ისტორია და/თუ მომავალი

რა თქმა უნდა, ისეთ პოსტს არ დავწერ 13-14 წლის ასაკში რომ ვგიჟდებოდი ხოლმე და ფორუმებზეც ვნერვიულობდი, მაგრამ მინდა ერთდროულად ვილაპარაკო ისტორიულ გამოცდილებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს აწმყოსა და მომავალზე. იქნება ეს პიროვნების თუ სახელმწიფო დონეზე. მოსაწყენად დავიწყე, მაგრამ ასე არ გავაგრძელებ.

ინერცია – ჩემი მტერი.

რატომ მივყვებით ინერციას?
ყოველ წამს ხომ სხვები ვართ, სამყარო ჩვენს გარშემო თითოეულ წამს სასწაულებს სჩადის, ქმნის სიტყვებს, სიცოცხლებს, ვარსკვლავებს, იდეებს, სქემას… ჩვენ კი რატომ ვართ ერთი და იგივე?

1) ადამიანი სოციალური ცხოველია. მე გამზადეს, აღმზარდეს და ათასი საჭირო თუ გამოუსადეგარი ინფორმაცია ჩამიტენეს თავში. ეს იყო ინფორმაცია საზოგადოებაზე, სამშობლოზე, რელიგიაზე, ყველაფერზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ინფორმაციის და გენების წყალობით ვარ ის, ვინც ვარ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცაში ადამიანს ვერ აღზრდი, მასზე სხვებს აქვთ გავლენა. და იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ადამიანი, მას სჭირდება უკვე არსებულ ადამიანთა ჯგუფი.

2) ვერ ვპოულობ იმ წერტილს, როცა დამოუკიდებლად აზროვნება დავიწყე. ვერც მიზეზს ვერ ვპოულიბ ვერსად. “მე” სად დაიბადა და როდის, არ ვიცი.

ჩავთვალოთ, რომ მე, როგორ მე, ვარ ათვლის წერტილი, ჩვეულებრივი, მოაზროვნე (არა აუცილებლად დიდი მოაზროვნე) ადამიანის მაგალითი. მე კი არ მაქვს რეცეპტი, როგორ შევიქმენი ისეთად, როგორიც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ შემონახული მაქვს ალბათ ათობით დღიური 11 წლის ასაკიდან მოყოლებული, მაინც არ ვიცი რამ შემქმნა დღევანდელ პიროვნებად.

3) ფაქტია – ყველა დღიურში ცალკე ვარ მე, მე-პიროვნება და ის მოვლენები, რომლებიც ჩემ გარშემი ხდება. მე ვაკვირდები მათ, დასკვნებს ვაკეთებ და შესაბამისად ვიქცევი. მოვლენები განაპირობებენ ჩემს ქცევას, მრავალფეროვან ქცევას, მაგრამ ფაქტია – მე უწყვეტი ჯაჭვი ვარ, შემდგარი ადამიანი.

4) აი, ადამიანი რომ ადამიანად იქცევა და უკვე მყარად ფიქრობს, მერე როგორ უნდა მოწყდეს მიღებულ ინფორმაციას, დაიწყოს მათი გადაფასება (რაც აუცილებლად უნდა მოხდეს!) და, საერთოდ, როგორ უნდა მოშორდეს საფუძვლებს, რომელიც მას გუშინდელ დღესთან აკავშირებს? ეს კავშირი ხომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არა სავალდებულო.

და სადამდე შეიძლება მოვწყდეთ ამ ჩარჩოებს? და სადამდე შეუძლია ადამიანს წინ წასვლა?… 10251889_10152179867311840_6939927888367980005_n

აი, რა ძალით ჩატენილი შეხედულებები დავანგრიე მე (მცირე ნაწილი):

ა. ადამიანი იბადება ქვეყანაში, მაგრამ იმიტომ, რომ დედამიწის თითოეული სანტიმეტრი რომელიმე ქვეყანას ეკუთვნის. ჩვენ ქვეყნის კი არა, პლანეტის შვილები ვართ. შესაბამისად, მეტი ან ნაკლები რესურსის, შესაძლებლობების ქონა ქვეყნების მიხედვით დიდი უსამართლობაა. მე ვარ სული, რომელმაც რაღაც უნდა გავაუმჯობესო  და ეს საკუთარი თავით უნდა დავიწყო. მე თუ არ გამიმართლა და განუვითარებელ ადგილას მოვხვდი, ვერაფერსაც ვერ ვაკეთებ; სულ რომ არაფერი, ჩემი პოტენციალი შეიძლება სუბკულტურამ (ან კულტურის არარსებობამ) იმსხვერპლოს. სამწუხაროდ, სულებს არ მოყვებათ თვისებების და აზრების სასტარტო პაკეტი, ყველაფერი აქ იქმნება. აუ, ეს სასტარტო პაკეტი რა კარგი რაღაც იქნებოდა…

ბ. ჩემთვის არავის უკითხავს როგორი თვალები, სიმაღლე ან კანის ფერი მინდოდა.  საერთოდ, გვიან ბავშვობაში აღმოვაჩინე რა იყო რასა და სილამაზე. არასოდეს იცი დაბადებამდე რა გენეტიკური ინფორმაციის მატარებელ სხეულში მოგიწევს ცხოვრება. ყველა ერთია და არავინ არავიზე უკეთესი არაა მარტო იმიტომ, რომ გაუმართლა. სილამაზე მხოლოდ ძალიან მაგარი გამართლების შედეგია. სულ სხვაა სტილი და ინტელექტი, რომელიც ადამიანის სახეზე მოგვიანებით იკითხება.

გ. ჰო, არც რელიგია ამირჩევია. ჩემი ნებართვის გარეშე ჩამაყურყუმელავეს წყალში და მთელი ბავშვობა ჯვარი მატარებინეს. (აქ: სამკაული იგი). ძალიან თავისუფლად შემეძლო მუსლიმი, ბუდისტი, კონფუციზმის მიმდევარი, იეჰოვას მოწმე ან ინდუისტი ვყოფილიყავი. აი, კათოლიციზმს, გრეგორიანელობას, პროტესტანტიზმსა და შიიტურ და სუნიტურ ისლამს/ებს თანაბარი ტეროტორიული მანძილით ავცდი. სულ ცოტა დასავლეთით რომ დავბადებულიყავი ან სამხრეთ-აღმოსავლეთით….
ამიტომ მოვიხსენი ჯვარი, არასოდეს ვკამათობ რელიგიაზე, არც განსაკუთრებულად მწამს რომელიმესი და ტვინს ვატან რა შეიძლება კაცმა დაიჯეროს და რა არა. ასე, რომ, გვარიანად „ვმკრეხელობ”, მაგრამ ესეც მართლმადიდებლური სტანდარტებით. მე რომ ბუდისტი ვყოფილიყავი (რისი შანსებიც ძალიან დიდი იყო), ვიტყოდი, რომ ჭეშმარიტებას ვეძებ…

დ. ხორცი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. სამართლიანია რომ იმ მასალას ჭამს რაც თვითონაც გაქვს? ე.ი. ხორცს ჭამ საკუთარი ხორცისგან შემდგარი ხელებით?

ე. “არ გავცვლი სალსა კლდეებსა”…

ვ. ყველა მღვდელი პატივსაცემი ადამიანია.

ზ. ლგბტ…… (??)

თ. საზოგადოებრივი ზნეობა უმაღლესი ღირებულებაა სხვათა შორის….

ი. ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია, ისევე, როგორც დედამიწაზე არსებული რესურსები. ერთ ადამიანს არ შეუძლია ყველაფერი გააკეთოს რაც უნდა და ყველაფერს მიაღწიოს, რაც უნდოდა, ეს ერთეულების ხვედრია. (და შენ ის “ერთეული” ვერ იქნები)

კ. აქ კიდევ უნდა ეწეროს რაღაცეები.

რაც  შეეხება უშუალოდ რუტინას

ადამიანმა ცხოვრების წესიც უნდა გადააფასოს. თუ საჭიროა, ყოველდღე.

ჯიუტი ფაქტი – დრო ზედმეტად ძვირფასია იმისთვის, რომ არაფრის გამო დავკარგოთ.

რუტინა – მოძრაობა აუცილებლად დინების მიმართულებით. მდგომარეობა, რომლის დროსაც არ იცი რას აკეთებ, რატომ, გადევს ბორკილი, რომელიც წარსულმა გამოცდილებამ / შეცდომამ / გადაწყვეტილებამ შექმნა.

მაგრამ შენ შეიცვალე, როგორც წესი და რიგია, შეიცვალა შენი სურვილებიც და მაინც ვერ წყდები ძველსა ჩვეულებებსა შენსა.

სიტუაცია ა) ვთქვათ, ხარ ექიმი. 44 წლის ასაკში მოგბეზრდა. რატომ უნდა დახარჯო რუტინულად კიდევ 11 წელი (პენსიაზე გავარდნამდე) და დარჩე იმ ყელში ამოსულ ადგილას? ძველი წლების ხათრით? ისინი აღარ არსებობენ. არ მესმის, რატომ უნდა იმუშაოთ იქ, სადაც აღარ მოგწონთ…

ბ) რატომ არ უნდა მიაგდო სწავლა, თუ ის სფერო აღარ გაინტერესებს?

გ) რატომ უნდა გაიარო ყველა გზა “ლიამაზურად” და ასე რუტინულად?
ბაკალავრიატის შემდეგ ეგრევე რატომ უნდა მიახტე მაგისტრატურას? ანალოგიურად, სკოლის შემდეგ უნივერსიტეტს, მერე ოჯახიც უნდა “მოიკიდო”… ბრბრბრბრბრბბრბრბრბრბრრბრრრრრრ

დ) რატომ არ უნდა წახვიდე შენი ოცნებების ასახდენად? კოსმონავტობა თუ გინდა, ნასას დაუკავშირდი და ბევრი ევედრე, კითხე რა უნდა გააკეთო, ან ისეთ ადგილას  ჩააბარე, სადაც რამე შეგიძლია ისწავლო კოსმოსური რაკეტების შესახებ… რა გაყოვნებს, რა გიჭერს?….

ე) რატომ უნდა უნდოდეს ქვეყანას უფრო მეტი მიწა? აი, რა ჯანდაბად უნდა. ადრე გასაგებია, ქვეყნები ჩაკეტილი იყო, მიწა პირდაპირი მნიშვნელობით სჭირდებიდათ. დღეს აგრონომიასაც არ მისდევს და რა ჯანდაბად უნდა? არაა ეს ისტორიული რუტინა? მიდი, მიხედე ეკონომიკას, მომსახურების სფეროებს, განათლებას, ტექნოლოგიებს…. რუსეთო, შენ გელაპარაკები. რუტინა, რომელიც ხალხს აზარალებს. ადექი და ის სამხედრო ხარჯები შენს თათებში მოქცეულ ხალხს მოახმარე.

ვ) რატომ უნდა გვყავდეს მეფე? არ გვყავს? არც უნდა გვყავდეს. უკვე დიდი ხანია აღარ გვყავს და არც გვჭირდება. რატომ უნდა აღვადგინოთ, ლამაზია? ადექი და იმ თანხებით ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს დაეხმარე.

ზ) თუ არ გათხოვილხარ (ვერ) 35 წლამდე, რატომ ხარ დეპრესიაში?

ან, თუ იცი რომ ოჯახს ვეღარ შექმნი, ადექი და ვინმე მაინც იშოვე, ქალი ხარ თუ ვაშლი?

ან, თუ იცი, რომ შვილი ვერ გეყოლება, ადექი და იშვილე,

ან, რა ვიცი….

არ მესმის ამ ხალხის.

ამგვარად, ვაფასებ /გადავაფასებ მოვლენებს, მუდმივად ვიყურები საკუთარ თავში და ვეძებ რა მინდა. (თუმცა, ბუდისტი რომ ვიყო, სასწრაფოდ უგულებელვყოფდი ამ სურვილებს, როგორც 4 ჭეშმარიტების მიმდევარს შეეფერება),  მერე გადავხედავ ხოლმე ჩემს ცხოვრებას, რას ვაკეთებ და ვცხრილავ:

1. ახლა ეს აღარაფერში მჭირდება. თავი უნდა დავანებო;

2. ეს თემა აღარ მაინტერესებს. მოვდივარ ამ ორგანიზაციიდან;

3. ეს თემა აღარ მაინტერესებს, ვცვლი საკვლევ კითხვას;

4. წარმოვიდგინე, თითქოს …….. მომეწონა იდეა. ერთი ვნახო, რა ხდება მაგ სფეროში… მე ვერ ვისწავლი ვითომ?

5. რა მაგარი ქვეყანაა ….. და რა ლამაზი ენაა. უნდა ვისწავლო. რა მაგარი იქნება!

6. მომწყინდა. ახლა სხვაც მინდა ვცადო.

7.  ვითომ ლოს ანჯელესში სახლს ვერ ვიყიდი? შანსი არაა!

და მადარდეთ წარსული და ძველი გადაწყვეტილებები. მე ის მე აღარ ვარ.1901179_10200908175026356_5752391594134062524_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s