10 გაკვეთილი 2015 წლიდან

2015 წელი იმით დაიწყო, რომ სამგან ვიყავი მეკვლე. ახალი წელი კი არა, სრულფასოვანი მარათონი მქონდა. ყველას კარგი წელი გამოუვიდა (სულ ჩემი დამსახურებით, ცხადია:) ), მე კი ძალიან, ძალიან ბევრი ვისწავლე 2015ის განმავლობაში. Continue reading “10 გაკვეთილი 2015 წლიდან”

სად არის ბედნიერება?

დღეს ძალიან საინტერესო ლექციას გადავაწყდი – ალექსანდრე ჯეჯელავა – სად არის ბედნიერება?

ოპტიმალური მოდელი

  • არ მივცეთ ჩვენს თავს მოწყენის და აპათიაში ჩავარდნის საშუალება;
  • ახალ საქმეს რომ წამოიწყებ, მოხვდები ღელვაში. მერე მოდის განვითარების სტადია, თუ არ განვითარდები, ვერ მოხვდები “მუღამში”. ეს არის ბედნიერება;
  • ჩვენ გვჭირდება მეტი ადამიანი “მუღამში”;
  • ჩვენ უნდა გამოვთხაროთ ბედნიერება;
  • რეცეპტი – გაეხვიე პროფესიულ “შარში”, აიღე ძალიან რთული ამოცანები, მერე ისწავლე, ისწავლე, ისწავლე, განვითარდი, სანამ არ მიაღწევ “მუღამს”.

დასკვნები:

  • აპათიამ* და მოწყენილობამ**იცის შეჩვევა! (კომფორტის ზონა, ჭაობი, რომელიც ეწინააღმდეგება ბედნიერებას! მდგომარეობა “კარგად ვარ, კმაყოფილი ვარ”)
  • კმაყოფილება ბედნიერება არ არის!
  • თუ ახალ-ახალ, მზარდ სირთულეებს ვერ გაიჩენთ, დაიხოცებით მოწყენილობით;
  • კომფორტის ზონა არის “ქვედა სართული”;
  • ფული: სწორია – “მიაღწია და ბედნიერია და ფულიც იშოვა”, არასწორია – “ფული იშოვა და ბედნიერია”
  • ცხოვრების აწყობა შეუძლებელია. როგორც კი აიწყობ ცხოვრებას, მოდის მოწყენილობა.

*აპათია – ხარ ნაკლებად კვალიფიციური, ასრულებ მარტივ დავალებებს;

**მოწყენილობა – ხარ მაღალკვალიფიციური, ასრულებ მარტივ დავალებებს

უნდა განვითარდე, რომ იყო ბედნიერი – კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში.

9 ჩვევა 2015 წლისთვის

ახალი წლის შემდეგ სიცოცხლე გაცილებით საყვარელი ხდება ხოლმე ხალხისთვის. ბუნებრივიცაა.. ახალ წელს სიახლის განცდა მოაქვს. დეკემბრის დადგომის წუთიდან ყველას ერთი სული აქვს როდის მოვა ახალი წელი, რომ თავს ძველი ცოდვები მიუტევოს, დროზე მოახჩოს ძველი წელი, ახალი გეგმები შეადგინოს, თავი “დაირეფრეშოს” და საკუთარ თავს ინერტული ცხოვრების ცვლილებების შანსი მისცეს. თითქოს ახალი წელი რაღაც ჯებირია, რომელიც გაძლევს საშუალებას შეიცვალო, დილით სხვა ადამიანმა გაიღვიძო და ის გააკეთო, რაც გინდა (მაგრამ, რატომ არ შეიძლება ასეთი დღე იყოს, ვთქვათ, 20 იანვარი ან 27 მაისი? 31 დეკემბრით, უბრალოდ, კალენდარი მთავრდება. ეს უკვე სხვა თემაა). უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ხალხს ჰაერივით სჭირდება ისეთი რაღაც, რაც ნათლად მიანიშნებს – ძველი დრო დამთავრდა და ახალი ეტაპი იწყება.

ეხლა კი, ახლოს პოსტის შინაარსთან…

ვერანაირ ცვლილებას ვერ განახორციელებ, თუ კონკრეტულ ჩვევებს ვერ გამოიმუშავებ.

მე თუ, ვთქვათ, ღორმუცელა ვარ, 15 იანვრიდან ( 🙂 ) კი დავჯდები დიეტაზე, 5 კილოსაც დავიკლებ, მაგრამ 30 იანვარს კვლავ მკლავებს ავიკაპიწებ. იმიტომ, რომ ზომიერად და სწორად კვების ჩვევა არ მექნება გამომუშავებული.

მეც ბევრი ჩვევის გამომუშავება მინდა.

  1. მინდა ადრე ავდგე. Night Owl დან ტოროლად გადავიქცე, რაღაც პერიოდით მაინც. სტატისტიკაა, რომ ყველაზე პროდუქტიული ადამიანები ადრე დგებიან. ანა ვინტური 5 საათზე ჩოგბურთს თამაშობს, ჩემი ერთ-ერთიო სულიერი მამა (რიჩარდ ბრენსონი, სტივენ ტაილერის და დევიდ ბოვის მხარდამხარ))), ასევე უთენია წამოფრინდება ხოლმე. უი, ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე ხომ გახსოვთ? 🙂 მოკლედ, სიას არ გავაგრძელებ. ჩვევის გამომუშავებას 21 დღე სჭირდება. დღეს პირველი დღეა (ადგომის დრო 06:40).
  2. მინდა თვითდისციპლინა ახალ დონეზე ავიყვანო.
  3. თვითგანათლებაც;
  4. გავანაწილო არა დრო, არამედ ენერგია. სისულელეა იმაზე დროის დახარჯვა, რაც ნაკლებადღირებულია. მომკალით და, ჩემ მიერ შედგენილ 30$ იან სქემაზე უკეთესი მეთოდი ჯერ არსად შემხვედრია. მაინც სისულელეებში მეხარჯება უამრავი დრო… ჰოდა, ყველაფრის პრიორიტეტების მიხედვით დახარისხება უნდა ვისწავლო. 
  5. არ გავატარო არცერთი დღე უქმად! თქვენი არ ვიცი და, ნებისმიერი არანაყოფიერი დღე (თუ წინასწარ არ გადავწყვიტე, რომ ასეთი დღე მქონდეს), ძალიან დიდ მორალურ დარტყმას მაყენებს. ჩემთვის მოქმედება და ბედნიერება ერთმანეთის სინონიმებია. მხოლოდ მოქმედებას მოაქვს სიხარული, თვითკმაყოფილება და მინარჩუნებს იმედებს, მოტივაციას, საკუთარი თავის პატივისცემას… პრინციპში, ესეც თვითდისციპლინის ნაწილია.
  6. ვიზრუნო ჯანმრთელობასა და სხეულზე. ეს სავალდებულოა!
  7. ვიყო გაცილებით უფრო ძლიერი. ძლიერი, რომ შევძლო და დავდგე ყოფით პრობლემებზე მაღლა, გადავლახო ის პრობლემები, რომელბიც ჩემი იდეების რეალიზებაში მიშლის ხელს, ძლიერი, რომ გადავლახო სიბრაზე კონკრეტული ადამიანების თუ გარემოებების მიმართ… ალბათ, ესეც თვითკომუნიკაციის ნაწილია.
  8. ვიყო გაწონასწორებული, დალაგებული და მშვიდი. როგორ მიჭირს ხოლმე… (ამ ცეცხლოვანებას ვერაფერს ვუხერხებ 😀 😀 😀 )
  9. PROCRASTINATION – ნებისმიერი გეგმის მთვარი მტერია, რომლის მართვაც უნდა ვისწავლო. (თარგ. გაჭიანურება, გადადება). ესაა გონების ბუნებრივი მოთხოვნილება არ დაიწყოს საქმე, რომელიც ერთულება, ედიდება და ა.შ. ამიტომაა, რომ მუშაობის წინ (განსაკუთრებით, თუ ეს საქმე უუუმნიშვნელოვანესია), შეიძლება ყველაფერი “იკადროთ” 🙂 – უყუროთ სასაცილო ვიდეოებს, დააკრიალოთ ოთახი, გაგახსენდეთ კლასელი, უყუროთ, რავიცი, ირონია სუძბის 🙂 მუშაობის დაწყებამდე გონებას ავტომატურად ეფიქრება ყველა იმ რთულ მოქმედებაზე, რომელიც უნდა შეასრულოს. მისი გადალახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს.

ა. დავყოთ მოქმედებები სულ პატარა ნაწილებად და გონებას ვაგრძნობინოთ, რომ გვაქვს ბევრი დრო და არანაირი სტრესი (თუნდაც ცეცხლი გვეკიდებოდეს!). აი, მაგალითად, თუ ძალიან ბევრი გაქვთ სამეცადინო ტესტისთვის (მალე უნდა გავბრძანდე ტოიფელზე), თქვით, რომ უნდა ისწავლოთ 5 სიტყვა 1 საათში. თქვენ ასე წარმოიდგინეთ…

ბ. უბრალოდ, უნდა ავდგეთ და დავიწყოთ რამის კეთება. ადრე დავწერე, რომ არსებობს Zeigarnik Effect – გონების მოთხოვნილება დაამთავროს დაწყებული საქმე. ჰოდა, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ  მოქმედების დაწყების შემდეგ თქვენში არნახული პერფექციონისტი გაიღვიძებს, რომელსაც ძალიან უნდა საუკეთესო შედეგები მიიღოს. ერთ რამედ ღირს ეს გრძნობა!

გისურვებთ დიდი ნაბიჯების გადადგმას, წარმატებებს, საკუთარი თავით სიამაყეს, ბევრ თავგადასავალს, მოგზაურობას, ევროკავშირს და ძალიან, ძალიან პროდუქტიულ 2015 წელს.

ჰოდა, ცვლილებების დრო ხომაა ახალი წელი… დღეს 4 იანვარია, იმედია ცოტა მოგბეზრდათ უსაქმურობა, თან იცით, რომ თუ ცვლილება და მოქმედებაა, მალეც უნდა დაიწყოთ… იმედია, ჩემი დილის პოსტი ნაბახუსევზე გესიამოვნებათ 🙂

აი, ეს წამი

image

ახლა საკუთარ ოთახში ვზივარ, თვალში ფერადი, ღია ფერის კედლები მხვდება. ეს ჩემი ფიზიკური ადგილსამყოფელია, ჩემი გეოგრაფიული სივრცე.
კიდევ ვხედავ საკუთარ თმას, ცხვირის მცირე ნაწილს, თითებს, რომლებითაც პლანშეტზე ტექსტს ვკრეფ და საბანგადაფარებულ მუხლებს.
17 თებერვალი გათენდა. განუმეორებელი დღე, რადგან ყოველი დღე რაღაც დოზით განუმეორებელია. 2014 წლის 17 თებერვალი აღარ დადგება. ჩვენს წელთაღრიცხვაში მაინც.
დედამიწამ კიდევ ერთხელ დაარტყა მზეს საპატიო წრე, პლანეტის დასავლეთ ნახევარსფერო საზიზღარი ორშაბათის დადგომისთვის ემზადება. აქ კი უკვე გათენდა.
სადღაც ჩანჩქრები გრუხუნებენ, ტყეებში ჩიტების (და მაიმუნებისაც 🙂 გნიასი და ჟივილ-ხივილი ისმის, სადღაც ლავა თუხთუხებს, არწივი დაფრინავს, ფოთოლი ვარდება, ტომის ბელადი კოცონს ანთებს,  ჩვენ კი დედამიწის პატარა ადგილას ვართ შეყრილები და ჩვეულებრივი, კაპიტალისტური დღისთვის ვემზადებით. ვინ როგორ.
დღეს ათასობით ბავშვი დაიბადება და ათასობით ადამიანი გულამოსკვნილი იტირებს, მილიონობით ცხოველი ინადირებს და მილიონობით ტელეფონი იწკრიალებს…
მაინც როგორი მოკლეა დღეები. არაფერი არაა ერთი დღე, როცა  ერთი ადამიანი ხარ. რაც არ უნდა გააკეთო, მაინც უფრო მეტი შეგეძლო. ყველაფერი კი მაინც ძალიან ცოტაა, თუ შენი გადაწყვეტილება ან ქმედება ტალღის პრინციპით არ გადაეცემა სხვებს.

ამას ვწერ და ჩამესმის ის გამაყრუებელი ხმაური, რომელსაც დედამიწა გამოსცემს, მთელი სიცხადით ვგრძნობ საიდანღაც ჩამოყრილი ჰომოსაპიენსების არსებობას, ნაბიჯებს, სიცილს, ლაპარაკს, სიარულს, მუშაობას, დასვენებას, სიხარულს, დაღლას, სევდას, სირბილს, ძილს, სიმღერას, გულისცემას.

მხოლოდ ეს წამი არსებობს და სულ ასე იქნება.
და ისიც წარსულია.
მომავალი კი ის მომენტია, რომელიც გვაწყობს. ჩემთვის მომავალი ის წუთია, როცა გავიფიქრებ, რომ ყველაფერი მაქვს, რაც მინდოდა.
5 წამის შემდეგაც მომავალია, მაგრამ ის არ მაწყობს და არაფრად ვაგდებ.

მე ერთი რაღაც ვიცი. ესაა კონტაქტი საკუთარ თავთან. და მხოლოდ ასე დაიჭერთ იმ წამს, ახლა რომ გრუხუნებს, თქვენთან ერთად თუ მის გარეშე.

მილიარდობით ადამიანი სუნთქავს, დადის, ჩქარობს თუ ნეტარებით იზმორება.
მაგრამ ცოტა თუ გრძნობს იმას, როგორ დადიან მანქანები, ცოტა თუ აქცევს ყურადღებას ფეხის თითოეულ ნაბიჯს, სუნთქვას, საკუთარი ცხვირის წვერს თუ იმ ფიზიკურ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება.  წარმოიდგინე, რომ ფილმის პერსონაჟი ხარ, მაგრამ ფილმს ფონად შენი სხეულის ხმა ადევს.

გათენდა ის დღე, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი მოსწრებადი და შესაძლებელია, რადგან აქ ვართ, ამ დედამიწაზე,  არაამქვეყნიური გონი გვაქვს და რადგან ვიღაც სრულად ტკბება სიცოცხლით, ე.ი. ეს ჩვენც შეგვიძლია, ეს ჩვენც უნდა გავაკეთოთ.
ქვეყნიერება მხოლოდ ამ წამს არსებობს და თითოეულ წამს თავიდან იქმნება, რადგან წამზე უფრო ხანგრძლივი არაფერი გამოგონილა.

დღეს კი, ვეცდები, იმაზე უკეთესი გავხდე, ვიდრე ვარ. გავუმჯობესდე, გავძლიერდე და იმ წამს, როცა შესაძლებლობის წინაშე ვიდგები, თავაწეული შევხვდე. ესაა დღეს ჩემი გეგმა.

დილა მშვიდობისა!
image

image

image

image

image

image

image

ამბავი ამისა კომპიუტერისა და კიდევ ბევრისა რამისა

LearSiegler_ADM3A_System_12 კვირის წინ კომპიუტერი გამიფუჭდა. არა, ამას გაფუჭება არ ქვია, 8 წლიანი ღმუილის შემდეგ უბრალოდ აღარ ჩაირთო. რადგან ჩემი “სამერჯობის” ფულის ნახევარი მაგის 6 თვიან წამებაში დავხარჯე, გადავწყვიტე თავი დამეზღვია და ახალი კომპიუტერი მეყიდა. სანამ თანხას მოვიძიებდი და პროცესორს შევარჩევდი 2იოდე კვირა გავიდა. ამ დღეებმა ღრმა დეპრესიაში ჩამაგდო, მომავლის იმედი”დამიხურა” და მიმახვედრა რა სულელურად ვარ მიჯაჭვული კომპიუტერზე.

ახლა ჩემი ახალი კომპიუტერი ნაზად არხევს ქულერს და არც ნერვებს მიშლის, მაგრამ წინა კვირა მოცემულზე გაცილებით უკეთესი იყო.

იხილეთ ჩემი ფიქრები როცა კომპიუტერი არ მქონდა:

  1. კოლოქვიუმები მიახლოვდება და საიდან ვიმეცადინო! საათობით სხვასთან ვერ ვიჯდები! და ა.შ.!
  2. რა ეშველება ჩემს ონლაინ კურსებს, სერთიფიკატს ვერ ავიღებ!
  3. ინფორმაციის მოძიებას ვერ ვახერხებ, სამსახური როგორ ვიშოვო ან საერთოდ ჩემი ბიზნეს იდეების შესახებ საიდან მოვთხარო ინფორმაცია!
  4. მოწყვეტილი ვარ…
  5. ვერაფერს ვაკეთებ, იმიტომ, რომ წიგნიდან მეცადინეობასაც კი რაღაც ძალით კომპიუტერი ჭირდება.
  6. ყველაზე უარესი – ჩემი ფლეიერი სად დავტენო!

დადგა ჟამი იგი ახალი კომპიუტერისა.

  • ღამე პირველი – იმის მაგივრად მეორე დღის გამოცდისთვის მემეცადინა, სასწრაფოდ ძველი ინფორმაცია გადმოვწერე, ვინდოუს 7ით დავტკბი (წინა ვერ ქაჩავდა), ფონი შევცვალე და პროგრამები დავაინსტალირე;
  • დღე მეორე – გამოცდის შემდეგ მოვვარდი სახლში, (მრცხვენია ამ პოსტის შემდეგ) მაგრამ ფეისბუქზე შევქანდი და მთელი დღე ინტერიერის დიზაინის სურათებს ვათვალიერებდი. აი ჩემი სისუსტე! მერე თავი ამტკივდა, დავიძინე და ლექციაც გავაცდინე; რომ გავიღვიძე გამარჯვებული სახით დავჯექი კომპიუტერთან – სამეცადინოდ, მაგრამ 10 წუთში >>>

man-sitting-at-a-computer

  • მესამე დღე -კომპიუტერი, გარეთ განიავება 2 საათით, მერე ისევ სახლი – კომპიუტერი -კომპიუტერი, (ოღონდ არა იმ მიზნებისთვის ზემოთ რომ ვნერვიულობდი) – ძილი. გვიან უძლიერესმა სინდისის ქენჯნამ შემაწუხა.
  • დღე მეოთხე (დღეს) – კომპიუტერი – სიმღერა – განიავება 3 საათით – კომპიუტერი. მერე სამწუხარო ამბავი გავიგე – ერთ-ერთ გაცვლით პროგრამაში ვერ გავედი. გერმანიაში! როგორ შეიძლება გერმანიაში წასვლაზე ვინმემ უარი მითხრას თუ გული და ტვინი აქვს! ამიტომ მეზიზღება როცა ჩემი ბედი სხვის ხელშია. რატომ უნდა გადაეწყვიტა ვინმეს 5 წუთიანი საუბრის შემდეგ რომ ჩემი გერმანიაში წასვლა არ ღირს – ლაპარაკით დავიღალე, ინგლისურს მართლა კარგად ვფლობ, მოტივაცია ჩამოვუყალიბე და საერთოდ ყველაფერი ვქენი. ერთი ის იყო, “თავბრუს დახვევის” ხასიათზე არ ვიყავი საათნახევარი ლოდინის (ფეხზე ლოდინის)შემდეგ. ყველგან ერთი იდიოტური მიდგომა აქვთ – სწრაფია = კარგია. რას ლაპარაკობ არ უსმენენ. ამ შემთხვევაშიც, ვატყობ, ჩემმა დამაჯერებელმა მოტივაციამ კი არა, მცირე მოდუნებამ და სქესმა იმოქმედა. კომპიუტერთან რა შუაშია, მაგრამ შუაშია. გეტყვით რატომ. ამ შემთხვევაში ჩემი ბედი სხვის ხელში იყო (რასაც ვერ ვიტან, მაგრამ ეს გარდაუვალია ხოლმე). ჩემთვის რომ მოესმინათ, გერმანიაში ვიქნებოდი, იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოტივაცია მქონდა. კაი, ეს სხვის ხელში იყო, მაგრამ აბა რაა ჩემს ხელში? (ხანდახან მეშინია ჩემი ბლოგი 4მოტივი.ცომ ს არ დაემსგავსოს, მაგრამ რადგან არავის ვხვდები და არც საჭორაო ამბები მაინტერესებს, და იმდენი კარგი უკონკურენტო ლიტერატურული ბლოგი არსებობს, რომ მე ასე გამომდის) კი, ჩემს ხელში ჩემი დრო და ჩემი გონებაა. ვიცი, რომ ყველა ორგანო ჩემი ტვინის ფუნქციონირებას ემსახურება.

ჩემი დრო და ჩემი დრო! რაც არ უნდა გადამიწყვიტონ, მაინც ასეთი სახლი მექნება: 560152_613566645325646_1267426956_n

კიდევ 3 ძაღლი მეყოლება,

აი ასეთი ვიქნებიAngela_Merkel_(2008)

კიდევ აი ასეთი ლაივები უნდა მქონდეს47045_09_122_344lo

კიდევ ბევრი ენა უნდა ვიცოდე და ისეთი მაგარი ტიპი უნდა ვიყო მე რომ მინდა.

ეს ხომ ჩემს ხელშია.

ფეისბუქზე დიდხანს ვათვალიერე სურათები არქტიტექტურაზე, მხატვრობაზე, ქანდაკებაზე, მოგზაურობაზე და ყველაფერზე. კიდევ უფრო მეტი სტატუსი წავიკითხე, რომელიც ან ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ამბებს გამოხატავს, ან პატარა გამონათქვამებს, რომლებიდანაც მე ყვირილი მესმის – დამწყვდეული ადამიანების ყვირილი, რაღაც უწყინარ სტატუსად გამოხატული. დიდხანს თუ დავრჩები იქ არც ასეთი ^^ სახლი მეღირსება და ვერც ვერსად გავეტევი.

ისევ გადმოვწერე ვებ ბლოკერი, რომელსაც ჩემი ახალი ანტივირუსი გამწარებული ეჩხუბება და კიდევ გამახსენდა რამდენი საქმე მაქვს. მაგალითად: (იხილეთ google tasks – პირველი გვერდის ნაწილი) Capture1

ერთი უცნაური პოსტი გამომივიდა.

ვის არ დაგიწერიათ :)))

Congratulations!

გილოცავთ კიდევ ერთი ახალი დღის დადგომას!

რა შეგვიძლია გავაკეთოთ  ახალ დღეს: რა თქმა უნდა, ის ჩვენ არ გვეკუთვნის, გამოცდები ახლოვდება და დღევანდელ დღეს თუ არ დაიწყებ მომზადებას, ნიშნები მინიმუმ ხასიათს გაგიფუჭებს, შესაბამისად, ხასიათი ძვირფასი არდადეგების დღეს გაგიფუჭდება. რატომღაც ყველას მომავალი უნდა გვიყვარდეს, ვიდრე აწმყო, ამიტომ, იმ დღეს უფრო ცოდოები ვართ, როცა ნიშანი არ მოგვეწონება, ვიდრე ახლა – როცა დასვენება  გვინდა და ვალდებულები ვართ მზან დღეებში სქელ-სქელტანიანი “ქსეროქსები” ვაბულბულოთ.

და რას გილოცავთ…  Continue reading “Congratulations!”