პოზიტივის და ბედნიერების შესახებ

11134027_10152735687750872_5255522526968780202_o* მე ამ პოსტის წაკითხვა ძალიან გამომადგებოდა. ბანალური არაფერი გეგონოთ 🙂

მოკლედ, ისე მოხდა, რომ გენები, აღზრდაზე მოქმედი ფაქტორები (X პერსონის მაქსიმალისტი ხასიათი, მატერიალიზმი, გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი) ჩემი ხასიათიც და ყველაფერი დანარჩენი ისეთი კომბინაციით განაწილდა, რომ ერთ დიდ პრობლემად ჩამომიყალიბდა, mindset-ად, რომელსაც ქვია დეპრესიისადმი მიდრეკილება (თუმცაღა ამას არასდროს ვაღიარებდი), ზედმეტი პასუხისმგებლობის გრძნობა, ილუზიებში ცხოვრება, მუდმივი უკმაყოფილება მიღწეულით, ან, სრული უგულებელყოფა, მუდმივი სტრესი… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბედნიერების დონის მუდმივ დეფიციტს განვიცდი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ Human Metrics არ მეთანხმება, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ინტროვერტიც ვარ. მერე რა, თუ თავს ხალხშიც კომფორტულად ვგრძნობ, დიდხანს მაინც ვერ ვჩერდები და მარტო ყოფნა მირჩევნია.

ბედნიერების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი. ან ხარ ბედნიერი, ან არა = ან კარგად ცხოვრობ, ან არა.

აქსიომაა, რომ ცუდად ცხოვრება არ შეიძლება.

რა სისულელეა, რატომ უნდა იცხოვრო ცუდად, თუ გაქვს ბედნიერება გენიოსი, ადამიანური გონი გედოს თავში, რაღაც ფენომენი კომპიუტერი, რომელზე საჭირო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში ყველა პრობლემას “დააფიქსირებ”. ვაღიაროთ, რომ ამას ყველა ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ.

რაღაც მკარნახობს (მეხსიერება), რომ ეს ადრეც დამიწერია: ბედნიერება არის სამყაროს ჩვენეული აღქმა. ჰოდა, მინდა ყველაფერს იმაზე პოზიტიურად აღვიქვამდე, ვიდრე დღეს: რეალობასაც, მომავალსაც, საკუთარ თავსაც, საერთოდ, ყველაფერს.

პოსტის მთავარი ნაწილი ეს არის:

ძალიან სერიოზულად დავფიქრდი yin yang ის პრინციპზე.

ესაა ცუდი – კარგი; მიღება – გაცემა; შავი – თეთრი; შიგნით – გარეთ; წუწუნი – მადლიერება; დაბნეულობა და ორჭოფობა – კონტროლის გრძნობა; ბოროტება/ნეგატივი – სიკეთე; ფიქრი – მოქმედება; ნეგატიური-პოზიტიური ადამიანები, ა.შ.

არ ნიშნავს, რომ შავი ცუდია, მაგრამ მას აუცილებლად დაბალანსება სჭირდება. რაც უფრო მეტია თეთრის წილი, ჩვენც მით უფრო ბედნიერები ვართ!

მოკლედ,  გავაცნობიერე, რომ ცხოვრება Before & After, უბედურ და ბედნიერ ეტაპებად არ იყოფა Continue reading “პოზიტივის და ბედნიერების შესახებ”

Advertisements

სად არის ბედნიერება?

დღეს ძალიან საინტერესო ლექციას გადავაწყდი – ალექსანდრე ჯეჯელავა – სად არის ბედნიერება?

ოპტიმალური მოდელი

  • არ მივცეთ ჩვენს თავს მოწყენის და აპათიაში ჩავარდნის საშუალება;
  • ახალ საქმეს რომ წამოიწყებ, მოხვდები ღელვაში. მერე მოდის განვითარების სტადია, თუ არ განვითარდები, ვერ მოხვდები “მუღამში”. ეს არის ბედნიერება;
  • ჩვენ გვჭირდება მეტი ადამიანი “მუღამში”;
  • ჩვენ უნდა გამოვთხაროთ ბედნიერება;
  • რეცეპტი – გაეხვიე პროფესიულ “შარში”, აიღე ძალიან რთული ამოცანები, მერე ისწავლე, ისწავლე, ისწავლე, განვითარდი, სანამ არ მიაღწევ “მუღამს”.

დასკვნები:

  • აპათიამ* და მოწყენილობამ**იცის შეჩვევა! (კომფორტის ზონა, ჭაობი, რომელიც ეწინააღმდეგება ბედნიერებას! მდგომარეობა “კარგად ვარ, კმაყოფილი ვარ”)
  • კმაყოფილება ბედნიერება არ არის!
  • თუ ახალ-ახალ, მზარდ სირთულეებს ვერ გაიჩენთ, დაიხოცებით მოწყენილობით;
  • კომფორტის ზონა არის “ქვედა სართული”;
  • ფული: სწორია – “მიაღწია და ბედნიერია და ფულიც იშოვა”, არასწორია – “ფული იშოვა და ბედნიერია”
  • ცხოვრების აწყობა შეუძლებელია. როგორც კი აიწყობ ცხოვრებას, მოდის მოწყენილობა.

*აპათია – ხარ ნაკლებად კვალიფიციური, ასრულებ მარტივ დავალებებს;

**მოწყენილობა – ხარ მაღალკვალიფიციური, ასრულებ მარტივ დავალებებს

უნდა განვითარდე, რომ იყო ბედნიერი – კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში.

ცვლილებების დრო

2013-sparklers_2438009b

ძალიან საინტერესო ცხოვრებას ვეწევი.

წელიწადი 3 ნაწილად მაქვს დაყოფილი, საიდანაც პირველი მოიცავს დროს 2 აპრილიდან (ჩემი დაბადების დღიდან) 1-ლ სექტემბრამდე, მეორე ნაწილი 1 სექტემბერს იწყება და 31 დეკემბერს მთავრდება, მესამე კი იანვრიდან იწყება და 1ლ აპრილს მოიცავს.

მაქვს 4 გეგმა: 1. ჩემს დეპრესიულ დაბადების დღეს დაწერილი, მეორეს ახალ წელს, უკეთეს ხასიათზე მყოფი ვადგენ (და მოიცავს დაბ. დღის გეგმას და კიდევ იმას რაც თავში მომივა), კვირის გეგმები და ყოველ დღეს შედგენილი ე.წ. “თუ დუ ლისტი.”

ბევრი ბიუროკრატია მე იმაზე მეტად მღლის, ვიდრე თქვენ ამის წაკითხვა, მაგრამ ჩემი ცხოვრების მიზნების ჩამონათვალი რომ ნახოთ, მაშინ ნამდვილად  მიხვდებით, რომ დაგეგმვა და ბევრი შრომა აუცილებელია. მაგრამ მე არ ვარ “იმნაირი” მოსაწყენი 🙂

ყოველ ახალ წელს მგონია, რაღაცეები უნდა შევცვალო, რაც დამეხმარება… ვიყო… ვიყო… არა, დავისვენო და ერთხელ ვთქვა – რა კარგია, ახლა შემიძლია ცოტა ხნით მოვეშვა…

ხოდა ახალ წელზე კარგი დრო არ არსებობს ცვლილებებისთვის. ადრეც დამიწერია, რომ მძუუუულს თვითგამორკვევაზე დაწერილი პოსტები/სტატიები/წიგნები. არც ბევრი ლაპარაკი მინდა, პირიქით, რაც შეიძლება უნდა გადავახალისო ჩემი დღის/წლისთავის და 40ის გეგმები 🙂

ჩემი ცვლილებები კი შემდეგია:

1. კარგად უნდა გავერთო. მუშაობა და გართობა და არა მუშაობა-დაძინება-მუშაობა. დროის საინტერესოდ გატარება უკეთესი განტვირთვაა ვიდრე – ძილი. კარიერის შენების ამ ეტაპიდან რაღაც საინტერესო ხომ უნდა დამრჩეს! 20 წლის ვარ სხვათა შორის!

2. მუშაობა უნდა დავიწყო. ფული მჭირდება და 1 სამსახური მესროლეთ ვინმემ!

3. სოციალური ქსელები უკვე ბოლომდე უნდა ამოვძირკვო ცხოვრებიდან. (იხილეთ ლინკი)

4. რაც შეიძლება მალე უკეთესი გარემო უნდა შევქვმნა მუშაობისთვის. ისეთი ადგილი მჭირდება, სადაც ყოველ წუთს არ შემაწუხებენ და თან ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტი იქნება… მოკლედ, მარტო უნდა გადავიდე საცხოვრებლად… და სტუდია მინდა….

5. ყველანაირდ ვეცადო თავიდან ავირიდო სასიყვარულო ურთიერთობი და ყველაფერი მაგდაგვარი!

6.  დავწერო ბევრი პოსტი იმაზე, რისი დაწერაც მეზარება ხოლმე და მერე აქტუალურობას კარგავს…

7. ვემზადები რადიკალური ცვლილებებისთვის. ახალი ქვეყანა, ახალი საქმე… მოკლედ, წინასწარ ყვეანაირად უნდა მოვემზადო!

8. მინდა იცი როგორი ვიყო? სულ არაფერი რომ არ ეზარებათ ხოლმე.  ამ შემთხვევაში თავის გატანის მეტი შანსი მექნებოდა.

9. ცოტა მივუახლოვდე მოკვდავების ცხოვრების რეჟიმს.

10. ვეგეტარიანელი ვარ და საშინლად მეზარება საჩემო საჭმელების მომზადების სწავლა. უნდა გავერკვიო კულინარიაში, რომ ფორთოხლის დაჭრა მაინც შევძლო სისხლისღვრის გარეშე. ეს კულინარიას არ ეხება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია;

11. ვიყო უფრო მობილიზებული. საგრძნობლად უნდაშევამცირო თავს გადამხდარი კურიოზების რაოდენობა.. თუ არა? კაი, იყოს, ვერთობი 🙂

12. თმა წითლად უნდა შევიღებო. ქერა მომწყინდა უკვე;

13. საბოლოოდ უნდა დავძლიო ღელვა სცენაზე დგომისას;

14.  მომავლ ახალ წელს კარგად უნდა გავერთო! დაე ეს იყოს ჩემი ბოლო წყნარი ახალი წელი…

სხვა ცვლილება არ მახსენდება…

თქვენ როგორ გაქვთ საქმე? 🙂307222_473590836031389_1151173011_n