პოზიტივის და ბედნიერების შესახებ

11134027_10152735687750872_5255522526968780202_o* მე ამ პოსტის წაკითხვა ძალიან გამომადგებოდა. ბანალური არაფერი გეგონოთ 🙂

მოკლედ, ისე მოხდა, რომ გენები, აღზრდაზე მოქმედი ფაქტორები (X პერსონის მაქსიმალისტი ხასიათი, მატერიალიზმი, გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი) ჩემი ხასიათიც და ყველაფერი დანარჩენი ისეთი კომბინაციით განაწილდა, რომ ერთ დიდ პრობლემად ჩამომიყალიბდა, mindset-ად, რომელსაც ქვია დეპრესიისადმი მიდრეკილება (თუმცაღა ამას არასდროს ვაღიარებდი), ზედმეტი პასუხისმგებლობის გრძნობა, ილუზიებში ცხოვრება, მუდმივი უკმაყოფილება მიღწეულით, ან, სრული უგულებელყოფა, მუდმივი სტრესი… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბედნიერების დონის მუდმივ დეფიციტს განვიცდი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ Human Metrics არ მეთანხმება, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ინტროვერტიც ვარ. მერე რა, თუ თავს ხალხშიც კომფორტულად ვგრძნობ, დიდხანს მაინც ვერ ვჩერდები და მარტო ყოფნა მირჩევნია.

ბედნიერების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი. ან ხარ ბედნიერი, ან არა = ან კარგად ცხოვრობ, ან არა.

აქსიომაა, რომ ცუდად ცხოვრება არ შეიძლება.

რა სისულელეა, რატომ უნდა იცხოვრო ცუდად, თუ გაქვს ბედნიერება გენიოსი, ადამიანური გონი გედოს თავში, რაღაც ფენომენი კომპიუტერი, რომელზე საჭირო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში ყველა პრობლემას “დააფიქსირებ”. ვაღიაროთ, რომ ამას ყველა ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ.

რაღაც მკარნახობს (მეხსიერება), რომ ეს ადრეც დამიწერია: ბედნიერება არის სამყაროს ჩვენეული აღქმა. ჰოდა, მინდა ყველაფერს იმაზე პოზიტიურად აღვიქვამდე, ვიდრე დღეს: რეალობასაც, მომავალსაც, საკუთარ თავსაც, საერთოდ, ყველაფერს.

პოსტის მთავარი ნაწილი ეს არის:

ძალიან სერიოზულად დავფიქრდი yin yang ის პრინციპზე.

ესაა ცუდი – კარგი; მიღება – გაცემა; შავი – თეთრი; შიგნით – გარეთ; წუწუნი – მადლიერება; დაბნეულობა და ორჭოფობა – კონტროლის გრძნობა; ბოროტება/ნეგატივი – სიკეთე; ფიქრი – მოქმედება; ნეგატიური-პოზიტიური ადამიანები, ა.შ.

არ ნიშნავს, რომ შავი ცუდია, მაგრამ მას აუცილებლად დაბალანსება სჭირდება. რაც უფრო მეტია თეთრის წილი, ჩვენც მით უფრო ბედნიერები ვართ!

მოკლედ,  გავაცნობიერე, რომ ცხოვრება Before & After, უბედურ და ბედნიერ ეტაპებად არ იყოფა. ყველაფერი ერთი ამბავია. და თუ “After”, ბედნიერი ყოფა გინდა, ეს დღესვე უნდა დაიწყო.

დავიწყოთ ბედნიერების მიღწევის გზების გარჩევა.

კონტროლის გრძნობა!.

ა. ადრე უნდა ავდგეთ. როგორ ბედნიერებადაც არ უნდა მოგვეჩვენოს დილის ძილი, ეს შეცდომაა. დილით ადგომა, დღე-ღამის ციკლთან მეგობრობა დიდი ჰარმონია და პოზიტივია. თუ ადრე დავწვებით, ძილიც ხანგრძლივი და ტკბილი გამოვა. ამის საპასუხოდ შეიძლება ითქვას, რომ “რა მნიშვნელობა აქვს, ღამით ვიმუშავებ თუ დილით, ღამე ტვინი უფრო მეხსნება, თანაც, ხანგრძლივობა ერთი და იგივეა”. (ჩემი სიტყვები). აქ განსხვავება სწორედ მაგ ენერგიებშია. ღამე ინისაა, დილა – იანგის. დილით ნაკლებადაც გეფანტება ყურადღება, შეგიძლია დრო საკუთარ თავს დაუთმო, ან იმ საქმეს, რომელიც 200 ჯერ გადაავადე. თავს საოცრად მშვიდად გრძნობ, გრძნობ რამხელა დრო (დღე) და ენერგია გიდევს წინ. აცნობიერებ, რომ შეგიძლია თასქები გადაღეჭო და ბედნიერად მოისვენო. მოკლედ, სტრესი გეხსნება, ქრება და ეს ერთი სიამოვნებაა. ძალას გრძნობ.

ბ. კონტროლი სხეულზე – გამოწვევა გაუკეთეთ საკუთარ სხეულს. ირბინეთ, გაიწელეთ, ივარჯიშეთ. თავს სრულყოფილად იგრძნობთ და თანაც, გააცნობიერებთ, რომ ამ სირთულეებთან შედარებით გონებრივი სამუშაო მარტივი და სასიამოვნოა…

გ. კონტროლი გარემოზე – შედით ინტერნეტში (ოღონდ არა ძალიან ადრე), გააკონტროლეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც გაქვთ, პროგრამები, ა.შ. გაიგეთ რა ხდება გარშემო და რისი გამოყენება შეგიძლიათ სათქვენოდ. ჩემთვის ეს ნაწილი ნიშნავს გრძნობას, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ რეალურ სამყაროში გადმოვიტანო იდეები, რომ რეალურად შევდგე;

დ. მიღწევების და არსებული რამეების კონტროლი – გააანალიზეთ რა გაქვთ უკვე გაკეთებული, ან რა/ვინ გაგჩნიათ, რასაც/ვისაც აფასებთ. მადლიერება იგრძენით.

არაფერია იმაზე უფრო პოზიტიური, ვიდრე სიკეთის გაცემა და მიღება.

სიკეთე ცალსახად დადებითი რამეა. ესაა ღიმილი, ზრდილობა, დახმარება, ადამიანებს კარგად უნდა მოვექცეთ. ყოველთვის. ამაზე საყვარელი და დადებითი არაფერი არსებობს. უბრალოდ, შევიყვაროთ ადამიანები და ჩავდოთ ჩვენი მაქსიმუმი მათი ბედნიერებისთვის. ეს 100% ით უკან გვიბრუნდება. შეაქეთ, კომპლიმენტი უთხარით, გაეხუმრეთ, უჩქმიტეთ, აკოცეთ. (ეს კი თინეიჯერულად გამომივიდა, ღმერთმანი).

Thinking=Yin; Doing=Yang.

არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიფიქროთ (ნამდვილად არ ნიშნავს!), მაგრამ ბევრი ფიქრი უარყოფითი ემოციების წყაროა. ის აუცილებლად ქმედებით უნდა იყოს დაბალანსებული.

მოკლედ, საქმე რაშია. ანა მივიდა საოცარ დასკვნამდე, რომ ჩვენი გონება გარე სამყაროს ტოლფასია. იმდენივე ადგილს იკავებს, რამდენსაც მთელი კოსმოსი და იმდენივე ინფორმაციას და ემოციას იტევს.

ძალიან თავისუფლად შეიძლება ადამიანი ტვინში ჩაცხოვრდეს. თუ საჭმელს მიაწვდი და სხვა ბაზისურ მოთხოვნილებებს დაუკმაყოფილებ (მეგობრებსაც ცოტა დოზით), ტვინში იცხოვრებს. იქ იქნება ბედნიერიც, შემდგარიც, ფულიანიც, ან, რავიცი.

რაც უფრო მიდრეკილია ადამიანი ჩაკეტილობისკენ, მით უფრო დიდია ინგი. შეიძლება არც იყოს უბედური, მაგრამ ბედნიერება ხომ საზომია, კმაყოფილების გრძნობაა. შეიძლება ბედნიერი იყო, მაგრამ არასწორი, ინის მიმართულებით

მოკლედ, ეს უკანასკნელი მჭირდა მე. თესთიდ, აფრუვდ.

ჰოდა, რაც უფრო მეტად გამოვაძევებთ ჩვენს გონებას გარეთ, აზრებს, იდეებს, შევქმნით და გადმოვიტანთ, მით დიდია იანგი, პოზიტივი და ნამდვილი ბედნიერება! დაახლოებით, პრიზმა წარმოიდგინეთ.

იგივე ეხება დროის გატარებასაც.

რაც შეიძლება ბევრი აქტივობა უნდა დავგეგმოთ, მოვახდინოთ ცხოვრების ავსება მოვლენებით და მოსაგონარი ამბებით, სხვა ადამიანებით და ურთიერთობებით. წიგნის კითხვა კარგია, მაგრამ ეს ინფორმაციის მიღებას გულისხმობს, ჩვენ კი გაცემაც გვჭირდება. დავაბალანსოთ ყველაფერი, ან, მეტიც, გარემოსკენ გადავწონოთ.

იგივე ეხება ინფორმაცია-განათლების მიღებას და შემოქმედებას.

აუცილებლად გამოიყენეთ ეს ინფორმაცია საკუთარ შემოქმედებაში. აუცილებლად გადაამუშავეთ ინფორმაცია და აწარმოეთ. გადმოიტანეთ, წინ დადეთ. მიმართულებაშიცაა ინ-იანგი.

გარემო და ხალხი.

შეიძლება ყველაზე ძვირფასი ადამიანებიც კი ძალიან გაფერხებდნენ, თქვენი ბედნიერების დონეს დაბლა წევდნენ. ზედმეტი სტრესით, შიშებით…

უნდა მოერიდოთ ასეთ ადამიანებს, ან მოქცევის მიზნით დაელაპარაკოთ.

ეს ნაწილი მეც მეხება. ზოგ ადამიანთან ლაპარაკის შემდეგ სიცოცხლის სურვილი მიქრება, ჩემზე გადმოდის მათი სასოწარკვეთილება, დრამატიზმი, შიშები. სამწუხაროა, რომ ახლობლებსაც ეხება.

გვჭირდება ახალი მეგობრები (ც), მეტი ურთიერთობა პოზიტიურ ხალხთან და ნაკლები-ნეგატიურებთან. ამიტომაა უმნიშვნელოვანესი საკუთარ თავთან ურთიერთობის კულტურა. უნდა გავიაზროთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა, დიაგნოზი დავსვათ და ვიმკურნალოთ. (ცუდად ჟღერს 🙂 )  მეც ამას ვაკეთებ, თანაც, საჯაროდ.

გარემო. არაფერია იმაზე უფრო ადვილი, ვიდრე პოზიტივის შენარჩუნება პოზიტიურ გარემოში. ვენაში რომ ხარ, რატომ უნდა იყო ნეგატივით გაჟღენთილი, როცა თბილისში მტკვარი მიმზიდველად ჩამოედინება და ხანდახან, დამძიმებულს თავის დახრჩობა მინდება ხოლმე. მოკლედ, შემოვიკრიბოთ მხიარული ადამიანები და ნეგატივის იგნორი მოვახდინოთ. სხვა გზა არაა.

ჰოდა, ამ პოსტით ამ ყველაფრის თქმა მინდოდა. რომ ბედნიერება ჩვევა და მახასიათებელია, როგორც SUCCESS არის ჩვეულებრივი ჩვევა, მონაცემები და თამასა. თუ ცხოვრებაა, ადამიანიც ბედნიერი, გახარებული და კანფეტებთ სავსე ყუთივით ტკბილი და საყვარელი უნდა იყოს 🙂

ბედნიერება მაშინ არ მოდის, როცა რაღაც გაქვს. მთავარია, რა გრძნობას აღგიძრავს ეგ რაღაც. ჰოდა, როგორ მინდა ამ წამსაც ბედნიერი ვიყო, იმით, რომ ბულგარეთში ვარ, ოჯახი მყავს, სახლ-კარი მაქვს, ლეპტოპიც, არ მშია, გეგმები მაქვს, ჭკვიანი გოგო ვარ, მეგობრებიც მყავს, 1 კილო შოკოლადი მიდევს მაცივარში, ფორთოხლის მარმელადიც, კიტკეტიც, ბანანებიც, მთელი ყუთი ნაყინიც, რომ ზეგ შაბათია, რილას მონასტერი უნდა ვნახო, რომ საინტერესო ცხოვრება მაქვს და უკეთესი მელის… აი, რა მაფერხებს არ ვიცი.

სადაც ამდენი დავწერე, ამასაც მივამატებ.

ამ ბოლო დროს ამ ფრაზით ვიწყებ ყველა დღეს: “I am strong and happy!!!!!!!!”

ეს რამხელა პოსტი გამომსვლია…

Advertisements

One thought on “პოზიტივის და ბედნიერების შესახებ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s