კაცის ტვინი

*ეს ბლოგპოსტი არ იქნება სექსისტური, მაგრამ, იმ განსხვავებებს კი ნამდვილად შეეხება, რომლებიც, ამ 2 სქესს შორის არსებობს (და არ უნდა არსებობდეს.)*.

გარშემო გაცილებით მეტ ბედნიერ კაცს ვხედავ, ვიდრე ქალს. მეც მინდა ისეთი ბედნიერი ვიყო, როგორც კაცების უმრავლესობაა. ჰოდა, მეც ავდგები და ისე მოვიქცევი, როგორც კაცები იქცევიან (ამის დედა ვატირე :)))

არც წვერს მოვუშვებ და არც მკერდს ავიკრავ, ნოუ ვორიზ. უბრალოდ, ვიაზროვნებ კაცურად.

(აქ ეხლა ის უნდა დავწერო, სულ ვიცოდი რომ ვაფრენდი, მამასაც უნდოდა ბიჭი ვყოფილიყავი, ყველა გაფუჭებულ ნივთს სახლში რომ მე ვაკეთებ, ცოტა ხე ბიჭებს ვაფრთხობ და ტექნოლოგიაშიც ვერკვევი.. მაგრამ, ამას გადავახტები).

აი, ამ სურათმა შთამაგონა. 

დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ ქალები ჩახლართულად აზროვნებენ, თავში დიდი აურზაური აქვთ, ყველაფერი ახსოვთ, ყველაფერზე ფიქრობენ და ნერვიულობენ.

კაცების თავში კი ყველაფერი სორტირებულია, ყველაფერი თემატურად თავის ყუთშია მოთავსებული. კაცებს ცარიელი ყუთიც გააჩნიათ და ეს ბედნიერება საშუალებას აძლევთ, უბრალოდ, დაისვენონ, არც არაფერზე იფიქრონ და არც არაფერი აკეთონ.

ჰოდა, Challenge Accepted.

უბრალოდ, ბევრ ფიქრს შევეშვები. არ გგონიათ, რომ ეს ფიქრი ხელს გვიშლის საქმე ვაკეთოთ? მე ნამდვილად მიშლის ხელს. არაა საჭირო მზერის მუდამ შინაგან სამყაროზე მიპყრობა. ეს ემოციები თავის ყუთში უნდა ჩავკეტოთ და თავის ყუთიანად ჯანდაბაში გადავკარგოთ. 

სანამ ქალები ფიქრობენ, თავის გულისცემას უსმენენ და თავის თავში ეჭვი ეპარებათ, კაცები მსოფლიოს მართავენ. რა უბედურებაა!

Get stuff done!

ზოგადად, ქალები იღებენ ზღვა ინფორმაციას. ასჯერ მეტს, ვიდრე კაცები. უკეთ სწავლობენ, ვიდრე ბიჭები, მაგრამ, ეს იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ არანაირ წახალისებას არ იღებენ. ბიჭი ისწავლის გაკვეთილს და აპლოდისმენტებს იღებს. (“რა ნიჭიერია”… “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი” = ანუ დებილი არაა, თუ მოუნდა, ერთხელაც ისწავლის)

მანამდეც, მიაჩეჩებენ ხოლმე ამ გოგოებს თოჯინებს და ასწავლიან ამ უსულო საგნისთვის ყურადღების მიქცევას. თოჯინას არავითარი სურვილები არ გააჩნია და ბავშვებიც ფანტაზიორობენ, წარმოიდგენენ მშიერ, მწყურვალ, დაუცველ ბავშვს, რომელსაც უნდა უშველონ. და მერე ეს ჩვევაა – უსმენდე სხვებს, წარმოიდგინო მათი გრძნობები, განიცადო, ა.შ. Come on! დიდი ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ, ბიჭები ამ დროს ხმლით დარბიან და თავი გამარჯვებული მხეცუკები გონიათ. ასე, არიან გამარჯვებულები და შეჯიბრსაც ეჩვევიან. გოგოები უკეთეს დედობაში არ ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუ სწორად მახსოვს.

საბოლოოდ, ბიჭები არიან ძალიან მხიარული ფსიქიკის ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ცხოვრებისგან ბედნიერების მაქსიმალური რაოდენობის ამოღება. აქვთ გამარჯვების კულტურა და იციან, რომ თუ მოინდომებენ, მიიღებენ რასაც უნდათ.

თუ რამის თქმა უნდათ, ამბობენ, თუ ტკივათ, ღრიალებენ, თუ რამე უნდათ, აკეთებენ, თუ რამის სწავლა უნდათ, მიდიან და სწავლობენ, თუ რამე მშვენიერი შანსი გამოუჩნდათ, ეგრევე იჭერენ. რათ უნდა ამას ბევრი ფიქრი!

ქალები… ეეჰ…

ამას კიდევ საზოგადოების მოთხოვნილებები დაამატეთ. საქართველოში მაინც… nonsense.

თურმე, ქალებს არ აქვთ უფლება მიიღონ სექსუალური სიამოვნება, ფუნქცია=რეპროდუქცია, 9ზე კი სახლში უნდა იყვნენ, რომ შემთხვევით არ გაერთონ.

კაცებს კი ახალისებენ, რომ რაც შეიძლება ხშირად დაკავდეს სექსით, ამაში ფულის გადახდა ძალიან ჩვეულებრივი რამეა, (!) მათგან მოითხოვენ და მოელიან, რომ კარგად გაერთობიან, იმოგზაურებენ და ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებენ. “ძმაკაცობის” კულტურა ერთი ფენომენია. ბიჭების ძმაკაცობა კითხვის ნიშანს არ ექვემდებარება და თუ ძმაკაცებთან ერთადაა, სახლში ნურც მოსულა. გოგოებს არ ყავთ მეგობრები? თუ, “დაქალობა” არ ითვლება და/ან მხოლოდ სულელურ, უმნიშვნელო აქტივობებთან ასოცირდება?!… ისე, არ მახსოვს მე და ჩემს მეგობრებს ვინმეზე გვეჭორავოს, ან მანიკურები გაგვერჩიოს, ან ვინმეს ფეისბუქი და “ექსები”.

მაგრამ, არ მინდა ძალიან გადავუხვიო თემიდან.

ზემოთ, ინფორმაცია ვახსენე.

ქალებო, უბრალოდ, უნდა გავცეთ ეს ინფორმაცია. არ შეიძლება ყველაფრის ჩახვევა და შენახვა. ბალანსი მიღებასა და გაცემას შორის ყველაფერია, რაც ბედნიერებას სჭირდება. აჩვენეთ თქვენი თავები!

თუ რამე იცით, “მიაჭერით” და თქვენი პროფესიით/კვალიფიკაციით დასაქმდით, დაწერეთ, ილაპარაკეთ, შექმენით. თუ პრობლენმას ხედავთ, ადექით, და შედით თვითმმართველობაში და მერე კენჭიც იყარეთ, თუ გაქვთ ჰობი, დადექით და ხატეთ, მუსიკა წერეთ, ქსოვეთ, უბრალოდ, თქვენი ფიქრების და იდეების რეალიზება მოახდინეთ ფიზიკურ სამყაროში. ძალიან მარტივად, ერთ-ერთი სასურველი ყუთი გახსენით და მშვიდად აკეთეთ რაც გინდათ და როცა გინდათ. რა საჭიროა ტვინის დუღილი…

რადა, რამდენი ქალური პლიუსი არსებობს!

გვაქვს უკეთესი მახსოვრობა (მე არა, მაგრამ, ასე ამბობენ), უკეთ გამოვიყურებით და შეგვიძლია “ქალური ამბები” გამოვიყენოთ, უკეთ გვაქვს განვითარებული გრძნობები, გვაქვს უკიდურესად გადაჭედილი ტვინი და, ჩემი აზრით, ამის გამო უფრო განვითარებულიც, ვიდრე კაცებს. არ ვიცი, მე ჩემზე ნიჭიერი კაცი არ მინახავს. კი, ბევრს აქვს რაღაც კონკრეტული უნარი ჩემზე უკეთ “დამუღამებული”, so what?

უბრალოდ, ბედნიერებაა ეს ყუთები და უნარი, ფსალმუნების გალობის გარეშე მიდგე და ის გააკეთო, რაც გინდა.

ჰოდა, ჰო ვარ გოგო. და ასე:

  • არასდროს მეგონება, რომ არასაკმარისად კვალიფიციური ვარ (თუნდაც ასე იყოს), უბრალოდ, სწორად შევიფუთები, მივალ და გავაკეთებ საქმეს. ასე ვისწავლი;
  • არასდროს მეგონება, რომ თუ რამეს ხმამაღლა ვიტყვი და საზოგადოებას ვაჩვენებ, ამის გამო ვინმე ჩაიფრუტუნებს: “თავი ვინ გონია”, ან, “ამას ვერ გააკეთებს”. რეალურად ასე არც არავინ გაიფიქრებს!
  • თავდავიწყებამდე გავერთობი 🙂
  • ყოველგვარი “ეხლა ამის ხასიათზე/განწყობაზე/მგრძნობელობაზე არ ვარ, ცოტა თავი მტკივა, ჩემს გულს ასე სწადიას” და რამეების გარეშე, თუ საქმე მაქვს, მივალ და მოვახჩობ. რატომ უნდა ვიფიქრო ჩემს გრძნობათა ორგანოებზე, როცა ეს წარმოსახვაა… ტვინი ფიქრებს უბრალოდ, ისევე აღიქვამს, როგორც ფიზიკურ ტკივილს. ამ დროს უნდა ადგე და ხელზე იკბინო. მერე მიხვდები განსხვავებებს.
  • თუ ოდესმე შვილი გავაჩინე, კარგად გამოვწვრთნი. ჩემს ვაჟკაც გოგოს თოჯინას არ მივაკარებ და ბიჭს ვასწავლი, რომ გოგოები დააფასოს.
  • ვიაზროვნებ კაცივით და ჩემს მოწონებულ ბიჭებსაც კაცურადაც გავუგებ 🙂
  • გავაკეთებ ყველაფერს, რაც მინდა, ვიქნები კაცივით თავდაჯერებული და თუ რამეზე ვიფიქრებ, ეს იქნება ცხოვრებისგან მაქსიმალურის მიღება. ნეტავი რას ველოდები და რატომ ვიზღუდავ თავს მქონდეს საუკეთესო ბიოგრაფია?!
  • მორჩა ჩემი ფიქრნი მტკვრის პირას!

ჰოდა, კი, გვჭირდება კვოტირება პარლამენტში!

იმიტომ, რომ გვყავს გმირად გაზრდილი, განათლებული ქალები, ათასჯერ უფრო ჭკვიანები და განვითარებულები, ვიდრე გოგი თოფაძე და ნუკრი ქანთარია არიან, უბრალოდ, ამ ქალებს არ აქვთ ხმა! (და, ბევრს კიდევ იმდენი შეგნება, რომ თავები დაიფასონ.)

მეტი “კაცური”, ბედნიერი ქალი საქართველოში!

და მეტი ქალი პარლამენტში!

არ ვიცი რამდენად დალაგებულად გადმოვეცი აზრი, მაგრამ, რაც არის, არის.

Advertisements

One thought on “კაცის ტვინი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s