Coming soon on this blog & 9 რამ, რაც ერთდროულად ხდება ჩემს თავს

10440648_756890817709360_1943020948598851701_nგამარჯობა!

შემოვირბინე, რომ მოკლედ მოგახალოთ რას ვაკეთებ და რაზე დავწერ პოსტებს 🙂

  1. ტოიფელის გამოცდა 25 იანვარს მაქვს (მანამდე ვერ დავრეგისტრირდი) და ვმეცადინეობ;
  2. ვეძებ უნივერსიტეტებს, სტიპენდიებს და საძიებო რესურსებსაც მივუძღვნი პოსტს;
  3. თავს ვიმტვრევ იმაზე, როგორ შეიძლება ფულის შოვნა. ვეძებ გრანტებს, იდეების ბრეინსტორმინგ სესიებს ვაწყობ;
  4. ჰო, სესიები საკუთარ თავთან. ეს აუცილებლად საპოსტო რამეა;
  5. ვეძებ კონკრეტული სახელმწიფოების გრანტებს და პირობებს სტარტაფებისთვის. ამაზეც უნდა დავწერო;
  6. კიდევ, ვცდილობ ერთი “პირადული” ამბის გადახარშვას, ვიღაცის თავიდან ამოგდებას და მსგავს რამეებს. ეს ურთიერთობები რა შარი ყოფილა! თან, რამხელა ადგილს იკავებს ტვინში და რამხელა ტკივილი მოაქვს. იმ ხალხის გამკვირვებია, პარტნიორებს დასტა-დასტა რომ იცვლიან. ნერვები მაგათ ქონიათ, ფიფელ.
  7. ამ ბოლო დროს სულ არ მაქვს რამის შექმნის განწყობა, ამიტომ იქნებ ამას მაინც მოვაბა თავი. სახლსაც გავალამაზებდი.
  8. თანამოაზრე პარტნიორები მყავს მოსაძებნი ხელოვნების დარგში. ამჟამად მუს. პროგრამების “დამუღამებას” ვცდილობ;
  9. ბოლოს, აი, ეს ხდება!

დიდი გეგმები და ცოტა დრო

ჩემს ID მარათონს გახსნილად ვაცხადებ! თუ ჯერაც არ გამომიცხადებია.

თავისუფლების ფასის მნიშვნელობა ყველამ ვიცით, მაგრამ, როცა საქმე თავად საქმეს და „შედეგების” გადმოლაგებას ეხება, დედლაინები და შეზღუდული დრო ნამდვილად მისწრებაა.

რა ჯობია თავისუფლებას – გადმოიღე წიგნი, ჩაჯექი მეგობრებთან, აიდუღე ჩაი, წერე, იკითხე, იფიქრე, გადაწყვიტე რა გინდა და რა გიყვარს, იოცნებე…

აქვე, წარმოიდგინე 1 კვირაში 5 დედლაინი და ამბები, კიდევ სარბენიც რომ გაქვს, მომდევნო კვირაც რომ მსგავსი გელის და ა.შ….
მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ასეთი დღეების შემდეგ გაცილებით მეტი თვითკმაყოფილება და შედეგია სახეზე.

პროდუქტიულობა

(მაგრამ, თავისუფლება თუ არ გაქვს, ჩვეულებრივ საქმიან და უაზრო ბიუროკრატად გადაიქცევი, ისეთად, მთლიანი ფოკუსის შესახებ წარმოდგენა რომ არ აქვს. ამ პოსტში ამაზე არ ვილაპარაკებ.)

ჰოდა, ასეთია ჩემი მარათონის იდეა – ავიღებ ბევრ საქმეს და პატარა დროის მონაკვეთს. მინდა ყველაფერი მოვასწრო და რაღაც საქმეებს მთელი მარადისობა არ დავუთმო. მერედა, რამდენი რამეა გასაკეთებელი (და მისაღწევი)!!
დამტკიცებულია, რომ გონებრივი იერიში მუშაობის ყველაზე ეფექტური გზაა. ეს მარტო ინფორმაციის მიღება /ათვისებას არ ეხება.

შედეგებს და რეპორტებს  ჩემს იდ ბლოგზე განვათავსებ.

მოგიწოდებთ ამყვეთ და თქვენს მოკლევადიან დიდ გეგმებს გვერდით „ჰაშტაგი” – #ID ც აუცილებლად მიუთითეთ!

ჰო, ჩემი მარათონის პირველი ნაწილი ეხება იმ საქმეების მოშორებას, რომლებიც ხელს მიშლის ცხოვრების გაგრძელებაში და ზემოთხსენებული თავისუფლების მოპოვებაში. თუ არ გავთავისუფლდი, მთავარზე ვერ გადავალ. Continue reading “დიდი გეგმები და ცოტა დრო”

გეგმა “ა”, გეგმა “ბ”, ა.შ…

noplanb13 მარტი თენდება. როგორც იქნა, მოვიცალე ჩემი ბლოგის მოსანახულებლად, ჭიქა ყავა მოვიდგი და…

და ისევ ჩემზე მოგიყვებით.

საკმაოდ რთულია ერთდროულად შეძლო იყო კრეატიული, თავით გადაეშვა იდეების სამყაროში, მეორე ხელით კი საბაკალავროს წერდე, გრანტებს იძიებდე, ინგლისურის ტესტის შედეგის გაუმჯობესებაც გინდოდეს (ე.ი. ტოიფელის 3ნიშნა რიცხვამდე აწევა), თან ვიზის ამბებს არკვევდე და მოკლედ, შენი სურვილებისთვის რეალურ ბაზას ქმნიდე.

საკუთარ თავს კარგად ვიცნობ. ვცდილობ გავიაზრო რა მინდა, რა შემიძლია, საორიენტაციოდ თვალი გადავავლო ჩემი აზრით იდეალური მომავლის წარმოსახვით რუკას და საკუთარ თავს ვუსმინო. საკუთარი თავის შესაცნობად პირადი ზოდიაქოც კი შესწავლილი მაქვს.

ჰო, აქ ერთი-ორი (და სხვა მრავალი) ბრაკი თვისება დამაფერთხა თავს გალაქტიკამ.

ამ პოსტისთვის ყველაზე რელევანტური შემდეგია:

თავს ვერ ვარიდებ შეჯიბრებებს.

უფრო სწორად, ქვეცნობიერად სულ ვცდილობ საუკეთესოს/ჩემზე უკეთესს “გავეჯიბრო”, ვიყო ყველაზე მაგარი ყველაფერში, ვიღაცას თუ რაღაც შეუძლია, მეც უნდა გავაკეთო, ა.შ…. ეს თითქოს ცუდი არ არის, მაგრამ გამჭრიახმა ავტორმა სწორად შენიშნა – ფრთხილად იყავი, ენერგია სწორი მიმართულებით წარმართე და რაც არ გჭირდება იმასთან ჭიდილს თავი დაანებეო.

გასაგებია ანა, მაგრმ გეგმა “ა” და გეგმა “ბ” რა შუაშიაო, იკითხავთ. ახლავე აგიხსნით.

ჩემი გეგმა “ა”  მუსიკალური კარიერის აწყობაა; Continue reading “გეგმა “ა”, გეგმა “ბ”, ა.შ…”

ახალი და ძველი წელი

Pictures-Of-New-Year-10დაიწყო ახალი წელი, რომელსაც მთელი სულითა და გულით გილოცავთ!

რაღაცის დაწერა მომინდა (ბევრი გადაუდებელი საქმე რომ მაქვს ხოლმე ხომ მაგ დროს უნდა გამახსენდეს ბლოგი) და, რადგან ახალი წლის პირველი პოსტია, ჯერ გასული წლის მოლოდინებს გადავხედე.

ოო, კიდევ ერთი უკან მოტოვებული წელი, თავისი გიჟობებით და თავგადასავლებით.

სანამ ახალი წლის ამბებზე შევუდგებოდე პოსტვას, ჯერ შარშანდელ მოლოდინებს გადავხედავ.

სია მარტვია:

  • კარგად უნდა გავერთო. მუშაობა და გართობა და არა მუშაობა-დაძინება-მუშაობა. დროის საინტერესოდ გატარება უკეთესი განტვირთვაა ვიდრე – ძილი. კარიერის შენების ამ ეტაპიდან რაღაც საინტერესო ხომ უნდა დამრჩეს! 20 წლის ვარ სხვათა შორის!

  • შეჯამება: დიდად სამწუხაროდ, თავდაუზოგავად არ მომილხენია. ვეცდები წელს ავინაზღაურო ეს დანაკლისი!
  • მუშაობა უნდა დავიწყო. ფული მჭირდება და 1 სამსახური მესროლეთ ვინმემ!

  • მუშაობა დავიწყე, დავამთავრე, დავიწყე-დავამთავრე, დავიწყე-დავამთავრე და კიდევ რამდენჯერმე. ეს გეგმა ისეთი თავბრუდამხვევი გადაჭარბებით შევასრულე, რომ როცა ხალხი ჩემს ასაკში, ანუ მეოთხე კურსზე იწყებს თითის განძრევას ნანატრი სამნიშნა თანხის მისაღებად, მე უკვე ყელში მაქვს ეს პროცესი ამოსული, და თუ კარგად გახსოვთ, რამდენიმე ნაშრომით მოხიბლული, აღარც კი ვეძებ სამსახურს 🙂  Continue reading “ახალი და ძველი წელი”

ოპტიმიზმი + 2

ჯობს ერთ რაღაცას თავის დროზე შევეგუოთ: უმეტესწილად (ზედმეტად უმეტესწილად), ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ვგეგმავთ. ყველაფერს ვგეგმავ და ოდესმე ყველაფერი მიხდება, ოღონდ არა იმ გზით, რომელიც მე გამოვიგონე. ანას პერსონალური რეჟისორი ჰყავს! რა საამაყოა!!! 9764-092843_L

მამიდასთან სტუმრობა ძალიან მიყვარს. ცხელ ყავასთან და ნაირ-ნაირ ტკბილეულობასთან ერთად იმდენ საინტერესო ამბავს მიყვება ხოლმე, რომ გაგიჟება შეიძლება 🙂 არაფერს იგონებს და არც იტყუება, ამიტომ მეც ერთ, მამიდას მიერ მოყოლილ ამბავს მოგიყვებით, ოღონდ გადამოწმებას ნუ მთხოვთ, ინტერნეტში ვერ მივაგენი.

როდესაც (რუსი?) ექიმები პაციენტთან ჰიპნოზის მეთოდს იყენებდნენ, სრული ცნობისმოყვარეობის გამო ეკითხებოდნენ, თუ რას გააკეთებდნენ მომავალში, ვთქვათ, მომავალი 1 კვირის განმავლობაში. (ახლო მომავალში, რომ გადამოწმება შეძლებოდათ).

წარმოიდგინეთ, წინასწარ ყველა პაციენტმა იცოდა სად იქნებოდა და რას გააკეთებდა, ვთქვათ, 3 დღის შემდეგ!!  Continue reading “ოპტიმიზმი + 2”

ცვლილებების დრო

2013-sparklers_2438009b

ძალიან საინტერესო ცხოვრებას ვეწევი.

წელიწადი 3 ნაწილად მაქვს დაყოფილი, საიდანაც პირველი მოიცავს დროს 2 აპრილიდან (ჩემი დაბადების დღიდან) 1-ლ სექტემბრამდე, მეორე ნაწილი 1 სექტემბერს იწყება და 31 დეკემბერს მთავრდება, მესამე კი იანვრიდან იწყება და 1ლ აპრილს მოიცავს.

მაქვს 4 გეგმა: 1. ჩემს დეპრესიულ დაბადების დღეს დაწერილი, მეორეს ახალ წელს, უკეთეს ხასიათზე მყოფი ვადგენ (და მოიცავს დაბ. დღის გეგმას და კიდევ იმას რაც თავში მომივა), კვირის გეგმები და ყოველ დღეს შედგენილი ე.წ. “თუ დუ ლისტი.”

ბევრი ბიუროკრატია მე იმაზე მეტად მღლის, ვიდრე თქვენ ამის წაკითხვა, მაგრამ ჩემი ცხოვრების მიზნების ჩამონათვალი რომ ნახოთ, მაშინ ნამდვილად  მიხვდებით, რომ დაგეგმვა და ბევრი შრომა აუცილებელია. მაგრამ მე არ ვარ “იმნაირი” მოსაწყენი 🙂

ყოველ ახალ წელს მგონია, რაღაცეები უნდა შევცვალო, რაც დამეხმარება… ვიყო… ვიყო… არა, დავისვენო და ერთხელ ვთქვა – რა კარგია, ახლა შემიძლია ცოტა ხნით მოვეშვა…

ხოდა ახალ წელზე კარგი დრო არ არსებობს ცვლილებებისთვის. ადრეც დამიწერია, რომ მძუუუულს თვითგამორკვევაზე დაწერილი პოსტები/სტატიები/წიგნები. არც ბევრი ლაპარაკი მინდა, პირიქით, რაც შეიძლება უნდა გადავახალისო ჩემი დღის/წლისთავის და 40ის გეგმები 🙂

ჩემი ცვლილებები კი შემდეგია:

1. კარგად უნდა გავერთო. მუშაობა და გართობა და არა მუშაობა-დაძინება-მუშაობა. დროის საინტერესოდ გატარება უკეთესი განტვირთვაა ვიდრე – ძილი. კარიერის შენების ამ ეტაპიდან რაღაც საინტერესო ხომ უნდა დამრჩეს! 20 წლის ვარ სხვათა შორის!

2. მუშაობა უნდა დავიწყო. ფული მჭირდება და 1 სამსახური მესროლეთ ვინმემ!

3. სოციალური ქსელები უკვე ბოლომდე უნდა ამოვძირკვო ცხოვრებიდან. (იხილეთ ლინკი)

4. რაც შეიძლება მალე უკეთესი გარემო უნდა შევქვმნა მუშაობისთვის. ისეთი ადგილი მჭირდება, სადაც ყოველ წუთს არ შემაწუხებენ და თან ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტი იქნება… მოკლედ, მარტო უნდა გადავიდე საცხოვრებლად… და სტუდია მინდა….

5. ყველანაირდ ვეცადო თავიდან ავირიდო სასიყვარულო ურთიერთობი და ყველაფერი მაგდაგვარი!

6.  დავწერო ბევრი პოსტი იმაზე, რისი დაწერაც მეზარება ხოლმე და მერე აქტუალურობას კარგავს…

7. ვემზადები რადიკალური ცვლილებებისთვის. ახალი ქვეყანა, ახალი საქმე… მოკლედ, წინასწარ ყვეანაირად უნდა მოვემზადო!

8. მინდა იცი როგორი ვიყო? სულ არაფერი რომ არ ეზარებათ ხოლმე.  ამ შემთხვევაში თავის გატანის მეტი შანსი მექნებოდა.

9. ცოტა მივუახლოვდე მოკვდავების ცხოვრების რეჟიმს.

10. ვეგეტარიანელი ვარ და საშინლად მეზარება საჩემო საჭმელების მომზადების სწავლა. უნდა გავერკვიო კულინარიაში, რომ ფორთოხლის დაჭრა მაინც შევძლო სისხლისღვრის გარეშე. ეს კულინარიას არ ეხება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია;

11. ვიყო უფრო მობილიზებული. საგრძნობლად უნდაშევამცირო თავს გადამხდარი კურიოზების რაოდენობა.. თუ არა? კაი, იყოს, ვერთობი 🙂

12. თმა წითლად უნდა შევიღებო. ქერა მომწყინდა უკვე;

13. საბოლოოდ უნდა დავძლიო ღელვა სცენაზე დგომისას;

14.  მომავლ ახალ წელს კარგად უნდა გავერთო! დაე ეს იყოს ჩემი ბოლო წყნარი ახალი წელი…

სხვა ცვლილება არ მახსენდება…

თქვენ როგორ გაქვთ საქმე? 🙂307222_473590836031389_1151173011_n