Tinder და ქართველი ბიჭები

tin

ერთ მოწყენილ საღამოს (გუშინწინ) დავსერჩე დეითინგ აპლიკაცია (ნუნუ ნათაძის ბლოგი გახდა ინსპირაცია))) და თინდერიც დავაინსტალირე.

tin

მომეწონა, რომ დიდი ფილოსოფიის გარეშე, სურათებს “სვაიპავ”, ადვილია და შეგიძლია ბევრი ახალი ადამიანი გაიცნო. მოკლედ, დეითინგ აპპ, როგორც ასეთი. სულ არ გამხსენებია რამდენი ოდნოკლასინიკის მომხმარებელი მომწერდა და ისიც ვერ ვიაზრე, რომ თინდერს პორნო სოციალურ ქსელად აღიქვამდნენ ჩვენი ვაშკაცები 🙂

ასე ერთად, ერთ კონტექსტში და ერთ “დათაბეისში” არ მქონია შესაძლებლობა ქართველი ბიჭების დათვალიერება-შეფასება-დიაგნოსტირებისა და ბევრი დასკვნაც გავაკეთე 🙂

აი, ინებეთ ანალიზი:

 1.წვერის გარეშე რაა მამული.

აქამდე არ დამიფიქსირებია რამდენი ბიჭი ატარებს წვერს. ეს უმუშევრობის და უქნარობის თუ არა (ლეიზი დეიზ რომ აქვთ), მოუვლელობის ასოციაციას ნამდვილად მიჩენს. მოკლედ, სახიფათოდ დიდია მოშვებული “კაი” ტიპების რაოდენობა. აი, რომ შეხედავ და რომ იცი, რომ “ჩემი კაი”ს ამბობენ, გადაღუნულები დგანან, მშობლებთან (და ალბათ მათ კისერზე)ცხოვრობენ, აჭარაბეთში თამაშობენ და იფურთხებიან. და თავი მაინც შარმიანები გონიათ, უკიდურესად მამაკაცურები 🙂

2. მობილური, სიგარეტი, მანქანა.

თუ მობილურზე ლაპარაკობ, საქმიანი და სექსუალური ხარ (და კამერას ალმაცერად, ისეთნაირად უღიმი ამ დროს 😉 ), სიგარეტი თუ გიდევს პირში, იდუმალი ხარ უკვე და “მე ვარ, აი, მე ვარ”. საჭესთან თუ ზიხარ – მანქანა გყავს (რაც აუცილებლად კარგია, მიუხედავად ფირმისა, სოციალური სტატუსისა, სამსახურეობრივი მდგომარეობისა და ა.შ. 🙂 )

შეიძლება პირში კბილის ჩხირიც გედოს. ქულ.

3. ჯგუფური სურათები.

დგას 2-3-4 ბიჭი, ქვემოთ აწერია “გიორგი”. ანუ უნდა გამოვიცნო, ან პროფილზე შევიხედო და დავადგინო რომელია გიორგი. უდავოდ გონებამახვილი ადამიანია 🙂

4. სურათები გოგოსთან ერთად.

ბრძენნი ამბობენ, დეითინგ აპლიკაციაში გოგოსთან გამოჩნდე, სამსე მთვარისას გამიჯნურდე და ბედს ეწიოო.

სვაიპ ლეft.

5. სურათები ბავშვთან ერთად.

ანუ შვილი ყავს. სვაიპ ლეფთ.

6. გივიკო, დათუნა, მიშო, მიშიკო, ზურიკო, ლობჟანიძე, ძველი, ფარსადანიშვილი :))))

დიაგნოზია.

7. აი, ეს ტიპები:

2015-09-17-12-24-52

  1. ლევანი: “simartle rom gitxra da ar mogatkuo, konkretulad magistvis davregistrirdi aq.” …
  2. “ai sxva suratebic rom gachveno, ar gariskav”?
  3. სიმონი: “#$^876233472876 iseti sakvareli xar. ar gegadavebi”
  4. ლაშა: “amoval da shemogiwvebi)))))) “.
  5. გიორგი “davijero gdzinavs”? (04:10)
  6. …….”shansi araa :p” (04:18)

ა.შ.

მოკლედ, არ ვართ ჩვენ თინდერისთვის მზად, როგორც ნაცია :)))

2015-09-17-12-25-07Screenshot_2015-09-16-23-59-21-1

Advertisements

2 thoughts on “Tinder და ქართველი ბიჭები

  1. როგორც ვიცი თინდერი, რომელსაც სოციალურ ქსელს უკავშირებ შემთხვევის წესით არჩევს საერთო მეგობრებიდან ადამიანებს და ამასთანავე იმათ ვინც ტერიტორიულად ახლოს იმყოფებიან ) ……

    მსგავსი არავინ შემხვედრია (წვერიანებს თუ არ ჩავთვლი)

    პირიქით ძალიან კმაყოფილი ვარ ამ აპლიკაციით. ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. და ჩემდა გასაკვირად ძალიან ბევრი წარმატებული კარიერის მქონე წესიერი და მამაკაცური ადამიანი.

    არ ვიც უბრალოდ გამიმართლა თუ ჩემი ფეისბუქის კარგი კონტაქტების ბრალია. თუმცა მაინც გირჩევ საერთო მეგობრებს გადახედო ხოლმე ))))

    მომწონს თინდერი

    Like

    1. მეგობრების სიასთან წვდომა არ მივეცი, ალბათ მაგის გამო ამომიყარა the very best of 🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s