რა ამბებია ბერლინში

0ZkgMrBkKQ8

0ZkgMrBkKQ8მოკლედ, გიყურებთ მთელი ოჯახით ბერლინიდან.

აქ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გრილა, მე გავიყინე უკვე და ქურთუკზე ზრუნვა დავიწყე, თუმცა ფასებით არ ვარ აჟიტირებული და ჯერ ძებნის პროცესში ვარ. მაგრამ, რა დროს ქურთუკია, იმდენი საქმე მაქვს!

  1. პირწმინდად უნდა შევასრულო დაკისრებული მოვალეობანი;
  2. ვისწავლო გერმანული, რამეთი შეუფერხებლად ვიცხოვრო და ვიმუშავო;
  3. დავფუძნდე – მოვაგვარო ვიზების ამბები, გავიგრძელო და ა.შ.;
  4. დავაარსო ჩემი სტარტაპი;
  5. ავყვავდე ეტაპობრივად 🙂
  6. CV ს ამბებს მივხედო, ჩემს პროფესიაშიც ვიღონო რამე;
  7. შევხვდე მუსიკოსებს;
  8. შევხვდე ადგილობრივ entrepreneur ებს
  9. ხალხი გავიცნო, მეგობრები შევიძინო, გავერთო;
  10. ფული ვიშოვო კიდევ ერთხელ, რაც ძალიან მჭირდება.

მოკლედ, ბერლინი არის მწვანე. სუფთა. პასუხისმგებლობით სავსე. ლამაზი. ჰიპსტერული. მუსიკალური. ბოჰემური. გრილი. Continue reading “რა ამბებია ბერლინში”

1) საუკეთესო გზა მოტივაციის ამაღლებისთვის

;lyokugtჩემი ბლოგის მკითხველებისთვის სულ არ ვაპირებ მოტივაციის არსის და მნიშვნელობის ახსნას.

მაშინ, როცა ბევრი ენერგია ან მიზნის შეხსენება დაგჭირდებათ, ან, სულაც, ჩემსავით სწორი გადაწყვეტილებების მიღების და პრიორიტეტების დილემის წინაშე იდგებით, ეს მეთოდი გამოგადგებათ.

მოტივაციის ამაღლების ეს არაჩვეულებრივი მეთოდი არის….

თქვენ მიერვე დაწერილი ამბავი თქვენ თავზე. ოღონდ, თქვენი გმირი ამ წუთს კი არა, მომავალს ეკუთვნის და, რაღაც საოცრების (რომელსაც შრომა-ჯაფა-გამბედაობა ეწოდება) წყალობით ყველაფერი გამოუვიდა და 100%ით თვითრეალიზებული ადამიანია.

მოკლედ, ზედმეტი ამბების გარეშე, აიღეთ კალამი (გახსენით ვორდი) და დაუწერეთ თქვენს თავს სამოტივაციო ამბავი. result guaranteed.

ეს ისტორია შემდეგი ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს:

1. გარემო. სად იღვიძებთ, რა გინდათ მანდ (შეგიძლიათ პატარა/დიდი მაგარი ისტორიაც დაურთოთ), აღწერეთ ოთახი, სახლი, მეზობელი ოთახები, თქვენ გვერდით მწოლიარე ადამიანიც, თუ გნებავთ 🙂

2. რომ ადგებით, ჩაიხედეთ სარკეში. ვის ხედავთ, რამდენი წლისაა თქვენი თავი, როგორ გამოიყურება. თქვენი სხეული თქვენი მდგომარეობის სარკეა! აღწერეთ თქვენი თავი საუკეთესო მდგომარეობაში.

3. საკუთარი მოკლე  ბიოგრაფია დაწერეთ. ვინ არის თქვენი გმირი, საიდან დაიწყო, მერე რა გააკეთა. დაწერეთ ყველაფერი, რაც კი თავში მოგივათ. ნუ მოგერიდებათ, აიღეთ ნობელის პრიზი, თავი  ოსკარით დაიჯილდოვეთ, ჩასახლდით ვილაში, ან უზარმაზარი კარავი შეიძინეთ, აღწერეთ დეტალები იმ გარემოსი, სადაც ცხოვრობთ. აღწერეთ ხალხი, რომელიც თქვენს გარშემოა. ჩამოწერეთ ის ყველაფერი, რაც გინდათ, რომ მოხდეს. ააყვავეთ ქვეყანა, დაეხმარეთ 10 ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში (ჩვენი ბედკრულით დაიწყეთ), თუ გინდათ, სულაც გაპრეზიდენტდით. მოკლედ, ყველაფერი, ყველაფერი დაწერეთ რაც კი თავში მოგივათ და რაც ნამდვილად გინდათ!

ეცადეთ გაავლოთ ხაზი თქვენი იდეალური სახის და ამჟამინდელი პიროვნების ბიოგრაფიას შორის. თქვენი ოცნება თუ კოსმონავტობაა, დაწერეთ, რომ (თქვენ ასაკში) მიატოვეთ სწავლა, ამერიკას მიაშურეთ და ნასას შეუერთდით, თუმცაღა იქ დამლაგებლობით დაიწყეთ… ( 😀 ) ეცადეთ დაუკავშირდეთ თქვენს მომავალს!

ან, დაწერეთ, რომ თქვენი აღმასვლა 2015 წელს დაიწყო, როცა…..

მიდით!!!

4. კმაყოფილმა და გაბადრულმა წაიკითხეთ. აღმოაჩენთ, რომ მსგავსი შედევრი ჯერ არავის დაუწერია. შედევრი პერსონალურად თქვენთვის, მაგრამ, ამაზე მეტად არაფრის წაკითხვა გაგახარებთ. (გამოცდილი და დამტკიცებულია :3 )

5.მიხვდებით, რომ ამ ისტორიის რეალიზებისთვის თურმე ყველანაირი შრომა ღირს და თქვენც თავისუფლად შეგიძლიათ ყველაფერი რეალობად აქციოთ!

ესეც თქვენი მოტივაცია.

ესეც თქვენი გასაღები იმისათვის, რომ პრიორიტეტები სწორად გაანაწილოთ. აბა, რათ გინდათ იმის კეთება, რაც თქვენს მოთხრობაში არ წერია? (მიმართვა საკუთარ თავს)

სერიოზულად, რათ გინდათ თუნდაც წარმატება იმ სფეროში, რომელიც სულ არ გაინტერესებთ? (მიმართვა საკუთარ თავს)

პ.ს. აქვე შეგახსენებთ, რომ კარგი გეგმის მთავარი მტერი მასზე ოცნებაა.

მთავარი შემდეგ იწყება…

ისტორია და/თუ მომავალი

რა თქმა უნდა, ისეთ პოსტს არ დავწერ 13-14 წლის ასაკში რომ ვგიჟდებოდი ხოლმე და ფორუმებზეც ვნერვიულობდი, მაგრამ მინდა ერთდროულად ვილაპარაკო ისტორიულ გამოცდილებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს აწმყოსა და მომავალზე. იქნება ეს პიროვნების თუ სახელმწიფო დონეზე. მოსაწყენად დავიწყე, მაგრამ ასე არ გავაგრძელებ.

ინერცია – ჩემი მტერი.

რატომ მივყვებით ინერციას?
ყოველ წამს ხომ სხვები ვართ, სამყარო ჩვენს გარშემო თითოეულ წამს სასწაულებს სჩადის, ქმნის სიტყვებს, სიცოცხლებს, ვარსკვლავებს, იდეებს, სქემას… ჩვენ კი რატომ ვართ ერთი და იგივე?

1) ადამიანი სოციალური ცხოველია. მე გამზადეს, აღმზარდეს და ათასი საჭირო თუ გამოუსადეგარი ინფორმაცია ჩამიტენეს თავში. ეს იყო ინფორმაცია საზოგადოებაზე, სამშობლოზე, რელიგიაზე, ყველაფერზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ინფორმაციის და გენების წყალობით ვარ ის, ვინც ვარ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცაში ადამიანს ვერ აღზრდი, მასზე სხვებს აქვთ გავლენა. და იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ადამიანი, მას სჭირდება უკვე არსებულ ადამიანთა ჯგუფი.

2) ვერ ვპოულობ იმ წერტილს, როცა დამოუკიდებლად აზროვნება დავიწყე. ვერც მიზეზს ვერ ვპოულიბ ვერსად. “მე” სად დაიბადა და როდის, არ ვიცი.

ჩავთვალოთ, რომ მე, როგორ მე, ვარ ათვლის წერტილი, ჩვეულებრივი, მოაზროვნე (არა აუცილებლად დიდი მოაზროვნე) ადამიანის მაგალითი. მე კი არ მაქვს რეცეპტი, როგორ შევიქმენი ისეთად, როგორიც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ შემონახული მაქვს ალბათ ათობით დღიური 11 წლის ასაკიდან მოყოლებული, მაინც არ ვიცი რამ შემქმნა დღევანდელ პიროვნებად.

3) ფაქტია – ყველა დღიურში ცალკე ვარ მე, მე-პიროვნება და ის მოვლენები, რომლებიც ჩემ გარშემი ხდება. მე ვაკვირდები მათ, დასკვნებს ვაკეთებ და შესაბამისად ვიქცევი. მოვლენები განაპირობებენ ჩემს ქცევას, მრავალფეროვან ქცევას, მაგრამ ფაქტია – მე უწყვეტი ჯაჭვი ვარ, შემდგარი ადამიანი.

4) აი, ადამიანი რომ ადამიანად იქცევა და უკვე მყარად ფიქრობს, მერე როგორ უნდა მოწყდეს მიღებულ ინფორმაციას, დაიწყოს მათი გადაფასება (რაც აუცილებლად უნდა მოხდეს!) და, საერთოდ, როგორ უნდა მოშორდეს საფუძვლებს, რომელიც მას გუშინდელ დღესთან აკავშირებს? ეს კავშირი ხომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არა სავალდებულო.

და სადამდე შეიძლება მოვწყდეთ ამ ჩარჩოებს? და სადამდე შეუძლია ადამიანს წინ წასვლა?… 10251889_10152179867311840_6939927888367980005_n

აი, რა ძალით ჩატენილი შეხედულებები დავანგრიე მე (მცირე ნაწილი):

ა. ადამიანი იბადება ქვეყანაში, მაგრამ იმიტომ, რომ დედამიწის თითოეული სანტიმეტრი რომელიმე ქვეყანას ეკუთვნის. ჩვენ ქვეყნის კი არა, პლანეტის შვილები ვართ. შესაბამისად, მეტი ან ნაკლები რესურსის, შესაძლებლობების ქონა ქვეყნების მიხედვით დიდი უსამართლობაა. მე ვარ სული, რომელმაც რაღაც უნდა გავაუმჯობესო  და ეს საკუთარი თავით უნდა დავიწყო. მე თუ არ გამიმართლა და განუვითარებელ ადგილას მოვხვდი, ვერაფერსაც ვერ ვაკეთებ; სულ რომ არაფერი, ჩემი პოტენციალი შეიძლება სუბკულტურამ (ან კულტურის არარსებობამ) იმსხვერპლოს. სამწუხაროდ, სულებს არ მოყვებათ თვისებების და აზრების სასტარტო პაკეტი, ყველაფერი აქ იქმნება. აუ, ეს სასტარტო პაკეტი რა კარგი რაღაც იქნებოდა…

ბ. ჩემთვის არავის უკითხავს როგორი თვალები, სიმაღლე ან კანის ფერი მინდოდა. Continue reading “ისტორია და/თუ მომავალი”

პოსტი ჩვენს იდეალებზე

1234039_608577029194783_774243696_n

გაქვთ დევიზი?

წესები?

მე – რა თქმა უნდა 🙂

გადავწყვიტე ჩემი დევიზისთვის ერთი პოსტი მიმეძღვნა.

იყავი შენი იდეალი.

ვიყო ჩემი იდეალი – დიახაც, რომ დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ვარ მე, ოღონდ ისეთი, როგორიც მინდა ვიყო. ადამიანი, რომელიც თითქმის სრულყოფილია, თუმცა, არანაირი ზებუნებრივი ძალით არაა დაჯილდოებული. ადამიანი, რომელმაც ყველა თავისი, თუნდაც სულ პატარა უნარიც კი განავითარა. ჩემი იდეალი მოქნილია, უნაკლოდ გამოიყურება, ძალიან ჭკვიანი და ნაკითხია, ფლობს ენებს, წერს, სრულყოფილად მღერის, უკრავს, ერკვევა………………………………………………………………………………….. …………………………………………………………………………………………….. ……………………………………………………………………………………………… ………………………………………………………………………………………………. ………………………………………………………………………………………………. ……………………………………………………………………………………………… ………………………………………………………………………………………………. ………………………………………………………………………………………………. ……………………………………………………………………………………………… ………………………………………………………………………………………………. ………………………………………………………………………………………………. ………………………………………………………………………………………………. ……………………………………………………………………………………………… ……………………………………………………………………………………………….. ………………………………………………………………………………………………. ………………………………………………………………………………………………. ………………………………………………………………………………………………. ………….. ასე რომ, ჩემს იდეალს ახლა შევეშვათ და თქვენსას მივხედოთ.   Continue reading “პოსტი ჩვენს იდეალებზე”

ოპტიმიზმი + 2

ჯობს ერთ რაღაცას თავის დროზე შევეგუოთ: უმეტესწილად (ზედმეტად უმეტესწილად), ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ვგეგმავთ. ყველაფერს ვგეგმავ და ოდესმე ყველაფერი მიხდება, ოღონდ არა იმ გზით, რომელიც მე გამოვიგონე. ანას პერსონალური რეჟისორი ჰყავს! რა საამაყოა!!! 9764-092843_L

მამიდასთან სტუმრობა ძალიან მიყვარს. ცხელ ყავასთან და ნაირ-ნაირ ტკბილეულობასთან ერთად იმდენ საინტერესო ამბავს მიყვება ხოლმე, რომ გაგიჟება შეიძლება 🙂 არაფერს იგონებს და არც იტყუება, ამიტომ მეც ერთ, მამიდას მიერ მოყოლილ ამბავს მოგიყვებით, ოღონდ გადამოწმებას ნუ მთხოვთ, ინტერნეტში ვერ მივაგენი.

როდესაც (რუსი?) ექიმები პაციენტთან ჰიპნოზის მეთოდს იყენებდნენ, სრული ცნობისმოყვარეობის გამო ეკითხებოდნენ, თუ რას გააკეთებდნენ მომავალში, ვთქვათ, მომავალი 1 კვირის განმავლობაში. (ახლო მომავალში, რომ გადამოწმება შეძლებოდათ).

წარმოიდგინეთ, წინასწარ ყველა პაციენტმა იცოდა სად იქნებოდა და რას გააკეთებდა, ვთქვათ, 3 დღის შემდეგ!!  Continue reading “ოპტიმიზმი + 2”

უეჭველი ფაქტები ჩემი მომავლის შესახებ :)

გადავწყვიტე ეს პატარა პოსტი დამეწერა ისეთ რამეებზე, რაც ზუსტად ვიცი, რომ დამემართება. 🙂 ხომ ყველას გვაქვს წინათგრძნობა და რაღაცეები ძალიან გვინდა. ჩამოვწერ იმ წყალგაუმტარ მოვლენებს, რომლებიც, მგონი, არ უნდა ამცდეს 🙂

  1. მყავდეს 3 ძაღლი. არც მეტი, არც ნაკლები! 3 ძაღლი: ჩორვენი, მალენი და გუნდა :))) სახელებიდან 2 ასტრიდისგან ვითხოვე, მერე დავუბრუნებ 🙂 რა თქმა უნდა, უკეთესებიც შეიძლება, მაგრამ იმდენი წელია ჩემს ძაღლებს ასე ვეთამაშები და ვეფერები გონებაში, ასე, რომ სხვა ვეღარაფერი წარმომიდგენია.   წარმოიდგინეთ გერმანული ავჩარკა, ჭკვიანი და ლამაზი გოგო, მალენი რომ შემომახტება… ჩემი სიცოცხლე!! გუნდა პატარა ლეკვი წარმომიდგენია, ქუნქულა მეცხვარე (?). ვიცი, რომ მერე გემივით დიდი გაიზრდება, მაგრამ სულ ლეკვი წარმომიდგენია :))) დიდი სახლიღა მაკლია! Image

Continue reading “უეჭველი ფაქტები ჩემი მომავლის შესახებ :)”