რა ამბებია ბერლინში

0ZkgMrBkKQ8მოკლედ, გიყურებთ მთელი ოჯახით ბერლინიდან.

აქ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გრილა, მე გავიყინე უკვე და ქურთუკზე ზრუნვა დავიწყე, თუმცა ფასებით არ ვარ აჟიტირებული და ჯერ ძებნის პროცესში ვარ. მაგრამ, რა დროს ქურთუკია, იმდენი საქმე მაქვს!

  1. პირწმინდად უნდა შევასრულო დაკისრებული მოვალეობანი;
  2. ვისწავლო გერმანული, რამეთი შეუფერხებლად ვიცხოვრო და ვიმუშავო;
  3. დავფუძნდე – მოვაგვარო ვიზების ამბები, გავიგრძელო და ა.შ.;
  4. დავაარსო ჩემი სტარტაპი;
  5. ავყვავდე ეტაპობრივად 🙂
  6. CV ს ამბებს მივხედო, ჩემს პროფესიაშიც ვიღონო რამე;
  7. შევხვდე მუსიკოსებს;
  8. შევხვდე ადგილობრივ entrepreneur ებს
  9. ხალხი გავიცნო, მეგობრები შევიძინო, გავერთო;
  10. ფული ვიშოვო კიდევ ერთხელ, რაც ძალიან მჭირდება.

მოკლედ, ბერლინი არის მწვანე. სუფთა. პასუხისმგებლობით სავსე. ლამაზი. ჰიპსტერული. მუსიკალური. ბოჰემური. გრილი.

ჩემი ცხოვრება ასე გამოიყურება:

  1. ავდგე 6ზე;
  2. ვიფუსფუსო;
  3. მერე თავისუფალი დრო მაქვს (აქ ენის კურსები ჩაჯდება და, იმედია სხვა რამეც მოესწრება);
  4. მერე, 4 დან 8 მდე კვლავ რუტინული ფუსფუსი;
  5. ამ დროისთვის დაღლილი ვარ ხოლმე უკვე.

მიზნები და ამოცანები:

მივეჩვიო ადრე ადგომას;

ენერგიის ნაკლებობა დავამარცხო;

წავიდე აბანოში. გამოვიყვანო და სიყვარული ავუხსნა.

ჩავჯდე რეჟიმში;

სწორი time & energy management.

ახლა მხოლოდ 10-ის ნახევარია და უკვე ვეცემი ისე მეძინება. მოკლედ, ასე არ უნდა ვიყო ხოლმე.

ეტაპობრივად მოგახსენებთ ყველაფერს.

მოკლედ, ის დრო მიდგას, გაასმაგებული ენთუზიაზმი, მოტივაცია, ენერგია, მედგრობა, სიმამაცე, შეუპოვრობა, ტვინი და მოქმედება რომ მჭირდება.

I should be smarter than others, faster than others, better than others.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s