მე და ჩემი ნაბადი 101

გამოხდა ერთი წელი.

როგორც ჩანს, ბლოგს მკითხველი მოემატა (?), ამიტომ დროა რამე დავწერო.

მოგიყვებით ამ მთისას და იმ ბარისას და ყურადღებას გავამახვილებ საკუთარ თავთან ურთიერთობის 101 ზე: სტოიციზმსა და სხვა პრაქტიკებზე, რომლებიც სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, რწმენასა და კომფორტს გვიქმნიან მიუხედავად იმისა მარტოები ვართ თუ არა, სახლში ვართ თუ გარეთ, კარგად ვართ თუ ცუდად.

ამ მთითა და იმ ბარით დავიწყებ = ძალიან მოკლედ, საკუთარ თავზე მოგიყვებით.

აგერ უკვე 2,5 წელია ბერლინში ვცხოვრობ.  მინიმუმ 1 წელი ალბათ ისევ აქ ვიქნები, მერე მოვიფიქრებ სად წავტანტალდე. ამასობაში დავამთავრე მაგისტრატურა, ბევრი ახალი რამ ვისწავლე, დავღვინდი (23 წლის გონებაგაფანტული გოგო ჩამოვედი და 1 კვირაში 26 წლის გაწონასწორებული ქალი (?) გავხდები).

მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, ალბათ პირველად მაქვს შანსი ყურადღება არ მივაქციო ვიზას, დებილურ სანერვიულო რაღაცეებს და ჩემი დრო, ცხოვრება და ბედ-იღბალი თავად გამოვჭედო. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადამიდგამს იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, ან სხვა გამოსავალი არ მქონდა. ასე როცა ვიქცევით საბოლოოდ გამოდის ხოლმე, რომ ჩვენი ცხოვრება შემთხვევითობების ჯამია და ყველაფერს გარემოებები განსაზღვრავს, არადა როდის იყო გარემოებები ჩვენ გვერგებოდა, ან ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებდა.

ხოდა ჩვენი იღბალი და ცხოვრება თავად უნდა გავიკაფოთ. მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, მე ასე მინდა, მე ასე მიმაჩნია, მოკლედ, საკუთარი თავები ჩვენ უნდა მოვნიშნოთ რუკაზე.

ჯანსაღი რაოდენობის ეგოიზმი არის ხსნა ხორცისა, მერმე სულისა. თუ ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, უკვე სხვების სურვილები და გეგმები წაგვმართავენ.

გარემო

საკუთარი ხმის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა “ჩამოთრეული” ხარ. საკუთარ ქვეყანაში შეგიძლია ხმა ამოიღო, ის სერვისი მოითხოვო რაც გჭირდება, თუ საჭიროა გაატრაკო, მივარდე და მოვარდე, ხმალი იშიშვლო, მთავრობა ლანძღო და რაც გინდა ის აკეთო. ადამიანურად, კომფორტულად, ხმამაღლა და “ჯიგრულად.” უცხოეთში რაღაც მომენტში აღმოაჩენ, რომ მაღაზიაში ფეხაკრეფით დადიხარ, ცდილობ შეუმჩნეველი, ზრდილი და ღიმილიანი იყო, შეიძლება რაღაც გაინტერესებდეს და კითხვა მოგერიდოს, ან სადმე ვერ დარეკო იმის შიშით რომ შეიძლება რამე ვერ გაიგო, ან ვინმეს ნერვები მოეშალოს იმის გამო, რომ ინგლისურად უფრო გიადვილდება კომუნიკაცია (ვიდრე გერმანულად, ჩემ შემთხვევაში). ერთხელ აღმოაჩენ, რომ ისეთი დასტრესილი ხარ, რომ მობიბინე ხეები გულს არ გიხარებს, ან, სულაც ვერ შენიშნე ახლადაყვავებული ყვავილების სურნელი, რომ სახლებს აღარ ათვალიერებ, ქუჩაში აღარ ცმუკავ, სახლშიც აღარ გემღერება. ამას რაც უფრო სწრაფად დააფიქსირებ, მით უკეთესი. ასეთ დროს იოგას ხალიჩა უნდა აიღო, დაჯდე, ა დან ჰ მდე ყველა კუნთი გაავარჯიშო, ღრმად ჩაისუნთქო, წელში გაიმართო და გარემო მოათვალიერო. ჯერ შენი ტერიტორია უნდა მონიშნო, შენი სახლი: ერთი ნახატი დაკიდო შენი გემოვნებით, ფოტოები, მერე სახატავი მასალა იყიდო, ყვავილები დაალაგო ფანჯრის რაფაზე ან ფარდები შეცვალო. უნდა გაიფიქრო, რომ შენი სახლი შენი ციხე-სიმაგრეა. ყველა, ყველა პრობლემას მოევლება, მთავარია ის საწყისი მინიმუმი იპოვო, რაც აუცილებლად გჭირდება, სადაც არ უნდა წახვიდე. აუცილებლად უნდა იყოს იაფი, მსუბუქი და ყველგან ხელმისაწვდომი. მერე მუსიკა უნდა ჩართო და იცეკვო, გარეთ რომ გახვალ ოდნავ ხმამაღლა უნდა იღიღინო, ბოლოს ნანახ-გაგონილი სასაცილო ისტორიები გაიხსენო და გარემოს დააკვირდე.

jared-sluyter-342881-unsplash.jpg

ჩემი გონება

 

ტვინის კონტროლი თუ ვიცით, ემოციებსაც ვმართავთ, შესაბამისად, რაციონალურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, უკეთესად ვმოქმედებთ (perform better) და მთლიანობაში, ჩვენი ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება. მოდი და ნუ იტყვი, რომ ტვინის კონტროლი ყველაფრის გასაღები არაა. რამდენჯერ ვყოფილვარ რაღაც აბსტრაქტული სცენარებით დამფრთხალი, დასტრესილი, შრომისუუნარო და ძილისგუდა.

mark-daynes-34970-unsplash.jpg

  1. წარმოიდგინე, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და გაიღიმე. ნეგატივი ეგრევე პასიურს გვხდის და ყველანაირ ენერგიას გვართმევს. საქმე იმაშია, რომ ტვინი ყველა ჩვენ ქმედებას სერიოზულად მიიჩნევს. თუ გავიღიმებთ (ან თუნდაც კრიჭს შევკრავთ და ღიმილის იმიტაციას შევქმნით), ტვინი გაიფიქრებს, რომ ყველაფერი რიგზეა. რამდენიმე წუთში თავს გაცილებით უკეთესად ვიგრძნობთ.
  2. ფორთოხალი არის მზე. მზისა და სინათლის მნიშვნელობას და როლს ვერ ვაცნობიერებთ (განსაკუთრებით, საქართველოში, მზით განებივრებულები), სიბნელეს და ნაცრისფერ წვიმიან დღეებს თან ახლავს “ის”, რაღაც უიმედობა, უხასიათობა და მოწყენა. თუ ცუდად ხარ, და აუცილებლად ხარ ხოლმე თუ გარეთ ბნელა, ერთი-ორი ფორთოხალი იტკუცე, ან მზიან მხარეში განიავდი.
  3. ივარჯიშე, ბევრი, ბევრი ივარჯიშე. გაოფლიანდი, ირბინე, კუნთები გაიმაგრე და უამრავი ბედნიერების ჰორმონი გამოგეყოფა. თან, ერთი ბონუსი აქვს: ყველანაირი სხვა ქმედება, გონებრივი აქტივობაა თუ დიდი ნაბიჯის გადადგმა, ამაზე გაცილებით ადვილად მოგეჩვენება, თან ვარჯიში დისციპლინას გვინერგავს და გონებრივად გვაკაჟებს. თუ იაფი ფიტნეს დარბაზი არ მოიპოვება, იოგა მატი, YouTube და გარეთ სირბილი საკმარისზე მეტია.
  4. გარეთ გადი და სოციალიზდი. მეგობრებთან ერთად დალიე (პასუხისმგებლობით!), საერთო ინტერესის მქონდე ხალხს შეხვდი (meetup ის შესახებ გსმენია?), სუფთა ჰაერი ჩაყლაპე. ამ პუნქტის ნაწილია მოგზაურობაც. სოციალიზაცია ახანგრძლივებს ცხოვრებას, სხვა კი არაფერი.
  5. მართე შიში. შიშის მართვა არის უმთავრესი. ჯერ ერთი, რამე მოვლენის მიმართ შიში იმ მოვლენის მიმართ დაცვას გვიხსნის, და ხშირად ზუსტად ის გვემართება რისიც გვეშინოდა. აიღე წიგნაკი და ჩამოწერე ყველაფერი, რისი შიშიც გაქვს. ეს შეიძლება იყოს ირაციონალური შიში ან კონკრეტული სცენარის შიში. აი, ახლა, აიღე ფურცელი და ვერტიკალურად ჩამოწერე. დაახლოებით 10 წუთი სჭირდება (ახლა, ამ ბლოგპოსტის ხათრით ახალი სია შევადგინე და დავტესტე) მომდევნო წინადადება არ წაიკითხო. ————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-ახლა წაშალე ყველაფერი, რაზეც გავლენის მოხდენა არ შეგიძლია. ატომური აფეთქება, ავიაკატასტროფა, შენობიდან ჩამოვარდნილი აგური ან მთვრალი მძღოლის მიერ გამოწვეული ავტოკატასტროფა. დატოვე შიშები, რომლებზეც ზემოქმედება შეგიძლია. გვერდით, გასწვრივ, ჩამოწერე რისი გაკეთება შეგიძლია თავიდან ასარიდებლად. შემდეგი გრაფაა რა გავაკეთოთ თუ მოხდა რისიც გვეშინია და მეოთხე ბოლო გრაფაა როგორ მოვიშოროთ შიში. ჩემი ჩანაწერი ასე გამოიყურებაIMG_20180322_150657.jpgჩვენი შიშებისთვის თვალის გასწორება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ასეთი მარტივი სქემაც უზარმაზარ შვებას მოგგვრით. მეორე გვერდზე შეგიძლიათ უფრო ჩაუღრმავდეთ თითოეულ პუნქტს, ან, სულაც დროში გაწეროთ, თქვენი გეგმების მიხედვით.
  6. დააიგნორე ყველაფერი, რისი შეცვლაც არ შეგიძლია. სულ ყველაფერი. მე ასეთი და არა ისეთი “ოჯახიშვილი” ვარ, ასე გამოვიყურები, მაღალი ვარ, დაბალი ვარ, იმას არ მოსწონს ჩემნაირები, იმათ არ სჭირდებათ ჩემნაირი კანდიდატურა, ა.შ. don’t give a voice to whatever you can’t change. ვითომ არც არსებობს ის ლიმიტები. სტოიციზმის მაგალითია: შეიძლება მე მონა ვარ, მაგრამ ჩემი გონება თავისუფალია. ვერ შევცვლი ა ს, მაგრამ ბ ხელმეწიფება. გამოიმუშავე პოზიტიური კუთხით აზროვნება, შეჩერდი წუთიერად და შეატრიალე სცენარი. ნებისმიერი ცუდი ამბავი გადააქციე კარგ ამბად. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, საკუთარ ტვინს როგორ ავუხსნით ამა თუ იმ ამბავს. ხელმოცარული სცენარი გადააქციე გამარჯვებულის სცენარად. ალბათ ისე არ მოხდა (x) როგორც მე მინდოდა, ახლა ასე ვარ, მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არც მჭრდებოდა, შემაფერხებდა, ა.შ. მოკლედ, ჩვენ როგორც შევატრიალებთ ამბავს, ტვინიც ისე აღიქვამს. რეალობა არ შეიცვლება, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი, ჩვენი ხედვა შეიცვლება.
  7. დრო. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაფერს ეშველება გაფლანგული დროის გარდა. შეიძლება უცებ ტუზი დაგეცეს, გამდიდრდე, ენერგიასაც მოუვლი მეტ-ნაკლებად, მაგრამ დრო ცხოვრებისთვის ერთადერთია, რაც გაგვაჩნია. მოეშვი სასიცოცხლო ენერგიების დებილობებზე ხარჯვას. you have equal chances to fail in everything. მოლარე-ოპერატორი ხარ თუ პრეზიდენტი, ერთნაირი წარმატებით შეიძლება ორივეგან ჩაფლავდე. ბარემ ის აკეთე რაც გაინტერესებს, საკუთარი დრო მიმართე საკუთარი თავის საამებლად. ბოლოს ყველა დავიხოცებით, არ გკიდია მართლა გარემო(ებები)? (თან ის გარემო, რომელსაც შენი კეთილდღეობა კიდია). “Alexander the Great and his mule driver both died and the same thing happened to both” – Marcus Aurelius. ერთადერთი ვალდებულება ისაა, რომ პასუხისმგებლობა არ მოიხსნა საკუთარ ქმედებებზე. სხვების კეთილდღეობას თუ არ ვნებ, მორჩა, მიხედე საკუთარ თავს.
  8. ყველა სხვაც ადამიანია, რომელიც კეთილი და საყვარელი იბადება. ძალიან ჰიპურად ჟღერს, მაგრამ მიუხედავად “კოსტუმებისა” და თანამდებობისა, ყველას ყველაფერს ურჩევნია სიცილი, მეგობრები, ოჯახი და ის, რომ ვინმეს უყვარდეთ. მოუსმინეთ სხვებს, სხვების ამბებს, ისტორიებს და ისწავლეთ. არაფერი არ ვიცით. იმის გაფიქრება, რომ ვიღაც 40+ წლის მკაცრ სახიანი ხალხი სახლში მიდის, ტასაცმელს იცვლის და ოჯახის წრეში ბუნჩულდება, გულს მითბობს და ცხოვრებას ცოტათი მეტად მაყვარებს. არავინაა ღმერთი, ინფორმაციის მიღებას არაფერი არ უნდა, იმის სწავლას რაც მათ იციან, არაფერი უნდა რამდენიმე რიდერის და რამდენიმე კვირის გარდა. თუ რამე აქვთ ისიც იმიტომ, რომ რეპუტაციის შექმნა იციან საკუთარი თავის გარშემო (რაზეც მოგვიანებით დავწერ). მოკლედ, ყველას ისე მიუდექით, როგორც ადამიანს. იყავით სასიამოვნოები და ყველაზე ოფიციალურ იმეილებს და შეხვედრებსაც კი ადამიანური, პიროვნული ხასიათი შესძინეთ. ასე ყველას უფრო მეტად მოეწონებით, თან თქვენი სტრესის დონე მოიკლებს. andrew-pons-9713-unsplash.jpg

 

სხვა მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომელთა “მისაკლიკადაც” საკმარისზე დიდი დრო დამჭირდა.

  1. იყავი შეუპოვარი. რამდენიმე დღის წინ ერთი სტატია წავიკითხე, რომელმაც შეუპოვრობაზე, როგორც ძალიან მაგარ თვისებაზე დამაფიქრა. დედააზრი ესაა: რომ იცოდე, რომ შენი 32-ე (რამე ნებისმიერი, მაგალითად, სიმღერა) გახდება ჰიტი, ან მე-60 სტატია მოგიტანთ დიდებას, დაწერდი 60 სტატიას ან გამოუშვებდი 32 სიმღერას? ყველაფერი, ყველაფერი პროცენტული თამაშია, a numbers game, როგორც ამბობენ. არადა მიმწოლობა და შეუდრეკელობა ყველაზე იშვიათი ნიჭი და თვისებაა, შესაბამისად, შეზღუდული რესურსია = დიდი მნიშვნელობის და ფასეული. საერთოდ, გამოიმუშავე რეზისტენტულობა. უმეტესი სიკეთეები ცხოვრებაში ბევრი ცდით მოდის. მაგალითად, კარგი სამსახური, ან ნებისმიერი რამ, რაც ძალიან გინდა. ბევრი ცდიდან ერთი გაამართლებს, ყველა შემთხვევაში. მთავარია მანამდე მისაღწევი უარები დააიგნორო. კარგი ამბავი: ეს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაგიადვილდება.
  2. არაფერი არ არის რბოლა. არავის არ ეჯიბრებით. ხშირად “დამპალი კაპიტალიზმი” იმის ილუზიას გვიქმნის, რომ ყველა ჩვენნაირია, ყველა ჩვენი კონკურენტია, ა.შ. გააჩნია რითი ვზომავთ. პროფესიით? კი, ბევრია ჩვენნაირი, ჩვენზე უკეთესები, თანაც, მილიონობით. ეროვნებით? კი, ვმეორდებით. ასაკით? კი. და მაინც, მიუხედავად ამისა, არავის არ ვეჯიბრებით, საერთოდ. როგორც Terry Crews იტყოდა (ჩემდა გასაოცრად, საოცრად საინტერესო ტიპია, შეგიძლიათ აქ მოუსმინოთ), კონკურენცია კრეატიულობის ანტონიმია. მოეშვით კონკურენციაზე ფიქრს (რას ცვლის საერთოდ), გამოიყენეთ წარმოსახვა და იაზრონეთ კონკურენციისგან დამოუკიდებლად, იმიტომ, რომ შენ ერთადერთი ხარ, მხოლოდ ერთია დედამიწაზე შენ.  ცხოვრება კონკურენცია და რბოლა არ არისო, ამ კარგმა კაცმა თქვა. მორბენალი ხომ გარშემო არ იყურება, წინ მირბისო. არა, რბოლა კი არა, მარათონიაო, მთავარია დისტანცია დაფაროო. არა, მარათონიც კი არა, ველზე სირბილიაო. თუ რამის მიღება გინდა, იმ მთის  მიღმაა, უბრალოდ მიხვალ და აიღებ, ესაა და ეს, და სულ ესაა კრეატიულობაო. ნუ ეცდები რაც უკვე არსებობს იმას გაეჯიბრო, შენი ხელწერა გამოიყენეო. –ჰო, შენი კატეგორია შექმენი, უკვე არსებულში კი ნუ დაიწყებ შერკინებასო, ტიმ ფერისმა დასძინა. მიდი და შეეკამათე.
  3. ფოკუსირდი. გონებაში შექმენი ქსელი, რითად 1 მოვლენა მომავალში მეორეს დაუკავშირდება და ასე განვითარდება, მაგრამ ორის მაგივრად ერთით დაიწყე. მე ის ფიზიკური პირი ვარ ყველაფერს რომ ვეკვეთები ხოლმე, მაგრამ მორჩა, მივხვდი რომ არამცთუ ას რამეზე არ უნდა გაიგიჟო თავი, პირიქით, ერთი უნდა დაყო სულ ერთი ციდა, უსაფრთხო, პაწია და ადვილ საფეხურებად. მე ის ადამიანი ვარ, საკუთარი წარმოსახვის ძალა რომ მსრესდა და ყოვლად აღელვებულს და ძალაგამოცლილს მიმაგდებდა. დავაგდებდი ერთ სიტყვას (მაგ: მე გავხდები ესა და ეს, ასეთი და ასეთი) და მერე იმდენად მიხაროდა და ისე არხეინად ვიყავი, ვერაფერიც ვერ გავბატონდი. არა, მოეშვი. აიღე ერთი რამე, რაც გაინტერესებს და მთელი გულით გინდა, დაყავი ას პატარა ნაწილად და ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი-დღე მიყევი. ესაა სხვაობა უვიც (with a touch of ცანცარა) და ცოტა დამჯდარ-დალაგებულ ადამიანებს შორის.

    თუ არ იცი რომელ პორტს მიეშურები, არცერთი ქარი იქნება ზურგის – Seneca.

 

მოკლედ, გავიმეოროთ:

გავიღიმოთ, ფორთოხალი მივირთვათ, ჩვენი სახლი “მოვნიშნოთ”, ყოველ დღე ვივარჯიშოთ, მეგობრებს ხშირად შევხვდეთ და ყველა ადამიანს სიყვარულით მოვექცეთ, დღიური ვაწარმოოთ აუცილებლად საკუთარი თავის კარგად გასაცნობ-შესაცნობად და საკუთარ შიშებს სერიოზულად მოვეკიდოთ, არ დავისტრესოთ და რაც გვინდა უბრალოდ მივიდეთ და ავიღოთ, ერთი რამე ვაკეთოთ ერთ ჯერზე, შეუპოვრები გავხდეთ, რაც არ გამოგვდის ან არ მოგვწონს დავაიგნოროთ, და უბრალოდ, კეთილად მოვექცეთ საკუთარ თავებს და მისი სიამოვნებისთვის ვიცხოვროთ ტკბილად და ბედნიერად, სხვა არც არავინ გაგვაჩნია.

 

Advertisements

Multitaskerებმა რა ვქნათ

თქვენც თუ ჩემსავით კითხულობთ ხოლმე დებილურ სტატიებს თვითმენეჯმენტზე მიხვდებოდით, რომ რვაფეხებს არ გვწყალობენ. აქაოდა მიხედეთ და ერთ რამეს მიაწექით, ფოკუსირდით, გაუმჯობესდით და მეტს მიაღწიეთო.

არადა, ვარსებობთ ადამიანები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე რამეს და ზოგადად მსოფლიოში ყველაფერს ვაკეთებთ, რომლებსაც გვწყინდება ერთი და იმავე აქტივობით დაკავება, ვერ ვახდენთ კონცენტრირებას და ერთ საქმეზე მუშაობისას სხვა საქმეზე გვეფიქრება, რადგან კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და ძალიან მაგარი რამე არსებობს და თან სავალდებულო საქმეები მომენტალურად კარგავენ “მუღამს”.

თავს დავდებ ყველას გამოგიცდიათ – ერთი დიდი საქმე რომ გაბარიათ, გამოცდა იქნება, რამე ფეიფერის დაწერა, სამსახურის ინტერვიუ, შეხვედრა თუ რამე მსგავსი, და თან მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დრო გაქვთ. თან ეს რაღაც ერთი დიდი საქმე იმდენად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, რომ ვერც გარეთ გადიხართ და არც ცხოვრებისეული სიამენი გერგებათ, გონება იმ რაღაცას უტრიალებს და საბრალოდ ოხრავთ და წუწუნებთ. როგორც წესი სცენარი ასეთია ხოლმე: მაინც ბოლო წუთამდე სისულელეებით ვავსებთ დროს და ბოლო რამდენიმე დღესა და ღამეს ვასწორებთ. შედეგი საშუალოა, დრო – გაფლანგული და უსაშველოდ გაწელილი.

ან, სცენარი N 2. სამსახური გაქვთ, ან რაღაც 1 ხდება მთელი დღის განმავლობაში, ისეთი, საშუალო დონის. მთელი დღე ისე ივსება ამ მოვლენით, რომ სხვას ვეღარაფერს ახერხებთ. არადა რომ ფიქრობთ არც თუ ისეთი დაკავებულ-დაღლილები უნდა იყოთ. მაგრამ დრო რაღაცნაირად გადის.

მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, საქმე რაშია:

რაც უფრო მეტ რამეს აკეთებთ, დროის აღქმაც იცვლება, დღე ხანგრძლივდება და ყველაფრისთვის გყოფნით 🙂

ან სხვანაირად, რამდენიმე საქმეს თუ არ აკეთებთ, ვერც ერთზე ვერ მუშაობთ ხარისხიანად.

warning: პრიორიტეტების დალაგებაში არ აგერიოთ, ასე თუ ისე მაინც უნდა იცოდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის დღის განმავლობაში, რომ ენერგია რაღაც შტერობებზე არ დაგეხარჯოთ.

უბრალოდ იმ ერთ პრიორიტეტულ რამეს სხვა საქმეები მიუმატეთ. იმ ერთსაც უკეთესად გაართმევთ თავს, სხვა საქმეებსაც და ბოლოს კმაყოფილებს და ბედნიერებს დაგეძინებათ.

ჰო, ვიცი, ცუდია ერთი მიზანი და ერთი მიმართულება რომ არ მაქვს, მაგრამ დიდი ხნის წინ გადავწყვიტე თავთან ბრძოლის მაგივრად მაქსიმალურად კომფორტულად მოვერგო საკუთარ თავს.

ჩემი აქტივობების წრე ასე გამოიყურება:

საქმეები: სწავლა – სტარტაფი – ონლაინ ბიზნესი – სამსახური.

დროის ფაქტორი:

უნივერსიტეტი – კვირაში 15 საათი; (ამჟამად 40+, ფეიფერებს ვწერ, თან რამდენიმეს ერთად რომ არ მომწყინდეს)

ონლაინ ფრილანსერობისთვის / ბიზნესის აწყობისთვის – კვირაში 15 საათი;

სტარტაფისთვის ცოტა ნაკლები, ზემოთხსენებული მიზეზების და საქმეების გამო – 10 საათი;

ახლა ახალ სამსახურს ვეძებ, დღეში 1-2 საათით (მერე კვირაში 20 საათს ვიმუშავებ).

დასვენება/კეთილდღეობა: მუსიკა-ვარჯიში-გარეთ გასვლა-სოციალიზაცია – ფილმები და ეშმაკის მანქანები

მუსიკა-ხელოვნებისთვის კვირა დღე არსებობს;

ვარჯიში, ფიტნესი, იოგა, სირბილი –  ყოველ დღე, გონებას წმენდს და ფიზიკურად გვაკაჟებს;

გარეთ გასვლაში რას გულისხმობო იკითხავთ. იმას, რომ სახლში და ხალათში გატარებული დღეები მეზიზღება. გარეთ გასვლა სულაც რამდენიმე წუთით ყველაფერს ცვლის, სხვა ენერგიით და აზრებით გვავსებს. დაკვირვებიხართ რა მაგარი იდეები მოგდით მეტროში ან მოგზაურობისას? ან ერთი სული არ გაქვთ ხოლმე სახლში როდის მიხვალთ რომ “აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ?”.

ჰოდა, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ბლოგპოსტებს ჩემთვის ვწერ.

მე მჭირდებოდა ახლა თავისთვის შეხსენება, რომ არაუშავრს თუ 20 წუთში მწყინდება. არაუშავრს, თუ ხალხს ვერ ვუხსნი რატომ მაინტერესებს ა და ჭ, რომ ერთი რამის კეთებისას ასი იდეა მომდის და მერე იმ ას რამეზე ვეძებ ინფორმაციას და ასივეს ვიწყებ. თუ სიტყვა “კომპლექსური” შეიძლება ადამიანს აღწერდეს, მაშინ მე ვარ კომპლექსური. კომპლექსური რვაფეხა.

მერე რა, we are awesome 🙂

მთავარია ძალა მოვიკრიბოთ, საკუთარ თავებს მოვუსმინოთ, სისტემა შევიმუშავოთ და მივყვეთ.

As I began to love myself

აწ ამ წუთიდან ვაპირებ ახალ ეტაპზე გადავიდე, რომელსაც ეწონდება “არ მაინტერესებს, საერთოდ აღარ მაინტერესებს ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ ცხოვრობს,  ვინ რა როგორ მიიღო/რას მიაღწია და რა საშუალებებით, ვისთან იყო, რა ურთიერთობა აქვთ…” და მისთანნი.

მოკლედ, სამყაროს აღქმის ახალ ეტაპზე გადავდივარ, რომელსაც ქვია “მე”

კი, თეორიულად ყველამ ყველაფერი ვიცით, და მაინც, ყოველ დღეს სხვისი თავგადასავლებისა და ნიუსების გაცნობით ვიწყებთ, სხვისი დაწერილი მუსიკის მოსმენით, სხვისი სურათების დათვალიერებით, სხვასთან საუბრით და სხვისი აზრის მოსმენით.

თქვენი არ ვიცი და, მე ამას ბოლოს ვუღებ. Continue reading “As I began to love myself”

8 ხრიკი პროდუქტიულობის გასაზრდელად

tips (6)ახლა თავის მოსაფხანად არ მცალია.

ამიტომაც შემოვირბინე ბლოგზე დროის გასაწელად და სუპერ მოსაბეზრებელი საქმის გადასავადებლად.

მოსაყოლი კი, იცოცხლეთ, ბევრი მაქვს დაგროვილი.

დღეს პროდუქტიულობის გამზრდელი ხერხების შესახებ მოგიყვებით, მე რომ ვიყენებ. საკუთარ თავსაც გავახსენებ, როგორ უნდა ავიწიო და იქნებ მოვუღო იმ ბოლო, გრძელ და სულელურ “თასქს”, მე რომ მიდევს ცხვირწინ.

1. დილა

ყველაფერი დილით იწყება. აი, როგორი უნდა იყოს დილა (“რომ გლეხისათვის ყოველი სამუშაო და უქმე დღე ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცეს :)” )

ა. ღამესვე ჩამოწერეთ რისი გაკეთება გინდათ;

ბ. გონების თვალით წარმოიდგინეთ რის შემდეგ რას გააკეთებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

გ. ძილის წინ ფურცლიდან იკითხეთ, კომპიუტერი/სხვა მოწყობილობა არ დაგაძინებთ;

დ. რაც შეიძლება გვიან აიღეთ ხელში ტელეფონი, დილას ეკრანიან ტექნიკას მოერიდეთ.

ე. ჯობია რადიოს უსმინოთ, ვიდრე ტელევიზორი ჩართოთ.

ვ. მაღვიძარა არ “დაასნუზოთ”!

ზ. უსიამოვნო რამეებზე არ იფიქროთ.

თ. ივარჯიშეთ! თუნდაც ცოტა ხნით!

აი, პოსტი 1

პოსტი 2

ვარჯიში არამარტო “ტანის დასაყენებლადაა” კარგი. ეს უდიდესი სტიმულია გონებისათვის, შეინარჩუნოთ თვითდისციპლინა. თუ მაგრად ივარჯიშებთ, მაშინ ნებისმიერი გონებრივი სამუშაო გამოგივათ. არ ჩააგდოთ არცერთი დღე! ეს საკუთარ თავთან, მესა და გონებასთან ურთიერთობის კულტურაა.

ი. უპირველესად, თავიდან მოიშორეთ ყველაზე რთული საქმეები. რაც ყველაზე მეტად არ გინდათ, ის გააკეთეთ. გახსოვდეთ – დაღლა და წვალება მეორე წუთს არ გემახსოვრებათ. მერე რა, ცოტათი დაიტანჯებით, სამაგიეროდ, მოგვიანებით, საკუთარ თავს მადლობას შესწირავთ 🙂

2. დრო დაუთმეთ საკუთარ თავთან ურთიერთობას.

პირადი სივრცის არსებობა აუცილებელია. ურთიერთობა გაქვთ საკუთარ თავთან? შიფრავთ იმ აზრებსა და იდეებს, რაც მოგდით? რაღაც მიმართულებას აძლევთ თქვენს ფიქრებს და ენერგიას? ამ კითხვებზე პასუხი დადებითი უნდა იყოს, თუ არადა, მაშინ როგორ მუშაობთ საკუთარ თავზე?

თუ არ მუშაობთ, მაშინ როგორ უმჯობესდებით?

და თუ არ უმჯობესდებით, აბა რას აკეთებთ? O_O

წარმოსახვა და აზრები პოტენციური ფიზიკური სამყაროს სურათია. იდეები მოგდით, თქვენ მათი მატერიალიზება და რეალობაში იმპლემენტაცია გევალებათ.  ჩამოწერეთ რისი გაკეთება გინდათ, ჩაწერეთ პერსონალური ვიდეოები, ა.შ.

3. ითამაშეთ თამაში – 30 დოლარი

აი, ეს თამაში. ცოპყრაითი ჩემგან 🙂

4. გადაწყვიტეთ რა შედეგების “დადება” გინდათ და ამისთვის დედლაინები დანიშნეთ

იქნება ეს სერთიფიკატები, გაფორმებული ხელშეკრულება, არ ვიცი, რაღაც ხელშესახები შედეგი, რომლის მიღწევაც გინდათ.

თქვენი საქმიანობა არ  ითვლება, სანამ მას მაგიდაზე არ იხილავთ.

5. თვითგანათლება

მე დავაარსე “უნივერსიტეტი”, რომლის სტუდენტობა სიკვდილამდე მიწერია. მინდა ვფლობდე 5 ენას, ან კარგად ვერკვეოდე… რავიცი, მათემატიკაში, მაინტერესებს ნეიროლოგია ან მინდა ერთ დღეს ხატია ბუნიათიშვილივით ვუკრავდე? ჰოდა, ამისათვის უნდა ვსწავლობდე. აუცილებელი ხომ არაა რომელიმე აუდიტორიაში ვიჯდე და კოლოქვიუმების წინა ღამეს თვალებს ვითხრიდე?! თითქმის ყველაფერს ინტერნეტით ან თქვენითაც ისწავლით.

აი, ჩემი უნივერსიტეტის ფაკულტეტების ჩამონათვალი. იმას ვაკეთებ და იმ ვიდეოლექციებს ვუყურებ, რომლის ხასიათზეც ვარ ხოლმე.

1. Linguistics (English, German, Norwegian, French, Russian, Japanese)

2. Business administration (Entrepreneurship, Practical leadership, Finances and Economics, Management, PR, Math)

3. Arts (A. Music, Composing, Singing, Piano, Music theory, Music production*

B. Fine art & design (Drawing, Sketching)

C. Storytelling and writing

4. Social sciences (Sustainable development, History, Peace studies)

ა.შ. ა.შ. ა.შ. ა.შ. ა.შ.

6. დაიწყეთ

რაც და როგორც არ უნდა გეზარებოდეთ, სასიხარულო ამბავი მაქვს თქვენთვის!

არსებობს ასეთი ფენომენი “ZEIGARNIK EFFECT”, რაც იმას ნიშნავს, რომ გონების მოთხოვნილებაა დაამთავროს დაწყებული საქმე. არ გქონიათ შემთხვევა, რომ რამის კეთებას ვერ ამთავრებთ, გინდათ ბოლომდე მიყვანოთ საქმე, რაც არ უნდა დებილობა იყოს?… ეგაა ჩვენი მეგობარი “ZEIGARNIK”. ასე, რომ, თქვენ მხოლოდ დაწყება გევალებათ. 1, 2, 3….

7. პროგრესის მონიშვნა

ჩაინიშნეთ რომელი საათიდან რომელ საათამდე რა გააკეთეთ, აღნიშნეთ პროგრესი. პატარა დედლაინებიც ჩაასკუპეთ და ყოველი ჩანაწერი პატარა (ან დიდ) სიხარულს მოგანიჭებთ.

8. ერთ რამეზე იმუშავეთ

Multitasking არ ამართლებს…

აი, კიდევ პატარა დახმარებები ჩემი მეგობარი “ENTREPRENEUR” ისგან. (ფეისბუქზეც დაალაიქეთ)

სულ “ZEIGARNIK EFFECT” ის ბრალია ამხელა პოსტი რომ გამომივიდა. აბა, დროებით!

Continue reading “8 ხრიკი პროდუქტიულობის გასაზრდელად”

ID – part 2

რას ნიშნავს ID?

ესაა ის იდეალი, საკუთარი თავის იდეალი, რომელიც შეგვიძლია ვიყოთ. (ჯერ ეს წაიკითხეთ)

მე რომ ამ წამს ჩემი იდეალი ვიყო…

მოვაწესრიგებდი ძილ-ღვიძილის რეჟიმს;

ყოველ დღე ვივარჯიშებდი;

ყველაფერს გავაკეთებდი რისი გაუმჯობესებაც მჭირდება (ჩამოთვლას არ დავიწყებ);

მექნებოდა სრული კონტროლი საკუთარ ნებასა და ქმედებებზე.  ეს ნიშნავს გქონდეს უსაზღვრო ნებისყოფა და გავლენა საკუთარ სხეულზე.

ვიქნებოდი ყველაზე თავდაჯერებული;

საუკეთესო მეგობარი;

ოჯახის წევრი – და, შვილი, შვილიშვილი, ა.შ.

სრულყოფილად მეცოდინებოდა ის ენები, მე რომ მიყვარს;

მუდამ გაწონასწორებული და მოწესრიგებული ადამიანი ვიქნებოდი;

კიდევ – ნიჭიერი მწერალი;

მუსიკოსი;

მექნებოდა ძალიან მაგარი ბიზნესი;

იდეალური სტუდენტი ვიქნებოდი;

და ჭკვიანი პოლიტიკოსი / მეცნიერი.

მექნებოდა საუკეესო “ლუქები”;

მოკლედ, ყველაფერში ყველაზე მაგარი ვიქნებოდი.

მეც, ჩამოთვლილთაგან ბევრ რამეს ვასრულებ / ვისწრაფვი

ვცდილობ ვიყო საკუთარი თავის იდეალი – ყველაზე სრულყოფილი გოგო მსოფლიოში.

იყო შენი იდეალი – ამ წამს საუკეთესო რამეა და ყველაზე მაგარი სამოტივაციო ფრაზაცაა. რატომაც არა?! ეს ხომ იმ ყველაფრის, ყველაფრის გარანტიაა რისკენაც ვისწრაფვით?

გასაუბრება

bad-interviewარ მახსოვს რაიმე პროექტის აპლიკაცია კეთილითა ნებითა ჩემითა “გამემაზოს” და ძააალიან, ძაააალიან ბევრ ინტერვიუზეც გავსულვარ. (ჩემდა საამაყოდ, თითქმის არასდროს ჩამიგდია ეს საფეხური, ალბათ სულ 4-5ჯერ (პროცენტულად ეს ალბათ 2%ია ))) მაგრამ, არც ჩაგდებულ პროექტებს გავუშვებთ ყურადღების მიღმა და გულწრფელად გეტყვით რა შეცომები დავუშვი, რა გავაკეთე სწორად და რას გირჩევთ. დარწმუნებული ვარ მილიონი რჩევა გექნებათ მოსმენილი, მაგრამ კიდევ რამდენიმეც მიამატეთ, რამეთუ თითოეული საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი.

  1. არ ჩაიცვათ შავები. პირველი შთაბეჭდილება გარეგნობაა. გადაიფინეთ სახეზე პეპის სულშიჩამწვდომი ღიმილი და შეეგებეთ “ძველ მეგობრებს”. ამ დროს წარმოიდგინეთ, რომ წინ უსაყვარლესი, უკეთილშობილესი და თქვენთვის უძვირფასესი ადამიანები გიზიან, ნამდვილი “სიცოცხლეები” და მაქსიმალურად დადებითად განეწყვეთ ინტერვიუერების მიმართ. არ იფიქროთ მათ თანამდებობებსა და რთულ რამეებზე 🙂
  2. თქვენ აკონტროლეთ სიტუაცია. რამე კითხვას არ დასვამენ? რა მნიშვნელობა აქვს! თქვით რისი თქმაც გინდათ. 2 საუკეთესო პროექტის ფინალს გამოვეთიშე იმიტომ, რომ მორჩილად ვპასუხობდი შეკითხვებს. (1 არ მეყო ჭკუის სასწავლად)I-never-make-the-same-mistake-twice         მოკლედ, ბოსი თქვენ ხართ. ისინი თქვენ ხელში არიან და თქვენი დროა.http://www.youtube.com/watch?v=MJXLV_DMKa0
  3. ხშირად (სამწუხაროდ) იმას უფრო უსმენენ რა ტემპში და როგორ თავბრუდმხვევად ლაპარაკობთ, ვიდრე იმას, რას ამბობთ. მოკლედ, გაიფიქრეთ ერთი ფრაზა: “I’m so EXCITED!” და გაუტიეთ. 
  4. არ ისხდეთ სერიოზული სახით. გაიღიმეთ. უუუზარმაზარი მნიშვნელობა აქვს პოზიტიურ ენერგიას. გამოაცოცხლეთ საწყალი, დაღლილი ინტერვიუერები და კარგ ხასიათზე დააყენეთ.
  5. რეკლამა.com ილაპარაკეთ საკუთარ თავზე, კარგი რამეები და ბევრი. არ მოგერიდოთ რაღაცეების თქმა. შექმენით წარმოდგენა თქვენ შესახებ. (მაგრამ არ მოიტყუოთ, რა თქმა უნდა!)
  6. წინასწარ მოამზადეთ ის პუნქტები, თუ რატომაა თქვენი მონაწილეობა სადმე მნიშვნელოვანი, ჩამოარაკრაკეთ და დაამთავრეთ: “I have all the possible motivations / motivators that can be had while applying”….
  7. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა. როგორი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტიც/სამსახურიც/საქმეც/გამოცდაც არ უნდა იყოს, არ მიუდგეთ ისე, თითქოს ამითი თქვენი ბედი წყდება. (თუნდაც ასე იყოს რეალურად). ასეთ დროს იძაბებით, მოძრაობებს ვერ აკონტროლებთ, ენას ვერ ატრიალებთ და ინტერვიუერებს ღმერთებად აღიქვამთ. ის 2 პროექტიც ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ მორჩილად ვუსმენდი ზეციდან მოვლენილ ინტერვიერებს და მოწიწებით (ძლივს!) ვპასუხობდი. (ეს მე!) სულ დამავიწყდა ვინ იყო მთავარი გასაუბრებაზე. აბა თუ მიხვდებით! 🙂 (უი ხო, ერთხელ ერთი მაღალანაზღაურებადი სამსახურის მეოთხე, გადამწყვეტ ტრენინგზეც ასე დავიძაბე)
  8. თუ კარი იხურება, სარკმელი იღება. ეს ჭეშმარიტებაა და თქვენს ნათელ მომავალს წინ მართლა ვერაფერი აღუდგება 🙂 იყავით ცოცხლები, მხიარულები, საინტერესოები და “გამოსულები”. :))) ჩათვალეთ, რომ ინტერვიუ უმნიშვნელო რამეა, აჩვენეთ თქვენი კლასი “გამოუცდელ” ინტერვიუერს და მერე მშვიდად დაელოდეთ ზარს.
  9. ბოლო რჩევა – დიდად არ იღელვოთ შედეგებზე, დაივიწყეთ ის ინტერვიუ, ვითომ არც გასულხართ. ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ. სულ გახსოვდეთ მერვე წესი და აი, ამ პოსტსაც გადახედეთ.

წარმატებები!

ოპტიმიზმი + 2

ჯობს ერთ რაღაცას თავის დროზე შევეგუოთ: უმეტესწილად (ზედმეტად უმეტესწილად), ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ვგეგმავთ. ყველაფერს ვგეგმავ და ოდესმე ყველაფერი მიხდება, ოღონდ არა იმ გზით, რომელიც მე გამოვიგონე. ანას პერსონალური რეჟისორი ჰყავს! რა საამაყოა!!! 9764-092843_L

მამიდასთან სტუმრობა ძალიან მიყვარს. ცხელ ყავასთან და ნაირ-ნაირ ტკბილეულობასთან ერთად იმდენ საინტერესო ამბავს მიყვება ხოლმე, რომ გაგიჟება შეიძლება 🙂 არაფერს იგონებს და არც იტყუება, ამიტომ მეც ერთ, მამიდას მიერ მოყოლილ ამბავს მოგიყვებით, ოღონდ გადამოწმებას ნუ მთხოვთ, ინტერნეტში ვერ მივაგენი.

როდესაც (რუსი?) ექიმები პაციენტთან ჰიპნოზის მეთოდს იყენებდნენ, სრული ცნობისმოყვარეობის გამო ეკითხებოდნენ, თუ რას გააკეთებდნენ მომავალში, ვთქვათ, მომავალი 1 კვირის განმავლობაში. (ახლო მომავალში, რომ გადამოწმება შეძლებოდათ).

წარმოიდგინეთ, წინასწარ ყველა პაციენტმა იცოდა სად იქნებოდა და რას გააკეთებდა, ვთქვათ, 3 დღის შემდეგ!!  Continue reading “ოპტიმიზმი + 2”