As I began to love myself

აწ ამ წუთიდან ვაპირებ ახალ ეტაპზე გადავიდე, რომელსაც ეწონდება “არ მაინტერესებს, საერთოდ აღარ მაინტერესებს ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ ცხოვრობს,  ვინ რა როგორ მიიღო/რას მიაღწია და რა საშუალებებით, ვისთან იყო, რა ურთიერთობა აქვთ…” და მისთანნი.

მოკლედ, სამყაროს აღქმის ახალ ეტაპზე გადავდივარ, რომელსაც ქვია “მე”

კი, თეორიულად ყველამ ყველაფერი ვიცით, და მაინც, ყოველ დღეს სხვისი თავგადასავლებისა და ნიუსების გაცნობით ვიწყებთ, სხვისი დაწერილი მუსიკის მოსმენით, სხვისი სურათების დათვალიერებით, სხვასთან საუბრით და სხვისი აზრის მოსმენით.

თქვენი არ ვიცი და, მე ამას ბოლოს ვუღებ. აი, ამ საღამოს, როცა ვზივარ და სულელურად, სულელურად, ვიღაცაზე ვეჭვიანობ. ვეჭვიანობ ცრემლებით და მთელი გულით. მეცოდება ჩემი თავი და სიბრაზე მახრჩობს, ჩემი სიცხარის ობიექტი კი აზრზზეც არაა, არცაა საჭირო. დღეს, მისი წყალობით, ისეთი მნიშვნელოვანი რამე დავიდა ჩემს ტვინამდე, მერე მადლობის წერილს რომ გავუგზავნი.

ეს ჩემი ცხოვრებაა და ეს მე ვარ მთავარი.

ჩემს თავს უნდა მოვუარო, ვიზრუნო მის ჯანმრთელობა-დღეგრძელობაზე, განვასწავლო, ვიზრუნო, რომ ლამაზი სხეული ჰქონდეს და ყურადღება მივაქციო, რომ საკუთარ თავს უსმენდეს, საკუთარ ემოციებს გამოხატავდეს, საკუთარი თავის რეპრეზენტირებას ახდენდეს და საკუთარ იდეებს ახორციელებდეს. ჰო,აუცილებლად ეგოისტი უნდა იყოს, ეგოისტი და შეუპოვარი. დასაკარგი რა აქვს, მომდევნო “ლეველში” თუ ვერ გავიდა, თავიდან გაივლის იმავეს და 1-2 ცდაში გადავა.

მოკლედ, რას ვუყურებ ვინ როგორ ცხოვრობს, ჩემს თავს და საქმეს უნდა მივხედო. სულ სულ, სულ, სულ მოქმედებაში ვიყო, გავერთო, შევხვდე ახალ ადამიანებს, დავიწყო ურთიერთობა, უგზო-უკვლოდ ბევრი ვიმოგზაურო, გადავაბრუნო დედამიწა, ვიყო სრულიად თავისუფალი და ვიპოვო ჩემნაირები, გავაკეთო უამრავი რამე, ახალ-ახალი მოგონებები დავაგროვო და შევქმნა ჩემი ისტორია, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, აქეთ მიადევნებენ თვალს.

ეს მე ვარ მთავარი, სხვები ჩემი ცხოვრების დამატებები არიან. მიდიან და მოდიან.

ჩემს თავს და ჩემს ცხოვრებას უნდა მივხედო, სხვებზე ფიქრს და ეჭვიანობას და ზრუნვას და განცდებს უნდა შევეშვა.

მივხედო ჩემს თავს.

როცა “მე” თავის თავს ხედავს, ყველა სხვა უკანა ფონზე გადადის და მე ხდება სუპერგმირი, თავს ბედნიერად გრძნობს და სხვები ამბის დამატებები ხდებიან.

ეს მე უნდა მქონდეს სავსე, საინტერესო, გოგოებიან-ბიჭებიან-კარიერიან-გართობიან-გრიალიანი ცხოვრება.

შეიძლება ბანალურად აღიქმებოდეს ეს პოსტი, მაგრამ, ამ აბსოლუტური ჭეშმარიტების გააზრებამ პულსი ამიჩქარა და გუნება გამომისწორა.

მაგალითი: მოგზაურობს და ერთობა ვინმე? – ამ ჩემს ფეხებს! ადექი და სავარაუდო ვილანებზე ჯავრს, შენც იმოგზაურე და შეხვდი ხალხს! ეს შენი ამბავია, დაანებე სხვებზე ფიქრს თავი! 

ასე დაამარცხებ ეჭვიანობასა და შურს, ორ საშინალ გრძნობას, რომელიც სხვისი full life ის ყურებისას გვიჩნდება. ამათ გარეშე გაცილებით მშვენიერია დედამიწა და “გული ლხენით გაქვს სავსე”. სხვების full life ზე დარდიღა მაკლია! ჩემი მინდა!

ჰო, კიდევ ერთ რამეს მივხვდი ამ დღეებში.

თუ ძველი ამბები გენატრება, ცუდადაა საქმე. ანუ წარსული აწმყოს ჯობია. ძველი ამბების გახსენებას უნდა ადგე და ახალი მოგონებები შექმნა. უფრო გასაგებად- თუ გასული ზაფხულის თავგადასავლებს იხსენებთ მეგობრები, დროა, ალკოჰოლი ამოიტანოთ და ამ ახალ ზაფხულს/შემოდგომის დასაწყისს მიხედოთ.

ხომ მარტივად ჟღერს ყველაფერი, მაგრამ მაინც სწავლა უნდა. ეს მთელი კულტურაა, რომელსაც მე აშკარად ახლა ვეზიარები.

Advertisements

One thought on “As I began to love myself

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s