30$ დღეში – დღე, რომელიც ღირს

არაერთი პოსტი დამიწერია იმაზე, თუ როგორ ვცდილობ ყოველ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო, როგორ მივაღწიო ჩემს მიზნებს, რა ბედნიერი ვიქნები, როცა დილით გავიღვიძებ და ბედნიერება ამავსებს, თვითკმაყოფილების გრძნობა სასიამოვნიდ შემიღიტინებს და მადლობას გადავუხდი საკუთარ თავს, რომ ვარსებობ. ყველა ამ დღეს ველოდებით!

image

არასოდეს დამიწერია რეცეპტი, თუ როგორ უნდა გადაგვექცია ჩვენი დღეები ისეთებად, რომლებშიც თავებს ზედმეტად არ ვიგრძნობდით. ერთი მარტივი მიზეზის გამო, ასეთი რეცეპტი არ არსებობდა. ის მხოლოდ ორიოდე კვირის წინ გამოვიგონე და ახლა გაგიზიარებთ.

ცხადია, რომ მდიდარი ქვეყნები იმიტომ არიან მდიდრები, რომ ყოველდღიურად სარგებელს ქმნიან. პროდუქტიულები არიან. სწორედ ეს პარალელი გვჭირდება. იმისათვის, რომ ვიყოთ უკეთესები, ჩვენც უნდა გავზარდით ჩვენი დღის პროდუქტიულობა და სავსე ცხოვრებით ვიცხოვროთ. სათქმელად ადვილია – აბა მიდი და აიძულე თავი ყოველ დღე ნეტარებით და მწველი სურვილით აღივსოს – ჰქონდეს განუმეორებელი დღე. პირადად მე გაღვიძებიდან ერთი საათის განმავლობაში ლაპარაკიც არ მახსოვს ხოლმე.

image

არ აქვს მნიშვნელობა გართობა გინდათ თუ მუშაობა, სამუშაო დღეა თუ უიქენდი, რა პროფესია გაქვთ და რა პრიორიტეტები. უბრალოდ, ერთი საყვარელი თამაში წამოიწყეთ საკუთარ, ასევე უსაყვარლეს თავთან.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ, დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ვირტუალური ფული უნდა გამოიმუშაოთ, ყველაზე მცირე, 30 დოლარი

.

აი, იდეის ავტორის პერსონალური თამაში:

ყველაზე მნიშვნელოვანი და მომგებიანი უნიკალურობა, შემოქმედება და განათლებაა.

5 $ ით, ან, როგორც გენებოთ, 5 ვარსკვლავით, ვაფასებ

ახალი სიმღერის შექმნას, ვარჯიშს, იდეის შობას, გერმანული ენის გაუმჯობესებას, ფინანსური განათლების მიღება-გაღრმავებას და სხვა, განსაკუთრებით პრიორიტეტულ რამეებს. რითაც გნებავთ, ჩაანაცვლეთ!

4 ვარსკვლავით რეალურობას ვაფასებ, ისეთ რამეებს, რაც ჩემი გეგმების სისრულეში მოყვანას რეალურ ბაზას უქმნის. იქნება ეს გრანტი, ინფორმაციის მოძიება, ონლაინ თუ ცოცხალი გაკვეთილები, გამოცდებისთვის მზადება, ტესტების ჩაბარება თუ სხვ.

3 ვარსკვლავი ღირს სპეციფიური და გამორჩეული ქმედებები, როგორებიცაა უცხო ენების შესწავლა,  წერა, მუს. ინსტრუმენტზე კლასიკური ნაწარმოებების შესრულება, ა.შ…

უნივერსიტეტის საგნების სწავლა მხოლოდ 2$ ღირს, ამითი ფულის შოვნის იმედი არ უნდა მქონდეს, ახლო მომავალში მაინც. ამიტომაა, რომ რუტინის მიყოლა, ფინანსური თვალსაზრისით, წამგებიანია. ამდენივე დოლარით ვაფასებ შთაბეჭდილებებსა და მეგობრებთან გართობას.

1$ ს ვჩუქნი თავს არსებობაში, სეირნობაში, 5 ჭიქა წყლის დალევასა თუ სრულფასოვან კვებაში, ძილსაც იგივე ეხება. ჰო, მართლა, მაღვიძარაზე ადგომა მთელი 2 დოლარი ღირს. ამაზე რთული რა უნდა იყოს!

ყველაფერი შეაფასეთ, რასაც კი აკეთებთ. ყველაფერს შესაბამისი ფასი მიანიჭეთ და გამოიმუშავეთ რაც შეიძლება მეტი!!!

დაგჭირდებათ პატარა წიგნაკი აღნიშვნების გასაკეთებლად.

ჩემი პროდუქტიულიბა ძაალიან გაიზარდა, ასეთი აზარტული და მოტივირებულიც არასდროს ვყოფილვარ!

თქვენც სცადეთ! აუცილებლად!!!!

აი, სამოტივაციო სურათებიც: )
image

image

image

image

image

Advertisements

3 thoughts on “30$ დღეში – დღე, რომელიც ღირს

  1. გამოხმაურება: ნების – ყოფა | ID blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s