Brainstorming და სტრესის მართვა ( Toefl / TestDaF გამოცდებამდე რჩება….)

management

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საკუთარი უნივერსიტეტის სტუდენტი 🙂 (თანაც, lifelong). ზუსტად ჩემი ბლოგის შესაფერისი დასაწყისია 🙂

საკუთარ თავს დავუარსე უნივერსიტეტი (ნაკლებს როგორ ვაკადრებ), რომელშიც, დარგების მიხედვით გავაერთიანე ყველაფერი, რაც კი დედამიწის ზურგზე მაინტერესებს და რისი სწავლაც მინდა/მჭირდება, და დღის განმავლობაში საათების რაოდენობაც გამოვყავი. რის ხასიათზეც ვარ, იმის ვიდეოკურსებს ვუყურებ, წავიკითხავ, ა.შ. მოკლედ, კარგი რამეა 🙂

ამ უნივერსიტეტს, გარდა თეორიული დანიშნულებისა, პრაქტიკული მიზნებიც აქვს – შედეგები მაგიდაზე უნდა “დაიდოს”.

ჰოდა, დადგა ჟამი ჩემი უცხო ენათა მიმართულების ფაკულტეტმა ( 🙂 ) ჯაფის ნაყოფი გამოისხას და ენის სერთიფიკატებად გადაიქცეს. სხვა მიმართულებებს ამ პოსტში არ შევეხები 🙂

ა. ინგლისური ენა

სამწუხაროდ, IELTS მომდევნო გამოცდა მხოლოდ თებერვლის ბოლოსაა, შედეგები მარტის დასაწყისში მეცოდინება, რაც არ მაწყობს. ჩემთვის საინტერესო პროგრამების დედლაინები გაცილებით ადრეა.

ჰოდა, ისევ ძველ, ნაცად ტოიფელს მივუბრუნდი. გადავწყვიტე რაც შეიძლება სწრაფად გავიდე ტესტირებაზე, რომ მინიმალური რაოდენობის პროგრამები “გავმაზო” სერთიფიკატის მიღებამდე. იანვრის დასაწყისი გადავწყვიტე.

გამოცდამდე რჩება… 20 დღე.

ჰოდა, თუ გასვლაა, გასვლა იყოს –  ძველი ქულა 3 ნიშნა რიცხვამდე უნდა გავიუმჯობესო! -_- ჩელენჯ აქსეფთიდ.

ეხლა გადავიდეთ ამ ყველაფერში (კერძოდ, უდროობაში) დადებითი მხარეების აღმოჩენაზე.

1. რეალურად, brainstorming ყველაზე ეფექტური მეთოდია. წინ რომ 2 თვე მქონდეს, შვებით ამოვისუნთქავდი, მაგრამ, საკითხავია რეალურად რამდენი დღის განმავლობაში ვიმეცადინებდი, ან, ამ დღეებში რამდენი საათის განმავლობაში.

სტრესის მენეჯმენტი დროის მენეჯმენტია. რაც უფრო კარგად ანაწილებ დროს, გამოცდის წინა სტრესიც გეხსენება. ისე უნდა იცხოვრო, ღამე მშვიდად გეძინოს (ეს კარგი მოვხიე), მაგრამ, მართალია.  პანიკის და ნერვების ფასად არ ღირს სერთიფიკატები. კიპ ქოლმ, ქერი ონო, უთქვამთ.

ენას ერთი გამორჩეული თვისება აქვს, თუ აქტიური შეხება გაქვს, თავისით ვითარდება და უმჯობესდება. შენ უბრალოდ, “გადადი” იმ ენაში.

2. ენას კარგად ვფლობ, მჭირდება ტესტისათვის სპეციფიკური “სქილების” გამომუშავება და ლექსიკაზე მუშაობა. ლექსიკა მაქსიმალურად უნდა გავიმდიდრო.

დღეში თუ ვისწავლი 100 სიტყვას (რაც პრობლემა არაა), 2000 თუ არა, მასთან მიახლოებული რაოდენობის ახალი სიტყვა შემომესწავლება. 165$ მარტო ამად ღირს (რა ამბავია ისე!!! )

3. თუ youtube ზე დადებული ტუტორიალების მიხედვით გავაკეთებ 20 ტესტს (დღეში ერთს სრულად), თავისი სიტყვებით და გარჩევით, კარგად ჩავაბარებ;

4. თუ დავწერ 40 თემას (დღეში 2ს), იქაც კარგ ქულას ავიღებ.

5. და, საერთოდ, ყოველ დღე თუ (მინიმუმ) 6 საათს დავუთმობ ინგლისურს, კარგი შედეგი მექნება. ეხლა, დროც მოვიფიქროთ. მოკლედ, ყოველ დილა-საღამოს 3-3 საათის პრინციპით გავანაწილებ დროს.

ბ. გერმანული ენა

TestDaF – Deutsch als Fremdsprache ტოიფელის გერმანული ვერსიაა. აქ 4-4 ქულა მჭირდება ყველა კატეგორიაში.

შენიშვნა – გერმანული ინგლისურივით კარგად არ ვიცი.

გამოცდა 13 თებერვალსაა. ესეც ძვირი ღირს, ბოლო მონაცემებით, 310 ლარი და კარგად უნდა ჩავაბარო. მოკლედ, ან თებერვალში უნდა გავიდე გამოცდაზე, ან, მარტში გოეთეს სერთიფიკატი ავიღო. დედალინებს ადრე ურჩევნიათ.

ფაქტია: 1. თუ გავივლი გრამატიკის წიგნს სრულად;

2. ჩემს ხელთ არსებულ 3 თემატურ ლექსიკონს სრულად გადავუვლი;

3. დავწერ 50 თემას;

4. ბევრ ტესტს გავაკეთებ;

5. გავივლი c1 და კონკრეტულად დაფის წიგნებს;

6. გავაკეთებ ლისენინგებს და ფილმებსაც გერმანულად ვუყურებ (თავისი სუბტიტრებით), კარგ შედეგს მივიღებ.

გადაწყვეტილება – ინგლისურის პარალელურად დღეში 2 საათი, შემდეგ – 6 +

ალბათ შეტევა და დროზე “მოშორება” ჯობია, არაა საჭირო 50 წელი ჯახირი.

აბა, ღმერთი არს ჩვენთან! ჩვენ ვიწყებთ! 🙂

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s