15 სისულელე, რომელიც ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს.

ახლა, როცა სერიოზული ცვლილებებისთვის ვემზადები, გადავწყვიტე თვალი გადამევლო გასული წლისთვის და არამარტო, გამეანალიზებინა ჩემი თუ თქვენი შეცდომები, რომ მათი დაშვების ყველა მიზეზი საფუძვლიანად შემესწავლა.

ასე მივედი იმ ყოვლად უსარგებლო mindset ების სიამდე, რომლებსაც გაგიზიარებთ.

მოკლედ ვიტყვი, რომ რთული წელი მქონდა, რომელმაც ძალიან ბევრი რამე მასწავლა. არასდროს ვისურვებდი მსგავსი პერიოდის განმეორებას კიდევ ერთხელ, ამიტომ, ქვემოთ ჩამოთვლილი აზრები, პირადად მე აღარ მომცემს საშუალებას მსგავს მდგომარეობას დავუბრუნდე.

სისულელე N1. არ არის აუცილებელი ყოველ დღე ბედნიერი და მხიარული იყო. სავსებით ჩვეულებრივი და ბუნებრივი ამბავია მოწყენა, სევდა და მსუბუქი დეპრესიაც კი.

მართლა, ისე ხდება, რომ ჩვენს სოციუმში სევდა-დარდი-ჭმუნვა-ჭმუხვნა-დრამატიზმი-უბედურება ნორმადაა ქცეული. ჯანდაბას ეს Mindset ები! (და ნამდვილად გვეყო რაც აქამდე დარდები და უბედურებები გვინახავს). თითოეული დღე თუ რამე სასიამოვნოს კეთებას არ მივუძღვენით, თუ კარგად არ ვიცინეთ, გავერთეთ, ის საქმე არ გავაკეთეთ, რომელიც გვაინტერესებს და გვიყვარს, აბა რა ჯანდაბას ვაკეთებთ მაშინ! მოწყენილობა და ზემოთჩამოთვლილი უბედურებები ნორმა არ არის. თუ პრობლემა გვაქვს, უნდა მივდგეთ და გადავჭრათ, ყოველგვარი “ავაჰმე წუთისოფელო”ების გარეშე. ადრეც დამიწერია ამაზე.

2. სისულელე N2. ყველა ბედნიერი ვერ იქნება.

სწორედ ამ სისულელეს ეყრდნობა ყველა ის უსამართლობა და უთანასწორობა, რაც კი არსებობს. ძლიერნი დგანან სუსტთა მხრებზე, მდიდრები ღარიბებზე და ა.შ.

ცხოვრების ერთადერთი სწორი ფორმა ბედნიერი ცხოვრებაა. ბედნიერება (ჩემთვის) ნიშნავს გააანალიზო რა შეგიძლია, რა გინდა, მერე მიდგე და ყოველი დღე მაგ საქმეს შეალიო, გაუმჯობესდე, ისწავლო, კარგადაც გაერთო, სიამოვნება მიიღო, საყვარელ ადამიანებთან გაატარო დრო, ტორტი მიირთვა, ბუნებაში ხეტიალი და მოგზაურობა არ მოიკლო, ძალიან მაგარ ადამიანებს შეხვდე!

თუ უთანასწორობა არსებობს, ე.ი. აღმოსაფხვრელია. მიდექი, ნახე თანამოაზრეები, დაიცავი შენი უფლებები, მოიფიქრე რისი გაკეთება შეიძლება. სირთულეები არსებობს, მაგრამ მათი გადაჭრის გზებიც ხომ არსებობს! თუ გგონია, რომ არ არსებობს, ე.ი. არასწორი mindset გქონია.

მოძრაობა და მოქმედებაა ბედნიერება.

3. სისულელე – საკუთარ თავში ჩაკეტვა ნორმალური და აუცილებელია, ხანგრძლივადაც კი.

თუ საკუთარ თავს აიძულებ, რომ გარეთ გახვიდე, რამე მშვენიერი აუცილებლად მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში გაერთობი და ისიამოვნებ. ივენთები მაინც ნახე ფეისბუქზე!

სისულელე N4. ჯერ სხვები, მერე მე. ჯანდაბას ჩემი თავი.

თუ ჯერ ჩვენ თავებს არ ვუშველეთ, “ვრიატლი შტო” ვინმეს გამოვადგებით.

ეს იდიოტობა ხშირად მომისმენია დიასახლისებისგან. “არა, დიდი ხანია ესX არ გამიკეთებია, სად მაქვს მაგის დრო, ჩემს ოჯახს ვემსახურები”, ან მაგდაგვარი. სადღაც გულში კი აცნობიერებენ რომ რაღაც რიგზე ვერაა, მაგრამ ფიქრის მაგივრად procrastination ს (საქმის გადადება – გაწელვას) მიმართავენ და ეგრევე გასარეცხ ჭურჭელს მივარდებიან ხოლმე. მერე კი თავს იმით იმართლებენ, რომ ოჯახი ხრამია.

რა თქმა უნდა, ეს მარტო დიასახლისებს არ ეხება. ეს თითქმის ყველას მოიცავს.

აი, რა უნდა ქნათ:

უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავებს, კარგად მოექცეთ, (მოეფეროთ რომ დავწერო ცუდად გამოვა, ხო? 🙂 ) გააანალიზოთ რა გაწუხებთ, რა პრობლემა გაქვთ, რა გინდათ. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ, ისე უნდა მოექცეთ, როგორც საკუთარ შვილებს.

მიხედეთ სხეულს, ჯანმრთელობას, დრო დაუთმეთ მედიტაციას, ან ფიქრს, ან დღიური აწარმოეთ. მუდმივათ აკონტროლეთ თქვენი სულიერი მდგომარეობა, სურვილები და წარმოსახვა. გააკეთეთ ის, რაც იცით, რომ უნდა გააკეთოთ (და მგონია, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული რამე ღირებულების შექმნასთან, არა? 🙂 ) და გაცილებით შემდგარი, კეთილი, ბედნიერი ადამიანები გახდებით, რომლებსაც ბევრად მეტი სარგებელი მოაქვთ გარშემომყოფებისათვის, ვიდრე დღეს. იმაზეც იფიქრეთ, რა მაგალითის მიცემა შეგიძლიათ სხვებისთვის.

სისულელე N5. “მე რომ სადღაც (აქ წარმოიდგინეთ ქვეყნის სახელი, ან რომელიმე სამეფო ოჯახი, ან ვინმე მილიონერის ოჯახი…) დავბადებულიყავი, ასე ვიქნებოდი?

თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობა ან ვინმეს ოჯახისშვილობა თქვენს გონებასა და განვითარებაზე დიდად იმოქმედებდა, მაშინ – არა.

შეიძლება აქ მუსიკოსობა უფრო ცოტა ფულს გაძლევდეთ, ვიდრე უნივერსალთან კონტრაქტის ქონის შემთხვევაში, მაგრამ აქაც გვყავს სავსებით შეძლებულ-შემდგარი მუსიკოსები და იქაც არიან შეუმდგარ-უცნობ-უსახლკარო მუსიკოსები.

სისულელე N6. გარემო გვაყალიბებს ჩვენ და ჩვენს გონებას.

მე კი გეტყვით, რომ ჩვენი გონებრივი მდგომარეობა 100% იან გავლენას ახდენს გარემოზე, როცა გარემო მხოლოდ ნაწილობრივ მოქმედებს ჩვენს განვითარება-ცხოვრებაზე.

მთავარია იმ კონდიციამდე მისვლა, როცა თქვენ რამის მწველი სურვილი გმართავთ, როცა გაქვთ მზაობა და კომპეტენცია რამის კეთების, ხართ შემართული და ენთუზიაზმით სავსე.

ამ შემთხვევაში გარემო აქეთ გეხმარებათ. თქვენ იმდენი უნდა მოახერხოთ, რომ გაერკვეთ რა გინდათ! ოღონდ მართლა რა გინდათ, მთელი გულით.

*წაიკითხეთ ნაპოლეონ ჰილის “Think and grow rich”;

დარწმუნებული ვარ, სანამ ჩვენთვის ცნობილ სელებრით და მილიონერ სახეებს ჯიბეში გროში ედებოდათ, ჯერ კიდევ მაშინ იყვნენ გონებრივად მილიონერობის კონდიციამდე მისულები.

“надо думать как миллионер”

სისულელე N7. სადაც დავიბადეთ, იქ უნდა დავიხოცოთ, ხმალიც იქ უნდა ვლესოთ და სისხლიც დავღვაროთ!

სადაც ჩვენ ვიქნებით კარგად, სადაც მეტად შევძლებთ თავის რეალიზებას, იქ უნდა ვიცხოვროთ.

შემდგარი ადამიანები უფრო ეხმარებიან ქვეყანას, ვიდრე უსაქმური პატრიოტები. თანაც, პატრიოტიზმი არ ნიშნავს ქვეყნის შიგნით განლაგებას. კი, ნამდვილად სასურველია თუ ჩვენს წვლილს შევიტანთ საკუთარი სახელმწიფოს და საზოგადოების კეთილდღეობაში. თუ ამის შეგნება არ გვაქვს, მაშინ ვერც აქ ყოფნით დავეხმარებით აქაურობას, ნამდვილად.

სისულელე N8. ჩემი პარტნიორი ჩემი ნაწილია, ჩემ გარდა გზა არ აქვს.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ნამდვილი soulmate ის პოვნა…. ძალიან ძნელია.

ჰოდა, ეჭვიანობა ვნებს ხორცსა, მერმე სულსა. სამწუხაროდ, ურთიერთობები ხშირად მთავრდება და ვერაფერს ვიზამთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჯობია პარტნიორები ისე აღვიქვათ, როგორც ჩვენი ცხოვრების დამატებები და არა მისი ყოვლისმომცველი ნაწილები. ვისაც არ უნდა ვხვდებოდეთ და როგორი კარგიც არ უნდა იყოს. ასე უფრო გაგვიადვილდება საკუთარი თავების და ინტერესების მასზე ზემოთ დაყენება და, თუ რამეა, დაშორებაც.

სისულელე N9. ნორმალურია მკაცრ, დაძაბულ და სტრესულ გარემოში მუშაობა.

ეს არანორმალურია. თუ კომპანიას ან ვინმე კონკრეტულს იმდენი კულტურა არ აქვს რომ თანამშრომლებთან მოქცევა და მათი დაფასება იცოდეს, მაშინ ჯობია გადაშენდეს. სასწრაფოდ გამოეცალეთ მაგ ადგილს!

აქვე, იხილეთ ახალი საიტი jobrate.ge მე დიდად კმაყოფილი დავრჩი 🙂

სისულელე N10. საკუთარი ბიზნესის წამოწყება… შეუძლებელია!

მტკნარი სიცრუეა.

არსებობს დაფინანსების უამრავი გზა (არა, კრედიტი არ აიღოთ!), ისარგებლეთ მცირე მეწარმეთა გრანტით, ან სხვადასხვა ფონდით.

მთავარია, კარგი ჯგუფი შეკრათ და თითოეული სამუშაო და უქმე დღე ნამდვილ დღესასწაულად გექცევათ 🙂

ჩემი entrepreneur მეგობარი ყველაზე ბედნიერი ადამიანია დედამიწის ზურგზე, ვისაც კი ვიცნობ.

სისულელე N11. უკვე გვიანია…

ბანალურია, არა? მაგრამ, ნებისმიერ წამს შეგიძლია ნებისმიერ “თამაშს” შეუერთდე. კი, ჯერ შეიძლება სტაჟირებებით დაწყება მოგიხდეთ, მაგრამ აბა, ხომ უნდა ისწავლოთ.

მთავარი ისევ თქვენი ენთუზიაზმი და გონებრივი მდგომარეობაა. 

სისულელე N12. მე არათვითდისციპლინებული ადამიანი ვარ და შემიძლია პროდუქტიული ვიყო.

არამგონია.

თვითკონტროლი და დისციპლინა აუცილებელია, ყოველ დღე ფორმაში უნდა ვიყოთ. სხვანაირად სიზარმაცე გადაგვჯაბნის და დაგვღუპავს.

სისულელე N13. ყველაფერს მარტოც ვიზამ

If you want to go fast, go alone.

If you want to go far, go together.

ამაზე უკეთ ვერ ვიტყოდი.

ვერცერთი კომპანია ვერ აყვავდებოდა კარგი ჯგუფის გარეშე და ვერც რომელიმე ცნობილი ადამიანის შესახებ გავიგებდით მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა. იპოვეთ სწორი ადამიანები.

ბარემ, აქვე ჩავამატებ: ჩვენი გამარჯვება/აღიარება/ანაზღაურება აუცილებლად უნდა გავუნაწილოთ გუნდის წევრებს!

ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს სხვების დამსახურების უგულებელყოფა / გადამალვა / მითვისება, რომ მარტო თვითონ გამოჩნდეს. ამაზე დიდი as*hole ობა არ არსებობს!

მიუგეთ ყველას დამსახურების მიხედვით, დაე ყველამ იხეიროთ და გაიხაროთ!

სისულელე N14. მე ვარ და ჩემი ნაბადი.

თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ თუ ამბობთ რომ რამეში მაგარი ხართ, საქმით დაამტკიცეთ.

მაგალითად, 18 წლის რომ ვიყავი, ბი ბი სი ს ჰქონდა ვაკანსია, ჟურნალისტს ეძებდნენ კავკასიაში და მეც გავგზავნე აპლიკაცია 🙂 ჟურნალისტიკას არც კი ვსწავლობდი, სულ რომ თავი დავანებოთ სხვა კომპეტენციებს. მოკლედ, ეგრე არ დაგემართოთ 🙂

სისულელე N15. გართობა და ამქვეყნიური სიამოვნებანი ცოდვა თუ არა, სავალდებულო მაინც არაა.

არაფერიც, სავალდებულოა.

უმნიშვნელოვანესია რაიმეს აღნიშვნის და გართობის კულტურა. ყოველგვარი კანონიერი სიამოვნების მიღება ნამეტანი სასურველია 🙂

მოკლედ, სულ ესაა, რაც ახლა გავიხსენე.

შეგიძლიათ თამამად გაითვალისწინოთ. თითქმის ყველა მათგანი ჩემს ტყავზე მაქვს გამოცდილი 🙂

აბა, ყოჩაღად!

Advertisements

One thought on “15 სისულელე, რომელიც ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s