მოიკიდე ზურგჩანთა

თუ გცხელა,  ადექი, მოკიდე შენს მეგობარს ხელი, აიღე ზურჩანთა, კარავი, საძილე ტომარა, 10-20 ლარი და გაუდექი გზას.

ტრანსპორტში ფული არ გადაიხადო. ავტოსტოპით ჩაბრძანდით ხონში, იქვე იყიდეთ რამე საჭმელი, მერე ადით სოფელ ზემო გორდში, სამარშრუტო ტაქსი 3 ლარი ღირს, მაგრამ იქნებ მანამდეც აყვეთ ვინმეს.

იქ დაგხვდებათ ძალიან მაგარი ტურისტული ცენტრი, სადაც მუშაობენ ისეთი კეთილი თანამშრომლები, როგორიც ბესო და დათო არიან. თან გადაგყვებიან.

კარავი შეგიძლიათ დადიანების ყოფილ საზაფხულო რეზიდენციასთან დასცეთ (-ის ნანგრევებთან, აბა ჩვენ რისი გაფრთხილება ვიცით ამისთვის რომ მოგვევლო). არც ცხოველები შეგაშინებენ და ტკბილად დაიძინებთ. მაქსიმუმ დილით 1-2 ძროხის ან ძაღლის გამწყემსვა-მოგერიება მოგიხდეთ, ისიც ძალიან თუ დაინტერესდნენ კარვის შიგთავსით, მხოლოდ მაგ შემთხვევაში.

3 ლარად ოკაცეს კანიონში შეხვალთ. გამაგდით და ეცადეთ თამამად იაროთ ცაში გამოკიდებულ ხიდზე. ახალი გაკეთებულია და ძალიან სანდო.

მერე სტუდენტებმა გვირჩიეს თვითონ კანიონში ჩადით, ზეხედზე უფრო ლამაზიაო. არ ყოფილა რთული ჩასასვლელი და ჩაბობღდით. (ამოსვლა ოდნავ რთულია, ერთი თოკი მაინც ჩააგდეთ). მოკლედ, ქვემოთ რომ ფირუზისფერი მდინარე მოჩანს, შიგ იბანავებთ.

კინჩხას ჩანჩქერიც არ უნდა გამოგრჩეთ. ფეხით სავალია ბლომად, მაგრამ იქნებ ჩვენსავით გაგიმართლოთ და მანქანით აგაცუნცულოთ ვინმემ… არა, მაგის უნახავად მაინც არ შეიძლება!

ისლანდიაშემოვლილმა თიკომ კინჩხას ჩანჩქერი სასწრაფოდ ისლანდიას შეადარა და სურათები რომ ვნახე, მეც ენერგიულად დავეთანხმე.

მსგავსი ადგილი თუ გვქონდა, არ ვიცოდი. ისეთი მრავალფეროვანია, პატარა ჩანჩქერთან ბაუნტის რეკლამას გადაიღებ, დიდ ჩანჩქერებთან კი სიგურ როსს დააყენებ და სულ არ მოგერიდება.

ჰო, ჩანჩქერის ძირას ყინულივით ცივი ტბაა. უნდა ჩახტეთ, სხვა რა გზაა, მაგრამ ვერ შეეჩვევით ტემპერატურას და კანი აგეწვებათ. იმაზე იფიქრეთ, ჰარი პოტერი ჰორკრუქსის ამოსაღებად როგორ ყინულივით ცივ ტბაში ჩავიდა…

თურმე მეორე ტბაშიც შეიძლება ჩასვლა, ქვედა ჩანჩქერი რომელშიც ჩაედინება. ჩვენ არ ვიცოდით 😦

მერე ქუთაისში ჩაცუნცულდებით, იმდენი ტურისტი მიდი-მოდის, რომელიმე ავტობუსს თავისუფლად შეეკედლებით, ტრანსპორტიც დადის.

ქუთაიში რაც უნდა ნახოთ კი იცით: ბაგრატის კომპლექსი, გელათი, მოწამეთა, ქალაქის ცენტრი თუ გარეუბნები.

ჩვენ ოპერაშიც შევბრძანდით (მწვანე-წითელი ბოტასებით, თავისთავად 🙂 ) და სულ ახალგაჩენილი (და უღმერთოდ მიტოვებული) ლეკვებიც გადავარჩინეთ, მეტისებად გავასაღეთ, საჭმელ-სასმელიც ვუყიდეთ და ასე დამზითვებულები სრულიად სანდო და საყვარელ გამყიდველებს მივაჩუქეთ ქუთაისის ბაზარში.

მანამდე კი მრავლად მოვიმინეთ კომენტარები “აი ქუთაისია ძამა, სად გვყავს ჩვენ ცხოველების ორგანიზაციები”.

ძალიან სხვანაირი ქალაქია. ძალიან ადვილად გაყვარებს თავს.

  • ბაგრატის ტაძარს ლიფტი იმიტომ აქვს, რომ ბაგრატ მეფე ნადირობიდან დაღლილი მოდიოდა და ზემოთ ლიფტით ადიოდა;
  • “სითი პარკი” როგორ არ აქვს ქუთაისს, უნდა გადმოიყვანო მძღოლი, ცემო და გაუშვა თავის გზაზე. ესაა “სითი პარკი”.
  • “მენეჯმენტში ჩაიჭერით გოგოებო, უფროსად რომ მოდიხარ შენი ხალხი უნდა მოიყვანო, სულელები, გამოგყვებიან”. (ეს მაშინ, როცა პოლიტიკური დებატები მოვაწყვეთ (მანქანის) მასპინძლებთან 🙂 )

მოკლედ, ქუთაისი ქუთაისია, სიმონ.

Advertisements

One thought on “მოიკიდე ზურგჩანთა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s