მოახჩოს ძველი წელი, ახალი გეგმები შეადგინოს, თავი “დაირეფრეშოს” და საკუთარ თავს ინერტული ცხოვრების ცვლილებების შანსი მისცეს. თითქოს ახალი წელი რაღაც ჯებირია, რომელიც გაძლევს საშუალებას შეიცვალო, დილით სხვა ადამიანმა გაიღვიძო და ის გააკეთო, რაც გინდა (მაგრამ, რატომ არ შეიძლება ასეთი დღე იყოს, ვთქვათ, 20 იანვარი ან 27 მაისი? 31 დეკემბრით, უბრალოდ, კალენდარი მთავრდება. ეს უკვე სხვა თემაა). უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ხალხს ჰაერივით სჭირდება ისეთი რაღაც, რაც ნათლად მიანიშნებს – ძველი დრო დამთავრდა და ახალი ეტაპი იწყება.

ეხლა კი, ახლოს პოსტის შინაარსთან…

ვერანაირ ცვლილებას ვერ განახორციელებ, თუ კონკრეტულ ჩვევებს ვერ გამოიმუშავებ.

მე თუ, ვთქვათ, ღორმუცელა ვარ, 15 იანვრიდან ( 🙂 ) კი დავჯდები დიეტაზე, 5 კილოსაც დავიკლებ, მაგრამ 30 იანვარს კვლავ მკლავებს ავიკაპიწებ. იმიტომ, რომ ზომიერად და სწორად კვების ჩვევა არ მექნება გამომუშავებული.

მეც ბევრი ჩვევის გამომუშავება მინდა.

  1. მინდა ადრე ავდგე. Night Owl დან ტოროლად გადავიქცე, რაღაც პერიოდით მაინც. სტატისტიკაა, რომ ყველაზე პროდუქტიული ადამიანები ადრე დგებიან. ანა ვინტური 5 საათზე ჩოგბურთს თამაშობს, ჩემი ერთ-ერთიო სულიერი მამა (რიჩარდ ბრენსონი, სტივენ ტაილერის და დევიდ ბოვის მხარდამხარ))), ასევე უთენია წამოფრინდება ხოლმე. უი, ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე ხომ გახსოვთ? 🙂 მოკლედ, სიას არ გავაგრძელებ. ჩვევის გამომუშავებას 21 დღე სჭირდება. დღეს პირველი დღეა (ადგომის დრო 06:40).
  2. მინდა თვითდისციპლინა ახალ დონეზე ავიყვანო.
  3. თვითგანათლებაც;
  4. გავანაწილო არა დრო, არამედ ენერგია. სისულელეა იმაზე დროის დახარჯვა, რაც ნაკლებადღირებულია. მომკალით და, ჩემ მიერ შედგენილ 30$ იან სქემაზე უკეთესი მეთოდი ჯერ არსად შემხვედრია. მაინც სისულელეებში მეხარჯება უამრავი დრო… ჰოდა, ყველაფრის პრიორიტეტების მიხედვით დახარისხება უნდა ვისწავლო. 
  5. არ გავატარო არცერთი დღე უქმად! თქვენი არ ვიცი და, ნებისმიერი არანაყოფიერი დღე (თუ წინასწარ არ გადავწყვიტე, რომ ასეთი დღე მქონდეს), ძალიან დიდ მორალურ დარტყმას მაყენებს. ჩემთვის მოქმედება და ბედნიერება ერთმანეთის სინონიმებია. მხოლოდ მოქმედებას მოაქვს სიხარული, თვითკმაყოფილება და მინარჩუნებს იმედებს, მოტივაციას, საკუთარი თავის პატივისცემას… პრინციპში, ესეც თვითდისციპლინის ნაწილია.
  6. ვიზრუნო ჯანმრთელობასა და სხეულზე. ეს სავალდებულოა!
  7. ვიყო გაცილებით უფრო ძლიერი. ძლიერი, რომ შევძლო და დავდგე ყოფით პრობლემებზე მაღლა, გადავლახო ის პრობლემები, რომელბიც ჩემი იდეების რეალიზებაში მიშლის ხელს, ძლიერი, რომ გადავლახო სიბრაზე კონკრეტული ადამიანების თუ გარემოებების მიმართ… ალბათ, ესეც თვითკომუნიკაციის ნაწილია.
  8. ვიყო გაწონასწორებული, დალაგებული და მშვიდი. როგორ მიჭირს ხოლმე… (ამ ცეცხლოვანებას ვერაფერს ვუხერხებ 😀 😀 😀 )
  9. PROCRASTINATION – ნებისმიერი გეგმის მთვარი მტერია, რომლის მართვაც უნდა ვისწავლო. (თარგ. გაჭიანურება, გადადება). ესაა გონების ბუნებრივი მოთხოვნილება არ დაიწყოს საქმე, რომელიც ერთულება, ედიდება და ა.შ. ამიტომაა, რომ მუშაობის წინ (განსაკუთრებით, თუ ეს საქმე უუუმნიშვნელოვანესია), შეიძლება ყველაფერი “იკადროთ” 🙂 – უყუროთ სასაცილო ვიდეოებს, დააკრიალოთ ოთახი, გაგახსენდეთ კლასელი, უყუროთ, რავიცი, ირონია სუძბის 🙂 მუშაობის დაწყებამდე გონებას ავტომატურად ეფიქრება ყველა იმ რთულ მოქმედებაზე, რომელიც უნდა შეასრულოს. მისი გადალახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს.

ა. დავყოთ მოქმედებები სულ პატარა ნაწილებად და გონებას ვაგრძნობინოთ, რომ გვაქვს ბევრი დრო და არანაირი სტრესი (თუნდაც ცეცხლი გვეკიდებოდეს!). აი, მაგალითად, თუ ძალიან ბევრი გაქვთ სამეცადინო ტესტისთვის (მალე უნდა გავბრძანდე ტოიფელზე), თქვით, რომ უნდა ისწავლოთ 5 სიტყვა 1 საათში. თქვენ ასე წარმოიდგინეთ…

ბ. უბრალოდ, უნდა ავდგეთ და დავიწყოთ რამის კეთება. ადრე დავწერე, რომ არსებობს Zeigarnik Effect – გონების მოთხოვნილება დაამთავროს დაწყებული საქმე. ჰოდა, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ  მოქმედების დაწყების შემდეგ თქვენში არნახული პერფექციონისტი გაიღვიძებს, რომელსაც ძალიან უნდა საუკეთესო შედეგები მიიღოს. ერთ რამედ ღირს ეს გრძნობა!

გისურვებთ დიდი ნაბიჯების გადადგმას, წარმატებებს, საკუთარი თავით სიამაყეს, ბევრ თავგადასავალს, მოგზაურობას, ევროკავშირს და ძალიან, ძალიან პროდუქტიულ 2015 წელს.

ჰოდა, ცვლილებების დრო ხომაა ახალი წელი… დღეს 4 იანვარია, იმედია ცოტა მოგბეზრდათ უსაქმურობა, თან იცით, რომ თუ ცვლილება და მოქმედებაა, მალეც უნდა დაიწყოთ… იმედია, ჩემი დილის პოსტი ნაბახუსევზე გესიამოვნებათ 🙂

4 აპლიკაცია პროდუქტიულობისთვის

image

play store ზე საჭირო აპლიკაციების ძებნისას თავისუფლად შეიძლება თავბრუ დაგეხვეთ.

ბევრ მათგანს იმდენი კირკიტი ( 🙂 ) სჭირდება, რომ ნერვებს მოგიშლით, პროდუქტიულობის მომატების რა მოგახსენოთ….

image

1. Todoist
ჩემი ფავორიტი აპლიკაციაა.
შექმნით პროექტებს და თითოეულ მათგანში შეუზღუდავი რაოდენობის “ტასკს” შეიყვანთ. იდეალურია ყოველი დღის დასაგეგმად.
სურვილის შემთხვევაში, საქმეებს (task) ყოველ დღე (ყოველ კვირა, ან როცა გაგეხარდებათ…) გახსენებთ და იმეორებს, ასე, რომ თუ რამის კეთება ხშირად გიწევთ, თავიდან შეყვანა საჭირო არაა.
შეიძლება იმეილიდან შეინახოთ ინფორმაცია, ან პირდაპირ ვებ-გვერდი ჩაინიშნოთ, შეხსენების თარიღიც მიუთითოთ და მშვიდად იყოთ, არაფერი დაავიწყდება. მარტივად სინქრონიზირდება და სხვადასხვა პროგრამის ვერსიები აქვს, ასე რომ, დააყენეთ ყველა არსებულ “დევაისზე”.
არაჩვეულებრივი ფუნქცია აქვს – კარმა. ის თქვენს პროდუქტიულობასთან ერთად იმატებს და სიზარმაცის უკუპროპორციულად იკლებს. რა ზუსტია, არა? 🙂

2. Google Keep
იდეალური აპლიკაცია შენიშვნების და “task”ებისთვის. თქვენს ხმასაც ჩაიწერს და სინქრონიზირდება. უკვე ვიცი სად უნდა „ჩავყარო” ხოლმე იდეები ან შენიშვნები. მარტივი და პრაქტიკულია.

3. Evernote
მართალია, მისი უფასო ვერსია თვეში 60 მეგაბაიტიან ლიმიტს გიწესებთ, მაგრამ მე 2 თვეში ერთად 5 მეგაბაიტს ვერ ავცდი. თამამად დააყენეთ.
გაძლევთ შესაძლებლობას „ნოუთბუქები” შექმნათ და სორტირებულად შეიტანოთ თქვენი ჩანაწერები, რის საშუალებასაც ზედა 2 აპლიკაცია არ იძლევა. ცხადია სინქრონიზირდება. შეგიძლიათ ჩაიწეროთ ხმა, მოსთხოვოთ რაიმეს შეხსენება, ხელით გააკეთოთ ჩანაწერი ან ხატოთ, მიამაგროთ სურათი ან ფაილი, აპლიკაციითვე გადაიღოთ სურათი ან, სულაც, გააზიაროთ პროექტი.

4. Pocket
ეს აპლიკაცია პირველობას იმსახურებს.
უბრალოდ, ჩააგდეთ თქვენი მოწონებული გვერდი „ჯიბეში” და ეგაა, ყველა დევაისზე თან ატარებთ. ტექსტს ალამაზებს, გვერდს ამარტივებს და წასაკითხად იდეალურად არედაქტირებს.  “bookmark” ფუნქციას აღარც ვიყენებ. რა თქმა უნდა, ჩაყრილი გვერდების სორტირებაც შეიძლება, ასე რომ, არაფერი აგერევათ.
უბრალოდ, იდეალურია.

აქვე გირჩევთ – ეცადეთ ზედმეტად არ გადატვირთოთ პროგრამები და ზუსტად განსაზღვროთ რომელს რა ფუნქციებისთვის გამოიყენებთ. ასე დროს და თვალებს დაზოგავთ.
აბა, დროებით!

8 ხრიკი პროდუქტიულობის გასაზრდელად

tips (6)ახლა თავის მოსაფხანად არ მცალია.

ამიტომაც შემოვირბინე ბლოგზე დროის გასაწელად და სუპერ მოსაბეზრებელი საქმის გადასავადებლად.

მოსაყოლი კი, იცოცხლეთ, ბევრი მაქვს დაგროვილი.

დღეს პროდუქტიულობის გამზრდელი ხერხების შესახებ მოგიყვებით, მე რომ ვიყენებ. საკუთარ თავსაც გავახსენებ, როგორ უნდა ავიწიო და იქნებ მოვუღო იმ ბოლო, გრძელ და სულელურ “თასქს”, მე რომ მიდევს ცხვირწინ.

1. დილა

ყველაფერი დილით იწყება. აი, როგორი უნდა იყოს დილა (“რომ გლეხისათვის ყოველი სამუშაო და უქმე დღე ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცეს :)” )

ა. ღამესვე ჩამოწერეთ რისი გაკეთება გინდათ;

ბ. გონების თვალით წარმოიდგინეთ რის შემდეგ რას გააკეთებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

გ. ძილის წინ ფურცლიდან იკითხეთ, კომპიუტერი/სხვა მოწყობილობა არ დაგაძინებთ;

დ. რაც შეიძლება გვიან აიღეთ ხელში ტელეფონი, დილას ეკრანიან ტექნიკას მოერიდეთ.

ე. ჯობია რადიოს უსმინოთ, ვიდრე ტელევიზორი ჩართოთ.

ვ. მაღვიძარა არ “დაასნუზოთ”!

ზ. უსიამოვნო რამეებზე არ იფიქროთ.

თ. ივარჯიშეთ! თუნდაც ცოტა ხნით!

აი, პოსტი 1

პოსტი 2

ვარჯიში არამარტო “ტანის დასაყენებლადაა” კარგი. ეს უდიდესი სტიმულია გონებისათვის, შეინარჩუნოთ თვითდისციპლინა. თუ მაგრად ივარჯიშებთ, მაშინ ნებისმიერი გონებრივი სამუშაო გამოგივათ. არ ჩააგდოთ არცერთი დღე! ეს საკუთარ თავთან, მესა და გონებასთან ურთიერთობის კულტურაა.

ი. უპირველესად, თავიდან მოიშორეთ ყველაზე რთული საქმეები. რაც ყველაზე მეტად არ გინდათ, ის გააკეთეთ. გახსოვდეთ – დაღლა და წვალება მეორე წუთს არ გემახსოვრებათ. მერე რა, ცოტათი დაიტანჯებით, სამაგიეროდ, მოგვიანებით, საკუთარ თავს მადლობას შესწირავთ 🙂

2. დრო დაუთმეთ საკუთარ თავთან ურთიერთობას.

პირადი სივრცის არსებობა აუცილებელია. ურთიერთობა გაქვთ საკუთარ თავთან? შიფრავთ იმ აზრებსა და იდეებს, რაც მოგდით? რაღაც მიმართულებას აძლევთ თქვენს ფიქრებს და ენერგიას? ამ კითხვებზე პასუხი დადებითი უნდა იყოს, თუ არადა, მაშინ როგორ მუშაობთ საკუთარ თავზე?

თუ არ მუშაობთ, მაშინ როგორ უმჯობესდებით?

და თუ არ უმჯობესდებით, აბა რას აკეთებთ? O_O

წარმოსახვა და აზრები პოტენციური ფიზიკური სამყაროს სურათია. იდეები მოგდით, თქვენ მათი მატერიალიზება და რეალობაში იმპლემენტაცია გევალებათ.  ჩამოწერეთ რისი გაკეთება გინდათ, ჩაწერეთ პერსონალური ვიდეოები, ა.შ.

3. ითამაშეთ თამაში – 30 დოლარი

აი, ეს თამაში. ცოპყრაითი ჩემგან 🙂

4. გადაწყვიტეთ რა შედეგების “დადება” გინდათ და ამისთვის დედლაინები დანიშნეთ

იქნება ეს სერთიფიკატები, გაფორმებული ხელშეკრულება, არ ვიცი, რაღაც ხელშესახები შედეგი, რომლის მიღწევაც გინდათ.

თქვენი საქმიანობა არ  ითვლება, სანამ მას მაგიდაზე არ იხილავთ.

5. თვითგანათლება

მე დავაარსე “უნივერსიტეტი”, რომლის სტუდენტობა სიკვდილამდე მიწერია. მინდა ვფლობდე 5 ენას, ან კარგად ვერკვეოდე… რავიცი, მათემატიკაში, მაინტერესებს ნეიროლოგია ან მინდა ერთ დღეს ხატია ბუნიათიშვილივით ვუკრავდე? ჰოდა, ამისათვის უნდა ვსწავლობდე. აუცილებელი ხომ არაა რომელიმე აუდიტორიაში ვიჯდე და კოლოქვიუმების წინა ღამეს თვალებს ვითხრიდე?! თითქმის ყველაფერს ინტერნეტით ან თქვენითაც ისწავლით.

აი, ჩემი უნივერსიტეტის ფაკულტეტების ჩამონათვალი. იმას ვაკეთებ და იმ ვიდეოლექციებს ვუყურებ, რომლის ხასიათზეც ვარ ხოლმე.

1. Linguistics (English, German, Norwegian, French, Russian, Japanese)

2. Business administration (Entrepreneurship, Practical leadership, Finances and Economics, Management, PR, Math)

3. Arts (A. Music, Composing, Singing, Piano, Music theory, Music production*

B. Fine art & design (Drawing, Sketching)

C. Storytelling and writing

4. Social sciences (Sustainable development, History, Peace studies)

ა.შ. ა.შ. ა.შ. ა.შ. ა.შ.

6. დაიწყეთ

რაც და როგორც არ უნდა გეზარებოდეთ, სასიხარულო ამბავი მაქვს თქვენთვის!

არსებობს ასეთი ფენომენი “ZEIGARNIK EFFECT”, რაც იმას ნიშნავს, რომ გონების მოთხოვნილებაა დაამთავროს დაწყებული საქმე. არ გქონიათ შემთხვევა, რომ რამის კეთებას ვერ ამთავრებთ, გინდათ ბოლომდე მიყვანოთ საქმე, რაც არ უნდა დებილობა იყოს?… ეგაა ჩვენი მეგობარი “ZEIGARNIK”. ასე, რომ, თქვენ მხოლოდ დაწყება გევალებათ. 1, 2, 3….

7. პროგრესის მონიშვნა

ჩაინიშნეთ რომელი საათიდან რომელ საათამდე რა გააკეთეთ, აღნიშნეთ პროგრესი. პატარა დედლაინებიც ჩაასკუპეთ და ყოველი ჩანაწერი პატარა (ან დიდ) სიხარულს მოგანიჭებთ.

8. ერთ რამეზე იმუშავეთ

Multitasking არ ამართლებს…

აი, კიდევ პატარა დახმარებები ჩემი მეგობარი “ENTREPRENEUR” ისგან. (ფეისბუქზეც დაალაიქეთ)

სულ “ZEIGARNIK EFFECT” ის ბრალია ამხელა პოსტი რომ გამომივიდა. აბა, დროებით!

Continue reading “8 ხრიკი პროდუქტიულობის გასაზრდელად”