TOEFL IBT Exam

ETS_TOEFL_iBTტოიფელის გამოცდა ჩავაბარე!

შედეგები გავიგე და 100 ქულა ამიღია 120 დან.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ძააალიან ცუდად ვიყავი გამოცდის დღეს, მაინც მშვენიერი ქულაა.

მოკლე რჩევებს მოგცემთ როგორ უნდა მოიქცეთ გამოცდის დროს:

1. Reading.

ტექსტი უბრალოდ ჩამოსქროლეთ და თვალი გადაავლეთ 1 წუთის განმავლობაში. აკაკი წერეთელივით შუბლზე ხელი არ შემოიდოთ და გარჩევა-თარგმნა არ დაიწყოთ! უბრალოდ, მოდით აზრზზე რას შეეხება. სხვა შემთხვევაში დრო არ დაგრჩებათ! ტექსტის აბზაცების წაკითხვა კი ისედაც მოგიწევთ სავარჯიშოების კეთების დროს, ნუ ღელავთ.

ტექსტის ნახვის უფლება მერეც სულ გექნებათ.

გადადით კითხვებზე. თუ კითხვაში სიტყვის ახსნას გთხოვენ, დიდი ალბათობით, ეგ სიტყვა ამ წიგნში ეწერება (მე არ ამიტვირთავს 🙂 ). სიტყვა კონტექსტში წაიკითხეთ;

მე სამი ტექსტი შემხვდა. ერთი რაღაც უძველეს ნაწერებზე, მეორე ხეებზე და ტოტების დაყრაზე და მესამე რომელიღაც ფრინველზე.

2. Listening 

ამისი ერთადერთი ხრიკი არსებობს. Continue reading “TOEFL IBT Exam”

Advertisements

Brainstorming და სტრესის მართვა ( Toefl / TestDaF გამოცდებამდე რჩება….)

management

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საკუთარი უნივერსიტეტის სტუდენტი 🙂 (თანაც, lifelong). ზუსტად ჩემი ბლოგის შესაფერისი დასაწყისია 🙂

საკუთარ თავს დავუარსე უნივერსიტეტი (ნაკლებს როგორ ვაკადრებ), რომელშიც, დარგების მიხედვით გავაერთიანე ყველაფერი, რაც კი დედამიწის ზურგზე მაინტერესებს და რისი სწავლაც მინდა/მჭირდება, და დღის განმავლობაში საათების რაოდენობაც გამოვყავი. რის ხასიათზეც ვარ, იმის ვიდეოკურსებს ვუყურებ, წავიკითხავ, ა.შ. მოკლედ, კარგი რამეა 🙂

ამ უნივერსიტეტს, გარდა თეორიული დანიშნულებისა, პრაქტიკული მიზნებიც აქვს – შედეგები მაგიდაზე უნდა “დაიდოს”.

ჰოდა, დადგა ჟამი ჩემი უცხო ენათა მიმართულების ფაკულტეტმა ( 🙂 ) ჯაფის ნაყოფი გამოისხას და ენის სერთიფიკატებად გადაიქცეს. სხვა მიმართულებებს ამ პოსტში არ შევეხები 🙂

ა. ინგლისური ენა

სამწუხაროდ, IELTS მომდევნო გამოცდა მხოლოდ თებერვლის ბოლოსაა, შედეგები მარტის დასაწყისში მეცოდინება, რაც არ მაწყობს. ჩემთვის საინტერესო პროგრამების დედლაინები გაცილებით ადრეა.

ჰოდა, ისევ ძველ, ნაცად ტოიფელს მივუბრუნდი. გადავწყვიტე რაც შეიძლება სწრაფად გავიდე ტესტირებაზე, რომ მინიმალური რაოდენობის პროგრამები “გავმაზო” სერთიფიკატის მიღებამდე. იანვრის დასაწყისი გადავწყვიტე.

გამოცდამდე რჩება… 20 დღე.

ჰოდა, თუ გასვლაა, გასვლა იყოს –  ძველი ქულა 3 ნიშნა რიცხვამდე უნდა გავიუმჯობესო! -_- ჩელენჯ აქსეფთიდ.

ეხლა გადავიდეთ ამ ყველაფერში (კერძოდ, უდროობაში) დადებითი მხარეების აღმოჩენაზე.

1. რეალურად, brainstorming ყველაზე ეფექტური მეთოდია. წინ რომ 2 თვე მქონდეს, შვებით ამოვისუნთქავდი, მაგრამ, საკითხავია რეალურად რამდენი დღის განმავლობაში ვიმეცადინებდი, ან, ამ დღეებში რამდენი საათის განმავლობაში. Continue reading “Brainstorming და სტრესის მართვა ( Toefl / TestDaF გამოცდებამდე რჩება….)”

Congratulations!

გილოცავთ კიდევ ერთი ახალი დღის დადგომას!

რა შეგვიძლია გავაკეთოთ  ახალ დღეს: რა თქმა უნდა, ის ჩვენ არ გვეკუთვნის, გამოცდები ახლოვდება და დღევანდელ დღეს თუ არ დაიწყებ მომზადებას, ნიშნები მინიმუმ ხასიათს გაგიფუჭებს, შესაბამისად, ხასიათი ძვირფასი არდადეგების დღეს გაგიფუჭდება. რატომღაც ყველას მომავალი უნდა გვიყვარდეს, ვიდრე აწმყო, ამიტომ, იმ დღეს უფრო ცოდოები ვართ, როცა ნიშანი არ მოგვეწონება, ვიდრე ახლა – როცა დასვენება  გვინდა და ვალდებულები ვართ მზან დღეებში სქელ-სქელტანიანი “ქსეროქსები” ვაბულბულოთ.

და რას გილოცავთ…  Continue reading “Congratulations!”