10 გაკვეთილი 2015 წლიდან

2015 წელი იმით დაიწყო, რომ სამგან ვიყავი მეკვლე. ახალი წელი კი არა, სრულფასოვანი მარათონი მქონდა. ყველას კარგი წელი გამოუვიდა (სულ ჩემი დამსახურებით, ცხადია:) ), მე კი ძალიან, ძალიან ბევრი ვისწავლე 2015ის განმავლობაში.

გაკვეთილი 1: არავინ დააყენოთ საკუთარ თავზე წინ. საერთოდ არავინ. არავის გამო ღირს ნერვიულობა, ხალხი მიდის და მოდის ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავები გვყავს.აი, პოსტი

წლის პირველი ნაწილი უჩვეულო შეგრძნებებით იყო სავსე. პირველად მტკიოდა გული ვიღაცის გამო და საშინელი, საშინელი გამოცდილება მივიღე.

2: კარგი ამბავი: ტკივილი და ტანჯვა-ვაება გადაგვივლის. ზოგს ცოტა ადრე, ზოგს ოდნავ გვიან. წყალი არ გაუვა.

ახლა ვზივარ და ჩემი გამკვირვებია როგორ იდიოტურად მოვიქეცი რომ ვიღაცის გამო, რომელსაც ფეხებზე ვეკიდე, ცრემლებად ვიღვრებოდი. დროთა განმავლობაში ყველაფერი გავააანალიზე, ავწონ-დავწონე და ახლა ზუსტად ვიცი სხვა ადამიანებში რომელ თვისებებს აღარ მოვითმენ.

3: არ უნდა შევიქმნათ ილუზიები, რომ ვინმეს ვუყვარვართ, თუ ამისთვის ცხადზე ცხადი საფუძველი არ გვაქვს. რაც, ძირითადად მეორე მხარის მიერ გაღებული მსხვერპლით (ან ამისთვის მზაობით) იზომება.

4: სახლში ჩაკეტვა არ შეიძლება.

ახლა ვხვდები – იმიტომაც გამიხანგრძლივდა მოშუშების პერიოდი, რომ გარეთ არ გავდიოდი. ჩავიკეტე და დეპრესიას მივეცი საშუალება თავისი შესაძლებლობები ჩემზე დაეტესტა. როდის ვდგებოდი და ვწვებოდი არ ვიცი, არც ის მახსოვს რას ვაკეთებდი დღის განმავლობაში. არა, უნდა ჩაავლოთ თავებს ყურებში ხელი და გარეთ გახვიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველაფერი გეზიზღებოდეთ.

აი, ასეთ დღეში ვიყავი. 

5: მოგზაურობას უბრალოდ არაფერი ჯობია.

საზღვარგარეთ მოგზაურობა არ არისო მარტივიო, მეტყვით. ვიცი. სამაგიეროდ, არსებობს უამრავი პროგრამა, რომლითაც წასვლა შეგიძლიათ. მაგალითად, მიაკითხეთ ორგანიზაცია “დრონის” და შეგიძლიათ ევროპული მოხალისეობის პროგრამით 1 წლამდე ვადით წახვიდეთ სადმე. თან იმუშავებთ და არაჩვეულებრივ გამოცდილებას დააგროვებთ.

მე ბულგარეთში ვიყავი.

მეორე პოსტიც

თან, ვინ თქვა რომ საქართველოში მოგზაურობას რამე უდგას წინ?

6: საბოლოოდ მივხვდი, რომ ოფისის გარემოში, თუ რამე განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, შეიძლება თავი ჩავიცხრილო. ჰოდა, არც მქონია გამოსავალი თურმე, აუცილებლად მე თვითონ უნდა შევქმნა ჩემი სამსახური 🙂

7: უცხო ენის სწავლა ძალიანაც მარტივი რამაა. (დავიწყებაც, სხვათაშორის)

იანვარში ტოიფელი ჩავაბარე, აპრილში ტესტდაფი, კიდევ ნორვეგიული გავიუმჯობესე საკმაოდ, ბერლინში კიდევ გერმანულს მივუბრუნდი, გავიარე ენის ინტენსიური კურსი და ახლა ნორვეგიული არ მახსოვს 🙂

აი, წლის განმავლობაში დაწერილი პოსტები

ერთი, ორი.

8: მივხვდი, ოღონდ, მართლა მივხვდი, რომ ბედნიერი თუ არ ხარ ვერც ვერაფერს გააკეთებ, ვერც ვერაფერს მიაღწევ და ბედნიერება საშუალებაა და არა დანიშნულება. აი, პოზიტიური, არადრამატული განწყობა, საკითხისადმი ხალისიანი მიდგომა და “ლაითი” ტვინია ყველაფრის გასაღები. სიმარტივე. სტრესი და შიში შეიქმს სიკვდილსაო გამიგია 🙂 (რაის სიყვარულს, ბატონო შოთა)

ხოდა, ხანდახან მომივლის ხოლმე მამაპაპური ისტერიკა, შიში, რომ “ამას თავს ვერ გავართმევ”, “რაღაც შარში არ გავეხვე”. რა სისულელეა. უნდა იყო პოზიტიური და ადამიანებს გულიანად გაუღიმო.

აი, როგორ ვსწავლობდი წლის განმავლობაში:

ერთი, ორი, სამი, ოთხი

9: ვისწავლე, რომ ჩვევები კარგია, მაგრამ ამ ჩვევებიდან უმთავრესია სიამოვნების, celebrating ის ჩვევა და ზედმეტი ხლამის ამოყრა დღის წესრიგიდან. (იმეილი შევამოწმო, იმას მივწერო, მეზობლის დაბადების დღე არ დამავიწყდეს… კარგი რა!) არაფრის კეთება კი სასიამოვნო თავგადასავლებით და გამოცდილებით უნდა ჩავანაცვლოთ.

საერთოდაც, გადავწყვიტე ძალიან დავიტვირთო თავი სიამოვნების მიღებით და გართობებს შორის მივხედო საქმეს. ექსპერიმენტი ჩავატარე და იმაზე ასჯერ პროდუქტიული ვიყავი, ვიდრე ოდესმე.

აი, ვთქვათ: დღეს უნდა წავიდე X (მუზეუმში) და მერე შევხვდე მეგობრებს.

ჰოდა, რომ იცი რომ ცოტა დრო გაქვს საქმისთვის, ტვინი ათასჯერ უფრო კონცენტრირებულია, საქმეს აკეთებ და იდიოტურ საქმეებს სასიამოვნო გამოცდილებით ანაცვლებ.

აღარ მჭირდება 160 ხერხი პროდუქტიულობის გასაზრდელად, 208 აპლიკაცია და 70 წარმატებული ადამიანის გამონათქვამი.

აი, პოსტი სიმარტივის შესახებ

10: იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო, უთქვამს დევიდ ბექჰემს 🙂

ანას ვაება და ცრემლები ახალმა ბიჭმა მოურჩინა, სახელად ტიმმა.

ტიმი ფინელი ბიჭია, მუსიკოსი, ძალიან ძალიან ნიჭიერი და ანაც ძალიან მოსწონს. ჩემდა გასაოცრად (აქაოდა, ფინელიაო), ლაპარაკიც უყვარს, ბევრი მეგობარიც ყავს და ძალიანაც მხიარულია. არც ჯენმტლმენობა აკლია, კარსაც მიღებს და ნაირ-ნაირ გემრიოლებებზეც მპატიჟებს.

მორალი: 1. დისტანციური ურთიერთობები არ გამოვა (მეტადრე, თუ მანამდე ცოტა დრო გაქვთ ერთად გატარებული). მტკივნეულია და მწარე. ადამიანსაც კარგად არ იცნობ. მეტიც, საერთოდ არ იცნობ. მის ტექსტებს ისე უკეთებ ინტერპრეტირებას, როგორც შენ გინდა და იდეალურ, არარსებულ ადამიანს ქმნის, რომელიც ბოლოს იმედს გაგიცრუებს.

მორალი 2: თუ ვიღაცას შეყვარებული ჰყავს და თან გწერს, არც ის უყვარს და არც შენ.

მორალი 3: იმ ბიჭს უნდა შეხვდე, ვინც იცის, რომ სულ ხელები გეყინება და საჩუქრად სტოკჰოლმიდან ღუნღულა ხელთათმანებს ჩამოგიტანს.

წელს შევიძინე ბევრი მეგობარი (მაკო, თათა, ისკრა, …..)… ბევრზე ბევრი ნაცნობი, საცხოვრებლად ბერლინში გადმოვედი, მოვიარე საქართველოს დასავლეთ ნაწილის ნაწილი (ასჯერ მეტი უნდა მელაშქრა), ვიყავი სოფიაში, ბლაგოევგრადში, ვნახე რილა, პლოვდივი, ველიკო ტარნოვო, ბრიუსელი, როტერდამი და ჰააგა.

და ვიცი რას ვაკეთებ 2016 წელს: ისეთი ლამაზი წელი უნდა მქონდეს აქამდე რომ არ მქონია!

ოღონდ ჩემი ოჯახის ორი წევრი მყავდეს კარგად…

 

 

Advertisements

2 thoughts on “10 გაკვეთილი 2015 წლიდან

  1. ბედნიერება საშუალებაა და არა დანიშნულება. <<< ძალზე ჭკვიანი გოგო ხარ შენ !

    Like

  2. და ჯანმრთელობას მართლა არაფერი დაუდგება წინ. დაე კარგად გყავდეს ოჯახის წევრებიც და შენი თავიც ^^

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s