Simplify, Minimize, Eliminate

ეს პოსტი იმაზე იქნება, როგორ ვცდილობ ჩემი ტვინიდან “catch” ები წავშალო, უფრო მარტივი გავხადო ყველაფერი და გაცილებით ეფექტიანი გავხდე.

ჩემს ერთ-ერთ საყვარელ აპლიკაციას გადავხედე და ასობით შენახული სტატია წავშალე. უმეტესობა პროდუქტიულობის თემაზე იყო. აი, რას გეტყვით:

დაივიწყეთ ყველაფერი, რაც წაგიკითხავთ ამ თემაზე. ზედმეტი ნაგვით ტვინი არ დაიტვირთოთ.

საბაზისო პაკეტში შედის:

  1. ყველანაირი გეგმა გაამარტივე, საერთოდ, ყველაფერი გაამარტივე ან წაშალე. როცა ძალიან ბევრს ფიქრობ, უბრალოდ, გაჩერდი. მორჩი ბევრ ფიქრს. ადექი და რამე გააკეთე მაგის სანაცვლოდ. ან, უბრალოდ, ცარიელი ყუთი წარმოიდგინე. გახსოვს yin & yang ზე რომ ვილაპარაკეთ? დაისვენე.
  2. თქვი “არა”. ძალიან ხშირად. საკუთარ თავს უთხარი “არა”. ფეისბუქზე უნდა შეხვიდე? -არა! ახლა ჯერ ამას წავიკითხავ/ვუყურებ/ვიზამ და მერე მივხედავ “იმას”? – არა! ავუკრძალოთ საკუთარ თავებს რაღაცეები. სისულეელეები. ასეთი სისულელეების კეთებას მიაქვს ჩვენი დროის 90%, მერე ვამბობთ, რომ დაკავებულები ვიყავით. ერთია საქმიანი სახით ჯდომა/სიარული და მეორეა პროდუქტიულობა. უბრალოდ, სულაც ნუ გააკეთებ რაღაც იდიოტობებს.
  3. დღე წინასწარ დაგეგმე და სულ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საქმე მოინიშნე. დანარჩენი ყველაფერი ზედმეტია. ის საქმეებიც ეცადე დილითვე მოიშორო. დაჯექი და მოიშორე. თანაც, სულ პირველად ყველაზე “რთული” საქმე გააკეთეთ. მერე ნახე რა ბედნიერება მოაქვს კონტროლს.
  4. დანარჩენი დრო არაფრის კეთებას კი არა, სასიამოვნო საქმეების კეთებას დაუთმე. ცხოვრებით ისიამოვნე. იმოგზაურე ან გარეთ გადი, მეგობრებს შეხვდი, მუსიკაზე იარე, ცეკვა ისწავლე ან ბუნებაში გაისეირნე. გართობა დროის კარგვა კი არა, ჩვეულებრივი საქმეა. ის საქმე, რისთვისაც ვცხოვრობთ. ოჯახის, მეგობრების და ზოგადად, სიამოვნების გამო.

არც ეს პოსტი იყო დიდი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უსარგებლო წინადადება წავშალე.

დროებით!

პ.ს. წაიკითხეთ: Tim Ferriss “4 hour work week”

Advertisements

სად არის ბედნიერება?

დღეს ძალიან საინტერესო ლექციას გადავაწყდი – ალექსანდრე ჯეჯელავა – სად არის ბედნიერება?

ოპტიმალური მოდელი

  • არ მივცეთ ჩვენს თავს მოწყენის და აპათიაში ჩავარდნის საშუალება;
  • ახალ საქმეს რომ წამოიწყებ, მოხვდები ღელვაში. მერე მოდის განვითარების სტადია, თუ არ განვითარდები, ვერ მოხვდები “მუღამში”. ეს არის ბედნიერება;
  • ჩვენ გვჭირდება მეტი ადამიანი “მუღამში”;
  • ჩვენ უნდა გამოვთხაროთ ბედნიერება;
  • რეცეპტი – გაეხვიე პროფესიულ “შარში”, აიღე ძალიან რთული ამოცანები, მერე ისწავლე, ისწავლე, ისწავლე, განვითარდი, სანამ არ მიაღწევ “მუღამს”.

დასკვნები:

  • აპათიამ* და მოწყენილობამ**იცის შეჩვევა! (კომფორტის ზონა, ჭაობი, რომელიც ეწინააღმდეგება ბედნიერებას! მდგომარეობა “კარგად ვარ, კმაყოფილი ვარ”)
  • კმაყოფილება ბედნიერება არ არის!
  • თუ ახალ-ახალ, მზარდ სირთულეებს ვერ გაიჩენთ, დაიხოცებით მოწყენილობით;
  • კომფორტის ზონა არის “ქვედა სართული”;
  • ფული: სწორია – “მიაღწია და ბედნიერია და ფულიც იშოვა”, არასწორია – “ფული იშოვა და ბედნიერია”
  • ცხოვრების აწყობა შეუძლებელია. როგორც კი აიწყობ ცხოვრებას, მოდის მოწყენილობა.

*აპათია – ხარ ნაკლებად კვალიფიციური, ასრულებ მარტივ დავალებებს;

**მოწყენილობა – ხარ მაღალკვალიფიციური, ასრულებ მარტივ დავალებებს

უნდა განვითარდე, რომ იყო ბედნიერი – კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში.

9 ჩვევა 2015 წლისთვის

ახალი წლის შემდეგ სიცოცხლე გაცილებით საყვარელი ხდება ხოლმე ხალხისთვის. ბუნებრივიცაა.. ახალ წელს სიახლის განცდა მოაქვს. დეკემბრის დადგომის წუთიდან ყველას ერთი სული აქვს როდის მოვა ახალი წელი, რომ თავს ძველი ცოდვები მიუტევოს, დროზე მოახჩოს ძველი წელი, ახალი გეგმები შეადგინოს, თავი “დაირეფრეშოს” და საკუთარ თავს ინერტული ცხოვრების ცვლილებების შანსი მისცეს. თითქოს ახალი წელი რაღაც ჯებირია, რომელიც გაძლევს საშუალებას შეიცვალო, დილით სხვა ადამიანმა გაიღვიძო და ის გააკეთო, რაც გინდა (მაგრამ, რატომ არ შეიძლება ასეთი დღე იყოს, ვთქვათ, 20 იანვარი ან 27 მაისი? 31 დეკემბრით, უბრალოდ, კალენდარი მთავრდება. ეს უკვე სხვა თემაა). უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ხალხს ჰაერივით სჭირდება ისეთი რაღაც, რაც ნათლად მიანიშნებს – ძველი დრო დამთავრდა და ახალი ეტაპი იწყება.

ეხლა კი, ახლოს პოსტის შინაარსთან…

ვერანაირ ცვლილებას ვერ განახორციელებ, თუ კონკრეტულ ჩვევებს ვერ გამოიმუშავებ.

მე თუ, ვთქვათ, ღორმუცელა ვარ, 15 იანვრიდან ( 🙂 ) კი დავჯდები დიეტაზე, 5 კილოსაც დავიკლებ, მაგრამ 30 იანვარს კვლავ მკლავებს ავიკაპიწებ. იმიტომ, რომ ზომიერად და სწორად კვების ჩვევა არ მექნება გამომუშავებული.

მეც ბევრი ჩვევის გამომუშავება მინდა.

  1. მინდა ადრე ავდგე. Night Owl დან ტოროლად გადავიქცე, რაღაც პერიოდით მაინც. სტატისტიკაა, რომ ყველაზე პროდუქტიული ადამიანები ადრე დგებიან. ანა ვინტური 5 საათზე ჩოგბურთს თამაშობს, ჩემი ერთ-ერთიო სულიერი მამა (რიჩარდ ბრენსონი, სტივენ ტაილერის და დევიდ ბოვის მხარდამხარ))), ასევე უთენია წამოფრინდება ხოლმე. უი, ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე ხომ გახსოვთ? 🙂 მოკლედ, სიას არ გავაგრძელებ. ჩვევის გამომუშავებას 21 დღე სჭირდება. დღეს პირველი დღეა (ადგომის დრო 06:40).
  2. მინდა თვითდისციპლინა ახალ დონეზე ავიყვანო.
  3. თვითგანათლებაც;
  4. გავანაწილო არა დრო, არამედ ენერგია. სისულელეა იმაზე დროის დახარჯვა, რაც ნაკლებადღირებულია. მომკალით და, ჩემ მიერ შედგენილ 30$ იან სქემაზე უკეთესი მეთოდი ჯერ არსად შემხვედრია. მაინც სისულელეებში მეხარჯება უამრავი დრო… ჰოდა, ყველაფრის პრიორიტეტების მიხედვით დახარისხება უნდა ვისწავლო. 
  5. არ გავატარო არცერთი დღე უქმად! თქვენი არ ვიცი და, ნებისმიერი არანაყოფიერი დღე (თუ წინასწარ არ გადავწყვიტე, რომ ასეთი დღე მქონდეს), ძალიან დიდ მორალურ დარტყმას მაყენებს. ჩემთვის მოქმედება და ბედნიერება ერთმანეთის სინონიმებია. მხოლოდ მოქმედებას მოაქვს სიხარული, თვითკმაყოფილება და მინარჩუნებს იმედებს, მოტივაციას, საკუთარი თავის პატივისცემას… პრინციპში, ესეც თვითდისციპლინის ნაწილია.
  6. ვიზრუნო ჯანმრთელობასა და სხეულზე. ეს სავალდებულოა!
  7. ვიყო გაცილებით უფრო ძლიერი. ძლიერი, რომ შევძლო და დავდგე ყოფით პრობლემებზე მაღლა, გადავლახო ის პრობლემები, რომელბიც ჩემი იდეების რეალიზებაში მიშლის ხელს, ძლიერი, რომ გადავლახო სიბრაზე კონკრეტული ადამიანების თუ გარემოებების მიმართ… ალბათ, ესეც თვითკომუნიკაციის ნაწილია.
  8. ვიყო გაწონასწორებული, დალაგებული და მშვიდი. როგორ მიჭირს ხოლმე… (ამ ცეცხლოვანებას ვერაფერს ვუხერხებ 😀 😀 😀 )
  9. PROCRASTINATION – ნებისმიერი გეგმის მთვარი მტერია, რომლის მართვაც უნდა ვისწავლო. (თარგ. გაჭიანურება, გადადება). ესაა გონების ბუნებრივი მოთხოვნილება არ დაიწყოს საქმე, რომელიც ერთულება, ედიდება და ა.შ. ამიტომაა, რომ მუშაობის წინ (განსაკუთრებით, თუ ეს საქმე უუუმნიშვნელოვანესია), შეიძლება ყველაფერი “იკადროთ” 🙂 – უყუროთ სასაცილო ვიდეოებს, დააკრიალოთ ოთახი, გაგახსენდეთ კლასელი, უყუროთ, რავიცი, ირონია სუძბის 🙂 მუშაობის დაწყებამდე გონებას ავტომატურად ეფიქრება ყველა იმ რთულ მოქმედებაზე, რომელიც უნდა შეასრულოს. მისი გადალახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს.

ა. დავყოთ მოქმედებები სულ პატარა ნაწილებად და გონებას ვაგრძნობინოთ, რომ გვაქვს ბევრი დრო და არანაირი სტრესი (თუნდაც ცეცხლი გვეკიდებოდეს!). აი, მაგალითად, თუ ძალიან ბევრი გაქვთ სამეცადინო ტესტისთვის (მალე უნდა გავბრძანდე ტოიფელზე), თქვით, რომ უნდა ისწავლოთ 5 სიტყვა 1 საათში. თქვენ ასე წარმოიდგინეთ…

ბ. უბრალოდ, უნდა ავდგეთ და დავიწყოთ რამის კეთება. ადრე დავწერე, რომ არსებობს Zeigarnik Effect – გონების მოთხოვნილება დაამთავროს დაწყებული საქმე. ჰოდა, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ  მოქმედების დაწყების შემდეგ თქვენში არნახული პერფექციონისტი გაიღვიძებს, რომელსაც ძალიან უნდა საუკეთესო შედეგები მიიღოს. ერთ რამედ ღირს ეს გრძნობა!

გისურვებთ დიდი ნაბიჯების გადადგმას, წარმატებებს, საკუთარი თავით სიამაყეს, ბევრ თავგადასავალს, მოგზაურობას, ევროკავშირს და ძალიან, ძალიან პროდუქტიულ 2015 წელს.

ჰოდა, ცვლილებების დრო ხომაა ახალი წელი… დღეს 4 იანვარია, იმედია ცოტა მოგბეზრდათ უსაქმურობა, თან იცით, რომ თუ ცვლილება და მოქმედებაა, მალეც უნდა დაიწყოთ… იმედია, ჩემი დილის პოსტი ნაბახუსევზე გესიამოვნებათ 🙂

1) საუკეთესო გზა მოტივაციის ამაღლებისთვის

;lyokugtჩემი ბლოგის მკითხველებისთვის სულ არ ვაპირებ მოტივაციის არსის და მნიშვნელობის ახსნას.

მაშინ, როცა ბევრი ენერგია ან მიზნის შეხსენება დაგჭირდებათ, ან, სულაც, ჩემსავით სწორი გადაწყვეტილებების მიღების და პრიორიტეტების დილემის წინაშე იდგებით, ეს მეთოდი გამოგადგებათ.

მოტივაციის ამაღლების ეს არაჩვეულებრივი მეთოდი არის….

თქვენ მიერვე დაწერილი ამბავი თქვენ თავზე. ოღონდ, თქვენი გმირი ამ წუთს კი არა, მომავალს ეკუთვნის და, რაღაც საოცრების (რომელსაც შრომა-ჯაფა-გამბედაობა ეწოდება) წყალობით ყველაფერი გამოუვიდა და 100%ით თვითრეალიზებული ადამიანია.

მოკლედ, ზედმეტი ამბების გარეშე, აიღეთ კალამი (გახსენით ვორდი) და დაუწერეთ თქვენს თავს სამოტივაციო ამბავი. result guaranteed.

ეს ისტორია შემდეგი ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს:

1. გარემო. სად იღვიძებთ, რა გინდათ მანდ (შეგიძლიათ პატარა/დიდი მაგარი ისტორიაც დაურთოთ), აღწერეთ ოთახი, სახლი, მეზობელი ოთახები, თქვენ გვერდით მწოლიარე ადამიანიც, თუ გნებავთ 🙂

2. რომ ადგებით, ჩაიხედეთ სარკეში. ვის ხედავთ, რამდენი წლისაა თქვენი თავი, როგორ გამოიყურება. თქვენი სხეული თქვენი მდგომარეობის სარკეა! აღწერეთ თქვენი თავი საუკეთესო მდგომარეობაში.

3. საკუთარი მოკლე  ბიოგრაფია დაწერეთ. ვინ არის თქვენი გმირი, საიდან დაიწყო, მერე რა გააკეთა. დაწერეთ ყველაფერი, რაც კი თავში მოგივათ. ნუ მოგერიდებათ, აიღეთ ნობელის პრიზი, თავი  ოსკარით დაიჯილდოვეთ, ჩასახლდით ვილაში, ან უზარმაზარი კარავი შეიძინეთ, აღწერეთ დეტალები იმ გარემოსი, სადაც ცხოვრობთ. აღწერეთ ხალხი, რომელიც თქვენს გარშემოა. ჩამოწერეთ ის ყველაფერი, რაც გინდათ, რომ მოხდეს. ააყვავეთ ქვეყანა, დაეხმარეთ 10 ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში (ჩვენი ბედკრულით დაიწყეთ), თუ გინდათ, სულაც გაპრეზიდენტდით. მოკლედ, ყველაფერი, ყველაფერი დაწერეთ რაც კი თავში მოგივათ და რაც ნამდვილად გინდათ!

ეცადეთ გაავლოთ ხაზი თქვენი იდეალური სახის და ამჟამინდელი პიროვნების ბიოგრაფიას შორის. თქვენი ოცნება თუ კოსმონავტობაა, დაწერეთ, რომ (თქვენ ასაკში) მიატოვეთ სწავლა, ამერიკას მიაშურეთ და ნასას შეუერთდით, თუმცაღა იქ დამლაგებლობით დაიწყეთ… ( 😀 ) ეცადეთ დაუკავშირდეთ თქვენს მომავალს!

ან, დაწერეთ, რომ თქვენი აღმასვლა 2015 წელს დაიწყო, როცა…..

მიდით!!!

4. კმაყოფილმა და გაბადრულმა წაიკითხეთ. აღმოაჩენთ, რომ მსგავსი შედევრი ჯერ არავის დაუწერია. შედევრი პერსონალურად თქვენთვის, მაგრამ, ამაზე მეტად არაფრის წაკითხვა გაგახარებთ. (გამოცდილი და დამტკიცებულია :3 )

5.მიხვდებით, რომ ამ ისტორიის რეალიზებისთვის თურმე ყველანაირი შრომა ღირს და თქვენც თავისუფლად შეგიძლიათ ყველაფერი რეალობად აქციოთ!

ესეც თქვენი მოტივაცია.

ესეც თქვენი გასაღები იმისათვის, რომ პრიორიტეტები სწორად გაანაწილოთ. აბა, რათ გინდათ იმის კეთება, რაც თქვენს მოთხრობაში არ წერია? (მიმართვა საკუთარ თავს)

სერიოზულად, რათ გინდათ თუნდაც წარმატება იმ სფეროში, რომელიც სულ არ გაინტერესებთ? (მიმართვა საკუთარ თავს)

პ.ს. აქვე შეგახსენებთ, რომ კარგი გეგმის მთავარი მტერი მასზე ოცნებაა.

მთავარი შემდეგ იწყება…

How to keep calm

1452027_747232568637864_1367266711_nდღეს მივდიოდი ერთ ფრიად საჭირო საქმეზე და ვღელავდი. ვიცოდი, რომ საღელვებელი არაფერი იყო, მაგრამ ეგ რაღაც ჩვენ არ გვემორჩილება. მერე დავფიქრდი ღელვაზე, შიშსა და ნერვიულობაზე. როგორ შეიძლება ამაზე ერთი პოსტი არ მქონდეს დაწერილი, როცა ბლოგი ჩემს საქმიან თავგადასავლებს ეძღვნება.

ნერვიულობა – ჩვენი რეაქცია, როცა თავს საფრთხეში ვგრძნობთ.

რა საფრთხე გელის, როცა მიდიხარ გასაუბრებაზე, გამოცდაზე, მოსმენაზე? ფიზიკურად ხომ დაცული ხარ. რატომ უნდა გაღელვებდეს თუნდაც რამდენიმე ათეული წყვილი თვალი (ხშირად ერთიც კი საკმარისია)…

რისი ეშინია ჩვენს გონებას? მე წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ იმედგაცრუების, შერცხვენის, დამარცხების… ნერვიულობა საკრალურ წრეს კრავს. ნერვიულობ იმიტომ, რომ შენი რეპუტაცია საფრთხეშია, მაგრამ თან ყველაფერს აფუჭებს.

მერე გამახსენდა, რომ არსებობს ადეკვატური და არაადეკვატური ნერვიულობა. ადეკვატურია ღელვა, რომელიც გქოქავს, თავს აღელვებულად გრნობ (excited), ჩართული ხარ, გიძლიერდება ემოციები, მაგრამ მათ აკონტროლებ. ანუ ხარ შენ მთელი შენი ოფოფებით.

არაადეკვატური ნერვიულობა პირიქით, დამბლასავით მოქმედებს. იმდენად ნერვიულობ, რომ ვეღარ ინძრევი, ოდნავ იღიმი, სახე არ მოძრაობს, გაშეშებული ხარ, პასიური… მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ “რამდენი ხალხია”, როგორ ნერვიულობ, პანიკაც გეწყება… რა საჭიროა ამის სიმპტომების ჩამოთვლა, ალბათ ყველას გინერვიულიათ ოდესმე ძალიან. თუ არა, ნურც ამაზე ინერვიულებთ – არაფერი დაგიკარგავთ.

მოკლედ, ნერვიულობის, შიშის, ღელვის დამარცხება ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

სწორედ მასთან გამკლავების უნარი ასხვავებს ერთმანეთისგან, ასე ვთქვათ, წარმატებულ და ნაკლებად შემდგარ ადამიანებს (საშინლად მეზიზღება და არ მივესალმები “ლუზერის” კონცეფციას). შიშია სწორედ ის რაღაც, რამაც შეიძლება მთელი შენი სურვილები, ოცნებები, ილუზიები და გეგმები გადაწონოს. თუ თავაწეული და საკუთარ თავში დარწმუნებული არ იქნები, იმ კრიტიკულ მომენტში/ებში, უბრალოდ, უკან დაბრუნდები. ყველაფრის მიუხედავად.

Ron-Weasley-harry-potter-25809557-640-422ამ დროს მახსენდება ჩემი რონ უისლი, რომელიც საშინლად ნერვიულობდა ქვიდიჩის მატჩამდე და ამდენი ნერვიულობისგან არც არაფერი გამოსდიოდა. მერე ეგონა, რომ წარმატების ხსნარი დალია, ეგრევე დაიჯერა , რომ “უეჭველი” გაიმარჯვებდა და ისე ითამაშა, გრიფინდორის ტრიბუნები ჩამოიქცა “მეფეა რონალდ უისლის” სიმღერით.

ჰოდა, როგორ უნდა დაძლიო შიში? რაზე უნდა იფიქრო? რა უნდა გაიხსენო, რომ ასეთ დროსაც კი ძლიერი იყო? მე ამ რეცეპტის ძიებაში ვარ.

სულ რამდენიმე შემთხვევის გარდა არ მახსენდება საკუთარი თავი პანიკაში. ყველაზე ფოლც-მაჟორულ სიტუაციებშიც კი ყველას იქით ვაწყნარებდი, მაგრამ, მეც მეხება ეს კითხვა, თანაც როგორ! წინ დიიდი დიიდი გამოცდები მელის და დროთა განმავლობაში აშკარად მემატება ღელვა…

რა უნდა გავიფიქრო? ალბათ ისევე უნდა დავიჭირო თავი, როგორც ინტერვიუზე, მაგრამ, ეს კიდევ სხვა რამეა.

წინასწარ ფიქრების ასეთი სია შევადგინე:

  1. როცა ხალხს დავინახავ, უნდა ვიფიქრო, რომ “რაც მეტი, მით უკეთესი”. ეს ჩემი შანსია მეტი ადამიანი მოვხიბლო…. თავი გავაცნო….;
  2. რადგან მოვედი, ჩავაბარებ. არ ვჩუმდები, არ ვჩერდები და ბევრს ვიღიმი (#სმაილენდვეივ)
  3. ყველა სხვა აპლიკანტი ღელავს, ასე, რომ თანაბარ პირობებში ვართ. ეს ბუნებრივია;
  4. ვართ მარტო მე და ჩემი საქმე. უნდა წარმოვიდგინო, რომ მარტო ვარ, მარტო **იმაზე** უნდა ვიფიქრო რითაც დაკავებული ვიქნები. (კარტებს მხოლოდ მაშინ გავხნი, როცა ოფიციალურად მიმიღებენ. ოო რეებს ვუმზადებ საკუთარ თავს :))))
  5. მიყურეთ და ისწავლეთ… (?) ან, BOW DOWN… :)))
  6. კიდევ, რაზე უნდა ვიფიქრო? ალბათ, უნდა წარმოვიდგინო, რომ ვარ ჩემი იდეალი, რომელსაც არაფრის ეშინია. პრინციპში, ვართ კიდევაც ჩვენი იდეალები, ოღონდ წარსულში. იდეალმა ჯერ არს გამოცდა ჩააბაროს.

არ ვიცი რაზე უნდა ვიფიქრო… იმ ქალაქზე, როგორ მინდა იქ ცხოვრებაზე… არ ვიცი.

თუმცა, არ ღირს რამეს ისე აღქმა, თითქოს მასზე მთელი მომავალია დამოკიდებული. თუნდაც ასე იყოს. მომავლის ნათელ სურათს მაინც ვერაფერი შეცვლის.

სადღაც გამიგია, რომ ნერვიულობა ის მონაცემია, რომელიც არასდროს არ იცვლება. მხოლოდ ჩვენ ვეჩვევით მას, გვიძლიერდება გულთან ახლოს არსებული ის კუნთი, რომელიც მსგავს მომენტებში “ფსიქიკურ წონასწორობაზე” აგებს პასუხს. “გული გაიმაგრეთ”.

პ.ს. მივიღებ გამამხნევებელ ფრაზებს, რეცეპტებს, რჩევებსა და შეძახილებს 🙂

პ.პ.ს. მოგვიანები შევეცდები ამას მედიცინის თვალითაც შევხედო, თურმე საკმაოდ კარგი “საშველი” მეთოდების ამოქექვა შეიძლება.

 

ID – part 2

რას ნიშნავს ID?

ესაა ის იდეალი, საკუთარი თავის იდეალი, რომელიც შეგვიძლია ვიყოთ. (ჯერ ეს წაიკითხეთ)

მე რომ ამ წამს ჩემი იდეალი ვიყო…

მოვაწესრიგებდი ძილ-ღვიძილის რეჟიმს;

ყოველ დღე ვივარჯიშებდი;

ყველაფერს გავაკეთებდი რისი გაუმჯობესებაც მჭირდება (ჩამოთვლას არ დავიწყებ);

მექნებოდა სრული კონტროლი საკუთარ ნებასა და ქმედებებზე.  ეს ნიშნავს გქონდეს უსაზღვრო ნებისყოფა და გავლენა საკუთარ სხეულზე.

ვიქნებოდი ყველაზე თავდაჯერებული;

საუკეთესო მეგობარი;

ოჯახის წევრი – და, შვილი, შვილიშვილი, ა.შ.

სრულყოფილად მეცოდინებოდა ის ენები, მე რომ მიყვარს;

მუდამ გაწონასწორებული და მოწესრიგებული ადამიანი ვიქნებოდი;

კიდევ – ნიჭიერი მწერალი;

მუსიკოსი;

მექნებოდა ძალიან მაგარი ბიზნესი;

იდეალური სტუდენტი ვიქნებოდი;

და ჭკვიანი პოლიტიკოსი / მეცნიერი.

მექნებოდა საუკეესო “ლუქები”;

მოკლედ, ყველაფერში ყველაზე მაგარი ვიქნებოდი.

მეც, ჩამოთვლილთაგან ბევრ რამეს ვასრულებ / ვისწრაფვი

ვცდილობ ვიყო საკუთარი თავის იდეალი – ყველაზე სრულყოფილი გოგო მსოფლიოში.

იყო შენი იდეალი – ამ წამს საუკეთესო რამეა და ყველაზე მაგარი სამოტივაციო ფრაზაცაა. რატომაც არა?! ეს ხომ იმ ყველაფრის, ყველაფრის გარანტიაა რისკენაც ვისწრაფვით?

გეგმა “ა”, გეგმა “ბ”, ა.შ…

noplanb13 მარტი თენდება. როგორც იქნა, მოვიცალე ჩემი ბლოგის მოსანახულებლად, ჭიქა ყავა მოვიდგი და…

და ისევ ჩემზე მოგიყვებით.

საკმაოდ რთულია ერთდროულად შეძლო იყო კრეატიული, თავით გადაეშვა იდეების სამყაროში, მეორე ხელით კი საბაკალავროს წერდე, გრანტებს იძიებდე, ინგლისურის ტესტის შედეგის გაუმჯობესებაც გინდოდეს (ე.ი. ტოიფელის 3ნიშნა რიცხვამდე აწევა), თან ვიზის ამბებს არკვევდე და მოკლედ, შენი სურვილებისთვის რეალურ ბაზას ქმნიდე.

საკუთარ თავს კარგად ვიცნობ. ვცდილობ გავიაზრო რა მინდა, რა შემიძლია, საორიენტაციოდ თვალი გადავავლო ჩემი აზრით იდეალური მომავლის წარმოსახვით რუკას და საკუთარ თავს ვუსმინო. საკუთარი თავის შესაცნობად პირადი ზოდიაქოც კი შესწავლილი მაქვს.

ჰო, აქ ერთი-ორი (და სხვა მრავალი) ბრაკი თვისება დამაფერთხა თავს გალაქტიკამ.

ამ პოსტისთვის ყველაზე რელევანტური შემდეგია:

თავს ვერ ვარიდებ შეჯიბრებებს.

უფრო სწორად, ქვეცნობიერად სულ ვცდილობ საუკეთესოს/ჩემზე უკეთესს “გავეჯიბრო”, ვიყო ყველაზე მაგარი ყველაფერში, ვიღაცას თუ რაღაც შეუძლია, მეც უნდა გავაკეთო, ა.შ…. ეს თითქოს ცუდი არ არის, მაგრამ გამჭრიახმა ავტორმა სწორად შენიშნა – ფრთხილად იყავი, ენერგია სწორი მიმართულებით წარმართე და რაც არ გჭირდება იმასთან ჭიდილს თავი დაანებეო.

გასაგებია ანა, მაგრმ გეგმა “ა” და გეგმა “ბ” რა შუაშიაო, იკითხავთ. ახლავე აგიხსნით.

ჩემი გეგმა “ა”  მუსიკალური კარიერის აწყობაა; Continue reading “გეგმა “ა”, გეგმა “ბ”, ა.შ…”

30$ დღეში – დღე, რომელიც ღირს

არაერთი პოსტი დამიწერია იმაზე, თუ როგორ ვცდილობ ყოველ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო, როგორ მივაღწიო ჩემს მიზნებს, რა ბედნიერი ვიქნები, როცა დილით გავიღვიძებ და ბედნიერება ამავსებს, თვითკმაყოფილების გრძნობა სასიამოვნიდ შემიღიტინებს და მადლობას გადავუხდი საკუთარ თავს, რომ ვარსებობ. ყველა ამ დღეს ველოდებით!

image

არასოდეს დამიწერია რეცეპტი, თუ როგორ უნდა გადაგვექცია ჩვენი დღეები ისეთებად, რომლებშიც თავებს ზედმეტად არ ვიგრძნობდით. ერთი მარტივი მიზეზის გამო, ასეთი რეცეპტი არ არსებობდა. ის მხოლოდ ორიოდე კვირის წინ გამოვიგონე და ახლა გაგიზიარებთ.

ცხადია, რომ მდიდარი ქვეყნები იმიტომ არიან მდიდრები, რომ ყოველდღიურად სარგებელს ქმნიან. პროდუქტიულები არიან. სწორედ ეს პარალელი გვჭირდება. იმისათვის, რომ ვიყოთ უკეთესები, ჩვენც უნდა გავზარდით ჩვენი დღის პროდუქტიულობა და სავსე ცხოვრებით ვიცხოვროთ. სათქმელად ადვილია – აბა მიდი და აიძულე თავი ყოველ დღე ნეტარებით და მწველი სურვილით აღივსოს – ჰქონდეს განუმეორებელი დღე. პირადად მე გაღვიძებიდან ერთი საათის განმავლობაში ლაპარაკიც არ მახსოვს ხოლმე.

image

არ აქვს მნიშვნელობა გართობა გინდათ თუ მუშაობა, სამუშაო დღეა თუ უიქენდი, რა პროფესია გაქვთ და რა პრიორიტეტები. უბრალოდ, ერთი საყვარელი თამაში წამოიწყეთ საკუთარ, ასევე უსაყვარლეს თავთან.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ, დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ვირტუალური ფული უნდა გამოიმუშაოთ, ყველაზე მცირე, 30 დოლარი

.

აი, იდეის ავტორის პერსონალური თამაში:

ყველაზე მნიშვნელოვანი და მომგებიანი უნიკალურობა, შემოქმედება და განათლებაა.

5 $ ით, ან, როგორც გენებოთ, 5 ვარსკვლავით, ვაფასებ
Continue reading “30$ დღეში – დღე, რომელიც ღირს”

პოსტი ჩვენს იდეალებზე

1234039_608577029194783_774243696_n

გაქვთ დევიზი?

წესები?

მე – რა თქმა უნდა 🙂

გადავწყვიტე ჩემი დევიზისთვის ერთი პოსტი მიმეძღვნა.

იყავი შენი იდეალი.

ვიყო ჩემი იდეალი – დიახაც, რომ დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ვარ მე, ოღონდ ისეთი, როგორიც მინდა ვიყო. ადამიანი, რომელიც თითქმის სრულყოფილია, თუმცა, არანაირი ზებუნებრივი ძალით არაა დაჯილდოებული. ადამიანი, რომელმაც ყველა თავისი, თუნდაც სულ პატარა უნარიც კი განავითარა. ჩემი იდეალი მოქნილია, უნაკლოდ გამოიყურება, ძალიან ჭკვიანი და ნაკითხია, ფლობს ენებს, წერს, სრულყოფილად მღერის, უკრავს, ერკვევა………………………………………………………………………………….. …………………………………………………………………………………………….. ……………………………………………………………………………………………… ………………………………………………………………………………………………. ………………………………………………………………………………………………. ……………………………………………………………………………………………… ………………………………………………………………………………………………. ………………………………………………………………………………………………. ……………………………………………………………………………………………… ………………………………………………………………………………………………. ………………………………………………………………………………………………. ………………………………………………………………………………………………. ……………………………………………………………………………………………… ……………………………………………………………………………………………….. ………………………………………………………………………………………………. ………………………………………………………………………………………………. ………………………………………………………………………………………………. ………….. ასე რომ, ჩემს იდეალს ახლა შევეშვათ და თქვენსას მივხედოთ.   Continue reading “პოსტი ჩვენს იდეალებზე”

ვეძებ… კარიერისტებს!

Image

სანამ ამ პოსტის წერას შევუდგებოდი, ჯერ იგივე სათაური “დავგუგლე” და ვეცადე გამერკვია რა მნიშვნელობით გამოიყენება ჩვენში სიტყვა “კარიერისტი”. რამდენჯერმე იყო ნახსენები, ისიც  “ფულისტთან” ერთად და მკვეთრად უარყოფით კონტექსტში. არადა ასე არაა! კარიერისტობა არ გულისხმობს საზიზღრობასა და “უმწეოთა ჩაგრავს”. უნრალოდ, ესაა ადამიანი, რომელსაც უნდა ბევრს მიაღწიოს კარიერაში და შეიქმნას საკუთარი სახელი და გვარი!

მე კარიერისტი ვარ, ფულისტიც, და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მეტიც, ვეძებ ასეთივე ადამიანებს. მეტადრე იმიტომ, რომ თავს ბოლო დროს განსაკუთრებით მარტოსულად ვგრძნობ. აბა ვის შემიძლია შევუტრიალდე და მივახალო თუ რა იდეა მომივიდა თავში, რისი გაკეთება შეიძლება, ვინმესთან ერთად დავჯდე და აინტერესებდეს თუ რა პროგრამა ვიპოვე, ან რა მინდა… მდა…

Image

ალბათ ჯერ კიდევ მტკიცედ სდგას საზოგადოებაში სოციალიზმის ფესვები, და ფიქრი ფულის შოვნის ხერხებსა და კარიერაზე ძალიან უცხო ხილია. სამწუხაროდ არავის ვიცნობ ჩემსავით ტვინის მთელი ფუნქციონირებადი ნაწილი მომავალი გეგმებით ჰქონდეს დაკავებული, იჯდეს და ფიქრობდეს თუ რა გზები გამონახოს, როგორ გადადგას წინ ნაბიჯები და ა.შ. ყველა ლაპარაკობს სხვებზე, ბიჭებსა და გოგოებზე, ტანსაცმელზე, ლექტორებზე, უნივერსიტეტზე, დავალებებზე, (კარიერა არ შემოიფარგლება კარგად სწავლით და არც ეს ბოლო ნიშნავს კარიერას!) დასვენებაზე, ოჯახებზე, გრიალსა და დათრობისა და “პახმელიის” ას ხერხზე… მე კი ბიზნეს იდეებით ვარ შეპყრობილი და სულ არ მაინტერესებს არავის ფეისბუქ პროფილი. არც არავისი დამითვალიერებია. Continue reading “ვეძებ… კარიერისტებს!”

ცვლილებების დრო

2013-sparklers_2438009b

ძალიან საინტერესო ცხოვრებას ვეწევი.

წელიწადი 3 ნაწილად მაქვს დაყოფილი, საიდანაც პირველი მოიცავს დროს 2 აპრილიდან (ჩემი დაბადების დღიდან) 1-ლ სექტემბრამდე, მეორე ნაწილი 1 სექტემბერს იწყება და 31 დეკემბერს მთავრდება, მესამე კი იანვრიდან იწყება და 1ლ აპრილს მოიცავს.

მაქვს 4 გეგმა: 1. ჩემს დეპრესიულ დაბადების დღეს დაწერილი, მეორეს ახალ წელს, უკეთეს ხასიათზე მყოფი ვადგენ (და მოიცავს დაბ. დღის გეგმას და კიდევ იმას რაც თავში მომივა), კვირის გეგმები და ყოველ დღეს შედგენილი ე.წ. “თუ დუ ლისტი.”

ბევრი ბიუროკრატია მე იმაზე მეტად მღლის, ვიდრე თქვენ ამის წაკითხვა, მაგრამ ჩემი ცხოვრების მიზნების ჩამონათვალი რომ ნახოთ, მაშინ ნამდვილად  მიხვდებით, რომ დაგეგმვა და ბევრი შრომა აუცილებელია. მაგრამ მე არ ვარ “იმნაირი” მოსაწყენი 🙂

ყოველ ახალ წელს მგონია, რაღაცეები უნდა შევცვალო, რაც დამეხმარება… ვიყო… ვიყო… არა, დავისვენო და ერთხელ ვთქვა – რა კარგია, ახლა შემიძლია ცოტა ხნით მოვეშვა…

ხოდა ახალ წელზე კარგი დრო არ არსებობს ცვლილებებისთვის. ადრეც დამიწერია, რომ მძუუუულს თვითგამორკვევაზე დაწერილი პოსტები/სტატიები/წიგნები. არც ბევრი ლაპარაკი მინდა, პირიქით, რაც შეიძლება უნდა გადავახალისო ჩემი დღის/წლისთავის და 40ის გეგმები 🙂

ჩემი ცვლილებები კი შემდეგია:

1. კარგად უნდა გავერთო. მუშაობა და გართობა და არა მუშაობა-დაძინება-მუშაობა. დროის საინტერესოდ გატარება უკეთესი განტვირთვაა ვიდრე – ძილი. კარიერის შენების ამ ეტაპიდან რაღაც საინტერესო ხომ უნდა დამრჩეს! 20 წლის ვარ სხვათა შორის!

2. მუშაობა უნდა დავიწყო. ფული მჭირდება და 1 სამსახური მესროლეთ ვინმემ!

3. სოციალური ქსელები უკვე ბოლომდე უნდა ამოვძირკვო ცხოვრებიდან. (იხილეთ ლინკი)

4. რაც შეიძლება მალე უკეთესი გარემო უნდა შევქვმნა მუშაობისთვის. ისეთი ადგილი მჭირდება, სადაც ყოველ წუთს არ შემაწუხებენ და თან ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტი იქნება… მოკლედ, მარტო უნდა გადავიდე საცხოვრებლად… და სტუდია მინდა….

5. ყველანაირდ ვეცადო თავიდან ავირიდო სასიყვარულო ურთიერთობი და ყველაფერი მაგდაგვარი!

6.  დავწერო ბევრი პოსტი იმაზე, რისი დაწერაც მეზარება ხოლმე და მერე აქტუალურობას კარგავს…

7. ვემზადები რადიკალური ცვლილებებისთვის. ახალი ქვეყანა, ახალი საქმე… მოკლედ, წინასწარ ყვეანაირად უნდა მოვემზადო!

8. მინდა იცი როგორი ვიყო? სულ არაფერი რომ არ ეზარებათ ხოლმე.  ამ შემთხვევაში თავის გატანის მეტი შანსი მექნებოდა.

9. ცოტა მივუახლოვდე მოკვდავების ცხოვრების რეჟიმს.

10. ვეგეტარიანელი ვარ და საშინლად მეზარება საჩემო საჭმელების მომზადების სწავლა. უნდა გავერკვიო კულინარიაში, რომ ფორთოხლის დაჭრა მაინც შევძლო სისხლისღვრის გარეშე. ეს კულინარიას არ ეხება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია;

11. ვიყო უფრო მობილიზებული. საგრძნობლად უნდაშევამცირო თავს გადამხდარი კურიოზების რაოდენობა.. თუ არა? კაი, იყოს, ვერთობი 🙂

12. თმა წითლად უნდა შევიღებო. ქერა მომწყინდა უკვე;

13. საბოლოოდ უნდა დავძლიო ღელვა სცენაზე დგომისას;

14.  მომავლ ახალ წელს კარგად უნდა გავერთო! დაე ეს იყოს ჩემი ბოლო წყნარი ახალი წელი…

სხვა ცვლილება არ მახსენდება…

თქვენ როგორ გაქვთ საქმე? 🙂307222_473590836031389_1151173011_n

ჩემი დიდი, ციცაბო, თოვლიანი მთა

ორშაბათი დილა: ორგანაიზერი, ყავა, სარკე,  უნივერსიტეტი, სახლი,  ტელევიზორი ჩართულია, სწავლა, მერე თუ თავი მაქვს რამე საინტერესოს გაკეთება, ძილი…….

” არასოდეს ვწყვეტთ ყვირილს. ჩვენ ჩვენს საწყისებს ვუბრუნდებით”

როცა მეგობრებს ვეუბნები, რომ საკუთარ თავს ადამიანად აღარ აღვიქვამ, ჰგონიათ, რომ საკუთარ თავს რამეს ვუშავებ, რომ დეპრესიული ვარ, თავს ვიტანჯავ… ისე, პირიქით ხდება.  ხშირად აღფრთოვანებული და გაოცებული ვარ,  ვგრძნობ, რომ ჩემი თავი უკიდეგანო  გალაქტიკაა, ისევე, როგორც მთელი გარემოცვა, მე ერთი ღვთაებრივი ტვინის ნაწილი ვარ, რომ, სადაც კოსმოსში ვმოძრაობ და ვუმჯობესდები ახალი აზრის მისაღებად, და ეს ყველაფერი ერთი წამია, რომელიც,  ლოგიკურად ვიცი რომ დამთავრდება, მაგრამ კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ ჩემი შემთხვევა რაღაც განსაკუთრებულია და უბრალოდ შეუძლებელია დამთავრდეს… შენ მოვლენა ხარ, ადამიანი, რომელიც კლდეზე ცოცხალი სამყაროს ჩრდილების მაყურებლებს ეუბნები, რომ ნამდვილი სანახაობა გამოქვაბულის გარეთაა. ქვეყნიერება ახლა და აქ არის, ჩვენს თვალწინ, ამ წამს, ადამიანები კი სადაც შორს ეძებენ… ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა.

არადა, როგორ ვიკარგებით… ღმერთმა უწყის, რამდენ რაღაცას გახვევენ თავს. ტვინი წაიღეს ლოზუნგებით: გავიუმჯობესოთ საკუარი თავი, ჩაებით ჩვენს ტრენინგში და გახდით წარმატებული, დახუჭეთ თვალები და… დაინახავთ მზეს, იშოვეთ მილიარდი, ჯერ ეს არ გააკეთოთ, სადმე დაიწყეთ მოხალისეობით, ეს ისეთი რთულია, ამისათვის მილიარდი წელი და 12000000 საათი დაგჭირდებათ, მართეთ დანარჩენები, დაზოგე წელიწადში 2 კვირა მოწევისათვის თავის დანებების ხარჯზე, მოახდინეთ შთაბეჭილება….

სასაცილოა.

სხვათა შორის, აღმოვაჩინე, რომ რთული არაფერია. ისევე, როგორც ცნება “ახალგაზრდობა” ესეც საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლადაა მოგონილი.

პრობლემა თქვენში კი არა, დილეტანტთა გარემოშია. “თუ იცი, რომ ნიჭიერი ხარ, თავი დილეტანტებს ხელში არ უნდა ჩაუგდო” – თქვა ჩემმა ემიმ.

წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი გაქვთ და მართლა გექნებათ. სისულელეების გამო ნუ დაგეცემათ თვითშეფასება. წარმოიდგინეთ რა იდეალურია იყო ადამიანი! და თუ ვიღაცას თუ არ მოეწონეთ გასაუბრებაზე, არ ნიშნავს, რომ თქვენს თავს რაღაც ვერაა. იმასაც გეტყვით, რომ გასაუბრებათა “წარმატების გასაღები” აღმოვაჩინე – რაც შეიძლება სწრაფად და დამაჯერებლად ილაპარაკეთ, “ძალიან წარმატებულად” 🙂

კინაღამ მეც შევუერთდი დაკომპლექსებულთა “მილიონნიან” რიგებს. მომინდა ნაკლებად მორცხვი ვყოფილიყავი და ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოვიტანე სახელწოდებით: “თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში” . როცა აღმოვაჩინე,  რომ დიდი იდიოტობაა, თავი ამერიკული ფილმის მარტოსული პერსონაჟი მეგონა, წიგნის მაღაზიის იმპერიაში უბედურათვის განკუთვნილ უზარმაზარ თაროებს რომ ათვალიერებს და იმ წიგნს იღებს, რომელზეც ყველაზე დეპრესიული წარწერაა. გადავწყვიტე მსგავსი რაღაც არასოდეს გავაკეთო, არც წიგნებს წავიკითხავ და არც რომელიმე ფსიქოლოგიურ ტრენინგს შევუერთდები. ადამიანი ერთდროულად შეიძლება იყოს აქტიური და მორცხვი, დაბნეული და ორგანიზებული, მორიდებული და თავდაჯერებული. არა, ნამდვილად ცუდად მაქვს საქმე. ის მამშვიდებს, რომ ეს სიტყვები ერთმანეთის ანტონიმები არაა, მრავალფროვანი ხასიათი კი იმის გარანტიაა, რომ არასოდეს მოიწყენ საკუთარი თავის სეირის ცქერით, მაგალითად, თუ მთელმა სამყარომ გაიგო როგორ თქვა ლექტორმა, რომ სხვა აუდიტორიაში უნდა მიხვიდე მეორე ლექციაზე, სასწაულის ძალით შენ ვერ გაიგებ და 2 ქულას დაკარგავ… ეს უნდა გამოსცადო! (ან, არა, იყოს…)

ვიბნევით. ყველანი ვიბნევით. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვცხოვრობთ. 1 დღე, მეორე. ირევი, მარტო ხარ, გესმის ამბები, რომლებიც ან ხდება, ან არა, აღარ იცი რაზე იფიქრო, გინდა ყველაფერს დაეწიო და გაიგო რა ხდება, იფიქრო ქვეყნიერებაზე და შეასრულო საშინაო დავალებები,  გესმის სიტყვები: განვითარება, ინვესტიცია, პიროვნული გაუმჯობესება, ტრენინგი,  სესია, იყავი უკეთესი, აირჩიე ბალი, წარმატებული, აქტიური, მოხალისე, გამოცდილება… და ყველა იბნევა. მერე სხვადასხვა ფრაზებში “გამოიჭერენ” წარმატები დევიზებს და სოციალურ ქსელში ალაიქებენ შემდეგი შინაარსის ფრაზებს:

“just do what must be done”

“don’t let anyone ever make you feel like you don’t deserve what you want”

“how to be happy – believe in yourself” ა.შ.

არაა საჭირო ყველაფრის გამეჯმენტება, ეს ფანტაზიას დააქვეითებს. მთელი აზრი კი გაოცების, აღფრთოვანების, ფანტაზიის უნარის შენარჩუნებაშია… არაა საჭირო მილიარდობით წიგნი, თუ როგორ მოვიქცეთ ორშაბათ დილით.

საუკეთესო საშუალებაა კომპიუტერის გამორთვა, მარტო დარჩენა.

თქვენ თვითონ დაიწყოთ საკუთარი წიგნის წერა, საკუთარ თავზე, რა გინდათ, რას და რატომ აკეთებთ, რა გამოძრავებთ და რას მიაღწევთ, ერთად მოუყრით თავს თქვენ მიერ მოპოვებულ თითოეულ სიბრძნესა თუ “ოქროს ფრზას”. ასე უფრო მარტივი და დალაგებული იქნება.

მინდოდა დამეწერა დაბნეულ და დაკარგულ ადამიანებზე, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან როდის ეწევიან ბედნიერებას, ილუზიაში, ვირტუალურ სამყაროში იძირებიან ისე, რომ ოცნებებს არ იხდენენ…

არადა სად მოგვეცემა ასეთი მეორე შანსი…