რა ამბებია ბერლინში

0ZkgMrBkKQ8მოკლედ, გიყურებთ მთელი ოჯახით ბერლინიდან.

აქ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გრილა, მე გავიყინე უკვე და ქურთუკზე ზრუნვა დავიწყე, თუმცა ფასებით არ ვარ აჟიტირებული და ჯერ ძებნის პროცესში ვარ. მაგრამ, რა დროს ქურთუკია, იმდენი საქმე მაქვს!

  1. პირწმინდად უნდა შევასრულო დაკისრებული მოვალეობანი;
  2. ვისწავლო გერმანული, რამეთი შეუფერხებლად ვიცხოვრო და ვიმუშავო;
  3. დავფუძნდე – მოვაგვარო ვიზების ამბები, გავიგრძელო და ა.შ.;
  4. დავაარსო ჩემი სტარტაპი;
  5. ავყვავდე ეტაპობრივად 🙂
  6. CV ს ამბებს მივხედო, ჩემს პროფესიაშიც ვიღონო რამე;
  7. შევხვდე მუსიკოსებს;
  8. შევხვდე ადგილობრივ entrepreneur ებს
  9. ხალხი გავიცნო, მეგობრები შევიძინო, გავერთო;
  10. ფული ვიშოვო კიდევ ერთხელ, რაც ძალიან მჭირდება.

მოკლედ, ბერლინი არის მწვანე. სუფთა. პასუხისმგებლობით სავსე. ლამაზი. ჰიპსტერული. მუსიკალური. ბოჰემური. გრილი. Continue reading “რა ამბებია ბერლინში”

Advertisements

Brainstorming და სტრესის მართვა ( Toefl / TestDaF გამოცდებამდე რჩება….)

management

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საკუთარი უნივერსიტეტის სტუდენტი 🙂 (თანაც, lifelong). ზუსტად ჩემი ბლოგის შესაფერისი დასაწყისია 🙂

საკუთარ თავს დავუარსე უნივერსიტეტი (ნაკლებს როგორ ვაკადრებ), რომელშიც, დარგების მიხედვით გავაერთიანე ყველაფერი, რაც კი დედამიწის ზურგზე მაინტერესებს და რისი სწავლაც მინდა/მჭირდება, და დღის განმავლობაში საათების რაოდენობაც გამოვყავი. რის ხასიათზეც ვარ, იმის ვიდეოკურსებს ვუყურებ, წავიკითხავ, ა.შ. მოკლედ, კარგი რამეა 🙂

ამ უნივერსიტეტს, გარდა თეორიული დანიშნულებისა, პრაქტიკული მიზნებიც აქვს – შედეგები მაგიდაზე უნდა “დაიდოს”.

ჰოდა, დადგა ჟამი ჩემი უცხო ენათა მიმართულების ფაკულტეტმა ( 🙂 ) ჯაფის ნაყოფი გამოისხას და ენის სერთიფიკატებად გადაიქცეს. სხვა მიმართულებებს ამ პოსტში არ შევეხები 🙂

ა. ინგლისური ენა

სამწუხაროდ, IELTS მომდევნო გამოცდა მხოლოდ თებერვლის ბოლოსაა, შედეგები მარტის დასაწყისში მეცოდინება, რაც არ მაწყობს. ჩემთვის საინტერესო პროგრამების დედლაინები გაცილებით ადრეა.

ჰოდა, ისევ ძველ, ნაცად ტოიფელს მივუბრუნდი. გადავწყვიტე რაც შეიძლება სწრაფად გავიდე ტესტირებაზე, რომ მინიმალური რაოდენობის პროგრამები “გავმაზო” სერთიფიკატის მიღებამდე. იანვრის დასაწყისი გადავწყვიტე.

გამოცდამდე რჩება… 20 დღე.

ჰოდა, თუ გასვლაა, გასვლა იყოს –  ძველი ქულა 3 ნიშნა რიცხვამდე უნდა გავიუმჯობესო! -_- ჩელენჯ აქსეფთიდ.

ეხლა გადავიდეთ ამ ყველაფერში (კერძოდ, უდროობაში) დადებითი მხარეების აღმოჩენაზე.

1. რეალურად, brainstorming ყველაზე ეფექტური მეთოდია. წინ რომ 2 თვე მქონდეს, შვებით ამოვისუნთქავდი, მაგრამ, საკითხავია რეალურად რამდენი დღის განმავლობაში ვიმეცადინებდი, ან, ამ დღეებში რამდენი საათის განმავლობაში. Continue reading “Brainstorming და სტრესის მართვა ( Toefl / TestDaF გამოცდებამდე რჩება….)”

სამსახური… სამსახური… სამსახური… ააჰ, ადგომის დროა უკვე?

Workopolis_Student_Keystone_FNLსტუდენტების უმუშევრობის უზარმაზარ პრობლემას, თავადაც მოგეხსენებათ, საკუთარ ტყავზე ვიწვნი. ჩემი გონება მუშაობის (მწველი) სურვილითაა დაკავებული… უბრალოდ, ძალიან მინდა მუშაობა! და სანამ ისევ არ მექნება საკუთარი შემოსავალი, სხვაზე ვერაფერზე ვიფიქრებ.

საკუთარი ფული – ეს ნიშნავს თავისუფლებას, სიამოვნებას, წიგნის ფესტივალზე ბევრი წიგნის შეძენას, იმის საშუალებას, თანხა საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრებისთვის გადადო, დაიფინანსო საკუთარი გზის ფული თუ, მაგალითად, საზაფხულო სკოლიდან მიიღე მოწვევა, შეიძინო ლეპტოპი და საჭირო მოწყობილობები შენი ცხოვრების ჰობისთვის – (ჩემს შემთხვევაში, მუსიკის პროდიუსირებისთვის…) გაახარო მეგობრები, არ იყო დედის კისერზე, რადგან ამას საერთოდ ყველაფერი ჯობია, და თუ ცალკე ვერ გადადიხარ, შენი წვლილი შეიტანო ოჯახის ბიუჯეტში. თუ თქვენ მუშაობთ – ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ! StudentJobs

გადავხედოთ არსებულ ვაკანსიებს… Daily List of Vacancies 21 05 2013

Daily List of Vacancies 21 05 2013

ეს სურათები ბოლო იმეილიდანაა, რომელიც hr.ge მ გამომიგზავნა. რა თქმა უნდა, სხვა საიტებსაც რეგულარულად ვამოწმებ, მაგრამ ზოგადი სურათის წარმოსადგენად იდეალურია. საქართველოში გამყიდველის პოზიცია ლიდერობს, სხვადასხვა სიტყვით გამოთქმული. ალბათ საქართველო ბორჯომთან ერთად გამყიდველების ექსპლუატაციითაცაა განთქმული. სამუშაო გრაფიკი ძირითადად 12 საათიანია (სურსათის მაღაზიებში მაინც, მგონი ასეთი მაღაზიების რაოდენობითაც ვლიდერობთ), ხელფასი კი 200 ლარს არ სცდება. ბუნებრივია, ასეთ ადგილას დარეკვა არ ღირს.

აღსანიშნავია რამდენიმე  ვაკანსია, რომელთა სახელიც არაფერს გვეუბნება პოზიციაზე. იხ. ჩემი ჩასწორებები.

რა თქმა უნდა, დიპლომი ყველგან ფასობს, ამიტომ გორის იუსტიციის სახლშიც ვერ დასაქმდები “სივრცის კონსულტანტად” (ეს ის ხალხია მიმართულებას რომ გაძლევს საით უნდა წახვიდე) თუ დიპლომი არ გაქვს ან მეოთხე კურსზე მაინც არ ხარ. მე, მესამეკურსელი, ძალიან პატარა ვარ იმისთვის, რომ მიმართულება გაჩვენოთ, ეს ხომ ცხოვრების სამსახურია! (წყარო – http://jobs.ge/58123/)

თიბისი ბანკის VIP კლიენტებთან მომსახურებისთვის კი მინიმუმ 3წლიანი გამოცდილებაა საჭირო, არადა მოვალეობებში საბაზისო მომსახურება შედის – პრეზენტაცია, შეხვედრის დაგეგმვა, შეთავაზებების მომზადება, გაყიდვა… (წყარო http://www.jobs.ge/eng/58118/)

აი, ჩემი მონაცემები: ასაკი 21 წლის, აქტიური, დიდად შრომისმოყვარე და ა.შ;

ენები: ქართული – მშობლიური,

ინგლისური და რუსული – კარგად;

გერმანული – საშუალო დონეზე (ბ1-ბ2)

ნორვეგიული და ფრანგული – დაწყებითი;

ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე; განსაკუთრებით მაინტერესებს კონფლიქტები, peace studies;

მაქვს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, გამივლია ბევრი ტრენინგი და ა.შ.

ვერკვევი ეკონომიკურ საკითხებშიც და ძალიან კარგად გამომდის “გაყიდვა”.

შემიძლია ვიმუშაო საღამოს საათებში, 6 დან +უსასრულობამდე, დღისითაც შემიძლია, სულ ცოტა ანგარიშს თუ გამიწევენ, იმ შემთხვევაში.

შემიძლია ვიმუშავო – ნებისმიერ ორგანიზაციაში, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში რამდენიმე საგნის მასწავლებლად, შემიძლია ვიყო მენეჯერი, კონსულტანტი, ნებისმიერი თანამდებობის პირის თანაშემწე და მარჯვენა ხელი 🙂 შემიძლია ვიმუშავო გამომცემლობაში, ვწერო სტატიები, კრიტიკა და ყველაფერი… შემიძლია პიარზეც ვიმუშაო, მიმტანობაც კი შემიძლია!

9122365_553450411360818_394015118_n

ჩემზე მეტს არაფერს დავწერ. არ მაქვს პრეტენზია, რომ პირველივე (სრულფასოვანი) სამსახური დეპუტატის სკამით იწყებოდეს. უბრალოდ, ხომ შეიძლება ჩვენც გვქონდეს ადამიანური სამსახურები სტუდენტებისთვის. თუ ჩემი გერმანელი მეგობარი მიმტანის პოზიციაზე საათში 10 ევროს იღებს, ხომ შეიძლება ჩვენ საათში 5 ლარი მაინც ავიღოთ!

რა მარტივად და ა დ ა მ ი ა ნ უ რ ა დ იქნებოდა ყველაფერი სამსახურები რომ გვქონდეს… ვიქნებოდით დამოუკიდებლები, ბედნიერები, დავგეგმავდით ჩვენს მომავალს და შეგვეძლებოდა ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების მართვა. ჩვენი ცხოვრება ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს…ახლა  ვართ ინერტულები, დაბნეულები, არ ვიცით რა მოხდება, რა შეიცვლება, დავთანხმდეთ თუ არა მოწვევას უცხოური უნივერსიტეტიდან, რადგან იმაშიც კი ვერ “ვერევით”, რომ ფული ვიშოვოთ. ეს დიდი უფსკრულია! ჩვენი ცხოვრება “ჩვენ არ გვეყუდვნის”. ეს სიმართლეა და საშინელებაა!!!student-job-search-04

P.S. აი, ახლაც… ახლოვდება წიგნს ფესტივალი და იარები მეხსნება.. ფული მინდა!

wignis festivali palitra (11)82f608ab63bb