ვარჯიში – ნაწილი 2

პირველი ნაწილი იხილეთ აქ.

დღეს, ვარჯიშის დაწყებამდე ჩემი საყვარელი ვარჯიშები “ამოვყარე”, რომ თანმიმდევრულად მევარჯიშა.

მერე ვიფიქრე, ბარემ მკითხველსაც გავუზიარებ მეთქი.

ფიტნეს არხები გუშინ გაგიზიარეთ, სადაც თავად აარჩევთ  სასურველ ვარჯიშებს, ახლა კი ჩემს სიას შემოგთავაზებთ. (ყველას ერთად ვერ შეასრულებთ, ამიტომ ან ერთი გააკეთეთ თავიდან ბოლომდე, ან სამიზნე “ნაწილების” დასამუშავებლად სხვადასხვა მონაკვეთებს უყურეთ.)

1. ვარჯიში სინდის კლასიკით დაიწყეთ.

2. მერე საცეკვაო ფიტნესზე გადადით.

3. მერე შპაგატშიც ხომ უნდა ჩაჯდეთ!

ჯერ ფეხის კუნთები გაახურეთ;

მერე ეს ვიდეო ნახეთ;

ეს ვიდეოც მოგეწონებათ;

ეს კი middle splits – ცენტრალური პოზა.

4. ბოლოს კი დუნდულების ლამაზ ფორმაზე იზრუნეთ.

მეყო დასვენება, წავედი უნდა გავაგრძელო 🙂

 

Advertisements

ცოტ-ცოტა ყველაფერი და ჩემი დედლაინების ნუსხა

რადგან გადავწყვიტე, რომ საკუთარი პროდუქტიულობა და უნარები საჯაროდ გავიუმჯობესო (და რაღაცეების გახალტურების შემთხვევაში თავზე ლაფი საჯაროდ დავისხა 🙂 ), სამართლიანი იქნება ყველა ის მიზანი ჩამოვწერო, რომელთა მიღწევაც გულს სწადია – იმისთვის, რომ ვიამაყო საკუთარი თავით და იმაზე მაგარი გავხდე, ვიდრე დღეს ვარ.

როგორ გამოიყურება ჩემი იდეალი: (როგორც პიროვნება & მისი უნარები)

WARNING – პოსტის ავტორს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს, და, მისდა სამწუხაროდ, არცთუ ცოტა აკლია იდეალურობამდე, წარმოსახვით იდეალურ ხატებამდე. ეეჰ…

  1. ჩემი იდეალი ყველაზე ელეგანტური გოგოა;
  2. ძალიან მამაცი;
  3. განათლებული და ნაკითხი;
  4. კარგად ცეკვავს და ძალიან მოქნილია;
  5. ლაპარაკობს ინგლისურ, გერმანულ, ნორვეგიულ, იაპონურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე და თავში თუ ადგილი დარჩა კიდევ მიამატებს რამდენიმეს. (ჩინურს, კორეულს, იტალიურს, პორტუგალიურს… ამჯერად სხვა არაფერი ახსენდება); რა ზედმეტი მტკიცება იმას უნდა, რომ ყველას არაჩვეულებრივად ფლობს. (ეს გეგმა უკვე “ჩაშვებულია” და წარმატებით მიმდინარეობს. სხვაობები სხვადასხვა ენებს შორის დიდია, მაგრამ ვეცდები 25 წლამდე ყველაზე შემეძლოს წიგნის თავისუფლად წაკითხვა)
  6. ჰირომივით უკრავს პიანინოზე; ნუ კარგი, იყოს ვალენტინა ლისიტსა…
  7. ძალიან მაგრად მღერის (კლასიკა + “ესტრადა”. ცოდვა გამხელილი ჯობს, და ამჟამად პირველი უკეთ გამომდის…)
  8. ყველაზე ლამაზ სიმღერებს წერს;
  9. მუსიკის პროდიუსირებაში ერკვევა და კუსტარულადაც პროფესიონალურ დემოს ამზადებს.
  10. კარგად და საინტერესოდ წერს ძალიან მაგარ რაღაცეებს…
  11. ძალიან მხიარული, ოპტიმისტი, გამტანი და შრომისმოყვარეა (უკვე მშვენიერი ვარ 🙂 )
  12. არაჩვეულებრივად ერკვევა ფინანსებში, ეკონომიკურ ჯადოქრობებში და, რა თქმა უნდა, საკუთრი ბიზნესი აქვს! (coming earlier than expected…)
  13. აქვს ყველაზე მაგარი სტილი, გემოვნება და კარგად კერავს. (ამჟამად კი შემიძლია შემთხვევით საკუთარი თითები მივაკერო ერთმანეთს)
  14. შეუძლია მანქანის მართვა – ახლა კი საჭეზე ფიქრიც მაშინებს. მეტადრე, ცხოველების უნებლიე დაშავება, ავარიის გამოწვევა და ასეთი ამბები. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი მგონია, რომ ან ვიღაცას ვეჯახებით (ჩაფიქრებულ, მაქსიმალურზე “აწეული” მუსიკით დამტკბარ და უკიდეგანობაში მზირალ ქვეითს, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე კი არა, გაჩერებასთან მიმდებარე ტრასაზე დგას. სულ მგონია, რომ სახეში სარკე მოხვდება, ან ოფიციალურად დავეჯახებით. არცთუ უსაფუძვლოდ….) ან ჩვენ გვეჯახება ვიღაც (ისე, დამუხრუჭებისა და გინებების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, მეტად საფუძვლიანი შიშები მაქვს). მოკლედ, ჩემს სათუთ არსს არ ძალუძს ამხელა ტრამვას გაუძლოს, თბილისის საგზაო მოძრაობა რომ ქვია… (ჰ) მაგრამ, მაინც ჩემი სასწავლია.
  15. კარგი კულინარია – სწრაფად ამზადებს მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს კუთვნილ უგემრიელეს, ვეგეტარიანულ კერძებს! მოკლედ, მინდა შეფივით ვირტუოზი მზარეული ვიყო. ამჟამად კი ნამდვილად ასეთი ვარ – ოღონდ დამბლადაცემული. შემიძლია შემოგთავაზოთ დამწვარი კვერცხი, დამწვარი კარტოფილი, მაკარონი (რომელსაც სულ რაღაც აკლია და არ ვიცი რა), უფორმო მჭადები, ჩაცომებული პიცა და ა.შ. ჩემს ყველა წარუმატებელ ექსპერიმენტს ნუ ჩამომათვლევინებთ. მართლა ვწუხვარ.
  16. იდეების გენერატორია. კარგი, სწორი და მაგარი იდეების განმახორციელებელი! რომელიც ყველაფერს შეიძლება ეხებოდეს.
  17. დარწმუნებული ვარ, აქ კიდევ უნდა ეწეროს რაღაცეები…

ასე განსაჯეთ, ეჭვი არ მეპარება, რომ ყველას შეგვიძლია ისეთები ვიყოთ, როგორებიც გვინდა, არც რამე სირთულეა ამაში. ყველაფერი იმაზე რთულად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეშია.

ეს იდეალი რას ფლობს, რას აკეთებს და რას გააკეთებს, სხვა საქმეა. რა ენაღვლება, იდეალურია…

წინა პოსტში დავწერე, რომ მინდა ძალიან სწრაფად გავაკეთო თუ მოვიშორო რაღაცეები.

ამ პოსტის მეორე ნაწილში დედლაინებს და უახლოეს საქმეებს ჩამოვთვლი, პერიოდულად კი მოგაწვდით სხვადასხვა რესურსს და ინფორმაციას სხვდასხვა პუნქტის შესახებ.

  • 25 აპრილი – საბაკალავრო ნაშრომის დასრულების დღე; (ეს დიდი-დიდი 30 აპრილამდე შეიძლება გადაიწიოს)
  • 4 მაისი – მოვიშორო უნივერსიტეტის საგნები (დაჩქარებული წესით გავიარო სრული პროგრამა, გარკვეულ საგნებში მაინც – მაკროეკონომიკა, ნორვეგიული, და ყველაფერი ის, რის მომავალ რიდერებზეც ხელი მიმიწვდება)
  • გერმანული ავქაჩო მყარ ბ2.2 მდე. დედლაინი – 1 ივნისი.
  • 1 თვეში შპაგატში ჩავჯდე – 8 მაისამდე;
  • რადგან ივნისის შუა რიცხვებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ “გასვლითი” გამოცდები მაქვს, საჭიროა 20 მაისამდე ყველაფერში ძალიან მყარად ვგრძნობდე თავს. (სულიერი სიმშვიდისა და ფსიქიკური წონასწორობისთვის) ეს სულ რაღაც 1 თვეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საბაკალავრო ნაშრომის წერა საზიზღარი და გაწელილი პროცესია. გამოცდები 6 ნაწილისგან შედგება.
  • მაისის ბოლომდე (31) ბიზნესის ქართულ ნაწილს უნდა მივხედო. ეს ბევრი არაა.
  • 10 ივნისამდე უნდა ვისწავლო 5 გემრიელი კერძის დამზადება მაინც!
  • თმა უნდა შევიღებო და ვარცხნილობა შევცვალო. ეს ყველაზე მარტივი რამეა.
  • ამ ყველაფრის პარალელურად, ზემოთჩამოთვლილი პუნქტების მუსიკალური ნაწილი უნდა გავიუმჯობესო. ეს ხანგრძლივი და მშვენიერი პროცესია, მაგრამ შრომას ნამდვილად მოითხოვს!
  • ვისწავლო ადრე ადგომა! უკვე 3 ჯერ გამომივიდა!

წვრილ-წვრილი და უამრავი ყოველდღიური საქმით თავს როგორ შეგაწყენთ!

აი, ჩემი მნიშვნელოვანი დედლაინების კალენდარი.

 

ანა ვარჯიშობს!

article-new-thumbnail-ehow-images-a01-ug-e8-stretch-leg-muscles-800x800ძალიან გამიტაცა ვარჯიშმა. რა მაგარია იყო მოქნილი, გქონდეს ლამაზი ფორმის მუცელი და ნავარჯიშევი სხეული, ფლობდე სრულ კონტროლს საკუთარ თავზე, ჯდებოდე შპაგატში და გრძნობდე როგორი ჯანსაღი და ფარფატა ხარ და ა.შ :))

ჰოო, სრული კონტროლისა და მოქნილობისგან, ისევე, როგორც შპაგატისგან, ჯერ კიდევ შორს ვარ, მაგრამ, დიდი სიამოვნებით ვვარჯიშობ, სახლის პირობებში.

გაგიზიარებთ ჩემს ფავორიტ წყაროებს ვარჯიშისთვის 🙂

ეს კლასიკაა!  Continue reading “ანა ვარჯიშობს!”