რა ამბებია ბერლინში

0ZkgMrBkKQ8მოკლედ, გიყურებთ მთელი ოჯახით ბერლინიდან.

აქ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გრილა, მე გავიყინე უკვე და ქურთუკზე ზრუნვა დავიწყე, თუმცა ფასებით არ ვარ აჟიტირებული და ჯერ ძებნის პროცესში ვარ. მაგრამ, რა დროს ქურთუკია, იმდენი საქმე მაქვს!

  1. პირწმინდად უნდა შევასრულო დაკისრებული მოვალეობანი;
  2. ვისწავლო გერმანული, რამეთი შეუფერხებლად ვიცხოვრო და ვიმუშავო;
  3. დავფუძნდე – მოვაგვარო ვიზების ამბები, გავიგრძელო და ა.შ.;
  4. დავაარსო ჩემი სტარტაპი;
  5. ავყვავდე ეტაპობრივად 🙂
  6. CV ს ამბებს მივხედო, ჩემს პროფესიაშიც ვიღონო რამე;
  7. შევხვდე მუსიკოსებს;
  8. შევხვდე ადგილობრივ entrepreneur ებს
  9. ხალხი გავიცნო, მეგობრები შევიძინო, გავერთო;
  10. ფული ვიშოვო კიდევ ერთხელ, რაც ძალიან მჭირდება.

მოკლედ, ბერლინი არის მწვანე. სუფთა. პასუხისმგებლობით სავსე. ლამაზი. ჰიპსტერული. მუსიკალური. ბოჰემური. გრილი. Continue reading “რა ამბებია ბერლინში”

Advertisements

9 ჩვევა 2015 წლისთვის

ახალი წლის შემდეგ სიცოცხლე გაცილებით საყვარელი ხდება ხოლმე ხალხისთვის. ბუნებრივიცაა.. ახალ წელს სიახლის განცდა მოაქვს. დეკემბრის დადგომის წუთიდან ყველას ერთი სული აქვს როდის მოვა ახალი წელი, რომ თავს ძველი ცოდვები მიუტევოს, დროზე მოახჩოს ძველი წელი, ახალი გეგმები შეადგინოს, თავი “დაირეფრეშოს” და საკუთარ თავს ინერტული ცხოვრების ცვლილებების შანსი მისცეს. თითქოს ახალი წელი რაღაც ჯებირია, რომელიც გაძლევს საშუალებას შეიცვალო, დილით სხვა ადამიანმა გაიღვიძო და ის გააკეთო, რაც გინდა (მაგრამ, რატომ არ შეიძლება ასეთი დღე იყოს, ვთქვათ, 20 იანვარი ან 27 მაისი? 31 დეკემბრით, უბრალოდ, კალენდარი მთავრდება. ეს უკვე სხვა თემაა). უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ხალხს ჰაერივით სჭირდება ისეთი რაღაც, რაც ნათლად მიანიშნებს – ძველი დრო დამთავრდა და ახალი ეტაპი იწყება.

ეხლა კი, ახლოს პოსტის შინაარსთან…

ვერანაირ ცვლილებას ვერ განახორციელებ, თუ კონკრეტულ ჩვევებს ვერ გამოიმუშავებ.

მე თუ, ვთქვათ, ღორმუცელა ვარ, 15 იანვრიდან ( 🙂 ) კი დავჯდები დიეტაზე, 5 კილოსაც დავიკლებ, მაგრამ 30 იანვარს კვლავ მკლავებს ავიკაპიწებ. იმიტომ, რომ ზომიერად და სწორად კვების ჩვევა არ მექნება გამომუშავებული.

მეც ბევრი ჩვევის გამომუშავება მინდა.

  1. მინდა ადრე ავდგე. Night Owl დან ტოროლად გადავიქცე, რაღაც პერიოდით მაინც. სტატისტიკაა, რომ ყველაზე პროდუქტიული ადამიანები ადრე დგებიან. ანა ვინტური 5 საათზე ჩოგბურთს თამაშობს, ჩემი ერთ-ერთიო სულიერი მამა (რიჩარდ ბრენსონი, სტივენ ტაილერის და დევიდ ბოვის მხარდამხარ))), ასევე უთენია წამოფრინდება ხოლმე. უი, ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე ხომ გახსოვთ? 🙂 მოკლედ, სიას არ გავაგრძელებ. ჩვევის გამომუშავებას 21 დღე სჭირდება. დღეს პირველი დღეა (ადგომის დრო 06:40).
  2. მინდა თვითდისციპლინა ახალ დონეზე ავიყვანო.
  3. თვითგანათლებაც;
  4. გავანაწილო არა დრო, არამედ ენერგია. სისულელეა იმაზე დროის დახარჯვა, რაც ნაკლებადღირებულია. მომკალით და, ჩემ მიერ შედგენილ 30$ იან სქემაზე უკეთესი მეთოდი ჯერ არსად შემხვედრია. მაინც სისულელეებში მეხარჯება უამრავი დრო… ჰოდა, ყველაფრის პრიორიტეტების მიხედვით დახარისხება უნდა ვისწავლო. 
  5. არ გავატარო არცერთი დღე უქმად! თქვენი არ ვიცი და, ნებისმიერი არანაყოფიერი დღე (თუ წინასწარ არ გადავწყვიტე, რომ ასეთი დღე მქონდეს), ძალიან დიდ მორალურ დარტყმას მაყენებს. ჩემთვის მოქმედება და ბედნიერება ერთმანეთის სინონიმებია. მხოლოდ მოქმედებას მოაქვს სიხარული, თვითკმაყოფილება და მინარჩუნებს იმედებს, მოტივაციას, საკუთარი თავის პატივისცემას… პრინციპში, ესეც თვითდისციპლინის ნაწილია.
  6. ვიზრუნო ჯანმრთელობასა და სხეულზე. ეს სავალდებულოა!
  7. ვიყო გაცილებით უფრო ძლიერი. ძლიერი, რომ შევძლო და დავდგე ყოფით პრობლემებზე მაღლა, გადავლახო ის პრობლემები, რომელბიც ჩემი იდეების რეალიზებაში მიშლის ხელს, ძლიერი, რომ გადავლახო სიბრაზე კონკრეტული ადამიანების თუ გარემოებების მიმართ… ალბათ, ესეც თვითკომუნიკაციის ნაწილია.
  8. ვიყო გაწონასწორებული, დალაგებული და მშვიდი. როგორ მიჭირს ხოლმე… (ამ ცეცხლოვანებას ვერაფერს ვუხერხებ 😀 😀 😀 )
  9. PROCRASTINATION – ნებისმიერი გეგმის მთვარი მტერია, რომლის მართვაც უნდა ვისწავლო. (თარგ. გაჭიანურება, გადადება). ესაა გონების ბუნებრივი მოთხოვნილება არ დაიწყოს საქმე, რომელიც ერთულება, ედიდება და ა.შ. ამიტომაა, რომ მუშაობის წინ (განსაკუთრებით, თუ ეს საქმე უუუმნიშვნელოვანესია), შეიძლება ყველაფერი “იკადროთ” 🙂 – უყუროთ სასაცილო ვიდეოებს, დააკრიალოთ ოთახი, გაგახსენდეთ კლასელი, უყუროთ, რავიცი, ირონია სუძბის 🙂 მუშაობის დაწყებამდე გონებას ავტომატურად ეფიქრება ყველა იმ რთულ მოქმედებაზე, რომელიც უნდა შეასრულოს. მისი გადალახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს.

ა. დავყოთ მოქმედებები სულ პატარა ნაწილებად და გონებას ვაგრძნობინოთ, რომ გვაქვს ბევრი დრო და არანაირი სტრესი (თუნდაც ცეცხლი გვეკიდებოდეს!). აი, მაგალითად, თუ ძალიან ბევრი გაქვთ სამეცადინო ტესტისთვის (მალე უნდა გავბრძანდე ტოიფელზე), თქვით, რომ უნდა ისწავლოთ 5 სიტყვა 1 საათში. თქვენ ასე წარმოიდგინეთ…

ბ. უბრალოდ, უნდა ავდგეთ და დავიწყოთ რამის კეთება. ადრე დავწერე, რომ არსებობს Zeigarnik Effect – გონების მოთხოვნილება დაამთავროს დაწყებული საქმე. ჰოდა, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ  მოქმედების დაწყების შემდეგ თქვენში არნახული პერფექციონისტი გაიღვიძებს, რომელსაც ძალიან უნდა საუკეთესო შედეგები მიიღოს. ერთ რამედ ღირს ეს გრძნობა!

გისურვებთ დიდი ნაბიჯების გადადგმას, წარმატებებს, საკუთარი თავით სიამაყეს, ბევრ თავგადასავალს, მოგზაურობას, ევროკავშირს და ძალიან, ძალიან პროდუქტიულ 2015 წელს.

ჰოდა, ცვლილებების დრო ხომაა ახალი წელი… დღეს 4 იანვარია, იმედია ცოტა მოგბეზრდათ უსაქმურობა, თან იცით, რომ თუ ცვლილება და მოქმედებაა, მალეც უნდა დაიწყოთ… იმედია, ჩემი დილის პოსტი ნაბახუსევზე გესიამოვნებათ 🙂

ვარჯიში – ნაწილი 2

პირველი ნაწილი იხილეთ აქ.

დღეს, ვარჯიშის დაწყებამდე ჩემი საყვარელი ვარჯიშები “ამოვყარე”, რომ თანმიმდევრულად მევარჯიშა.

მერე ვიფიქრე, ბარემ მკითხველსაც გავუზიარებ მეთქი.

ფიტნეს არხები გუშინ გაგიზიარეთ, სადაც თავად აარჩევთ  სასურველ ვარჯიშებს, ახლა კი ჩემს სიას შემოგთავაზებთ. (ყველას ერთად ვერ შეასრულებთ, ამიტომ ან ერთი გააკეთეთ თავიდან ბოლომდე, ან სამიზნე “ნაწილების” დასამუშავებლად სხვადასხვა მონაკვეთებს უყურეთ.)

1. ვარჯიში სინდის კლასიკით დაიწყეთ.

2. მერე საცეკვაო ფიტნესზე გადადით.

3. მერე შპაგატშიც ხომ უნდა ჩაჯდეთ!

ჯერ ფეხის კუნთები გაახურეთ;

მერე ეს ვიდეო ნახეთ;

ეს ვიდეოც მოგეწონებათ;

ეს კი middle splits – ცენტრალური პოზა.

4. ბოლოს კი დუნდულების ლამაზ ფორმაზე იზრუნეთ.

მეყო დასვენება, წავედი უნდა გავაგრძელო 🙂

 

ენერგიის ნაკლებობა

lack of energy

არ ყოფილხართ უენერგიოდ?

ახლა ვარ ზუსტად ასე.

არადა ვის სცალია ძილისთვის, ბოდიალისთვის, მთქნარებისთვის, “მეტყველი” გამოხედვისა და უქნარობისთვის.

ეს რამდენიმე დღე კი, ამ გაგანია დედლაინების პერიოდში, არც ერთის ნაკლებობას არ ვუჩივი.

დღეს ჩემს სამუშაო ბინაში ავედი (ეგეთი ადგილიც მაქვს 🙂 ), ტკბილად გამოვიძინე (3 საათი!) და ცხელი ყავისა და დედაჩემის გამომცხვარი პასკების ხათრით უკან წამოვედი. ხომ წარმოგიდგენიათ თავს რა დამნაშავედ ვგრძნობ! ჩემი სხეული მე არ მეყუდვნის.

ხოდა, ტონუსი ხომ უნდა ავიწიო! ყველა, ყველა და, ის კი ვიცი, საკუთარი სხეულისადმი შეუბრალებლობა რომ არაფრად წამადგება. უნდა დავეხმარო! (აქ გმირის სახე წარმოიდგინეთ)

გაზაფხულიაო, ესაო, ისაო, მე არ ვიცი, მაგრამ ამ პრობლემას სასწრაფოდ სჭირდება მოგვარება! (აქ ბეტმენი წარმოიდგინეთ)

აი, შველის სტანდარტული მეთოდები.

1. ვარჯიში. როგორც წესი, ეს იდეალური მეთოდია თვალების გასაფართოებლად და მეც მშველის. რამდენ რამეს გაგიზიარებდით!

დიდი სიამოვნებით ჩავყრი რამდენიმე ლინკს ჩემი საცავიდან. ეს იმ “არხების” ლინკებია, რომლებზეც ვარჯიშებს იპოვით.

http://www.youtube.com/channel/UCGb34D3ThpmjLNn-FLv2_yQ –  ჩემი ფავორიტი.

http://www.youtube.com/channel/UCiP6wD_tYlYLYh3agzbByWQ

https://www.youtube.com/user/XFitDaily

https://www.youtube.com/user/BeFit

https://www.youtube.com/user/passion4profession

2. ძილი. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მონოფაზური, ასევე პოლიფაზური ძილის მეთოდები.

დაწვრილებითი ინფორმაცია ძილის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე. 

3. კვება. უნდა მივიღოთ ბევრი ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი და აქ ისეთი რამეები უნდა დავწერო, რაც ისედაც იცით. მეც მეზარება სალათების მომზადება და სასტიკად არასრულფასოვნად ვიკვებები, მეტადრე, რომ ვეგეტარიანელს მეტი ყურადღება მმართებს. ხოდა, ამას უნდა მივხედო. უნდა მივიღო კვეეერცხი, რძის ნაწარმიიი, ხიილი, ბოსტეულიი… (აქ ჩამოთვლის ინტონაციური მეთოდია გამოყენებული 🙂 )

oldie-10

4. ბევრი სითხე დალიეთ. 1 ჭიქა წყალი საუზმობამდე და 1,5 ლიტრი მაინც მთელი დღის განმავლობაში. კიდევ – ნატურალური წვენები და რძე (მაგრამ მე ატანა არ მაქვს).

5. ტკბილეულობა მიიღეთ! გლუკოზა საჭიროა. აქვე გირჩევდთ თაფლს და შავ შოკოლადს. (ეს ვინ არ იცით)

6. საღეჭი რეზინი. დამტკიცებულია, რომ 3ჯერ ზრდის ენთუაიაზმს და სამუშაო განწყობას.

7. მოტივაცია. ისეთი მწველი მოტივაცია, განადგურებულსაც რომ აგაყენებს. აიმაღლეთ მოტივაცია! leonardbillboardtimes-thumb-400x257-500

დარწმუნებული ვარ ახალი არაფერი დამიწერია, სასარგებლო ლინკებს თუ არ ჩავთვლით.  საკუთარ თავს უფრო შევახსენე რომ დროა ავდგე და ხილი დავიჭრა.

როგორ მეზარება…