იშოვება ფული online? მე გამოვცდი. ნაწილი1

უნივერსიტეტში საქმე თითქმის აღარ დამრჩა, ახლა უკვე მოვიცალე სამსახურის საძებნელად. მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, ფრილანსერობის და თავისუფლების იდეა უფრო მიტაცებს, ამიტომ გადავწყვიტე ყველა რესურსი შემეგროვებინა და საკუთარ თავზე გამომეცადა. მოკლედ, გადავწყვიტე სრული სერიოზულობით ვიფრილანსერო და ჩემი ფინანსების პატრონი მე ვიყო, თან ონლაინ ბიზნესი ავაწყო. ასე რომ 2 მიმართულება გვაქვს: ბიზნესი და ფრილანსერობა.

justin-luebke-92162

 

ფრილანსერობა:

თავიდან რესურსები ამოვწერე, მერე საიტებს გადავარჩევ და საუკეთესობებს ავირჩევ, პროფილებს შევქმნი და კლიენტებს შევუტევ.

აი, რესურსები (მადლობა არაა საჭირო 🙂 გვერდით შენიშვნები მივუწერე, მაგრამ ჯერ კიდევ აკლია ბევრი აღწერა.

Google Sheet – Freelancing /Remote work resources

დღეს გადავარჩევას დავიწყებ.

რაც შეეხება ბიზნესს, ფრილანსერების შემოკრება მინდა და კონკრეტული სერვისების შეთავაზება – ვირტუალური ასისტენტების ამ შემთხვევაში.

საიტის ამჟამინდელი ვერსია იხილეთ აქ.

საიტი როგორ გავაკეთე? პროგრამისტი არ ვარ, საერთოდ არ ვარ. youtube ზე ჩაწერეთ ტუტორიალები და ამოგიყრით. მე ვორდპრეს ბაზით ვისარგებლე. დომეინი godaddy.com ზე ავიღე, ჰოსტინგი (14 დოლარი თვეში) Hostgator ზე. shared plan, baby. თუ ერთდროულად რამდენიმე თვეს შეიძენთ და თან კუპონის კოდს გამოიყენებთ დიდად იხეირებთ, მერე უკვე 14 დოლარი ღირს და კუპონები აღარ უნდათ.

დიზაინისთვის გამოვიყენე public domain ზე არსებული რესურსები, ანუ უფასო და copyright ის გარეშე, მაგრამ ავტორები უნდა მოიხსენიოთ აუცილებლად, ამიტომ საიტზე credits განყოფილება მაქვს და იქ ჩავწერე ყველა გრაფიკის წყარო და ავტორი.

ხოდა, ნელ-ნელა ავეწყობი და მერე საიდანაც მინდა იქიდან ვიმუშავებ, მე თუ მკითხავთ და ამინ ჰქმნას ღმერთმა, სწავლას რომ მოვრჩები ავიკიდებ დიდ ზურგჩანთას და აზიას გავეშურები 🙂

oskar-krawczyk-172847

ჰო, ონლაინ ბიზნესის ასაწყობად დაახლოებით 100 საათი ვიგულისხმოთ, თავისი ინფორმაციის მოძიებიან და ფრილანსერების აყვანის ჩათვლით;

და ფრილანსერ სამსახურების საძებნელად 50 საათი გავწეროთ – ონლაინ პროფილების რეგისტრაცია და პირველი პროექტების აღება.

ყველას გირჩევთ გამოიყენოთ ეს ტაიმერი დროის გასანაწილებლად, უფასოა და გადასარევი. აპლიკაციაცაა, chrome extension იც, ვებგვერდიც და მობილური აპლიკაციებიც გადმოიწერება. თუ ქრომზე დააყენებთ თან პომოდოროს ხერხის ჩართვაც შეგიძლიათ, ანუ ნახევარი საათი იმუშავებთ და 5 წუთი დაისვენებთ, რომ არ მოდუნდეთ და ფოკუსირება არ დაკარგოთ.

update ბი ჩემზე იყოს!

Advertisements

Multitaskerებმა რა ვქნათ

თქვენც თუ ჩემსავით კითხულობთ ხოლმე დებილურ სტატიებს თვითმენეჯმენტზე მიხვდებოდით, რომ რვაფეხებს არ გვწყალობენ. აქაოდა მიხედეთ და ერთ რამეს მიაწექით, ფოკუსირდით, გაუმჯობესდით და მეტს მიაღწიეთო.

არადა, ვარსებობთ ადამიანები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე რამეს და ზოგადად მსოფლიოში ყველაფერს ვაკეთებთ, რომლებსაც გვწყინდება ერთი და იმავე აქტივობით დაკავება, ვერ ვახდენთ კონცენტრირებას და ერთ საქმეზე მუშაობისას სხვა საქმეზე გვეფიქრება, რადგან კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და ძალიან მაგარი რამე არსებობს და თან სავალდებულო საქმეები მომენტალურად კარგავენ “მუღამს”.

თავს დავდებ ყველას გამოგიცდიათ – ერთი დიდი საქმე რომ გაბარიათ, გამოცდა იქნება, რამე ფეიფერის დაწერა, სამსახურის ინტერვიუ, შეხვედრა თუ რამე მსგავსი, და თან მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დრო გაქვთ. თან ეს რაღაც ერთი დიდი საქმე იმდენად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, რომ ვერც გარეთ გადიხართ და არც ცხოვრებისეული სიამენი გერგებათ, გონება იმ რაღაცას უტრიალებს და საბრალოდ ოხრავთ და წუწუნებთ. როგორც წესი სცენარი ასეთია ხოლმე: მაინც ბოლო წუთამდე სისულელეებით ვავსებთ დროს და ბოლო რამდენიმე დღესა და ღამეს ვასწორებთ. შედეგი საშუალოა, დრო – გაფლანგული და უსაშველოდ გაწელილი.

ან, სცენარი N 2. სამსახური გაქვთ, ან რაღაც 1 ხდება მთელი დღის განმავლობაში, ისეთი, საშუალო დონის. მთელი დღე ისე ივსება ამ მოვლენით, რომ სხვას ვეღარაფერს ახერხებთ. არადა რომ ფიქრობთ არც თუ ისეთი დაკავებულ-დაღლილები უნდა იყოთ. მაგრამ დრო რაღაცნაირად გადის.

მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, საქმე რაშია:

რაც უფრო მეტ რამეს აკეთებთ, დროის აღქმაც იცვლება, დღე ხანგრძლივდება და ყველაფრისთვის გყოფნით 🙂

ან სხვანაირად, რამდენიმე საქმეს თუ არ აკეთებთ, ვერც ერთზე ვერ მუშაობთ ხარისხიანად.

warning: პრიორიტეტების დალაგებაში არ აგერიოთ, ასე თუ ისე მაინც უნდა იცოდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის დღის განმავლობაში, რომ ენერგია რაღაც შტერობებზე არ დაგეხარჯოთ.

უბრალოდ იმ ერთ პრიორიტეტულ რამეს სხვა საქმეები მიუმატეთ. იმ ერთსაც უკეთესად გაართმევთ თავს, სხვა საქმეებსაც და ბოლოს კმაყოფილებს და ბედნიერებს დაგეძინებათ.

ჰო, ვიცი, ცუდია ერთი მიზანი და ერთი მიმართულება რომ არ მაქვს, მაგრამ დიდი ხნის წინ გადავწყვიტე თავთან ბრძოლის მაგივრად მაქსიმალურად კომფორტულად მოვერგო საკუთარ თავს.

ჩემი აქტივობების წრე ასე გამოიყურება:

საქმეები: სწავლა – სტარტაფი – ონლაინ ბიზნესი – სამსახური.

დროის ფაქტორი:

უნივერსიტეტი – კვირაში 15 საათი; (ამჟამად 40+, ფეიფერებს ვწერ, თან რამდენიმეს ერთად რომ არ მომწყინდეს)

ონლაინ ფრილანსერობისთვის / ბიზნესის აწყობისთვის – კვირაში 15 საათი;

სტარტაფისთვის ცოტა ნაკლები, ზემოთხსენებული მიზეზების და საქმეების გამო – 10 საათი;

ახლა ახალ სამსახურს ვეძებ, დღეში 1-2 საათით (მერე კვირაში 20 საათს ვიმუშავებ).

დასვენება/კეთილდღეობა: მუსიკა-ვარჯიში-გარეთ გასვლა-სოციალიზაცია – ფილმები და ეშმაკის მანქანები

მუსიკა-ხელოვნებისთვის კვირა დღე არსებობს;

ვარჯიში, ფიტნესი, იოგა, სირბილი –  ყოველ დღე, გონებას წმენდს და ფიზიკურად გვაკაჟებს;

გარეთ გასვლაში რას გულისხმობო იკითხავთ. იმას, რომ სახლში და ხალათში გატარებული დღეები მეზიზღება. გარეთ გასვლა სულაც რამდენიმე წუთით ყველაფერს ცვლის, სხვა ენერგიით და აზრებით გვავსებს. დაკვირვებიხართ რა მაგარი იდეები მოგდით მეტროში ან მოგზაურობისას? ან ერთი სული არ გაქვთ ხოლმე სახლში როდის მიხვალთ რომ “აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ?”.

ჰოდა, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ბლოგპოსტებს ჩემთვის ვწერ.

მე მჭირდებოდა ახლა თავისთვის შეხსენება, რომ არაუშავრს თუ 20 წუთში მწყინდება. არაუშავრს, თუ ხალხს ვერ ვუხსნი რატომ მაინტერესებს ა და ჭ, რომ ერთი რამის კეთებისას ასი იდეა მომდის და მერე იმ ას რამეზე ვეძებ ინფორმაციას და ასივეს ვიწყებ. თუ სიტყვა “კომპლექსური” შეიძლება ადამიანს აღწერდეს, მაშინ მე ვარ კომპლექსური. კომპლექსური რვაფეხა.

მერე რა, we are awesome 🙂

მთავარია ძალა მოვიკრიბოთ, საკუთარ თავებს მოვუსმინოთ, სისტემა შევიმუშავოთ და მივყვეთ.

ერთი ხელის მოსმა

yrtflrlo2dq-marcela-laskoski

სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ აქაურობას უნდა ჩავუჯდე, ანდა მეტიც, უნდა ავაოხრო და თავიდან გავაკეთო, ისეთი, როგორიც მინდა.

მერე ერთი-ორი პოსტი შემომეკითხება ხოლმე და მენანება. ხომ მახინჯია, ძველმოდური, რაღა დროს ასეთი ბლოგებია, (თუ საერთოდ არსებობენ ბლოგები), უკეთესადაც შემიძლია, მაგრამ, ჯერ იყოს ასე. ძალიან მეზარება დიდი რემონტი და მჭირდება ადგილი ონლაინ, სადაც სწრაფად და უბრალოდ რამეს დავწერ.

მენტალურად იქ ვარ, სადაც ყველაფერი ირევა, ერთმანეთში ირევა მუსიკა, ხელოვნება, ბიზნესი, სოციალური იმიჯი, ტექნოლოგიები, სტარტაფები, be in game, ლუდი, ჯაზი და ივენთები. ერთმანეთისგან იმიჯნება აბსურდი და რეალობა. თავში მერევა სტრესი, სიხარული, კიდევ მეტი სტრესი, სევდა, და ძალიან, ძალიან ბევრს ვსწავლობ საკუთარი თავის შესახებ.

გოგო ვარ, რომელსაც ძალიან უნდა მდიდარი იყოს. კიარადა, სხვანაირად არ შეუძლია და არც ალტერნატიულ სცენარს განიხილავს. მასიური წარმატება მჭირდება, რომელსაც მენტალური მზაობა უნდა, უპირველესად.

ის კი არა, რომ მერე რა “მეშველება”, არა. საქმე იმაშია, იქამდე როგორ უნდა მივიდე, როცა ჯერ კიდევ ამდენი მაქვს სასწავლი, როცა ჯერ კიდევ ვერ მისწავლია, რომ საქმესა და სამსახურში არაფერია “personal”, რომ სამსახური სამსახურის შენობაშივე მთავრდება, რა ტიპის სამსახურიც არ უნდა იყოს. რომ იშვიათ შემთხვევაში უფროსებიც ხალხია და არა ჰუმანოიდური ტიპის assholes, რომლებიც ბრძანებების გაცემით და მითითებებით იკვებებიან, რომ კრიტიკის მიღება შეიძლება და ამაში ტრაგიკული არაფერია, მითუმეტეს, რომ გამოცდილება არ მაქვს და კიდევ, დეტალებს არ ვაქცევ ყურადღებას. ჯანდაბა, სულ მავიწყდება და მრჩება რაღაცეები.

კიდევ, სულ მავიწყდება, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩემი კეთილდღეობაა მთავარი. ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში მე და ჩემი თავი ერთად ვრჩებით და მისი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა ყველაზე პრიორიტეტულია. აი, ხომ ვიცი, რომ ყველა სიტუაციიდან შეიძლება გამოსვლა და ყველაფერს მოევლება, ნეტავი რატომ ვინადგურებ ჯანმრთელობას რაღაც სრულ კრეტინობებზე დარდით?!

ჰოდა ისე იდეაა: კალენდარში სრულიად შემთხვევითი პრინციპით, უნდა ჩავყარო სახელად “treat yourself” დღეები, როცა მხოლოდ სასიამოვნო რამეებს გავაკეთებ და საკუთარ თავს დიდ პატივს ვცემ :))

კონტროლი. კონტროლი მაძლევს მშვიდობას, მაშინაც კი, როცა გარშემო არეულობაა. ყველაფერი  კონტროლირებადი უნდა იყოს, ჩემზე დამოკიდებული და რამის ფარგლებში ხდებოდეს, სხვანაირად life is a mess and impossible.

კონტროლს გონებრივი სიძლიერე გვანიჭებს.

რეალურად 2 რამეა კონტროლი, ერთია, როცა შეგიძლია საკუთარი ფიქრები აკონტროლო, ან მათი ხასიათი და მეორე, როცა შეგიძლია ქმედებები აკონტროლო, სხეული; ახლა რომ ვთქვა, რომ გარეთ უნდა გავიდე, უნდა შემეძლოს ავდგე და გავიდე.

ფიქრების ხასიათი არ არისო, იკითხავთ. როცა შემიძლია მოცემული მოვლენა როგორც მინდა ისე აღვიქვა და გადავხარშო. პოზიტიური ფიქრია კონტროლი.

კიდევ, ქვეცნობიერი ფიქრი არსებობს. ასე მომდის ხოლმე საუკეთესო იდეები.

როცა ვიცი, რომ ფიქრი უნდა დავიწყო რამე თემის გარშემო და იმ წუთას საუკეთესო იდეები არ მაქვს და სხვა რამეზე ვერთვები, ქვეცნობიერად ფიქრს მაინც ვაგრძელებ და ერთხელაც “ბამ!” და ის იდეა მოგდის, რომლის მსგავსიც გჭირდებოდა.

ძალიან სმარტი ტიპი უნდა იყო, ძალიან skilled. ყველაფერი უნდა იცოდე. უნდა შევარდე ბიბლიოთეკაში და ყველაფერი გადაატრიალო, რომ ის ხალხი ამოქაჩო, უნივერსიტეტებში 10-10 წელი რომ გაუტარებიათ კონკრეტულად n დარგის შემეცნებაში. ძალიან ძველმოდურია განათლების სისტემა, როგორც ასეთი. არ გჭირდებათ PHD ხარისხი არაფერში, მთავარია ზუსტად ის ისწავლოთ, რაც გჭირდებათ. ონლაინ კურსებიც დაიხმარეთ, ტუტორიალებიც და დოკუმენტური ფილმებიც.

არარელევანტური რჩევა: დროზე ისწავლეთ რამე tech skill, კოდირება, ვებ დიზაინი ან რამე მსგავსი. მომავალი, კარგი სამსახურები  და “კაი ცხოვრება” digital nomad ხალხის ხელთაა. 1 წლის განმავლობაში ყოველ დღე თუ ითამაშებთ codecademy.com ზე, ბედს ეწევით.

მინდა კონტროლი და სიმშვიდე. სიმშვიდე, პოზიტიურობა, უსტრესობა და კონტროლის განცდა. ხოდა, საკუთარ თავს უნდა ვენდო და კიდევ უფრო flexible personality უნდა ვიყო, კიდევ უფრო სწრაფად უნდა ვისწავლო და “ამოვქოქო”.

რატომ არ უნდა ვიყო person of a value? რატომ არ უდა ვიყო ძალიან, ძალიან მაგარი? ტვინი მაქვს, საჭირო დრო, ადგილი, კონტაქტები, ყველაფერი ხელის ერთ გაწვდენაზეა.  გაანძრიე ტვინი და… შენც შეგიძლია იყო სადაც გინდა და როგორც გინდა.

If you can’t do it in Berlin, you can’t do it at all.

 

 

 

 

 

6 თვე

გამარჯობა!

კი, უკვე ნახევარი წელი გავიდა ბოლო პოსტის დაწერიდან. სად მეცალა ბლოგისთვის.

ამ ექვსმა თვემ მასწავლა ურთიერთობა დამსაქმებლებთან, სტრესთან გამკლავება ის, რომ ბევრ ფულს, არც მეტი არც ნაკლები, ინფორმაციის მიღების, იდეებისა თუ წყაროების გადაჭარბებული რაოდენობა მაშორებს; კიდევ მომაწოდა ზღვა ინფორმაცია, ბრენდის მნიშვნელობა მასწავლა, უამრავი ახალი ადამიანი მიბოძა, საჭირო კონტაქტებიც და რამდენიმე ძალიან მაგარ იდეამდე მიმიყვანა. (ჰოუპ სო)

დღეს, ცალი ხელით  გამოცდებისთვის ვემზადები, ბინას და სამსახურს ვეძებ და ახალი ვიზის მიღების გახსენებაზე საფეთქლებს ვიზელ, მეორე მხრივ კი მეწარმეთა community ს ვაყალიბებ, შეხვედრებს ვუკეთებ ორგანიზებას, ინვესტორებს და პოტენციურ თანამშრომლებს ვხვდები, გეგმებს დავგენ და ვშლი, ვფიქრობ როგორ შეიძლება გადაიჭრას პრობლემები თანამედროვე მოდის თუ მუსიკის ინდუსტრიაში, კიდევ ვფიქრომ იმ სხვა 128989 იდეაზე, ღამე რომ არ მაძინებენ, ვერთობი, ვსწავლობ და ყველაფრის, ყველაფრის გამოსწორებას და გაუმჯოებსებას ვცდილობ. ვცდილობ, უპირველეს ყოვლისა, ჩემი გონების დალაგებას, მოვლენების გადაფასებას, გამარტივებას, უსტრესობის და “ლაითობის” კულტურის გამომუშავებას, ვისწავლე ადამიანური რესურსების ფასი და მთელ, მთელ ცხოვრებას ამას მივუძღვნი.

ამაღამ საიტი გადავახალისე, მალე ახალ-ახალ და სულ ნაირ-ნაირ პოსტებს დაგიწერთ.

ყველაფერი ლოგიკურად ვითარდება. ძალიან რთული / დაძაბული / ხათაბალებით სავსე პერიოდი მაქვს, მაგრამ ეგ არაფერი, ესეც გაივლის და ნელ-ნელა ავღორძინდები 🙂

ძალიან მიყვარხართ

 

 

10 გაკვეთილი 2015 წლიდან

2015 წელი იმით დაიწყო, რომ სამგან ვიყავი მეკვლე. ახალი წელი კი არა, სრულფასოვანი მარათონი მქონდა. ყველას კარგი წელი გამოუვიდა (სულ ჩემი დამსახურებით, ცხადია:) ), მე კი ძალიან, ძალიან ბევრი ვისწავლე 2015ის განმავლობაში. Continue reading “10 გაკვეთილი 2015 წლიდან”

Simplify, Minimize, Eliminate

ეს პოსტი იმაზე იქნება, როგორ ვცდილობ ჩემი ტვინიდან “catch” ები წავშალო, უფრო მარტივი გავხადო ყველაფერი და გაცილებით ეფექტიანი გავხდე.

ჩემს ერთ-ერთ საყვარელ აპლიკაციას გადავხედე და ასობით შენახული სტატია წავშალე. უმეტესობა პროდუქტიულობის თემაზე იყო. აი, რას გეტყვით:

დაივიწყეთ ყველაფერი, რაც წაგიკითხავთ ამ თემაზე. ზედმეტი ნაგვით ტვინი არ დაიტვირთოთ.

საბაზისო პაკეტში შედის:

  1. ყველანაირი გეგმა გაამარტივე, საერთოდ, ყველაფერი გაამარტივე ან წაშალე. როცა ძალიან ბევრს ფიქრობ, უბრალოდ, გაჩერდი. მორჩი ბევრ ფიქრს. ადექი და რამე გააკეთე მაგის სანაცვლოდ. ან, უბრალოდ, ცარიელი ყუთი წარმოიდგინე. გახსოვს yin & yang ზე რომ ვილაპარაკეთ? დაისვენე.
  2. თქვი “არა”. ძალიან ხშირად. საკუთარ თავს უთხარი “არა”. ფეისბუქზე უნდა შეხვიდე? -არა! ახლა ჯერ ამას წავიკითხავ/ვუყურებ/ვიზამ და მერე მივხედავ “იმას”? – არა! ავუკრძალოთ საკუთარ თავებს რაღაცეები. სისულეელეები. ასეთი სისულელეების კეთებას მიაქვს ჩვენი დროის 90%, მერე ვამბობთ, რომ დაკავებულები ვიყავით. ერთია საქმიანი სახით ჯდომა/სიარული და მეორეა პროდუქტიულობა. უბრალოდ, სულაც ნუ გააკეთებ რაღაც იდიოტობებს.
  3. დღე წინასწარ დაგეგმე და სულ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საქმე მოინიშნე. დანარჩენი ყველაფერი ზედმეტია. ის საქმეებიც ეცადე დილითვე მოიშორო. დაჯექი და მოიშორე. თანაც, სულ პირველად ყველაზე “რთული” საქმე გააკეთეთ. მერე ნახე რა ბედნიერება მოაქვს კონტროლს.
  4. დანარჩენი დრო არაფრის კეთებას კი არა, სასიამოვნო საქმეების კეთებას დაუთმე. ცხოვრებით ისიამოვნე. იმოგზაურე ან გარეთ გადი, მეგობრებს შეხვდი, მუსიკაზე იარე, ცეკვა ისწავლე ან ბუნებაში გაისეირნე. გართობა დროის კარგვა კი არა, ჩვეულებრივი საქმეა. ის საქმე, რისთვისაც ვცხოვრობთ. ოჯახის, მეგობრების და ზოგადად, სიამოვნების გამო.

არც ეს პოსტი იყო დიდი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უსარგებლო წინადადება წავშალე.

დროებით!

პ.ს. წაიკითხეთ: Tim Ferriss “4 hour work week”

რა ამბებია ბერლინში

0ZkgMrBkKQ8მოკლედ, გიყურებთ მთელი ოჯახით ბერლინიდან.

აქ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გრილა, მე გავიყინე უკვე და ქურთუკზე ზრუნვა დავიწყე, თუმცა ფასებით არ ვარ აჟიტირებული და ჯერ ძებნის პროცესში ვარ. მაგრამ, რა დროს ქურთუკია, იმდენი საქმე მაქვს!

  1. პირწმინდად უნდა შევასრულო დაკისრებული მოვალეობანი;
  2. ვისწავლო გერმანული, რამეთი შეუფერხებლად ვიცხოვრო და ვიმუშავო;
  3. დავფუძნდე – მოვაგვარო ვიზების ამბები, გავიგრძელო და ა.შ.;
  4. დავაარსო ჩემი სტარტაპი;
  5. ავყვავდე ეტაპობრივად 🙂
  6. CV ს ამბებს მივხედო, ჩემს პროფესიაშიც ვიღონო რამე;
  7. შევხვდე მუსიკოსებს;
  8. შევხვდე ადგილობრივ entrepreneur ებს
  9. ხალხი გავიცნო, მეგობრები შევიძინო, გავერთო;
  10. ფული ვიშოვო კიდევ ერთხელ, რაც ძალიან მჭირდება.

მოკლედ, ბერლინი არის მწვანე. სუფთა. პასუხისმგებლობით სავსე. ლამაზი. ჰიპსტერული. მუსიკალური. ბოჰემური. გრილი. Continue reading “რა ამბებია ბერლინში”

Tinder და ქართველი ბიჭები

ერთ მოწყენილ საღამოს (გუშინწინ) დავსერჩე დეითინგ აპლიკაცია (ნუნუ ნათაძის ბლოგი გახდა ინსპირაცია))) და თინდერიც დავაინსტალირე.

tin

მომეწონა, რომ დიდი ფილოსოფიის გარეშე, სურათებს “სვაიპავ”, ადვილია და შეგიძლია ბევრი ახალი ადამიანი გაიცნო. მოკლედ, დეითინგ აპპ, როგორც ასეთი. სულ არ გამხსენებია რამდენი ოდნოკლასინიკის მომხმარებელი მომწერდა და ისიც ვერ ვიაზრე, რომ თინდერს პორნო სოციალურ ქსელად აღიქვამდნენ ჩვენი ვაშკაცები 🙂

ასე ერთად, ერთ კონტექსტში და ერთ “დათაბეისში” არ მქონია შესაძლებლობა ქართველი ბიჭების დათვალიერება-შეფასება-დიაგნოსტირებისა და ბევრი დასკვნაც გავაკეთე 🙂

აი, ინებეთ ანალიზი:

 1.წვერის გარეშე რაა მამული.

აქამდე არ დამიფიქსირებია რამდენი ბიჭი ატარებს წვერს. ეს უმუშევრობის და უქნარობის თუ არა (ლეიზი დეიზ რომ აქვთ), მოუვლელობის ასოციაციას ნამდვილად მიჩენს. მოკლედ, სახიფათოდ დიდია მოშვებული “კაი” ტიპების რაოდენობა. აი, რომ შეხედავ და რომ იცი, რომ “ჩემი კაი”ს ამბობენ, გადაღუნულები დგანან, მშობლებთან (და ალბათ მათ კისერზე)ცხოვრობენ, აჭარაბეთში თამაშობენ და იფურთხებიან. და თავი მაინც შარმიანები გონიათ, უკიდურესად მამაკაცურები 🙂

2. მობილური, სიგარეტი, მანქანა.

Continue reading “Tinder და ქართველი ბიჭები”

6 მარტივი გზა უცხო ენის სასწავლად

10569049_443208629155326_7828143323388014491_nძალიან მსიამოვნებს ახალი ენების სწავლა.

ენის სწავლა არ ნიშნავს ჩვენი ბედკრული სკოლების (საბჭოთა) მეთოდების გამოყენებას, (ეგ საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაულია). სწორედ ასე ვახერხებ სიამოვნება მივიღო ახალი ენის სწავლით.  10-10 საათი ჯდომა და სავარჯიშოების ზედმიწევნით კეთება ნამდვილად გადამრევდა.

მთავარია ის ენა მართლა გიყვარდეს და იმ კულტურაზე გიჟდებოდე, გქონდეს მოტივაცია, მოგწონდეს ხალხი და იქ ყოფნა ძალიან გინდოდეს.  Continue reading “6 მარტივი გზა უცხო ენის სასწავლად”

As I began to love myself

აწ ამ წუთიდან ვაპირებ ახალ ეტაპზე გადავიდე, რომელსაც ეწონდება “არ მაინტერესებს, საერთოდ აღარ მაინტერესებს ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ ცხოვრობს,  ვინ რა როგორ მიიღო/რას მიაღწია და რა საშუალებებით, ვისთან იყო, რა ურთიერთობა აქვთ…” და მისთანნი.

მოკლედ, სამყაროს აღქმის ახალ ეტაპზე გადავდივარ, რომელსაც ქვია “მე”

კი, თეორიულად ყველამ ყველაფერი ვიცით, და მაინც, ყოველ დღეს სხვისი თავგადასავლებისა და ნიუსების გაცნობით ვიწყებთ, სხვისი დაწერილი მუსიკის მოსმენით, სხვისი სურათების დათვალიერებით, სხვასთან საუბრით და სხვისი აზრის მოსმენით.

თქვენი არ ვიცი და, მე ამას ბოლოს ვუღებ. Continue reading “As I began to love myself”

Georgian-Russian war, as experienced by me.

Exactly 7 years ago, I was in Racha with my family. It’s one beautiful, mountainous and extremely quiet region of Georgia. I was 16.

It was an unusual day. TV was on and we were watching the news about the Georgian-Russian war.

We heard that Gori was being bombed in those minutes. We heard about the victims, how Russian troops were getting closer, taking more and more villages, saw the officials being in panic and heard many other news. It wasn’t an equal war, the news about battles or our military operations weren’t broadcasted, it was just a HUGE panic and misunderstanding. We just tried to reach our voices to the Western world – please do something! We’re victims!

There were no one I hated more than Vladimir Putin and Dmitry Medvedev, Continue reading “Georgian-Russian war, as experienced by me.”

მოიკიდე ზურგჩანთა

თუ გცხელა,  ადექი, მოკიდე შენს მეგობარს ხელი, აიღე ზურჩანთა, კარავი, საძილე ტომარა, 10-20 ლარი და გაუდექი გზას.

ტრანსპორტში ფული არ გადაიხადო. ავტოსტოპით ჩაბრძანდით ხონში, იქვე იყიდეთ რამე საჭმელი, მერე ადით სოფელ ზემო გორდში, სამარშრუტო ტაქსი 3 ლარი ღირს, მაგრამ იქნებ მანამდეც აყვეთ ვინმეს.

იქ დაგხვდებათ ძალიან მაგარი ტურისტული ცენტრი, სადაც მუშაობენ ისეთი კეთილი თანამშრომლები, როგორიც ბესო და დათო არიან. თან გადაგყვებიან.

კარავი შეგიძლიათ დადიანების ყოფილ საზაფხულო რეზიდენციასთან დასცეთ (-ის ნანგრევებთან, აბა ჩვენ რისი გაფრთხილება ვიცით ამისთვის რომ მოგვევლო). არც ცხოველები შეგაშინებენ და ტკბილად დაიძინებთ. მაქსიმუმ დილით 1-2 ძროხის ან ძაღლის გამწყემსვა-მოგერიება მოგიხდეთ, ისიც ძალიან თუ დაინტერესდნენ კარვის შიგთავსით, მხოლოდ მაგ შემთხვევაში. Continue reading “მოიკიდე ზურგჩანთა”

15 სისულელე, რომელიც ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს.

ახლა, როცა სერიოზული ცვლილებებისთვის ვემზადები, გადავწყვიტე თვალი გადამევლო გასული წლისთვის და არამარტო, გამეანალიზებინა ჩემი თუ თქვენი შეცდომები, რომ მათი დაშვების ყველა მიზეზი საფუძვლიანად შემესწავლა.

ასე მივედი იმ ყოვლად უსარგებლო mindset ების სიამდე, რომლებსაც გაგიზიარებთ.

მოკლედ ვიტყვი, რომ რთული წელი მქონდა, რომელმაც ძალიან ბევრი რამე მასწავლა. არასდროს ვისურვებდი მსგავსი პერიოდის განმეორებას კიდევ ერთხელ, ამიტომ, ქვემოთ ჩამოთვლილი აზრები, პირადად მე აღარ მომცემს საშუალებას მსგავს მდგომარეობას დავუბრუნდე.

სისულელე N1. არ არის აუცილებელი ყოველ დღე ბედნიერი და მხიარული იყო. სავსებით ჩვეულებრივი და ბუნებრივი ამბავია მოწყენა, სევდა და მსუბუქი დეპრესიაც კი.

მართლა, ისე ხდება, რომ ჩვენს სოციუმში სევდა-დარდი-ჭმუნვა-ჭმუხვნა-დრამატიზმი-უბედურება ნორმადაა ქცეული. ჯანდაბას ეს Mindset ები! (და ნამდვილად გვეყო რაც აქამდე დარდები და უბედურებები გვინახავს). თითოეული დღე თუ რამე სასიამოვნოს კეთებას არ მივუძღვენით, თუ კარგად არ ვიცინეთ, გავერთეთ, ის საქმე არ გავაკეთეთ, რომელიც გვაინტერესებს და გვიყვარს, აბა რა ჯანდაბას ვაკეთებთ მაშინ! Continue reading “15 სისულელე, რომელიც ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს.”

ბულგარეთის შესახებ

ბულგარეთი არის…

ქაოტური, ფერადი, მხიარული, ბედნიერი, ეკონომიკურად პაწა გაჭირვებული, შეურაცხადი პოლიტიკური პარტიებით… თავს იწონებს ქართველის ექვივალენტური ბულგარელი ვაჟკაცებით, ბოლიო მოდებით, თურქულს რომ ძალიან გავს ეგეთი სიმღერებით (ადგილობრივი ნინო ჩხეიძეები უკიდურესად პოპულარულები არიან), საოცრად გოიმური მანიკურებით :), მოკლე ვარცხნილობებით, უგემრიელესი სამზარეულოთი (რომელსაც ყველა ედავება ვისაც არ ეზარება), მზით, ოქროს ქვიშებით, თავისი ანბანით (იქიდან გავრცელდა cyrillic ანბანიო დამარწმუნეს), ულამაზესი ქალაქებით (რამდენიმეს ჩემს ბლოგზე დაათვალიერებთ), და გამარტივებული სავიზო პროცედურებით ევროკავშირთან.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, აი, სურათები და ჩემი პოსტები იქ ყოფნისას რომ დავწერე.

  1. ჩემი პოსტები მოგზაურობა/საქმიანობაზე

ესეც იქაური ბოლო ჰიტი 🙂

შეყრა სამშობლოსთან

1237044_10202078637190391_1407002415_n get_img

გამარჯობა!

აგერ უკვე 10 დღეა დავბრუნდი. ჯერ კიდევ “ბენზინი მისხია” და ვეცდები ეს განწყობა რაც შეიძლება დიდი ხნით შევინარჩუნო. განვაგრძობ თვითმოტივირებას და თვითდისციპლინას ვინარჩუნებ.

ვაცნობიერებ, რომ სწორედ ეს თვეები წყვეტს ჩემს მომავალს. აი, ეს “გეპი”, როცა აქ ვარ და უნდა ვისწავლო, ბევრი უნდა ვისწავლო, მაქსიმალურზე მაქსიმალურად გავუმჯობესდე და მაქსიმალურად დავსაქმდე. ჰო, ფულიც მჭირდება. რაო, რამდენიაო ლარის კურსი?

ჩამოვედი და მაქვს ძალიან ბევრი გეგმა, საქმე. მეტი უნდა ვიშრომო და ნაკლები ვიფიქრო 🙂

აი, ასეთ განწყობაზე ვარ.

რა უნდა გავაკეთო:

  1. დადგა უკვე ჟამი. აქ დავაარსო “რაღაც”. ამ რაღაცაზე მოგვიანებით აუცილებლად დავწერ;
  2. გავაგრძელო ენების სწავლა, ამაზეც აუცილებლად დასაწერია პოსტი, იმიტომ, რომ კარგი მეთოდები მოვიგონე/გავიგონე და უნდა გაგიზიაროთ!
  3. კიდევ მეტ პროექტში ჩართულობა და მუშაობა კომპეტენციის გასაუმჯობესებლად, რომ მაგისტრატურის სასურველ კურსზე მოვხვდე.

დანარჩენს მერე მოგახსენებთ.

პოზიტივის და ბედნიერების შესახებ

11134027_10152735687750872_5255522526968780202_o* მე ამ პოსტის წაკითხვა ძალიან გამომადგებოდა. ბანალური არაფერი გეგონოთ 🙂

მოკლედ, ისე მოხდა, რომ გენები, აღზრდაზე მოქმედი ფაქტორები (X პერსონის მაქსიმალისტი ხასიათი, მატერიალიზმი, გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი) ჩემი ხასიათიც და ყველაფერი დანარჩენი ისეთი კომბინაციით განაწილდა, რომ ერთ დიდ პრობლემად ჩამომიყალიბდა, mindset-ად, რომელსაც ქვია დეპრესიისადმი მიდრეკილება (თუმცაღა ამას არასდროს ვაღიარებდი), ზედმეტი პასუხისმგებლობის გრძნობა, ილუზიებში ცხოვრება, მუდმივი უკმაყოფილება მიღწეულით, ან, სრული უგულებელყოფა, მუდმივი სტრესი… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბედნიერების დონის მუდმივ დეფიციტს განვიცდი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ Human Metrics არ მეთანხმება, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ინტროვერტიც ვარ. მერე რა, თუ თავს ხალხშიც კომფორტულად ვგრძნობ, დიდხანს მაინც ვერ ვჩერდები და მარტო ყოფნა მირჩევნია.

ბედნიერების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი. ან ხარ ბედნიერი, ან არა = ან კარგად ცხოვრობ, ან არა.

აქსიომაა, რომ ცუდად ცხოვრება არ შეიძლება.

რა სისულელეა, რატომ უნდა იცხოვრო ცუდად, თუ გაქვს ბედნიერება გენიოსი, ადამიანური გონი გედოს თავში, რაღაც ფენომენი კომპიუტერი, რომელზე საჭირო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში ყველა პრობლემას “დააფიქსირებ”. ვაღიაროთ, რომ ამას ყველა ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ.

რაღაც მკარნახობს (მეხსიერება), რომ ეს ადრეც დამიწერია: ბედნიერება არის სამყაროს ჩვენეული აღქმა. ჰოდა, მინდა ყველაფერს იმაზე პოზიტიურად აღვიქვამდე, ვიდრე დღეს: რეალობასაც, მომავალსაც, საკუთარ თავსაც, საერთოდ, ყველაფერს.

პოსტის მთავარი ნაწილი ეს არის:

ძალიან სერიოზულად დავფიქრდი yin yang ის პრინციპზე.

ესაა ცუდი – კარგი; მიღება – გაცემა; შავი – თეთრი; შიგნით – გარეთ; წუწუნი – მადლიერება; დაბნეულობა და ორჭოფობა – კონტროლის გრძნობა; ბოროტება/ნეგატივი – სიკეთე; ფიქრი – მოქმედება; ნეგატიური-პოზიტიური ადამიანები, ა.შ.

არ ნიშნავს, რომ შავი ცუდია, მაგრამ მას აუცილებლად დაბალანსება სჭირდება. რაც უფრო მეტია თეთრის წილი, ჩვენც მით უფრო ბედნიერები ვართ!

მოკლედ,  გავაცნობიერე, რომ ცხოვრება Before & After, უბედურ და ბედნიერ ეტაპებად არ იყოფა Continue reading “პოზიტივის და ბედნიერების შესახებ”

Podcasts

2743534799_e1c988d6be_bრატომ უნდა მოვაცდინოთ ყურები და გონება, როცა ვმგზავრობთ, ოთახში ვფუსფუსებთ, ან ტვინი სხვა მნიშვნელოვანი რამით არ გვაქვს დაკავებული?

ძალიან ბევრი რამის სწავლა პოდკასტებითაა შესაძლებელი. ესაა შემეცნებითი აუდიოფაილები.

ჰოდა, ჯერ არს ჩემთვის ცნობილი პოდკასტები გაგიზიაროთ 🙂

წყარო უნდა აღინიშნოს. ამათგან უმეტესობა მე ჩემს საყვარელ Entrepreneur Magazine ის სტატიებიდან აღმოვაჩინე. აქ და აქ

  1. ეს სტარტაფებზეა
  2. როგორ ვიშოვოთ ფული “პასიურად”
  3. ეს იმ წიგნის ავტორის პოდკასტია, “4 საათიანი სამუშაო კვირა”. წიგნს აქ ნახავთ, პოდკასტს კი, აქ.
  4. სტარტაფები, თავისთავად 🙂
  5. ეს ჩემი საყვარელი ბლოგია! Entrepreneur on fire!
  6. ინტერნეტ ბიზნესი
  7. ეს ერთ-ერთი პროფესიონალი კაცის, ქრის დაქერის პოდკასტია.
  8. ეს კი მისი კოლეგა ქალის 🙂 მშვენიერი რამეა და დიდი მასალაც დევს.
  9. Fizzle ძალიან ცნობილი საიტია. შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და მრავალ რჩევა-დარიგებასაც მიიღებთ. აი, პოდკასტი
  10. “A series about what happens when someone who knows nothing about business starts one”. ჩვენზეა 🙂
  11. Accidental Creative
  12. თვითონ Entrepreneur Magazine სთან არსებული პოდკასტები იხილეთ აქ

ძალიან კარგ რამეებს გადააწყდებით ამ ლინკებზე:

http://www.startalkradio.net/

http://99percentinvisible.org/

Ted Radio Hour

The Gist

და ეს მუსიკალური გადაცემებიც ძალიან მიყვარს

აბა, გამოიყენეთ და ისიამოვნეთ! 🙂

ჩემი დაბადების დღე

10420148_10203140201530848_5206897350255874162_nდღეს ჩემი დაბადების დღეა. 23 წლის გავხდი.

თუ ზარ-ზეიმია, ზარ-ზეიმი უნდა იყოს. თითოეული უჯრედით უნდა გიხაროდეს არსებობა, თითოეული დღე, “celebrate” მომენტი უნდა გქონდეს. უნდა დღესასწაულობდე სიცოცხლეს, როგორც ასეთს. მე კი, მოგეხსენებათ, ეხლა ვინვითარებ მადლიერების, გართობის და ბედნიერების ჩვევას, იმის კულტურას, რომ შოკირებული, “კაეშნიანი” და დასტრესილი არ ვიყო სხვადასხვა რეალობის შემთხვევაში, ვაღიარო დაბრკოლებების არსებობა და მოვიპოვო მათზე კონტროლი. ამასაც სწავლა უნდა და მე ვსწავლობ. და ვამაყობ საკუთარი თავით. ასე, რომ, დღეს საღამოს, უცნობი ადამიანების გარემოცვაში ნამდვილად წავუქცევ ერთ-ორ ჭიქას, მაგრამ, ნამდვილი ზარ-ზეიმი მერე იყოს. მალე ოღონდ.

ოცდასამიო, ეგეც რამეო, მეტყვით, მაგრამ, ჩემი 23 ყველას 23 არ არის. ორგანაიზერებს 17 წლიდან ვიყენებ, დღიურებს 11 წლიდან (ამ ბოლო დროს ვიდეოდღიურებზე  და აპლიკაციებზე გადავედი, მაგრამ, პრინციპი ერთია). მოკლედ, ჩემი თავი “გამოჭერილი მყავს” იმ მომენტიდან, საიდანაც დღევანდელ ანასთან ვახდენ იდენტიფიცირებას. ანუ, 16 და 56 წლის ანა ერთი და იგივე იქნება, ამიტომ, “ახალგაზრდობა” მარტო რიცხვები და თავის გამართლების ამბავია.

ადრე, ძირითადად, თავზე ლაფის გადასხმას მივმართავდი ხოლმე ჩემს დაბადების დღეებზე. აი, ასეთებს: “შენხელა მოცარტი მოცარტობდა, შენ კიდე არც იგუგლები”. Continue reading “ჩემი დაბადების დღე”

კაცის ტვინი

*ეს ბლოგპოსტი არ იქნება სექსისტური, მაგრამ, იმ განსხვავებებს კი ნამდვილად შეეხება, რომლებიც, ამ 2 სქესს შორის არსებობს (და არ უნდა არსებობდეს.)*.

გარშემო გაცილებით მეტ ბედნიერ კაცს ვხედავ, ვიდრე ქალს. მეც მინდა ისეთი ბედნიერი ვიყო, როგორც კაცების უმრავლესობაა. ჰოდა, მეც ავდგები და ისე მოვიქცევი, როგორც კაცები იქცევიან (ამის დედა ვატირე :)))

არც წვერს მოვუშვებ და არც მკერდს ავიკრავ, ნოუ ვორიზ. უბრალოდ, ვიაზროვნებ კაცურად.

(აქ ეხლა ის უნდა დავწერო, სულ ვიცოდი რომ ვაფრენდი, მამასაც უნდოდა ბიჭი ვყოფილიყავი, ყველა გაფუჭებულ ნივთს სახლში რომ მე ვაკეთებ, ცოტა ხე ბიჭებს ვაფრთხობ და ტექნოლოგიაშიც ვერკვევი.. მაგრამ, ამას გადავახტები).

აი, ამ სურათმა შთამაგონა. 

დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ ქალები ჩახლართულად აზროვნებენ, თავში დიდი აურზაური აქვთ, ყველაფერი ახსოვთ, ყველაფერზე ფიქრობენ და ნერვიულობენ.

კაცების თავში კი ყველაფერი სორტირებულია, ყველაფერი თემატურად თავის ყუთშია მოთავსებული. კაცებს ცარიელი ყუთიც გააჩნიათ და ეს ბედნიერება საშუალებას აძლევთ, უბრალოდ, დაისვენონ, არც არაფერზე იფიქრონ და არც არაფერი აკეთონ.

ჰოდა, Challenge Accepted.

Continue reading “კაცის ტვინი”

ბულგარეთი და ჩემი ამბები

გამარჯობა მეგობრებო!

როგორც ყოველთვის, ჩემს ტვინში ერთი ალიაქოთია, მიუხედავად იმისა, რომ სულ მაგის ლაგებაში ვარ. ჰოდა, შემდეგი პოსტი ტვინზე იქნება. მაგრამ სანამ მაგის წერას შევუდგებოდე, ტრადიციისამებრ, ჯერ მსოფლიოსა და ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს გადმოგილაგებთ.

CAM01260

1. ბულგარეთში ვარ, ბლაგოევგრადში. ეს მეორე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანაა, რომელშიც ვყოფილვარ და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს იავარქმნილ საქართველოს კრიტიკას არ ვაკლებ, ვიტყვი, რომ ორივეს საქართველო ჯობია (მირჩევნია არა, ჯობია). არა ყველა კრიტერიუმით, რა თქმა უნდა, მაგრამ…

აი, (მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრით), ჩვენი ახალგაზრდობა უფრო განვითარებული და აქტიურია, ვიდრე ბულგარეთის, და, გემოვნების ამბავშიც ვჯობნით. ეს უკიდურესად ინდივიდუალურია, მაგრამ, რავიცი… არასოდეს მომეწონება ბულგარული მუსიკა (თურქულ მუსიკას გავს და უსაზღვროდ პოპულარულია), არც თვლებით და ბეწვეულით გაწყობილი ტანსაცმელი…

სხვა რა მოგახსენოთ…

ბუნება საკმაოდ სასიამოვნოა, წარა-მარა საქართველოს მახსენებს ხოლმე, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც ჩვენნაირად “წარმატებულია”… ქუჩის ბავშვები, დასუფთავების სამსახუროის მოსვლამდე ნაგვის ამოქექვა, ქუჩის ცხოველები და მათხოვრები ბულგარეთსაც არ აკლია.

მოკლედ, დაახლოებით იგივე საქართველოა, ოღონდ შავი ზღვის მეორე მხარეს.

ღირსშესანიშნაობები არ აკლია, რამდენადაც ვიცი, მაგრამ ჯერ სოფიას გარდა სხვა ქალაქი არ მინახავს. სოფია რომი ნამდვილად არ არის, მაგრამ მშვენიერი, მშვიდი და მოკირწყლული ცენტრი აქვს ეკლესიებით და კაფეებით.

სხვა პოსტებში მეტს მოგიყვებით ბულგარეთის შესახებ. ეხლა დღის მთავარ თემაზე გადასვლა მეჩქარება.

2. ბულგარეთში რას ვაკეთებ და, EVS ის მოხალისე ვარ და ამ გამოცდილებასაც აუცილებლად დეტალურად გაგიზიარებთ.

ჩემს მოღვაწეობას თვალი შეგიძლიათ ამ ბლოგზე მიადევნოთ, რომელსაც აჟამად მე ვხელმძღვანელობ 🙂

3. ახალ შარში ვარ, რომელსაც 22 აპრილს ტესტ დაფის Test DaF (როგორც “ტოიფელი” ინგლისურისთვის) გამოცდა ქვია. უკვე დავრეგისტრირდი, ამიტომ, სხვა რაღა დამრჩენია, დღეში 5-6 საათი მეცადინეობის და გერმანულ ენაში “გადაცხოვრების” გარდა, რომ ჩემი ბ1-ბ2 გერმანული ბ2-ც1 ად ვაქციო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ 1 თვეში 2 წიგნი უნდა გავიარო, სულ გერმანულს ვუსმინო, ვთარგმნო, ვწერო, ვილაპარაკო და ვიკითხო.

სწორად ვიქცევი. არ შეიძლება ჩემსავით ენის 3 წლის განმავლობაში სწავლა. (1,5 წელი მასწავლებელთან ვიარე, მერე დროის გამო შევეშვი და არც დამოუკიდებლად მომიკლავს თავი, მერე დამოუკიდებლად აღვიდგინე, მაგრამ სისტემატურად არ მიმეცადინია, 3 დღე-1 კვირა ვიმეცადინებდი, 1-2 თვე არა და ა.შ.)

შედეგი კი ისაა, რომ ყველა სიტყვა საშინლად “მეცნობა” რომ ვუყურებ, მაგრამ არ მახსოვს. ლექსიკონში ჩავიხედევი და ვოხრავ: “აააა, ხო, ხო…. გამახსენდა”.

1 თვეში პასივიდან აქტივში უნდა გადმოვტუმბო გერმანული და გამოცდაზე სულ 4ები და 5 ები ავიღო. არ მაინტერესებს, 130 ევროს მიმცემი მეორედ არ ვარ!

მორალი: ენას სჭირდება ძალიან სწრაფად “გადავლა”, უცებ მიხტომა, ტვინის იმ ენაზე მომართვა (ეხლაც, ქართულად არ უნდა ვწერდე წესით)… ბევრი კითხვა, ლაპარაკი, “ზუთხვა”, ტესტების კეთება, წერა და მერე სწრაფადვე სერთიფიკატის აღება. მერე კი, ყოველ დღე (ეს ყველა ენის აუცილებელი მოთხოვნაა), იმ ენაზე რამის გაკეთება (მაგალითად, 1 სტატიის წაკითხვა ან რამე) და ა.შ.

ეხლა კი მეორე პოსტის წერას შევუდგები, სანამ მუზა გადამივლის.

თუმცა, კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა შესავლის სახით…

bremerhaven