ჩემი დაბადების დღე

10420148_10203140201530848_5206897350255874162_nდღეს ჩემი დაბადების დღეა. 23 წლის გავხდი.

თუ ზარ-ზეიმია, ზარ-ზეიმი უნდა იყოს. თითოეული უჯრედით უნდა გიხაროდეს არსებობა, თითოეული დღე, “celebrate” მომენტი უნდა გქონდეს. უნდა დღესასწაულობდე სიცოცხლეს, როგორც ასეთს. მე კი, მოგეხსენებათ, ეხლა ვინვითარებ მადლიერების, გართობის და ბედნიერების ჩვევას, იმის კულტურას, რომ შოკირებული, “კაეშნიანი” და დასტრესილი არ ვიყო სხვადასხვა რეალობის შემთხვევაში, ვაღიარო დაბრკოლებების არსებობა და მოვიპოვო მათზე კონტროლი. ამასაც სწავლა უნდა და მე ვსწავლობ. და ვამაყობ საკუთარი თავით. ასე, რომ, დღეს საღამოს, უცნობი ადამიანების გარემოცვაში ნამდვილად წავუქცევ ერთ-ორ ჭიქას, მაგრამ, ნამდვილი ზარ-ზეიმი მერე იყოს. მალე ოღონდ.

ოცდასამიო, ეგეც რამეო, მეტყვით, მაგრამ, ჩემი 23 ყველას 23 არ არის. ორგანაიზერებს 17 წლიდან ვიყენებ, დღიურებს 11 წლიდან (ამ ბოლო დროს ვიდეოდღიურებზე  და აპლიკაციებზე გადავედი, მაგრამ, პრინციპი ერთია). მოკლედ, ჩემი თავი “გამოჭერილი მყავს” იმ მომენტიდან, საიდანაც დღევანდელ ანასთან ვახდენ იდენტიფიცირებას. ანუ, 16 და 56 წლის ანა ერთი და იგივე იქნება, ამიტომ, “ახალგაზრდობა” მარტო რიცხვები და თავის გამართლების ამბავია.

ადრე, ძირითადად, თავზე ლაფის გადასხმას მივმართავდი ხოლმე ჩემს დაბადების დღეებზე. აი, ასეთებს: “შენხელა მოცარტი მოცარტობდა, შენ კიდე არც იგუგლები”.

დღეს, გაზრდილ-დაბრძენებული, კი იმაზე მოგიყვებით, რა მისწავლია

  1. ვისწავლე, რომ ჩვენი წარმოდგენა მომავალე წარმოსახვა კი არა, მომავლის სურათებია. რადგან თავში რამემ გაგვიელვა, მისი ახდენაც შეიძლება;
  2. უნდა მოვუსმინოთ საკუთარ თავებს, ვესაუბროთ, ან ვწეროთ თავში რაც გვიდევს, ვეკონტაქტოთ;
  3. რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები არ იმუშავებს, მაგრამ მისი ასობით ვარიაციიდან ერთ-ერთი ნამდვილად “გავარდება”;
  4. ყველაზე დიდი მიღწევა საკუთარი თავის მართვაა. (ჩემი ბრძოლაო და ეგეთი რამეები). არანაირი ბრძოლა. ამისთვის არსებობს ჩვევების კულტურა. ყველაფერი ჩვევებზეა დამოკიდებული. ჩვევის გამომუშავებას კი 3 კვირა სჭირდება.
  5. წარმატებაც სრულიად ჩვეულებრივი ჩვევაა. ხომ იცით, პროფესიონალი ადამიანები რომ ყველაფერში პროფესიონალები არიან. ერთი და იგივე ამბავია.
  6. ვიცი, რომ, საკუთარ თავს მხოლოდ მე თუ ვუშველი. სხვა ვერავინ, ვერავინ დამეხმარება;
  7. გარემოებებზე რამეების დაბრალება დიდი ტუტუცობაა;
  8. ვიცი, რომ მეზიზღება პოლიტიკური პარტიები და მათი გულშემატკივრობა დიდი სისულელეა. უნდა ვიდგეთ და ხმამაღლა ვაკრიტიკოთ ყველაფერი, რაც არ მოგვწონს.
  9. ევროკავშირი ერთადერთი და საუკეთესო არჩევანია. ყველა, ვინც მას ეწინააღმდეგება, უბრალოდ, უვიცია (ან რუსულ არხებს უყურებს).
  10. გამოწვევები და შეცდომები გვაუმჯობესებს;
  11. ვიცი, რომ მაბედნიერებს მოგზაურობა, თავგადასავლები და ფული. მაბედნიერებს კომპლიმნეტები, მხიარული ადამიანები, ფლირტები, ყურადღების ცენტრში ყოფნა, გემოვნებიანი ტანსაცმელი, საკუთარი წესების ერთგულება, ვარჯიში, შემოქმედება, კარგი ფილმები, მულტფილები და საბავშვო წიგნები, შესრულებული “თასქები” და მაღალი შეფასებები, მეგობრები, ჩემი მოწონებული და უწყვეტი, მუდმივი წარმოსახვა უკეთეს ანაზე.
  12. ქალური ბედნიერება ისეთივე სისულელეა, როგორიც “კაცის ტვინი”;
  13. არაფერი არ არსებობს, სანამ მაგიდაზე არ დადებ. ჩვენც ამით ვფასობთ.
  14. მთავარია იყო მაგარი. არ აქვს მნიშვნელობა, სულაც ციმბირში რომ ცხოვრობდე, აშენდები. უნდა იყო “person of value” და ეგაა. კვალიფიციური და ტვინიანი. მერე სადაც გინდა წადი.
  15. წესების მორჩილება საერთოდ არაა ცუდი. Entrepreneurial ლათინური სიტყვაა და ქართულად “მე ვიცი და ჩემმა ნაბადმა”დ არ ითარგმნება. წესები, სულაც, კარგია. (წესებს გააჩნია). მთელი ამოცანა არსებული ნაკლების კორექციაა. ესაა და ეს.
  16. კაცები მაგარი ხალხია. მათგან ბევრი უნდა ვისწავლოთ 🙂
  17. ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ სფერო we are PASSIONATE about. ეს “ჟილკაა” ცხოვრებაში ყველაზე მაგარი 🙂
  18. მდიდრდები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები – ღარიბდებიან. ეს იმიტომ, რომ ცხვრებივით მივყვებით ეკონომიკას და გაგნებაში არ ვართ რა ხდება. პირღიები მივჩერებივართ ამ მთავრობებს, რომლებიც, (ეს ჩვენი განსაკუთრებით) არაფრის გაგნებაში არ არიან. რა ქამრების შემოჭერა, მაგითი შემოიფარგლებით?! სად ბანაობთ! ჰოდა, საქართველოს ეკონომიკას პატრონი არ ყავს. this means end.
  19. ქალაქი, სადაც მწვანე ბალახზე ვერ წამოგორდები, უვარგისია საცხოვრებლად; და სულ არაა საჭირო გიჟდებოდე იმ ადგილზე, სდააც შენი სამშობიარო დგას. მაგრამ, მის გაუმჯობესებაზე მაინც უნდა იზრუნო. მინიმუმ, ხე მაინც არ უნდა მოაჭრევინო ამ ავადმყოფებს.
  20. “What we achieve inwardly will change outer reality.’’ უთქვამს პლუტარქეს. მეტი ფრთიანი ფრაზის ცოდნა არცაა საჭირო.
  21. ისე უნდა იცხოვრო, რომ ღამე მშვიდად გეძინოს. თუ რამე განერვიულებს, არც ღირს კეთებად.
  22. კონტროლს მოაქვს სიმშვიდე და ბედნიერება.
  23. ჰოდა, გაქვს კონტროლი – გაქვს ბედნიერება და ზარ-ზეიმი. ეგ კონტროლია მთელი hint

ჩვევებზე კიდევ ვილაპარაკებთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s