ფოკუსირების 11 საშუალება

ყურადღების გაფანტვა ჩვენი საძულველი procrastination ის ნაწილია. ეს ის ამბავია, სწავლა/მუშაობის დროს კედლის ყურებაც ერთი ათასად საინტერესო რომ ხდება ხოლმე.

ჰოდა, დღეს Entrepreneur Magazine მა კიდევ ერთი ინფოგრაფიკი დააშეარა.

1420832715-focus-infoფოკუსირებისთვის საჭირო ყოფილა:

საჭმელი მაგიდაზე (რადგან გლუკოზა ტვინს ფოკუსირებაში ეხმარება);

გათალეთ ვაშლები (რადგან 1 ვაშლი გაცილებით უკეთ აფხიზლებს, ვიდრე 1 ჭიქა ყავა და უამრავ სასარგებლო რამეს შეიცავს), მოიმარაგეთ მანდარინები, ფორთოხალი და რაც გაქვთ, ყველაფერი. ჰო, ბოთლით წყალიც დაიდგით, რომ მაგის გამო არ ირბინოთ, ჩვენ ტვინებს მეტი რა უნდათ! თანაც, ხომ იცით, დღეში 1-2 ლიტრი წყალი აუცილებელია!

გამორთული მობილური ტელეფონი

ჩემი რჩევა – თუ ტელეფონს ვერ თიშავთ, ეს პროგრამა გამოიყენეთ (Self Control for Study).

არაჩვეულებრივია, მე ვსარგებლობ.

მოსახერხებელი სკამი;

ზურგებს გაუფრთხილდით! (და ხშირად ივარჯიშეთ!)

თქვენსა და კომპიუტერს შორის 90 გრადუსიანი კუთხე უნდა იქმნებოდეს.

საქმის რაღაც დროის ფარგლებში ჩასმა და საათში ერთხელ გაკეთებული საქმის გადაკონტროლება;

ეს საშუალებას მოგცემთ დრო “დაიჭიროთ”, გონივრულად გაანაწილოთ და დღის ბოლოს იმის შეგრძნება არ გქონდეთ, რომ დრო გაგიფრინდათ.

ყველანაირი ტექნიკის გამორთვა, რასაც არ იყენებთ;

სრულიად თავისუფალი მაგიდა;

გააქრეთ ყველაფერი ზედმეტი!

კლასიკური მუსიკა (ან საერთოდ არაფერს მოუსმინოთ;);

ნებისმიერი სხვა ჟანრი ყურადღების გაფანტვას იწვევს

გააკეთეთ საქმეების ჩამონათვალი (ოღონდ პატარა);

რომ არაფერი გამოგრჩეთ. შეგიძლიათ Todoist აპლიკაციაც გამოიყენოთ.

საკუთარი თავი დააჯილდოვეთ!

თქვენვე დაუკარით ტაში საკუთარ თავებს თითოეული პატარა “გამარჯვების” შემდეგ (აბა სხვა ვინ იზამს 🙂 ) ეს კარგ განწყობას შეგიქმნით და მოტივაციას აგიმაღლებთ. ეცით თქვენ თავებს პატივი!

გახსოვდეთ რისთვის აკეთებთ ამა თუ იმ საქმეს

სასურველი შედეგი გამოსახეთ (ნებისმიერი ფორმით – დაწერეთ, დახატეთ, გააფორმეთ…) და თვალსაჩინო ადგილას დადეთ, რომ ყოველდღე შეხედოთ;

თქვენი შინაური ცხოველი ახლოს გყავდეთ.

ნუ იტყვით და, თურმე ფოკუსირებაში გვეხმარებიან.

თუ არ გყავთ, ნახეთ აქ,

  1. აქაც
  2. აქაც
  3. და აქაც

აბა, გავედი ეხლა, მაგიდას გავასუფთავებ და შევუდგები საქმეს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s