6 მარტივი გზა უცხო ენის სასწავლად

10569049_443208629155326_7828143323388014491_nძალიან მსიამოვნებს ახალი ენების სწავლა.

ენის სწავლა არ ნიშნავს ჩვენი ბედკრული სკოლების (საბჭოთა) მეთოდების გამოყენებას, (ეგ საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაულია). სწორედ ასე ვახერხებ სიამოვნება მივიღო ახალი ენის სწავლით.  10-10 საათი ჯდომა და სავარჯიშოების ზედმიწევნით კეთება ნამდვილად გადამრევდა.

მთავარია ის ენა მართლა გიყვარდეს და იმ კულტურაზე გიჟდებოდე, გქონდეს მოტივაცია, მოგწონდეს ხალხი და იქ ყოფნა ძალიან გინდოდეს. 

დანარჩენი კი ასე გამოიყურება

ენას სჭირდება ძალიან სწრაფად “გადავლა”, უცებ მიხტომა, ტვინის იმ ენაზე მომართვა (ეხლაც, ქართულად არ უნდა ვწერდე წესით)… ბევრი კითხვა, ლაპარაკი, “ზუთხვა”, ტესტების კეთება, წერა და მერე სწრაფადვე სერთიფიკატის აღება. მერე კი, ყოველ დღე (ეს ყველა ენის აუცილებელი მოთხოვნაა!), იმ ენაზე რამის გაკეთება (მაგალითად, 1 სტატიის წაკითხვა)

© მე.

თუ ყველა უცხო ენას ჩავთვლით, რომელსაც სათოფეზე მაინც გავკარებივარ, 8 გამოვა. ამათგან სერიოზულად 4ს ვეკიდები (ანუ, მეტ-ნაკლებად კარგად ვსაუბრობ) და სწორედ მათ აყვანას ვცდილობ fluent/native speaker დონეზე.

ახლა ორ მათგანზე ვისაუბრებ: გერმანულსა და ნორვეგიულზე, მაგრამ მეთოდები ყველა ენისთვის უნივერსალურია. უბრალოდ, წყაროებს დაგილინკავთ ამ ენებისთვის.

1.პრესა

არ მიყვარს ენის სახელმძღვანელოები. ძალიან იშვიათად მივყვები (თითქმის არასდროს) თავიდან ბოლომდე. მე “ცოცხალი”, გამოყენებული ენა მიყვარს – წიგნებში, სტატიებში, სატელევიზიო თუ რადიოპროგრამებში. სახელმძღვანელოების ნაცვლად იმ ქვეყნის პრესას ვეცნობი. (რამდენიმე წყაროს მივუთითებ, ყველგან ერთი და იგივე ინფორმაცია იდება და ყველაზე reading-friendly საიტებს დაგილინკავთ)

აი, ამ საიტებს ჩამოყევით.

ნორვეგიული:

  1. http://www.nrk.no/
  2. http://www.aftenbladet.no/
  3. http://www.osloby.no/

გერმანული:

  1. http://www.bild.de/
  2. http://www.spiegel.de/

იმას რაღა თქმა უნდა, რომ ახალი სიტყვები უნდა ამოწეროთ და რაღაც ნაწილი მაინც ისწავლოთ… სიტყვების სწავლის პროცესზე ქვემოთ მოგახსენებთ.

აი, ამ ლექსიკონებს ვიყენებ:

გერმანული: http://www.linguee.de/deutsch-englisch (ეს ყოვლად იდეალურია!წინადადებებსაც კი გადაამოწმებთ, მაგალითებად პრესის ამონარიდებს გიგდებთ.)

http://www.collinsdictionary.com/dictionary/german-english

და მობილურისთვის ამ აპლიკაციის სადარი არაფერი არსებობს.

ნორვეგიულს გუგლიც ბრწყინვალედ ართმევს თავს (სხვა ენებისგან განსხვავებით.)

მაინც, ნორვეგიულ-ნორვეგიულისთვის ეს მომწონს:

www.nob-ordbok.uio.no

2. რადიო და ტელევიზია

თუნდაც ბევრი არაფერი გესმოდეთ, აუცილებლად მოუსმინეთ იმ ენაზე ამბებს, ისტორიებს და ა.შ. ამას mind soaking ქვია. ვერც შეამჩნევთ ყური როგორ მიეჩვევა იმ ენას და გონება ნელ-ნელა სიტყვების გარჩევას ისწავლის. ტვინს გააგებინეთ, რომ იმ ენოვან გარემოშია და სჭირდება! თავისით მოახდენს სასწაულებს. სულ რამდენიმე დღეში წარმოუდგენლად გაგიადვილდებათ იმ ენაზე ახალი სიტყვების დამახსოვრება, თავისით გაგახსენდებათ საჭირო დროს საჭირო სიტყვები. მთავარია, იმ ენაში გადახვიდეთ.

ნორვეგიულ გადაცემებს (რომელთა ყურება საზღვარგარეთიდან შეიძლება) აქ ნახავთ https://tv.nrk.no/programmer/utland

გერმანულებს – http://www.stream2watch.co/live-tv/de

სასურველი რადიოარხების გადმოწერა აქედან შეგიძლიათ (როგორც გერმანული, ასევე ნორვეგიული და კიდევ ბევრი ქვეყნის).

გერმანული: http://www.listenlive.eu/germany.html

ნორვეგიული: http://www.listenlive.eu/norway.html

3. ლაპარაკი

გადართეთ ტვინი იმ ენაზე! არ იფიქროთ ქართულად! ყველაფერი, ყველაფერი ხმამაღლა გააჟღერეთ და ეცადეთ იმ ენაზე იფიქროთ! მაგალითად, წყალი მწყურია, მშია, ახლა ვდგავარ და პოსტს ვწერ/ვკითხულობ, უჯრა გამოვაღე, ა.შ. დაე ტვინი მიხვდეს, რომ იმ ენაზე უნდა მოიფიქროს და გადმოსცეს სათქმელი.

გაგიგიათ Language Exchange Club Tbilisi ს შესახებ? ეს ფეისბუქ ჯგუფია, სადაც ხალხი სხვადასხვა ენას სწავლობს. თითოეულ ენაზე ივენთები კეთდება კვირაში ერთხელ, იკრიბება და საუბრობს ხოლმე. მართლა კარგი გარემოა.

4. კითხვა და წერა.

იკითხეთ ბევრი და წერეთ.

სულო ცოდვილო, უნდა გაგიმხილოთ, რომ რუსულ სოციალურ ქსელში vk წიგნების საბადოს მივაკვლიე (გერმანულ ენაზე უფრო). უბრალოდ, ჩაწერეთ რასაც ეძებთ. (არსებობს ჯგუფები deutschonline, Literatur auf deutsch, Magazine/Zeitschriften auf Deutsch)

ნორვეგიულ წიგნებს აქ ნახავთ:

http://bergenbibliotek.no/om-biblioteket/samlinger/e-bok

http://www.nb.no/Tilbud/Lese-lytte-se/E-boeker-fra-Nasjonalbiblioteket

https://www.tanum.no/tanum/eboker/index.action

http://www.bokkilden.no/SamboWeb/side.do?rom=MP

და ამაზონზე, ცხადია.

5. ვიდეოები & ფილმები

გერმანულენოვან ფილმებს ამ საიტზე ვუყურებ ხოლმე.

ნორვეგიულისთვის კი youtube გამოიყენეთ.

სულ, სულ ყველაფერს ჯობია ფილმები სუბტიტრებით (იმავე ენაზე, ცხადია).

თვალი მიადევნეთ იმ ენოვან ბლოგერებს, მუსიკოსებს, გადაცემებს ა.შ.

მე ამ ხალხს ვუყურებ 🙂

https://www.youtube.com/user/Knallerfrauen

https://www.youtube.com/user/KniggeOffiziell

ნორვეგიულად კი ამ ვიდეოებს ვუმზერ

https://www.youtube.com/user/nrkp3 ყველას არა, ზოგი ნამეტანი იდიოტობაა 🙂

6. სიტყვები როგორ ვისწავლოთ?

არასდროს, არასდროს არ იზეპიროთ სიტყვები! (სწრაფ-სწრაფად, რომ იმეორებთ ხოლმე). მაინც დაგავიწყდებათ და სადმე რომ დაინახავთ, უბრალოდ მიხვდებით, რომ საიდანღაც გეცნობათ. მე ორ ხერხს ვიყენებ:

  1. აუცილებლად ისწავლეთ რამე წინადადებასთან ერთად, კონტექსტში. იდეალური ვარიანტია თუ თავად შეადგენთ წინადადებას;
  2. წარმოიდგინეთ ის სიტყვა. დაყავით რამდენიმე ნაწილად, მოახდინეთ ვიზუალიზება და გონებაში ხმამაღლა გააჟღერეთ, თან ძალიან ნელა. რამდენჯერმე გაიმეორეთ. უეფექტურესია და ყველაზე ცოტა დრო მიაქვს.

აბა, წარმატებებს გისურვებთ!

პ.ს. კიდევ რამდენიმე ნორვეგიულ ბლოგს დაგილინკავთ:

How to be more Scandinavian in your everyday life

A Frog in the Fjord

godt.no

scandinavia and the world

mylittlenorway

Advertisements

One thought on “6 მარტივი გზა უცხო ენის სასწავლად

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s