ოპტიმიზმი + 2

ჯობს ერთ რაღაცას თავის დროზე შევეგუოთ: უმეტესწილად (ზედმეტად უმეტესწილად), ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ვგეგმავთ. ყველაფერს ვგეგმავ და ოდესმე ყველაფერი მიხდება, ოღონდ არა იმ გზით, რომელიც მე გამოვიგონე. ანას პერსონალური რეჟისორი ჰყავს! რა საამაყოა!!! 9764-092843_L

მამიდასთან სტუმრობა ძალიან მიყვარს. ცხელ ყავასთან და ნაირ-ნაირ ტკბილეულობასთან ერთად იმდენ საინტერესო ამბავს მიყვება ხოლმე, რომ გაგიჟება შეიძლება 🙂 არაფერს იგონებს და არც იტყუება, ამიტომ მეც ერთ, მამიდას მიერ მოყოლილ ამბავს მოგიყვებით, ოღონდ გადამოწმებას ნუ მთხოვთ, ინტერნეტში ვერ მივაგენი.

როდესაც (რუსი?) ექიმები პაციენტთან ჰიპნოზის მეთოდს იყენებდნენ, სრული ცნობისმოყვარეობის გამო ეკითხებოდნენ, თუ რას გააკეთებდნენ მომავალში, ვთქვათ, მომავალი 1 კვირის განმავლობაში. (ახლო მომავალში, რომ გადამოწმება შეძლებოდათ).

წარმოიდგინეთ, წინასწარ ყველა პაციენტმა იცოდა სად იქნებოდა და რას გააკეთებდა, ვთქვათ, 3 დღის შემდეგ!! 

ამ ექიმებს ერთადერთხელ ეგონათ, რომ პაციენტი შეცდა, როცა წვიმით დასველება და სახლში დაბრუნება ივარაუდა ერთი კვირის შემდეგ, რადგან იმ დღეს სწორედაც რომ არაჩვეულებრივი, მზიანი ამინდი ყოფილა. მაგრამ, ნურას უკაცრავად ( 🙂 ). ეს ყმაწვილი ფეხბურთის მოედანზე წაბრძანებულა. სწორედ ამ მოედნის მიდამოებში, სულ პატარა მონაკვეთზე მოუნდომებიათ ღრუბლებს გათავისუფლება და მაყურებელი გვარიანად დაუსველებიათ.  Expat-planning-a-visit-home-Chess-pieces-surround-a-pawn

ეს ამბავი იმაზეა, რომ ჩვენი მომავალი, გარკვეულწილად, უკვე გათვლილია. მაგრამ, ეს ნუ შეგაშინებთ, პირიქით!

ჩვენ მარტო “აქ” არ ვართ, ჩვენ რაღაც უდიდეს სამყაროს ვეკუთვნით, რაღაც დიდს, ამოუხსნელს, მომაჯადოებელს, რაღაცის სულ პატარა რგოლები ვართ. ჩვენ ვიცით სად ვიქნებით, რა მოგველის, და ზეადამიანური უნარებიც მრავლად გაგვაჩნია, ოღონდ, არა გონების იმ ნაწილში, რომელსაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ. რომელიღაც გალაქტიკის უწვრილესი სისტემის ციდა პლანეტაზე ვმოძრაობთ და აქ მიმდინარე სულ სულ სულ სულ პაწაწკინტელა მოვლენები გულთან ახლოს მიგვაქვს, იმ გულთან, რომელიც თუ გაჩერდა ამ პაააააააააატარა ხანმოკლე სიცოცხლეს წაგვართმევს. მერე რა თუ ამ ადამიანებით გადაჭეჭყილ მსოფლიოში რაღაც ისე არ აეწყო ჩვენ რომ გვინდა, ჩვენ სიცოცხლეში ხომ მილიონი ადამიანი აფათურებს ხელებს. კიდევ კარგად მიმდინარეობს ყველაფერი, თუ პეპლის ეფექტის მასშტაბებს გავითვალისწინებთ 🙂 hartley2lores

მჯერა, რომ ოპტიმიზმი გვეხმარება ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და ყველაფერს იუმორით შევხედოთ – სადღაც ზემოთ გადით, დახედეთ ამ პატარა ცხოვრებებს ზემოდან და გაიღიმეთ – ვიღაც შტერმა ჰომოსაპიენსმა, ბავშვობაში დიდი ლოყებით და სასაცილო საჯდომით რომ ართობდა გარშემომყოფებს, რაღაც საქმე გაგვფუჭა 🙂 თუნდაც, სრულიად გაუაზრებლად. არაუშავრს, არსებობს სხვა 6მილიარდ 999 მილიონ 999 ათას 998 ადამიანი და ამდენივე გზა. სხვა გზა, უფრო საინტერესო და უცნობი!

meditation-retreats-2

არ ღირს არაფერზე ღელვა, რადგან არსებობს მილიარდი გზა, მილიარდი არჩევანი და ჩვენ მაინც მივალთ დანიშნულების ადგილამდე, რადგან, თუ არსებობს სურვილი, არსებობს მისი შესრულების შანსებიც. ეს აქსიომაა, წმინდა წყლის კარმა! განავითარეთ საკუთარ თავში სპირიტუალური მიდგომა საგნებისადმი, დაიჯერეთ სასწაულების და მაშინაც კი აიყვანეთ საკუთარი გონება ხელში, როცა ყველაფერი თუნდაც ძალიან ცუდადაა. ყველაფერი მაინც ისე გამოვა, როგორც ჩვენ გვინდა.

გარემო გვეხმარება, ოღონდ მაშინ, თუ რაღაც მთელი გულით გვინდა და ამისთვის ვშრომობთ. არ თქვათ, რომ არ გიფიქრიათ (ტაილანდში) მოგზაურობაზე და მეორე წამს თვალში არ მოგხვედრიათ რაღაც ინფორმაცია (ტაილანდზე!) ეს ხომ სასწაულია! 3867ce0edf217c0f7d2aaed41f4989e1

აიყვანეთ საკუთარი თავი ხელში, აკონტროლეთ ფიქრები და ემოციები, განავითარეთ საკუთარი შესაძლებლობები და გარემოც თქვენს მხარესაა.

აი, როგორც მე მოვიქცეოდი – განმარტოვდით, დამშვიდდით, აანთეთ სურნელოვანი სანთელი, ეცადეთ მოდუნდეთ, მოიმარჯვოთ ფურცელი და კალამი და ჩამოწეროთ ის საქმეები, რომელსაც დიდი სიამოვნებით გააკეთებდით, მაგრამ, ღმერთმა უწყის რატომ არ აკეთებთ. ამიტომ დაივიწყეთ წინა დღე და ძველი გამოცდილება! ინერციას ნუ მისცემთ უფლებას გამოგაშტეროთ და თავის ნებაზე წაგიყვანოთ. თქვენ მხოლოდ ამ წამს არსებობთ, შეიგრძნობთ სიცოცხლეს მთელი თავისი სიცხოველით. დარჩით საკუთარ თავთან მარტო და თუ რაღაცის შეცვლა გინდათ, დაე ეს პროფილის სურათი ნუ იქნება (ამდენ ლაიქზე თავიდან რა ავა!)

მაგალითად, გინდათ ვარჯიში? აკონტროლეთ საკუთარი სხეული, ამას რა ჯობია!

ეს ნახეთ!

მე თუ მკითხავთ, რა არის 3 ყველაზე აუცილებელი ქცევა ცხოვრებაში ჭკუიდან რომ არ გადავიდეთო, გიპასუხებდით: ოპტიმიზმი, თვითკონტროლი და დისციპლინა

მოკლედ, მინდოდა მეთქვა, რომ ხანდახან ჩვენ არავინ გვეკითხება მოვლენების განვითარებას, თუმცა, არსებობს ცხოვრების წარმართვის მილიონი გზა, უამრავი  ალტერნატიული და ერთმანეზე საინტერესო სცენარი, მხოლოდ, საჭიროა ყველაფერს იუმორით შეხედოთ, შორიდანაც და იმ წუთას ახალი, უკეთესი ამბავი შექმნათ საკუთარ თავზე. გონების თვალით ჩამოართვით თქვენს მომავალ “მეს” ინტერვიუ, იმ მეს, რომელიც თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობს ვიდრე თქვენ ამ წუთას, რომელიც იქაა, სადაც თქვენ გინდათ იყოთ და კითხეთ – “მეო, მეო, ცხრათვალა, მანდ როგორ აღმოჩნდიო?” ის კი გაგიღიმებთ (რა ენაღვლება 🙂 ) და გეტყვით – ასე და ასეო, ამდენი რამ გადამხდა თავს და რომ არა ჩემი ოპტიმიზმი და მომავლის რწმენა, ალბათ გავგიჟდებოდიო. თქვენ ხომ იცით რომ ყველა გზა ბედნიერი დასასრულისკენ მიდის!

არ ვიცი როგორ აგიხსენით, თუმცა, მომავალში მეც ჩავხედავ ხოლმე ამ პოსტს 🙂

the-end-old-movie

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s