ერთი ხელის მოსმა

yrtflrlo2dq-marcela-laskoski

სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ აქაურობას უნდა ჩავუჯდე, ანდა მეტიც, უნდა ავაოხრო და თავიდან გავაკეთო, ისეთი, როგორიც მინდა.

მერე ერთი-ორი პოსტი შემომეკითხება ხოლმე და მენანება. ხომ მახინჯია, ძველმოდური, რაღა დროს ასეთი ბლოგებია, (თუ საერთოდ არსებობენ ბლოგები), უკეთესადაც შემიძლია, მაგრამ, ჯერ იყოს ასე. ძალიან მეზარება დიდი რემონტი და მჭირდება ადგილი ონლაინ, სადაც სწრაფად და უბრალოდ რამეს დავწერ.

მენტალურად იქ ვარ, სადაც ყველაფერი ირევა, ერთმანეთში ირევა მუსიკა, ხელოვნება, ბიზნესი, სოციალური იმიჯი, ტექნოლოგიები, სტარტაფები, be in game, ლუდი, ჯაზი და ივენთები. ერთმანეთისგან იმიჯნება აბსურდი და რეალობა. თავში მერევა სტრესი, სიხარული, კიდევ მეტი სტრესი, სევდა, და ძალიან, ძალიან ბევრს ვსწავლობ საკუთარი თავის შესახებ.

გოგო ვარ, რომელსაც ძალიან უნდა მდიდარი იყოს. კიარადა, სხვანაირად არ შეუძლია და არც ალტერნატიულ სცენარს განიხილავს. მასიური წარმატება მჭირდება, რომელსაც მენტალური მზაობა უნდა, უპირველესად.

ის კი არა, რომ მერე რა “მეშველება”, არა. საქმე იმაშია, იქამდე როგორ უნდა მივიდე, როცა ჯერ კიდევ ამდენი მაქვს სასწავლი, როცა ჯერ კიდევ ვერ მისწავლია, რომ საქმესა და სამსახურში არაფერია “personal”, რომ სამსახური სამსახურის შენობაშივე მთავრდება, რა ტიპის სამსახურიც არ უნდა იყოს. რომ იშვიათ შემთხვევაში უფროსებიც ხალხია და არა ჰუმანოიდური ტიპის assholes, რომლებიც ბრძანებების გაცემით და მითითებებით იკვებებიან, რომ კრიტიკის მიღება შეიძლება და ამაში ტრაგიკული არაფერია, მითუმეტეს, რომ გამოცდილება არ მაქვს და კიდევ, დეტალებს არ ვაქცევ ყურადღებას. ჯანდაბა, სულ მავიწყდება და მრჩება რაღაცეები.

კიდევ, სულ მავიწყდება, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩემი კეთილდღეობაა მთავარი. ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში მე და ჩემი თავი ერთად ვრჩებით და მისი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა ყველაზე პრიორიტეტულია. აი, ხომ ვიცი, რომ ყველა სიტუაციიდან შეიძლება გამოსვლა და ყველაფერს მოევლება, ნეტავი რატომ ვინადგურებ ჯანმრთელობას რაღაც სრულ კრეტინობებზე დარდით?!

ჰოდა ისე იდეაა: კალენდარში სრულიად შემთხვევითი პრინციპით, უნდა ჩავყარო სახელად “treat yourself” დღეები, როცა მხოლოდ სასიამოვნო რამეებს გავაკეთებ და საკუთარ თავს დიდ პატივს ვცემ :))

კონტროლი. კონტროლი მაძლევს მშვიდობას, მაშინაც კი, როცა გარშემო არეულობაა. ყველაფერი  კონტროლირებადი უნდა იყოს, ჩემზე დამოკიდებული და რამის ფარგლებში ხდებოდეს, სხვანაირად life is a mess and impossible.

კონტროლს გონებრივი სიძლიერე გვანიჭებს.

რეალურად 2 რამეა კონტროლი, ერთია, როცა შეგიძლია საკუთარი ფიქრები აკონტროლო, ან მათი ხასიათი და მეორე, როცა შეგიძლია ქმედებები აკონტროლო, სხეული; ახლა რომ ვთქვა, რომ გარეთ უნდა გავიდე, უნდა შემეძლოს ავდგე და გავიდე.

ფიქრების ხასიათი არ არისო, იკითხავთ. როცა შემიძლია მოცემული მოვლენა როგორც მინდა ისე აღვიქვა და გადავხარშო. პოზიტიური ფიქრია კონტროლი.

კიდევ, ქვეცნობიერი ფიქრი არსებობს. ასე მომდის ხოლმე საუკეთესო იდეები.

როცა ვიცი, რომ ფიქრი უნდა დავიწყო რამე თემის გარშემო და იმ წუთას საუკეთესო იდეები არ მაქვს და სხვა რამეზე ვერთვები, ქვეცნობიერად ფიქრს მაინც ვაგრძელებ და ერთხელაც “ბამ!” და ის იდეა მოგდის, რომლის მსგავსიც გჭირდებოდა.

ძალიან სმარტი ტიპი უნდა იყო, ძალიან skilled. ყველაფერი უნდა იცოდე. უნდა შევარდე ბიბლიოთეკაში და ყველაფერი გადაატრიალო, რომ ის ხალხი ამოქაჩო, უნივერსიტეტებში 10-10 წელი რომ გაუტარებიათ კონკრეტულად n დარგის შემეცნებაში. ძალიან ძველმოდურია განათლების სისტემა, როგორც ასეთი. არ გჭირდებათ PHD ხარისხი არაფერში, მთავარია ზუსტად ის ისწავლოთ, რაც გჭირდებათ. ონლაინ კურსებიც დაიხმარეთ, ტუტორიალებიც და დოკუმენტური ფილმებიც.

არარელევანტური რჩევა: დროზე ისწავლეთ რამე tech skill, კოდირება, ვებ დიზაინი ან რამე მსგავსი. მომავალი, კარგი სამსახურები  და “კაი ცხოვრება” digital nomad ხალხის ხელთაა. 1 წლის განმავლობაში ყოველ დღე თუ ითამაშებთ codecademy.com ზე, ბედს ეწევით.

მინდა კონტროლი და სიმშვიდე. სიმშვიდე, პოზიტიურობა, უსტრესობა და კონტროლის განცდა. ხოდა, საკუთარ თავს უნდა ვენდო და კიდევ უფრო flexible personality უნდა ვიყო, კიდევ უფრო სწრაფად უნდა ვისწავლო და “ამოვქოქო”.

რატომ არ უნდა ვიყო person of a value? რატომ არ უდა ვიყო ძალიან, ძალიან მაგარი? ტვინი მაქვს, საჭირო დრო, ადგილი, კონტაქტები, ყველაფერი ხელის ერთ გაწვდენაზეა.  გაანძრიე ტვინი და… შენც შეგიძლია იყო სადაც გინდა და როგორც გინდა.

If you can’t do it in Berlin, you can’t do it at all.

 

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s