რა ამბებია ბერლინში

0ZkgMrBkKQ8მოკლედ, გიყურებთ მთელი ოჯახით ბერლინიდან.

აქ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გრილა, მე გავიყინე უკვე და ქურთუკზე ზრუნვა დავიწყე, თუმცა ფასებით არ ვარ აჟიტირებული და ჯერ ძებნის პროცესში ვარ. მაგრამ, რა დროს ქურთუკია, იმდენი საქმე მაქვს!

  1. პირწმინდად უნდა შევასრულო დაკისრებული მოვალეობანი;
  2. ვისწავლო გერმანული, რამეთი შეუფერხებლად ვიცხოვრო და ვიმუშავო;
  3. დავფუძნდე – მოვაგვარო ვიზების ამბები, გავიგრძელო და ა.შ.;
  4. დავაარსო ჩემი სტარტაპი;
  5. ავყვავდე ეტაპობრივად 🙂
  6. CV ს ამბებს მივხედო, ჩემს პროფესიაშიც ვიღონო რამე;
  7. შევხვდე მუსიკოსებს;
  8. შევხვდე ადგილობრივ entrepreneur ებს
  9. ხალხი გავიცნო, მეგობრები შევიძინო, გავერთო;
  10. ფული ვიშოვო კიდევ ერთხელ, რაც ძალიან მჭირდება.

მოკლედ, ბერლინი არის მწვანე. სუფთა. პასუხისმგებლობით სავსე. ლამაზი. ჰიპსტერული. მუსიკალური. ბოჰემური. გრილი. Continue reading “რა ამბებია ბერლინში”

Advertisements

6 მარტივი გზა უცხო ენის სასწავლად

10569049_443208629155326_7828143323388014491_nძალიან მსიამოვნებს ახალი ენების სწავლა.

ენის სწავლა არ ნიშნავს ჩვენი ბედკრული სკოლების (საბჭოთა) მეთოდების გამოყენებას, (ეგ საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაულია). სწორედ ასე ვახერხებ სიამოვნება მივიღო ახალი ენის სწავლით.  10-10 საათი ჯდომა და სავარჯიშოების ზედმიწევნით კეთება ნამდვილად გადამრევდა.

მთავარია ის ენა მართლა გიყვარდეს და იმ კულტურაზე გიჟდებოდე, გქონდეს მოტივაცია, მოგწონდეს ხალხი და იქ ყოფნა ძალიან გინდოდეს.  Continue reading “6 მარტივი გზა უცხო ენის სასწავლად”

ბულგარეთი და ჩემი ამბები

გამარჯობა მეგობრებო!

როგორც ყოველთვის, ჩემს ტვინში ერთი ალიაქოთია, მიუხედავად იმისა, რომ სულ მაგის ლაგებაში ვარ. ჰოდა, შემდეგი პოსტი ტვინზე იქნება. მაგრამ სანამ მაგის წერას შევუდგებოდე, ტრადიციისამებრ, ჯერ მსოფლიოსა და ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს გადმოგილაგებთ.

CAM01260

1. ბულგარეთში ვარ, ბლაგოევგრადში. ეს მეორე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანაა, რომელშიც ვყოფილვარ და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს იავარქმნილ საქართველოს კრიტიკას არ ვაკლებ, ვიტყვი, რომ ორივეს საქართველო ჯობია (მირჩევნია არა, ჯობია). არა ყველა კრიტერიუმით, რა თქმა უნდა, მაგრამ…

აი, (მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრით), ჩვენი ახალგაზრდობა უფრო განვითარებული და აქტიურია, ვიდრე ბულგარეთის, და, გემოვნების ამბავშიც ვჯობნით. ეს უკიდურესად ინდივიდუალურია, მაგრამ, რავიცი… არასოდეს მომეწონება ბულგარული მუსიკა (თურქულ მუსიკას გავს და უსაზღვროდ პოპულარულია), არც თვლებით და ბეწვეულით გაწყობილი ტანსაცმელი…

სხვა რა მოგახსენოთ…

ბუნება საკმაოდ სასიამოვნოა, წარა-მარა საქართველოს მახსენებს ხოლმე, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც ჩვენნაირად “წარმატებულია”… ქუჩის ბავშვები, დასუფთავების სამსახუროის მოსვლამდე ნაგვის ამოქექვა, ქუჩის ცხოველები და მათხოვრები ბულგარეთსაც არ აკლია.

მოკლედ, დაახლოებით იგივე საქართველოა, ოღონდ შავი ზღვის მეორე მხარეს.

ღირსშესანიშნაობები არ აკლია, რამდენადაც ვიცი, მაგრამ ჯერ სოფიას გარდა სხვა ქალაქი არ მინახავს. სოფია რომი ნამდვილად არ არის, მაგრამ მშვენიერი, მშვიდი და მოკირწყლული ცენტრი აქვს ეკლესიებით და კაფეებით.

სხვა პოსტებში მეტს მოგიყვებით ბულგარეთის შესახებ. ეხლა დღის მთავარ თემაზე გადასვლა მეჩქარება.

2. ბულგარეთში რას ვაკეთებ და, EVS ის მოხალისე ვარ და ამ გამოცდილებასაც აუცილებლად დეტალურად გაგიზიარებთ.

ჩემს მოღვაწეობას თვალი შეგიძლიათ ამ ბლოგზე მიადევნოთ, რომელსაც აჟამად მე ვხელმძღვანელობ 🙂

3. ახალ შარში ვარ, რომელსაც 22 აპრილს ტესტ დაფის Test DaF (როგორც “ტოიფელი” ინგლისურისთვის) გამოცდა ქვია. უკვე დავრეგისტრირდი, ამიტომ, სხვა რაღა დამრჩენია, დღეში 5-6 საათი მეცადინეობის და გერმანულ ენაში “გადაცხოვრების” გარდა, რომ ჩემი ბ1-ბ2 გერმანული ბ2-ც1 ად ვაქციო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ 1 თვეში 2 წიგნი უნდა გავიარო, სულ გერმანულს ვუსმინო, ვთარგმნო, ვწერო, ვილაპარაკო და ვიკითხო.

სწორად ვიქცევი. არ შეიძლება ჩემსავით ენის 3 წლის განმავლობაში სწავლა. (1,5 წელი მასწავლებელთან ვიარე, მერე დროის გამო შევეშვი და არც დამოუკიდებლად მომიკლავს თავი, მერე დამოუკიდებლად აღვიდგინე, მაგრამ სისტემატურად არ მიმეცადინია, 3 დღე-1 კვირა ვიმეცადინებდი, 1-2 თვე არა და ა.შ.)

შედეგი კი ისაა, რომ ყველა სიტყვა საშინლად “მეცნობა” რომ ვუყურებ, მაგრამ არ მახსოვს. ლექსიკონში ჩავიხედევი და ვოხრავ: “აააა, ხო, ხო…. გამახსენდა”.

1 თვეში პასივიდან აქტივში უნდა გადმოვტუმბო გერმანული და გამოცდაზე სულ 4ები და 5 ები ავიღო. არ მაინტერესებს, 130 ევროს მიმცემი მეორედ არ ვარ!

მორალი: ენას სჭირდება ძალიან სწრაფად “გადავლა”, უცებ მიხტომა, ტვინის იმ ენაზე მომართვა (ეხლაც, ქართულად არ უნდა ვწერდე წესით)… ბევრი კითხვა, ლაპარაკი, “ზუთხვა”, ტესტების კეთება, წერა და მერე სწრაფადვე სერთიფიკატის აღება. მერე კი, ყოველ დღე (ეს ყველა ენის აუცილებელი მოთხოვნაა), იმ ენაზე რამის გაკეთება (მაგალითად, 1 სტატიის წაკითხვა ან რამე) და ა.შ.

ეხლა კი მეორე პოსტის წერას შევუდგები, სანამ მუზა გადამივლის.

თუმცა, კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა შესავლის სახით…

bremerhaven

Brainstorming და სტრესის მართვა ( Toefl / TestDaF გამოცდებამდე რჩება….)

management

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საკუთარი უნივერსიტეტის სტუდენტი 🙂 (თანაც, lifelong). ზუსტად ჩემი ბლოგის შესაფერისი დასაწყისია 🙂

საკუთარ თავს დავუარსე უნივერსიტეტი (ნაკლებს როგორ ვაკადრებ), რომელშიც, დარგების მიხედვით გავაერთიანე ყველაფერი, რაც კი დედამიწის ზურგზე მაინტერესებს და რისი სწავლაც მინდა/მჭირდება, და დღის განმავლობაში საათების რაოდენობაც გამოვყავი. რის ხასიათზეც ვარ, იმის ვიდეოკურსებს ვუყურებ, წავიკითხავ, ა.შ. მოკლედ, კარგი რამეა 🙂

ამ უნივერსიტეტს, გარდა თეორიული დანიშნულებისა, პრაქტიკული მიზნებიც აქვს – შედეგები მაგიდაზე უნდა “დაიდოს”.

ჰოდა, დადგა ჟამი ჩემი უცხო ენათა მიმართულების ფაკულტეტმა ( 🙂 ) ჯაფის ნაყოფი გამოისხას და ენის სერთიფიკატებად გადაიქცეს. სხვა მიმართულებებს ამ პოსტში არ შევეხები 🙂

ა. ინგლისური ენა

სამწუხაროდ, IELTS მომდევნო გამოცდა მხოლოდ თებერვლის ბოლოსაა, შედეგები მარტის დასაწყისში მეცოდინება, რაც არ მაწყობს. ჩემთვის საინტერესო პროგრამების დედლაინები გაცილებით ადრეა.

ჰოდა, ისევ ძველ, ნაცად ტოიფელს მივუბრუნდი. გადავწყვიტე რაც შეიძლება სწრაფად გავიდე ტესტირებაზე, რომ მინიმალური რაოდენობის პროგრამები “გავმაზო” სერთიფიკატის მიღებამდე. იანვრის დასაწყისი გადავწყვიტე.

გამოცდამდე რჩება… 20 დღე.

ჰოდა, თუ გასვლაა, გასვლა იყოს –  ძველი ქულა 3 ნიშნა რიცხვამდე უნდა გავიუმჯობესო! -_- ჩელენჯ აქსეფთიდ.

ეხლა გადავიდეთ ამ ყველაფერში (კერძოდ, უდროობაში) დადებითი მხარეების აღმოჩენაზე.

1. რეალურად, brainstorming ყველაზე ეფექტური მეთოდია. წინ რომ 2 თვე მქონდეს, შვებით ამოვისუნთქავდი, მაგრამ, საკითხავია რეალურად რამდენი დღის განმავლობაში ვიმეცადინებდი, ან, ამ დღეებში რამდენი საათის განმავლობაში. Continue reading “Brainstorming და სტრესის მართვა ( Toefl / TestDaF გამოცდებამდე რჩება….)”

ცოტ-ცოტა ყველაფერი და ჩემი დედლაინების ნუსხა

რადგან გადავწყვიტე, რომ საკუთარი პროდუქტიულობა და უნარები საჯაროდ გავიუმჯობესო (და რაღაცეების გახალტურების შემთხვევაში თავზე ლაფი საჯაროდ დავისხა 🙂 ), სამართლიანი იქნება ყველა ის მიზანი ჩამოვწერო, რომელთა მიღწევაც გულს სწადია – იმისთვის, რომ ვიამაყო საკუთარი თავით და იმაზე მაგარი გავხდე, ვიდრე დღეს ვარ.

როგორ გამოიყურება ჩემი იდეალი: (როგორც პიროვნება & მისი უნარები)

WARNING – პოსტის ავტორს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს, და, მისდა სამწუხაროდ, არცთუ ცოტა აკლია იდეალურობამდე, წარმოსახვით იდეალურ ხატებამდე. ეეჰ…

  1. ჩემი იდეალი ყველაზე ელეგანტური გოგოა;
  2. ძალიან მამაცი;
  3. განათლებული და ნაკითხი;
  4. კარგად ცეკვავს და ძალიან მოქნილია;
  5. ლაპარაკობს ინგლისურ, გერმანულ, ნორვეგიულ, იაპონურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე და თავში თუ ადგილი დარჩა კიდევ მიამატებს რამდენიმეს. (ჩინურს, კორეულს, იტალიურს, პორტუგალიურს… ამჯერად სხვა არაფერი ახსენდება); რა ზედმეტი მტკიცება იმას უნდა, რომ ყველას არაჩვეულებრივად ფლობს. (ეს გეგმა უკვე “ჩაშვებულია” და წარმატებით მიმდინარეობს. სხვაობები სხვადასხვა ენებს შორის დიდია, მაგრამ ვეცდები 25 წლამდე ყველაზე შემეძლოს წიგნის თავისუფლად წაკითხვა)
  6. ჰირომივით უკრავს პიანინოზე; ნუ კარგი, იყოს ვალენტინა ლისიტსა…
  7. ძალიან მაგრად მღერის (კლასიკა + “ესტრადა”. ცოდვა გამხელილი ჯობს, და ამჟამად პირველი უკეთ გამომდის…)
  8. ყველაზე ლამაზ სიმღერებს წერს;
  9. მუსიკის პროდიუსირებაში ერკვევა და კუსტარულადაც პროფესიონალურ დემოს ამზადებს.
  10. კარგად და საინტერესოდ წერს ძალიან მაგარ რაღაცეებს…
  11. ძალიან მხიარული, ოპტიმისტი, გამტანი და შრომისმოყვარეა (უკვე მშვენიერი ვარ 🙂 )
  12. არაჩვეულებრივად ერკვევა ფინანსებში, ეკონომიკურ ჯადოქრობებში და, რა თქმა უნდა, საკუთრი ბიზნესი აქვს! (coming earlier than expected…)
  13. აქვს ყველაზე მაგარი სტილი, გემოვნება და კარგად კერავს. (ამჟამად კი შემიძლია შემთხვევით საკუთარი თითები მივაკერო ერთმანეთს)
  14. შეუძლია მანქანის მართვა – ახლა კი საჭეზე ფიქრიც მაშინებს. მეტადრე, ცხოველების უნებლიე დაშავება, ავარიის გამოწვევა და ასეთი ამბები. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი მგონია, რომ ან ვიღაცას ვეჯახებით (ჩაფიქრებულ, მაქსიმალურზე “აწეული” მუსიკით დამტკბარ და უკიდეგანობაში მზირალ ქვეითს, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე კი არა, გაჩერებასთან მიმდებარე ტრასაზე დგას. სულ მგონია, რომ სახეში სარკე მოხვდება, ან ოფიციალურად დავეჯახებით. არცთუ უსაფუძვლოდ….) ან ჩვენ გვეჯახება ვიღაც (ისე, დამუხრუჭებისა და გინებების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, მეტად საფუძვლიანი შიშები მაქვს). მოკლედ, ჩემს სათუთ არსს არ ძალუძს ამხელა ტრამვას გაუძლოს, თბილისის საგზაო მოძრაობა რომ ქვია… (ჰ) მაგრამ, მაინც ჩემი სასწავლია.
  15. კარგი კულინარია – სწრაფად ამზადებს მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს კუთვნილ უგემრიელეს, ვეგეტარიანულ კერძებს! მოკლედ, მინდა შეფივით ვირტუოზი მზარეული ვიყო. ამჟამად კი ნამდვილად ასეთი ვარ – ოღონდ დამბლადაცემული. შემიძლია შემოგთავაზოთ დამწვარი კვერცხი, დამწვარი კარტოფილი, მაკარონი (რომელსაც სულ რაღაც აკლია და არ ვიცი რა), უფორმო მჭადები, ჩაცომებული პიცა და ა.შ. ჩემს ყველა წარუმატებელ ექსპერიმენტს ნუ ჩამომათვლევინებთ. მართლა ვწუხვარ.
  16. იდეების გენერატორია. კარგი, სწორი და მაგარი იდეების განმახორციელებელი! რომელიც ყველაფერს შეიძლება ეხებოდეს.
  17. დარწმუნებული ვარ, აქ კიდევ უნდა ეწეროს რაღაცეები…

ასე განსაჯეთ, ეჭვი არ მეპარება, რომ ყველას შეგვიძლია ისეთები ვიყოთ, როგორებიც გვინდა, არც რამე სირთულეა ამაში. ყველაფერი იმაზე რთულად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეშია.

ეს იდეალი რას ფლობს, რას აკეთებს და რას გააკეთებს, სხვა საქმეა. რა ენაღვლება, იდეალურია…

წინა პოსტში დავწერე, რომ მინდა ძალიან სწრაფად გავაკეთო თუ მოვიშორო რაღაცეები.

ამ პოსტის მეორე ნაწილში დედლაინებს და უახლოეს საქმეებს ჩამოვთვლი, პერიოდულად კი მოგაწვდით სხვადასხვა რესურსს და ინფორმაციას სხვდასხვა პუნქტის შესახებ.

  • 25 აპრილი – საბაკალავრო ნაშრომის დასრულების დღე; (ეს დიდი-დიდი 30 აპრილამდე შეიძლება გადაიწიოს)
  • 4 მაისი – მოვიშორო უნივერსიტეტის საგნები (დაჩქარებული წესით გავიარო სრული პროგრამა, გარკვეულ საგნებში მაინც – მაკროეკონომიკა, ნორვეგიული, და ყველაფერი ის, რის მომავალ რიდერებზეც ხელი მიმიწვდება)
  • გერმანული ავქაჩო მყარ ბ2.2 მდე. დედლაინი – 1 ივნისი.
  • 1 თვეში შპაგატში ჩავჯდე – 8 მაისამდე;
  • რადგან ივნისის შუა რიცხვებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ “გასვლითი” გამოცდები მაქვს, საჭიროა 20 მაისამდე ყველაფერში ძალიან მყარად ვგრძნობდე თავს. (სულიერი სიმშვიდისა და ფსიქიკური წონასწორობისთვის) ეს სულ რაღაც 1 თვეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საბაკალავრო ნაშრომის წერა საზიზღარი და გაწელილი პროცესია. გამოცდები 6 ნაწილისგან შედგება.
  • მაისის ბოლომდე (31) ბიზნესის ქართულ ნაწილს უნდა მივხედო. ეს ბევრი არაა.
  • 10 ივნისამდე უნდა ვისწავლო 5 გემრიელი კერძის დამზადება მაინც!
  • თმა უნდა შევიღებო და ვარცხნილობა შევცვალო. ეს ყველაზე მარტივი რამეა.
  • ამ ყველაფრის პარალელურად, ზემოთჩამოთვლილი პუნქტების მუსიკალური ნაწილი უნდა გავიუმჯობესო. ეს ხანგრძლივი და მშვენიერი პროცესია, მაგრამ შრომას ნამდვილად მოითხოვს!
  • ვისწავლო ადრე ადგომა! უკვე 3 ჯერ გამომივიდა!

წვრილ-წვრილი და უამრავი ყოველდღიური საქმით თავს როგორ შეგაწყენთ!

აი, ჩემი მნიშვნელოვანი დედლაინების კალენდარი.